რაში სჭირდება “რეალს” ბენიტესი? ფლორენტინო პერესის 5 მიზეზი

რაფელ ბენიტესმა “ნაპოლი” დატოვა და ოცნების ახდენასთან, მადრიდის “რეალის” გაწვრთნასთან ძალიან ახლოაა. გთავაზობთ 5 მიზეზს, რის გამოც “სამეფო კლუბის” პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს გუნდის ჩაბარება სწორედ ბენიტესისთვის სურს.

 

რეალს ესპანელი მწვრთნელი სჭირდება

ესპანელ მწვრთნელს “რეალში” ძალიან დიდი ხანია არ უმუშავია. ანჩელოტი, მოურინიო, პელეგრინი, შუსტერი, ლუშემბირგუ, კაპელო, კეირუში – ეს იმ მწვრთნელების გვარებია, რომლებმაც “რეალს” 2003 წლიდან, დელ ბოსკეს გათავისუფლების შემდეგ უთავკაცეს.

ესპანელები მხოლოდ რემონი, ლოპეს კარო, კამაჩო და ხუანდე რამოსი იყვნენ, რომლებმაც საერთო ჯამში ერთი წელიც კი არ იმუშავეს. ბენიტესი კი “რეალისთივს” უცხო კაცი არ არის. 1974-1981 წლებში ის ახალგაზრდული გუნდის ღირსებას მოთამაშის სტატუსში იცავდა. 1993-95 წლებში კი მეორე გუნდის მწვრთნელი იყო. ბენიტესს არსდროუს დაუმალავს, რომ “რეალის” გაწვრთნა მისი ოცნება იყო.

 

ორი ტიტული სამ სეზონში

მეათე ჩემპიონთა თასის შემდეგ “რეალის” მთავარი მიზანი ქვეყნის ჩემპიონობის მოპოვებაა. ამოცანის შესრულება ანჩელოტიმ ვერ შეძლო, რის გამო ის გაათავისუფლეს კიდეც. 7 წელიწადში მოპოვებული მხოლოდ 1 ეროვნული ტიტული “რეალისთვის” კატასტროფაა. 2003 წლიდან მადრიდელებმა მხოლოდ სამჯერ მოიგეს ჩემპიონატია.

როგორც ჩანს, პარესს კარგად ახსოვს ბენიტესის “ვალენსია”, რომელიც 3 სეზონში ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. მაშინ რაფას ძალიან კარგი გუნდი ჰყავდა, თავად ბენიტესი კი მეტოქეებს მოულოდნელი საკადრო ცვლილებებით და როტაციის კარგი გამოყენებით აკვირვებდა. პრობლემა კი იმაშია, რომ ეს ყველაფერი 10 წლის წინ ხდებოდა. მას შემდეგ კი ბენიტესს არც ერთი ჩემპიონატი არ მოუგია.

 

პერესს ჩამოყალიბებული მწვრთნელი სჭირდება

ნათელია, რომ პერესს დრო არ აქვს და “რეალში” უკვე ჩამოყალიბებული, გამოცდილი მწვრთნელი სჭირდება. თუმცა, ბაზარზე ასეთი სპეციალისტის მოძებნა, თანაც ტოპ-კლუბის დონეს რომ აკმაყოფილებედეს, ძალიან ძნელია.

ბენიტესი კი მთელი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში სწორედ ამბიციურ კლუბებთან მუშაობს. ესპანელმა სხვა თუ არაფერი ის მაინც იცის, თუ რასთან ექნება საქმე.

 

ბენიტესი არც ისე ცუდია

პრესაში ბენიტესს ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს, თუცმა სინამდვილეში ის მაღალი დონის მწვრთნელია. “ლივერპულში” რაფას შესანიშნავი შედეგი ჰქონდა, სანამ მწვრთნელ-მენეჯერად არ გადაიქცა. მას ყოველთვის სურდა გუნდის სატრანსფერო ამბებიც თავად გადაეწყვიტა, რის გამოც თავის დროზე “ვალენსიას” დატოვება მოუწია. თუმცა, ბენიტესს ძალიან უცნაური გემოვნება აქვს და ხშირ შემთხვევაში მისი ფეხბურთელები იმედებს ვერ ამართლებდნენ.

შემდეგ იყო “ინტერი” სადაც ბენიტესი თავიდანვე პრობლემებს შეხვდა. მოურინიომ მას დაბერებული გუნდი დუტოვა, რომელსაც უკვე ყველაფერი ჰქონდა მოგებული. “ჩელსისთან” ერთად ბენიტესმა მოკლე ვადაში შეძლო ევროპის ლიგის მოგება. რაფას ყველაზე წარუმატებელი გუნდი სწორედ “ნაპოლი” აღმოჩნდა.

