ბოგდანოვიჩმა ბურთი საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო (ვიდეო)

„უნიკახასთან“ ევროლიგის მატჩის პირველი მეოთხედის ბოლო წამზე „ფენერბაჰჩეს“ უკანახაზელმა ბოგდან ბოგდანოვიჩმა ბურთი მეტოქის ფარში საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო.

“ფენერბაჰჩეს” კირიკეში სჭირდება

“ტოტენჰემის” ცენტრალური მცველი თურქების ყურადღების ცენტრში მოექცა.

რუმინეთის ეროვნული ნაკრების წევრი მოურისიო პოჩეტინოს გეგმებში არ შედის, ამიტომ “მამლები” მის გაყიდვას განიხილავენ.

თურქული გამოცემა Fanatik-ის ცნობით, ვლად კირიკეშით დაინტერესებულია “ფენერბაჰჩე”, რომელიც 25 ტურის შემდეგ, თურექთის ჩემპიონატში მესამე ადგილს, 53 ქულით იკავებს.

მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუმინელის ვარიანტს “იუვენტუსი” და “რომა” განიხილავდა.

ამ სეზონში კირიკეშმა ექვსი მატჩი ჩაატარა.

თურქული ზღაპარი – “გალათასარაიმ” დერბი სნეიდერის ულამაზესი გოლებით მოიგო (ვიდეო)

თურქეთის სუპერლიგაში დღეს სეზონის ერთ-ერთი მთავარი მატჩი შედგა. “გალათასარაიმ” საკუთარ მოედანზე თანაქალაქელ “ფენერბაჰჩეს” უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

მატჩის ბედი ბოლო წუთებზე ვესლი სნეიდერის ორმა ულამაზესმა გოლმა გადაწყვიტა. ჰოლანდიელმა 88-ე და 90-ე წუთებზე შესძლო მეტოქის კარის დალაშქვრა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე “ფენერმა” მხოლოდ სხვაობის შემცირება შესძლო, პრესტიჟის გოლის ავტორი პოტუკი გახდა.

კუიტმა საერთაშორისო კარიერა დაამთავრა

„ფენერბაჰჩეს“ თავდამსხმელმა დირკ კუიტმა ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში თამაშის დასრულების შესახებ განაცხადა.

„ნაკრებთან დაშორება რთულია. მე უკვე არა ამ გუნდის ფეხბურთელი, არამედ მისი ერთი ჩვეულებრივი გულშემატკივარი ვარ. ყველაზე მეტად ის ემოციები დამაკლდება, რომლებსაც ჰიმნის შესრულებისას განვიცდიდი. ჩემი ქვეყნის ნაკრებში თამაში დიდი პატივი იყო და მსურს, ამისთვის ყველას მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კუიტმა.

34 წლის ფორვარდმა ჰოლანდიის ნაკრების მაისურით ჯამში 104 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ნაკრების ყველა დროის მოთამაშეთა შორის მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა. აღნიშნულ პერიოდში მან 24 გოლი გაიტანა, მსოფლიოს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხილის, ხოლო 2014 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.

ფენერბაჰჩე გომისზე ფიქრობს

თურქული “ფენერბაჰჩეს” ინტერესთა სფეროში “ლიონის” ფორვარდი ბაფატემბი გომისი მოხვდა.

გომისის კონტრაქტი “ლიონთან” მიმდინარე თვის ბოლო იწურება. “ფენერის” გარდა მის მიმართ ინტერესს რამდენმე ინგლისური კლუბიც იჩენს. “ნიუკასლმა” გომისს ოთხწლიანი კონტრაქტიც კი შესთავაზა.

თუმცა, საფრანგეტში ფიქრობენ, რომ “ფენერბაჰჩეს” ფეხბურთელის გადაბირების საკმაოდ კარგი შანსი აქვს.

საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში გომისმა 33 შეხვედრაში 14 გოლის გატანა მოახერხა.

