მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა “მილანის” ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ადრიანო გალიანი “რეალში” მიიწვია.
როგორც ცნობილი ხდება, პერესი გალიანის საკმაოდ კარგ თანამდებობას სთავაზობდა.
თუმცა, Mundo Deportivo-ს ცნობით, 72 წლის იტალიელმა “სამეფო კლუბის” ტექნიკური დირექტორის პოსტზე უარი განაცხადა. იტალიელს მიზეზები არ დაუკონკრეტებია.
შეგახსენებთ, რომ გალიანი 31 წლის მანძილზე მუშაობდა “მილანში” და სილვიო ბერლუსკონისთან ერთად განაგებდა კლუბს.
ასევე არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ გალიანიმ სერია ა-ს პრეზიდენტის პოზიციაც ჩაიბაროს.