 

ბენიტესი ერთი სეზონით

შესაძლოა, ამ ეტაპზე ფლორენტინო პერესმა უბრალოდ უკეთესი კანდიდატურა ვერ ნახა, ხოლო ანჩელოტის დატოვება მის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. ბენიტესის მოშორება კი ჩაგდებული სეზონის შემდეგ რთული საქმე არ იქნება.

 

„ნაპოლის“ პრეზიდენტი: „იმედია, ფლორენტინო პერესი ბენიტესთან კარგ კონტრაქტს გააფორმებს“

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტრინო პერესს მთავარი მწვრთნელის პოსტზე რაფაელ ბენიტესის დანიშვნა ურჩია.

„ბენიტესს ნებისმიერი კლუბის ხელმძღვანელს ვურჩევდი, მაგრამ პერესს ჩემი რჩევა არ სჭირდება.

თუ რაფა „რეალის“ თავკაცი გახდება, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ორი წლის წინ სწორი არჩევანი გავაკეთე. იმედია, ფლორენტინო მას კარგ კონტრაქტს შესთავაზებს.

ვიცოდი, რომ ჩვენთან მას ბოლო სეზონი ექნება, რადგან ბენიტესს ოჯახთან ერთად ყოფნა სურდა. მას ორწლიანი კონტრაქტი ჰქონდა, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების წლის გახანგრძლივებაც შეგვეძლო, მაგრამ მან წასვლის მიზეზი კარგად ამიხსნა.

ორი წლის წინ უეფას საკლუბო რეიტინგში 46-ე ადგილზე ვიყავით, ახლა კი მე-20 პოზიციას ვიკავებთ, რითაც დიდ გუნდებს ვუსწრებთ. „იუვენტუსის“ გარდა ერთადერთი იტალიური კლუბი ვართ, რომელმაც ტიტული მოიგო. შემდეგ სეზონში ერთადერთი იტალიური გუნდი ვიქნებით, რომელიც ევროტურნირებზე ზედიზედ მეექვსედ გავიდა.

„ნაპოლი“ ძლიერია და კარგ მდგომარეობაში იმყოფება. ძალიან მიხარია, რომ რაფასთან ერთად მუშაობა მოგვიწია. მან ამ კლუბის კულტურა ჩამოაყალიბა“, – განაცხადა დე ლაურენტინასმა.

იხილეთ ასევე: 

“რეალის” პირველი შენაძენი ბენიტესის დროს სტერლინგი იქნება

ბენიტესის “რეალი” რონალდუზე არ იქნება აწყობილი

„რეალის“ ლიდერებმა პრესკონფერენციაზე პერესს ანჩელოტის დატოვება სთხოვეს

კომპანია „მაიკროსოფტთან“ საპარტნიორო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს გაესაუბრნენ და მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლო ანჩელოტის დატოვება სთხოვეს.

„მომწონს, როდესაც მწვრთნელს ადამიანური თვისებების გარდა, კიდევ ბევრი სხვა კარგი თვისება გააჩნია, რაც ანჩელოტის ნადმვილად არ აკლია“, – განაცხადა სერხიო რამოსმა.

„მიხარია, რომ მასთან ვმუშაობ“, – აღნიშნა რონალდუმ.

„ანჩელოტის რბილი ხელი აქვს. მისი ხელმძღვანელობის უფრო მეტს ვმუშაობთ, ვიდრე მოურინიოს თავკაცობით გვიწევდა“, – თქვა პეპემ.

„ფეხბურთელებთან ახლო ურთიერთობა ანჩელოტის განსაკუთრებულს ხდის“, – აცხადებს ბეილი.

„თუ არჩევანის სააშუალება მექნებოდა, მას აუცილებლად დავტოვებდი“, – განაცხადა ბეილმა.

„ანჩელოტი – ჩემპიონია“, – აღნიშნა კროოსმა.

ანჩელოტი: „რეალში“ დარჩენა მსურს“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს მადლობა გადაუხადა. მიმდინარე კვირას „ბლანკოსის“ პრეზიდენტმა იტალიელი სპეციალისტის შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებული ინფორმაცია უარყო.