დიეგო ფენერბაჰჩეში გადავიდა

“ატლეტიკოს” ბრაზილიელი ნახევარმცველი დიეგო კარიერას სტამბოლის “ფენერბაჰჩეში” გააგრძელებს.

ესპანური პრესის ცნობით, 29 წლის ბრაზილიელმა თურქებთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

გასული სეზონის მეორე ნახევარი დიეგომ “ატლეტიკოში” იჯარის წესით გაატარა და პრიმერას მოგებასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალისტიც გახდა.

დიეგოს სატრანსფერო უფლებები “ვოლფსბურგს” ეკუთვნის, თმცა 30 ივნისს ნახევარმცველი თავისუფალი აგენტი ხდება, რაც იმას ნიშანვს, რომ “ფენერბაჰჩეს” ფეხბურთელში თანხის გადახდა არ მოუწევს.

ოქროს სტამბული

ვგონებ, არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე დერბიში გამარჯვების შემდეგ საჩემპიონო ტიტულის დაბევება. სწორედ ასეთი შანსი აქვს სტამბულის „ფენერბაჰჩეს“, რომელსაც დღეს თანაქალაქელ „ბეშიქთასთან“ უწევს დაპირისპირება.

სეზონის ფინიშამდე ხუთი ტურით ადრე „ყვითელ-ლურჯები“ 12 ქულით უსწრებენ სლავენ ბილიჩის გუნდს და თითქმის გადაწყვეტილია საჩემპიონო ბედი, თუმცა მაინც სასიამოვნოა, როცა პრინციპული მეტოქის დამარცხების შემდეგ ინაღდებ ტიტულს. თუ მატჩს „ფენერბაჰჩე“ გამარჯვებით დაასრულებს, თურქეთის ჩემპიონის ვინაობას ოფიციალურად შევიტყობთ. შეხვედრის საყაიმო შედეგით დასრულების შემთხვევაში, „ბეშიქთაში“ თეორიულ შანსს ინარჩუნებს.

„ყვითელ-ლურჯებმა“ თურქეთის ჩემპიონატი უკანასკნელად 2010-11 წლების სეზონში მოიგეს. „ფენერბაჰჩეს“ თავკაცმა ერსუნ იანალმა, მართალია, სადებიუტო სეზონის სტარტზე სუპერთასისთვის ბრძოლა „გალათასარაისთან“ დათმო (0:1), თუმცა მისმა გუნდმა ჩემპიონატი ყინჩად გაიარა და ახლა ქვეყნის მთავარი ტიტულის დასაკუთრებას სულ ცოტა უკლია.

სტამბულის დერბი დღეს, ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

„ტრაბზონსპორი“—„ფენერბაჰჩე“ გულშემატკივართა აგრესიული ქმედებების გამო შეწყდა

თურქეთის სუპერლიგის 24-ე ტურში „ტრაბზონსპორსა“ და „ფენერბაჰჩეს“ შორის გამართული მატჩი მეორე ტაიმში მასპინძელი გუნდის ქომაგების მხრიდან გამოვლენილი აგრესიული ქმედებების გამო შეწყდა.

მას შემდეგ, რაც სტუმართა თავდამსხმელმა ემანუელ ემენიკემ ანგარიში გახსნა, „ტრაბზონსპორის“ გულშემატკივრებმა მოედანზე სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს. მატჩის მთავარი არბიტრი იძულებული გახდა, თამაში გაეჩერებინა.

სავარაუდოდ, „ტრაბზონსპორს“ ტექნიკური მარცხი 0:3 ჩაეთვლება.

