წლის ყველაზე კურიოზული მომენტი (ვიდეო)

ინგლისის ქვედა ლიგაში ფეხბურთელმა გოლის გატანა საოცარ სიტუაციში ვერ შეძლო.

ინგლისი: 23-ე ტურის პრევიუ

Fanebi.com ინგლისური პრემიერ ლიგის 23-ე ტურის პრევიუს წარმოგიდგენთ.

 

ლივერპული – ვესტ ჰემი

სათასო ბატალიების შემდეგ ინგლისურ სტადიონებს პრემიერ ლიგის მატჩები უბრუნდება. 23-ე ტურის პირველი სათამაშო დღის ერთ-ერთი საინტერესო შეხვედრა ლივერპულში გაიმართება, სადაც ჯერარდს და კომპანიას “ვესტ ჰემი” ესტუმრება.

მასპინძლებმა ჩემპიონატის უკანასკნელ 5 ტურში თამაში გამოასწორეს და შესაძლო 15 ქულიდან 13 მოიპოვეს. “ვესტ ჰემმა” კი წარუამტებელი სერიის დასრულება გასულ ტურში, “ჰალ სიტისთან” მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვებით შეძლო.

სატურნირო ცხრილში გუნდები ერთმანეთის მახლობლად არიან განლაგებულნი. ლონდონელები “ლივერპულს” მხოლოდ ერთი ქულით უსწრებენ და შესაბამისად ევროზონისთვის ბრძოლაში ამ შეხვედრის შედეგს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

არსენალი – ასტონ ვილა

ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის კიდევ ერთი პრეტენდენტი მორიგი ტურის მატჩს საკუთარ მოედანზე “ასტონ ვილასთან” გამართავს.

ლონდონელებს გამარჯვების, რომელიც ზედიზედ მესამე იქნება, შემთხვევაში მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრების შანსი აქვთ. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ “მანჩესტერ იუნაიტედი” “ლესტერთან” დაკარგავს ქულებს, რაც ნაკლებადაა სავარაუდო.

ნებისმიერ შემთხვევაში არსენ ვენგერის გუნდს საკუთარი შეხვედრის მოგება მართებს და დიდი ალბათობით მეთოფეები ამ ამოცანას თავს განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გაართმევენ. მიუხედავად ტრავმირებულ მოთამაშეთა ტრადიციულად გრძელი სიისა, წყვილში ფავორიტად მასპილები არიან შერაცხულები.

 

ჩელსი – მანჩესტერ სიტი

ტურის და მეორე წრის ერთ-ერთ მთავარ შეხვედრას “სტემფორდ ბრიჯი” მიიღებს, სადაც ურთიერთობას გათამაშების ლიდერები გაარკვევენ.

ბოლო პერიოდი ორივე გუნდისთვის რთული გამოდგა. თუმცა, თუ ლონდონელთა ჩავარდნა “ბრედფორდთან” წაგებული ერთი მატჩი შემოიფარგლა, “სიტისთვის” დანაკარგი გაცილებით მნიშვნელოვანი იყო. პელეგრინის შეგირდებმა თასზე “მიდლსბროსთან” მარცხთან ერთად პრემიერლიგის ორ უკანასკნელ ტურში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვეს და უშუალო კონკურენტთან ჩამორჩენა 5 ქულამდე გაზარდეს. გასაგებია, რომ ლონდონში მარცხის შემთხვევაში მანჩესტერელთა საჩემპიონო შანსები მნიშვნელოვნად მცირდება.