„რეალის“ პრეზიდენტი კარგად მოიქცა, როდესაც ის ინფორმაცია უარყო, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. შედეგების მიუხედავად, ის ყოველთვის მხარს მიჭერდა. „რეალში“ დარჩენა მსურს, აქ ყველაფრით კმაყოფილი ვარ და პრობლემები არ მაწუხებენ“, – განაცხადა ანჩელოტიმ.

რამოსი “რეალთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ დათანხმდა

მადრიდის “რეალის” მცველმა სერხიო რამოსმა კლუბის მიერ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე პირველი შემოთავაზება უარით გაისტუმრა.

რამოსი კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შეხვდა და ახალი შრომითი
ხელშეკრულების პირობები განიხილა, თუმცა მხარეებს შორის ჯერჯერობით მოლაპარაკება ვერ შედგა. ესპანელი მცველი უკმაყოფილოა, რომ მისი ანაზღაურება კრიშტიანუ რონალდუს, გარეტ ბეილის, კარიმ ბენზემასა და იკერ კასილასის ჯამაგირს ჩამორჩება.

აღსანიშნავია ისიც, რომ სერხიო რამოსის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი” იჩენს.

 

პერესი: ,,რეალი” ბეილის გაყიდვას არ აპირებს”

ბრიტანული პრესა აქტიურად წერს გარეთ ბეილის ,,მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის შესახებ. მადრიდის ,,რეალის” პრეზიდენტმა კი გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

,,ჩვენ არანაირი შეთავაზება არ მიგვიღია ,,მანჩესტერ იუნაიტედისაგან”. ფეხბურთელის ყიდვა არც სხვა გუნდებს სურთ. მომავალშიც გარეთ ბეილის შესახებ,  არ ვაპირებთ არანაირი შეთავაზების განხილვას,” -განაცხადა ფლორენტინო პერესმა.

შეგახსენებთ, რომ გარეთ ბეილმა მადრიდის ,,რეალის” შემადგენლბაში 66 მატჩი ჩაატარა. ფეხბურთელმა 33 გოლის გატანა მოახერხა.

ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.

პერესმა ანჩელოტის ახალ კონტრაქტზე ისაუბრა

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კლუბის მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტისთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ისაუბრა.

“ანჩელოტისთან ახალ კონტრაქტს სიამოვნებით გავაფორმებთ. დარმუნებული ვარ, რომ პრობლემები არ შეგვექმნება, თუმცა ეს საკითხი სეზონის დასრულების შემდეგ განიხილება. კონტრაქტების განახლებით მხოლოდ ამ დროს ვართ დაკავებულები” – განაცხადა პერესმა.

შეგახსენებთ, ანჩელოტიმ “რეალი” 2013 წლის ზაფხულში ჩაიბარა და გასულ სეზონში მადრიდულ კლუბს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

კალდერონი: „ფლორენტინო პერესს რონალდუს ტრანსფერის ჩაშლა სურდა“

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის ისტორია მოჰყვა.

„როდესაც ფლორენტინო პერესი პრეზიდენტი გახდა და „რეალში“ მუშაობა დაიწყო, მას რონალდუსთან მოლაპარაკების ჩაშლა სურდა. მისი აზრით, კრიშტიანუს სატრანსფერო ფასი საკმაოდ მაღალი იყო.

მან იცოდა, რომ რონალდუ კარგი ფეხბურთელია. ამავდროულად იგი ფიქრობდა, რომ ასეთი თანხის გადახდა მის სანაცვლოდ არ ღირდა. თავიდანვე მათ ამის გამო მცირე კონფლიქტიც კი ჰქონდათ, რადგან კრიშტიანუმ ამ ისტორიის შესახებ იცოდა.

მოლაპარაკება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა“, – განაცხადა კალდერონმა.

ფლორენტინო პერესი: ”რეალის” ვალი არა 602 მილიონი, არამედ 72 მილიონია”

მადრიდის ”რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”სამეფო კლუბის” ვალი 602 მილიონია.

”ჩვენი ვალი არა 602 მილიონი, არამედ 72 მილიონია და ამის აღმოფხვრა გვსურს. ვიღაცეებს ჩვენი დამცირება სურთ.”

”ჩვენით მსოფლიო აღფრთოვანებულია. ხალხს ვურჩევ, რომ ერთ გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე დასკვნებს ნუ გამოიტანენ. ”ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტები, ”რეალის” ფინანსებს იძიებენ და უბრალოდ არ მესმის, ამ ცრუ ინფორმაციების გავრცელებით რა მოგებას ნახულობენ” – განაცხადა პერესმა.