 

შოთა არველაძის „ქასიმფაშა“ ზედიზედ მესამედ დამარცხდა

კიდევ ერთი მარცხი იწვნია შოთა არველაძის „ქასიმფაშამ“, რომელიც თურქეთის სუპერლიგის 21-ე ტურში „ფენერბაჰჩეს“ ესტუმრა. მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ გაილია, 64-ე წუთზე მასპინძელთა გამოცდილმა ნახევარმცველმა ემრე ბელიოზოღლუმ ლამაზი დარტყმით ანგარიში გახსნა, 79-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა სანჰარიბ მალკიმ წონასწორობა აღადგინა, თუმცა ორ წუთში ბექირ ირტეგიუნმა მასპინძლები კვლავ დააწინაურა და მათ 3 ქულა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ 57-ე წუთიდან „ქასიმფაშა“ მოედანზე 10 კაცით თამაშობდა, რადგან ნახევარმცველ ქერემ სერასს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენეს.

ამრიგად, „ქასიმფაშამ“ ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო, მოუგებელი სერია კი 10 მატჩამდე გაიზარდა, შოთა არველაძის გუნდმა უკანასკნელად გასული წლის 9 ნოემბერს „გაზიანთეფი“ დაამარცხა (3:0). შედეგად, „ქასიმფაშას“ თუ ერთი პერიოდი სატურნირო ცხრილის მეორე ადგილი ჰქონდა დაკავებული, ახლა 30 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა. რაც შეეხება „ფენერბაჰჩეს“, გუნდი სატურნირო ცხრილს 47 ქულით ლიდერობს.

რობერტო კარლოსს “ფენერბაჰჩეს” მწვრთნელობა სურს

თურქული “სივასპორის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო კარლოსმა განაცხადა, რომ მომავალში საკუთარ თავს “ფენერბაჰჩეს” მთავარ მწვრთნელად ხედავს.

კარლოსმა “სივასპორი” 2013 წლის ივნისში ჩაიბარა. ბრაზილიელი “ფენერის” ღირსებას 2007-დან 20011 წლამდე იცავდა.

“მომავალში “ფენერბაჰჩეს” სიამოვნებით გავწვრთნიდი” – განაცხადა კარლოსმა თურქულ პრესას.

ასევა ბრაზილიელმა აღნიშნა, რომ “სივასპორის” გარდა მას რამოდენიმე გუნდი ეპატიჟებოდა, თუმცა არჩევანი საბოლოოდ თურქულ ვარიანტზე შეაჩერა.

„ფენერბაჰჩეს“ პასტორეს შეძენა სურს

თურქული „ფენერბაჰჩეს“ მთავარმა მწვრთვნელმა ერსუნ იანალმა განაცხადა, რომ მისი კლუბი „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი ნახევარმცველის ხავიერ პასტორეს შეძენაზე ფიქრობს.

„კლუბის ხელმძღვანელობას პარიზში გაფრენა და პასტორეს შესაძლო ტრანსფერის დეტალების განხილვა ვთხოვე. „ფენერბაჰჩეს“ მაღალი დონის შემტევი ნახევარმცველი სჭირდება. იმედია, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება“, – აღნიშმა იანალმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

„თანდერმა“ „ფენერბაჰჩე“ დაამარცხა

„ოკლაჰომა სიტი თანდერმა“ თავისი პირველი წინასასეზონო მატჩი გამართა. სკოტ ბრუკსის გუნდმა ევროპული კალთბურთის ერთ-ერთ გრანდს „ფენერბაჰჩეს“ 13 ქულით სძლია.

„ფენერბაჰჩე“ – „თანდერი“ 82:95 (28:20, 14:28, 23:27, 17:20)

„ფენერბაჰჩე“: ბოდანოვიჩი (19), მაკალები (13 ქ. 4 ჩ.), პრელდზიჩი (9 ქ. 4 გ.), კლეიზა (9 ქ.), მახმუტოგლუ (7 ქ.), სიპახი (6 ქ.), ბირსენი (6 ქ.)

„თანდერი“: დურანტი (24 ქ. 8 მ.), იბაკა (15 ქ. 6 მ.), ჯექსონი (9 ქ. 5 გ.), სეფალოშა (8 ქ.), ფიშერი (8 ქ.), ადამსი (7 ქ. 6 მ.)