 

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

31.01 19:00 სანდერლენდი 2.15სანდერლენდი 3.25 ბარნლი3.55 ბარნლი დაწვრილებით
31.01 19:00 კრ პალასი 2.85კრისტალ პალასი 3.00 ევერტონი2.75 ევერტონი დაწვრილებით
31.01 19:00 ლივერპული 1.70ლივერპული 4.00 ვესტ ჰემი4.80 ვესტ ჰემი დაწვრილებით
31.01 19:00 მანჩესტერი  1.40მანჩესტერ იუნაიტედი 5.00 ლესტერ სიტი8.00 ლესტერი  დაწვრილებით
31.01 19:00 სტოკ სიტი 1.70სტოკ სიტი 3.85 ქუინს პარკ რეინჯერსი5.00 ქ.პ.რ.  დაწვრილებით
31.01 19:00 ვესტ ბრომ 2.85ვესტ ბრომვიჩი 3.00 ტოტენჰემი2.75 ტოტენჰემი დაწვრილებით
31.01 21:30 ჩელსი 2.30ჩელსი 3.20 მანჩესტერ სიტი3.30 სიტი დაწვრილებით
01.02 17:30 არსენალი  1.25არსენალი 5.75 ასტონ ვილა12.00 ვილა დაწვრილებით
01.02 20:00 საუთჰემპტონი 1.60საუთჰემპტონი 3.85 სუონსი სიტი6.00 სუონსი  დაწვრილებით
31.01 16:45 ჰალ სიტი 2.75ჰალ სიტი 3.00 ნიუკასლი2.80 ნიუკასლი დაწვრილებით

სეზონის ყველაზე კურიოზული აცილება ინგლისელი ფეხბურთელის შესრულებით (ვიდეო)

ინგლისის სამოყვარულო ლიგის ერთ-ერთ შეხვედრაში ფეხბურთელმა, რომელმაც მეტოქე გუნდის მეკარის შეცდომის შემდეგ ბურთი მიიღო ცარიელ კარში გოლის გატანა ვერ მოახერხა.

10 ფეხბურთელი ინგლისის პრემიერ ლიგაში, რომელთა მოტყუებაც ყველაზე მეტად უჭირთ

საფეხბურთო პორტალმა 90min-მა დაასახელა ინგლისის პრემიერ ლიგაში მოთამაშე ათი ფეხბურთელი, რომელთა მოტყუებაც მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს ყველაზე მეტად უჭირთ.

10. რაიან მეისონი (“ტოტენჰემი”)
ფეხებში ვარდნა (საშუალოდ ერთ მატჩში) – 3.3

10

9. მორგან შნედერლენი (“საუთჰემპტონი”)
ფეხებში ვარდნა (საშუალოდ ერთ მატჩში) – 3.4

9

8. მაურისიო ისლა (“ქუინს პარკ რეინჯერსი”)
ფეხებში ვარდნა (საშუალოდ ერთ მატჩში) – 3.4

8

7. მარტინ კელი (“კრისტალ პალასი”)
ფეხებში ვარდნა (საშუალოდ ერთ მატჩში) – 3.4

7

6. მილე ედინაკი (“კრისტალ პალასი”)
ფეხებში ვარდნა (საშუალოდ ერთ მატჩში) – 3.6

6

5. ჯორჯ ბოიდი (“ბარნლი”)
ფეხებში ვარდნა (საშუალოდ ერთ მატჩში) – 3.6

5

4. პაბლო საბალეტა (“მანჩესტერ სიტი”)
ფეხებში ვარდნა (საშუალოდ ერთ მატჩში) – 3.7

4

3. ნემანია მატიჩი (“ჩელსი”)
ფეხებში ვარდნა (საშუალოდ ერთ მატჩში) – 3.7

3

2. ლუკას ლეივა (“ლივერპული”)
ფეხებში ვარდნა (საშუალოდ ერთ მატჩში) – 4

2

1. ნათანიელ კლაინი (“საუთჰემპტონი”)
ფეხებში ვარდნა (საშუალოდ ერთ მატჩში) – 4.2

1

ინგლისის პრემიერ ლიგის აფრიკელებისა და აზიელების სიმბოლური ნაკრები

სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ ინგლისის პრემიერ ლიგაში მოთამაშე აფრიკელებისა და აზიელებისაგან შემდგარი სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა.