ფლორენტინოს საჩუქარი იკერს

გუშინ თბილისის დროით 22:45 წუთზე გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი, სადაც ერთმანეთს მადრიდის “რეალი” და “ბაზელი” დაუპირისპირდნენ. თამაში “სამეფო კლუბის” სასარგებლოდ 5-1 დასრულდა.

მატჩის შემდეგ “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა  გასახდელში ფეხბურთელები მოინახულა და მათ გამარჯვება მიულოცა. ასევე მან , იკერ კასილასს პირველ გუნდში 15 წლიანი ყოფნის გამო “სიბელესის” მინი ქანდაკება გადასცა წარწერით: “1999-2014 იკერ კასილასი”

“რეალის” ფანების ნაწილი ფლორენტინო პერესის გადადგომას მოითხოვს

მადრიდის “რეალის” ინჩადა უკმაყოფილოა იმ პოლიტიკით, რომელსაც კლუბის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ახორციელებს.

Sport-ის ცნობით, მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ გუშინ გამართული მატჩის (1:2) მიმდინარეობისას “რეალის” ქომაგების ნაწილმა კლუბის პრეზიდენტის პოსტიდან ფლორენტინო პერესის გადადგომის მოთხოვნით ტრიბუნაზე სპეციალური ბანერი გამოკიდა.

“რეალის” ფანების ნაწილი თვლის, რომ გუნდის არასტაბილურ თამაშზე პასუხისმგებლობა სწორედ პერესმა უნდა აიღოს.

 

რა მოხდა სინამდვილეში – პერესის სიმართლე

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი აცხადებს, რომ იგი მზად იყო ანხელ დი მარია მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად ექცია, მაგრამ არგენტინელს ეს ეცოტავა.

დი მარიასთან შეთანხმების ვერ მიღწევის შემდეგ პერესმა “მანჩესტერ იუნაიტედს” 59.7 მლნ. ფუნტად მიჰყიდა არგენტინელი. პერესის თქმით, არავის უცდია ანხელის გაგდება.

“აქ 2000 წლიდან ვარ. ამ პერიოდში ბევრი ფეხბურთელი მოვიდა და წავიდა. ჩემი გამოცდილება მეუბნება, რომ წასულებს აფასებენ, მოსულებში კი ეჭვი ეპარებათ.”

“დი მარიას ყველა შესაძლო ვარიანტიდან საუკეთესო შევთავაზეთ, მაგრამ არ მიიღო. ამის გამო ხამეს როდრიგესი მოვიწვიეთ – მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ოქროს ბუცის მფლობელი.”

“დი მარია, როგორც ყველა წასული ჩვენი პატივისცემითა და მადლიერებით სარგებლობდა. მოთამაშე, რომელსაც კონტრაქტი აქვს მიდის იმის გამო, რომ მას ასე სურს. “რეალი” პატივს სცემდა კონტრაქტებს.”

“დი მარიას ფინანსური მიზნები ჰქონდა, რომელსაც მართებულად მივიჩნევ, მაგრამ მისი დაკმაყოფილება არ შეგვეძლო. გავიმეორებ – მას ყველა შესაძლო ვარიანტიდან საუკეთესო შევთავაზეთ. დი მარია “რეალის” ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნებოდა კრიშტიანუს შემდეგ.”

“მის ფინანსურ მოთხოვნილებებს რომ დავთანხმებოდით, მივიღებდით დაუბალანსირებელ მიდგომას, რომელიც სტაბილურობას არევდა.”

“დი მარია “მანჩესტერში” წავიდა თანხის სანაცვლოდ, რომელიც შესაფერისად მივიჩნიეთ და ტრანსფერიც შედგა. წარმატებებს ვუსურვებთ დი მარიას პროფესიონალურ და პირად საკითხში.” – ციტირებს პერესის სიტყვებს Manchester Evening News.

პერესმა ისიც აღიარა, რომ “რეალი” მართლაც დაინტერესებული იყო რადამელ ფალკაოთი.

“ფალკაოს შესყიდვაზე ვფიქრობდით. მაგრამ ეს კლუბი სპორტულ-ეკონომიკურ მიზანდასახულობით სარგებლობს, რაც ბერნაბეუმ (ყოფილმა პრეზიდენტმა) გვასწავლა, რის გამოც გადავწყვიტეთ არ მოგვეყვანა იგი. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მწვრთნელის აზრმაც, რომელსაც არ სურდა მისი მოყვანა.”

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/