მეკარე – მარკ შვარცერი (“ლესტერი” / ავსტრალია)

mark-schwarzer-16-9-lc7256-001280-2186269

ცენტრალური მცველი – კოლო ტურე (“ლივერპული” / კოტდიუვარი)

Kolo-Toure-Liverpool-2013_2989135

ცენტრალური მცველი – მაია იოშიდა (“საუთჰემპტონი” / იაპონია)

76849

მარჯვენა მცველი – აჰმედ ელმოჰამადი (“ჰალ სიტი” / ეგვიპტე)

ahmed-elmohamady-hull-city-chelsea-premier-league_3001568

მარცხენა მცველი – იუნ სუკ-იანგი (“ქუინს პარკ რეინჯერსი” / სამხრეთ კორეა)

maxresdefault

ცენტრალური ნახევარმცველი – მილე ედინაკი (“კრისტალ პალასი” / ავსტრალია)

_63269263_milejedinakgetty

ცენტრალური ნახევარმცველი – კი სუნგ იანგი (“სუონსი” / სამხრეთ კორეა)

ki sung

ცენტრალური ნახევარმცველი – ალექს სონგი (“ვესტ ჰემი” / კამერუნი)

Alex-Song-512854

შემტევი ნახევარმცველი – იაია ტურე (“მანჩესტერ სიტი” / კორდიუვარი)

Yaya+Toure+Manchester+City+v+Sheffield+Wednesday+UE9Q_8_7UElx

თავდამსხმელი – სადიო მანე (“საუთჰემტონი” / სენეგალი)

Premier-League-3pm-Kick-offs

უილფრიდ ბონი (“მანჩესტერ სიტი” / კოტდიუვარი)

article-2892918-2459EDFB00000578-748_636x382

ინგლისი: 22-ე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ ინგლისური პრემიერლიგის 22-ე ტურის მიმოხილვას.

 

ქპრ – მანჩესტერ იუნაიტედი

მცირე ჩავარდნის შემდეგ “მანჩესტერმა” გამარჯვების მოპოვება ლონდონში მოახერხა. “ქუინზ პარკთან” სტუმრობა ვან გაალის გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მატჩის ყველაზე საინტერესო მოვლენები მეორე ნახევარში განვითარდა. ანგარიში სტუმრება 58-ე წუთზე გახსნეს. ანტონიო ვალენსიას გადაცემით თავი მარუან ფელაინიმ გამოიჩინა. წერტილი კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე შეცვლაზე შემოსულმა 19 წლის ჯეიმს უილსონმა დასვა.

 

სუონსი – ჩელსი

გამარჯვება გათამაშების ლიდერმაც იზეიმა. “ჩელსიმ” “სუონსის” დამარცხება გამანადგურებელი ანგარიშით შეძლო. ბონის გარეშე დარჩენილმა მასპინძლებმა ძლიერ მეტოქეს ვერანაირი წაინააღმდეგობა ვერ გაუწიეს.

“ჩელსიმ” მეტოქეს 5 უპასუხო გოლი გაუტანა. შეხვედრაში თავი დუბლებით ოსკარმა და დიეგო კოშტამ გამოიჩინეს. ერთი გოლიც შურლეს ანგარიშზეა.

ლონდონელებმა უახლოეს მდევართან უპირატესობა გაზარდეს და მომდევნო ტურში სწორედ “სიტისთან” გასამართი მატჩისთვის ემზადებიან.

 

მანჩესტერ სიტი – არსენალი

 22-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ლონდონის “არსენალმა” მანჩესტერში ადგილობრივი “სიტი” დამაჯერებლად დაამარცხა.

შეხვედრა მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობით კი წარიმართა, თუმცა პელეგრინის შეგირდებმა საგოლე მომენტების შექმნა ფაქტობივად ვერ მოახერხეს. “არსენალმა” კი თავისი შანსები გამოიყენა, რაც მნიშვნელოვანი გამარჯვები წინაპირობა გახდა.

ანგარიში 24-ე წუთზე გაიხსნა. სანტი კასორლამ ნაჩო მონრეალის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა და ლონდონელებმაც პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგეს. შესვენების შემდეგ “სიტი” გააქტიურდა, თუმცა მალევე სტუმრებმა მეორეც შეაგდეს. კასორლამ ამჯერად ასისტენტის როლი მოირგო და ოლივიე ჟირუს გაატანინა.

ამ გამარჯვებით “არსენალმა” მეხუთე პოზიცია შეინარცუნა, “სიტი” კი ლიდერ “ჩელსის” უკვე 5 ქულით ჩამორჩება.

 

ტურის ყველა მატჩი

17.01 19:00 ტოტენჰემი ტოტენჰემი 2:1 სანდერლენდი სანდერლენდი დაწვრილებით
17.01 19:00 ლესტერ სიტი ლესტერ სიტი 0:1 სტოკ სიტი სტოკ სიტი დაწვრილებით
17.01 19:00 ასტონ ვილა ასტონ ვილა 0:2 ლივერპული ლივერპული დაწვრილებით
17.01 19:00 ბარნლი ბარნლი 2:3 კრისტალ პალასი კრისტალ პალასი დაწვრილებით
17.01 19:00 ქ.პ.რ. ქუინს პარკ რეინჯერსი 0:2 მანჩესტერ იუნაიტედი მანჩესტერი  დაწვრილებით
17.01 19:00 სუონსი სიტი სუონსი სიტი 0:5 ჩელსი ჩელსი დაწვრილებით
17.01 21:30 ნიუკასლი ნიუკასლი 1:2 საუთჰემპტონი საუთჰემპტონი დაწვრილებით
18.01 17:30 ვესტ ჰემი ვესტ ჰემი 3:0 ჰალ სიტი ჰალ სიტი დაწვრილებით
18.01 20:00 მანჩესტერ სიტი მანჩესტერ სიტი 0:2 არსენალი არსენალი დაწვრილებით
19.01 23:59 ევერტონი ევერტონი -:- ვესტ ბრომვიჩი ვესტ ბრომვიჩი დაწვრილებით

თემურ ქეცბაიას “ნიუკასლის” მწვრთნელობა სურს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი თემურ ქეცბაია მზადაა “ნიუკასლის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავოს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ალან პარდიუმ “ნიუკასლი” დატოვა და “კრისტალ პალასს” მიაშურა. როგორც ცნობილია, ნიუკასლელთა მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი ქეცბაიაცაა.

“ნიუკასლში” მიმდინარე მოვლენებს ვაკვირდები. რა თქმა უნდა, ამ გუნდის მთავარი მწვრთნელობით მეც ვარ დაინტერესებული. ბევრი არ არის ისეთი მწვრთნელი, რომელიც ამ კლუბს უარს ეტყვის. მე ყოველთვის მზად ვარ, “ნიუკასლის” ხელმძღვანებლობას ვესაუბრო.

ხშირად მითქვამს, რომ ინგლისში მუშაობა მსურს და ვფიქრობ, ეს კარგადაც გამომივა. კლუბში არაერთი წელი ვიმუშავე, სადაც ჩემპიონატის მოგება და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა მოვახერხე. ასევე, ეროვნულ ნაკრებს ხუთი წლის განმავლობაში ვწვრთნიდი, ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩემი კვალიფიკაცია პრობლემას არ წარმოადგენს”, – უთხრა ქეცბაიამ Sunday Sun-ს.

თემურ ქეცბაიას “ნიუკასლის” შემადგენლობაში რამდენიმე სეზონი აქვს გატარებული და შეიძლება, ითქვას, მას ამ გუნდის გულშემატკივრები არაერთხელ გაუხარებია.

“ნიუკასლი” დიდი კლუბია, რომელსაც გასაოცარი გულშემატკივრები ჰყავს. ეს კლუბი ჩემს გულთან ძალიან ახლოსაა, აქ გატარებული დრო კარგად მახსენდება. “ნიუკასლის” მაისურით ოთხი წლის განმავლობაში ვთამაშობდი და უდიდესი გამოცდილება მივიღე. სურვილი მაქვს, აქ ისევ დავბრუნდე. ამ კლუბს თასების მოგება და ევროტურნირებზე კარგად თამაში შეუძლია”, – აღნიშნა ქეცბაიამ.

ფეხბურთელებს შორის დაძაბულობა კოცნაში გადაიზართა (ვიდეო)

19 დეკემბერს, ინგლისის კონფერენსში, “ბრისტოლ როვერსისა” და “გეიტსჰედის” ფეხბურთელებს შორის სიტუაცია დაიძაბა, მაგრამ შემდეგ ძალიან უცნაური რამ მოხდა.

ინგლისი: მე-17 ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთნ ინგლისური პრემიერ ლიგის მე-17 ტურის მიმოხილვას.

 

მანჩესტერ სიტი – კრისტალ პელასი

“მანჩესტერ სიტიმ” ზედიზედ მე-6 გამარჯვების მოპოვება მოახერხა. პელეგრინის გუნმდა გასულ ტურში საკუთარ მოედანზე “კრისტალ პელასს” უმასპინძლა და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

უგოლო ტაიმის შემდეგ ანგარიში მეორე ნახევრის დაწყებიდან 4 წუთში, დავიდ სილვამ გახსნა. 61-ზე სილვამ დუბლის გაფორმება შეძლო, ხოლო 20 წუთში იაია ტურემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით “სიტი” გათამაშების ლიდერ, ლონდონის “ჩელსის” გაუთანაბრდა, თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ “არისტოკრტები” საკუთარ მატჩს დღეს ჩაატარებენ.

 

ასტონ ვილა – მანჩესტერ იუნაიტედი

მოგებათა სერიის გაგრძელება ვერ შეძლო მეორე მანჩესტერულმა კლუბმა, თუმცა ვან გაალის შეგირდებმა ისევ არ წააგეს და მესამე პოზიციაც შეინარჩუნეს.

“იუნაიტედი” გასულ ტურში ბირმინგემს სტუმრობდა, სადაც ადგილობრივ “ასტონ ვილას” დაუპირისპირდა. შეხვედრაში ანგარიშ მასპინძებმა მე-18 წუთზე გახსნეს. “ვილას” დაწინაურება ბენტეკემ მოახერხა და ტაიმიც ბირმინგემელთა გამარჯვებით დასრულდა.

“მანჩესტერმა” გათანაბრება მეორე ნახევრის დეიუტში, 53-ე წუთზე რადამელ ფალკაოს ძალისხმევით შეძლო. მალევე მასპინძლები 10 კაცის შემადგენლობით დარჩნენ, თუმცა რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება “იუნაიტედმა” ვერ მოახერხა და შეხვედრაც ფრედ დასრულდა.

 

ლივერპული – არსენალი

ტურის ცენტრალურ შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მატჩის პირველი ნახევარი მომენტების სიმრავლით გამორჩეული არ ყოფილა, თუმცა მის ბოლო წუთებზე გუნდებმა გოლები გაცვალეს. “ლივერპული” ფელიპე კოუტინიომ დააწინაურა, მომდევნო შეტევაში კი “არენალმა” დებიუშიც გოლით გაათანაბრა. ლონდონელებმა მეორე ტაიმში დაწინაურებაც მოახერხეს. 64-ზე კასორლას გადაცემით გოლი ოლივიე ჟირუმ გაიტანა. თუმცა, მერსისაიდელებმა ბოლომდე იბრძოლა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე რიცხობრივ უმცირესობაში აღმოჩენილებმა გათანაბრება მაინც მოახერხეს. 97-ზე საბოლოო ანგარიში მარტინ შკრტელმა დააფიქსირა და პირველი გაშვებული გოლის დროს დაშვებული შეცდომას გამოასწორა.

 

ტურის ყველა მატჩი

20.12 16:45 სიტი მანჩესტერ სიტი 3:0 კრისტალ პალასი კრისტალ პალასი დაწვრილებით
20.12 19:00 ვესტ ჰემი ვესტ ჰემი 2:0 ლესტერ სიტი ლესტერ სიტი დაწვრილებით
20.12 19:00 ტოტენჰემი ტოტენჰემი 2:1 ბარნლი ბარნლი დაწვრილებით
20.12 19:00 საუთჰემპტონი საუთჰემპტონი 3:0 ევერტონი ევერტონი დაწვრილებით
20.12 19:00 ქ.პ.რ. ქუინს პარკ რეინჯერსი 3:2 ვესტ ბრომვიჩი ვესტ ბრომვიჩი დაწვრილებით
20.12 19:00 ჰალ სიტი ჰალ სიტი 0:1 სუონსი სიტი სუონსი სიტი დაწვრილებით
20.12 19:00 ასტონ ვილა ასტონ ვილა 1:1 მანჩესტერ იუნაიტედი მანჩესტერი დაწვრილებით
21.12 17:30 ნიუკასლი ნიუკასლი 0:1 სანდერლენდი სანდერლენდი დაწვრილებით
21.12 20:00 ლივერპული ლივერპული 2:2 არსენალი არსენალი დაწვრილებით
22.12 23:59 სტოკ სიტი სტოკ სიტი -:- ჩელსი ჩელსი დაწვრილებით

ლივერპული – არსენალი 2:2

“ლივერპულსა” და “არსენალს” შორის გამართული ინგლისური პრემიერ ლიგის მე-17 ტურის ცენტრალური შეხვედრა უხვგოლიანი ფრით, 2:2 დასრულდა.

ლივერპული 2-2 არსენალი

გოლები: კოუტინიო 45′ (1:0); დებიუში 45+2′ (1:1); ჟირუ 64′ (1:2); შკრტელი 90+7′ (2:2);

ინგლისი: მე-17 ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთნ ინგლისური პრემიერ ლიგის მე-17 ტურის პრევიუს.

 

მანჩესტერ სიტი – კრისტალ პელასი

ზედიზედ 5 ტურის დაუმარცხებლად მოასპარეზე “მანჩესტერ სიტი” ტურის პირველ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე “კრისტალ პელასს” მიიღებს.

ამ წყვილში ფავორიტი აშკარაა. ლონდონელები უკვე 4 ტურია ვერ იგებენ, რაც მათ სატურნირო მდგომარეობაზეც აისახა. მანჩესტერელები კი როგორც უკვე ვახსენეთ მშვენიერი ფორმაში იმყოფებიან.

შეხვედრას ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. მასპინძლებს ტრავმების გამო ნასტასიჩი, იოვეტიჩი, კომპანი, ჯეკო და აგუერო ვერ დაეხამრებიან, ხოლო სტუმრები დოილს, ვილიამსს, მარიაპას და შამახს მოისაკლისებენ. ასე რომ, საქმეში უახლოესი რეზერვი აქტიურად უნდა ჩაერთოს.

 

ასტონ ვილა – მანჩესტერ იუნაიტედი

“სიტის” მსგავსად, ბოლო ტურები წარმატებული მეორე მანჩსტერული კლუბისთვისაც გამოდგა. “იუნაიტედი” უკვე 6 ტურია იგებს თამაშებს და შარშანდელთან შედარებით საკმაოდ დამაჯერებლადაც გამოიყურება, თუმცა წლების მანძილზე დამახასიათებელ თამაშამდე ჯერ კიდევ შორია.

მოახლოებულ ტურში ვან გაალის გუნდი ბირმინგემს ესტუმრება, სადაც ძალებს ადგილობრივ “ასტონ ვილასთან” მოსინჯავს. მასპინძლები მანჩესტერელთა ვიზიტს მძიმე საკადრო მდგომარეობით ხვდებიან. რიგ ტრავმირებულ მოთამაშეებთან ერთად ბირმინგემელებს სამი დისკვალიფიცირებული მოთამაშე: ჰატონი, კლევერლი და რიჩარდსონი დააკლდება. “მანჩესტერი” კი კვლავ დი მარიას, ფელაინის, სმოლინგის, რაფაელისა და ბლინდის გარეშე ითამაშებს.

 

ლივერპული – არსენალი

ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას ლივერპული უმასპინძებს. პირობითად ტოპ 4-ის, თუმცა ამ ეტაპზე ოთხეულს მიღმა მყოფი გუნდების დაინტერესება ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესო სანახავი უნდა გამოდგეს.

მართალია, მიმდინარე სეზონი გუნდებისთვის ჯერჯერობი წარუმატებელი (განსაკუთრებით ეს “ლივერპულზე” ითქმის), მაგრამ გულშემატკივართა თვალში რეაბილიტაციისთვის აღნიშნული მატჩი შესანიშნავი შანსია. “ლივერპულის” გამოყოფა ამ შემთხვევაშიც მართებული იქნებოდა. როჯერსის გუნდმა გასულ ტურში ისტორიულ მეტოქესთან დიდი ანგარიშით წააგო და ბუნებრივია, ფანების განწყობა დადებითი ნამდვილად არ არის.

ლონდონელებმა კი გასულ ტურში საკუთარი მატჩი დამაჯერებლად მოიგეს და უკვე ნახსენებ ოთხეულსაც მიუახლოვდნენ, რაზეც გავლენა უშუალო კონკურენტთა უარყოფითმა შედეგებმაც იქონია.

 

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

20.12 16:45 სიტი 1.33მანჩესტერ სიტი 5.50 კრისტალ პალასი10.50 პალასი დაწვრილებით
20.12 19:00 ვესტ ჰემი 1.75ვესტ ჰემი 3.70 ლესტერ სიტი4.85 ლესტერი დაწვრილებით
20.12 19:00 ტოტენჰემი 1.55ტოტენჰემი 4.00 ბარნლი6.45 ბარნლი დაწვრილებით
20.12 19:00 საუთჰემპტონი 2.55საუთჰემპტონი 3.30 ევერტონი2.85 ევერტონი დაწვრილებით
20.12 19:00 ქ.პ.რ. 2.55ქუინს პარკ რეინჯერსი 3.25 ვესტ ბრომვიჩი2.85 ვესტ ბრომ დაწვრილებით
20.12 19:00 ჰალ სიტი 2.80ჰალ სიტი 3.20 სუონსი სიტი2.65 სუონსი  დაწვრილებით
20.12 19:00 ასტონ ვილა 5.85ასტონ ვილა 3.70 მანჩესტერ იუნაიტედი1.64 მანჩესტერი დაწვრილებით
21.12 17:30 ნიუკასლი 2.15ნიუკასლი 3.30 სანდერლენდი3.55 სანდერლენდი დაწვრილებით
21.12 20:00 ლივერპული 2.80ლივერპული 3.30 არსენალი2.65 არსენალი დაწვრილებით
22.12 23:59 სტოკ სიტი 5.50სტოკ სიტი 3.75 ჩელსი1.70 ჩელსი დაწვრილებით

ინგლისი: მე-16 ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ ინგლისური პრემიერ ლიგის მე-16 ტურის მიმოხილვას.

 

ჩელსი – ჰალ სიტი

ჩემპიონატის ლიდერისა და აუტსაიდერის დაპირისპირება ფავორიტის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

ლონდონელებმა ანგარიში მატჩის დებიუტშივე, მე-7 წუთზე აზარის დარტყმით გახსნეს. ბელგიელს ამ ეპიზოდში ასისტენტობა ოსკარმა გაუწია. მეორე ტაიმში ასისტენტის როლში უკვე თავად ბელგიელი მოგვევლინა. 68-ე წუთზე მისი გადაცემით უპირატესობა ორამდე დიეგო კოშტამ გაზარდა. მანამდე კი “ჰალი” ჰადლსტოუნის გაძევების გამო უმცირესობაში დარჩა და ბუნებრივია მატჩის გადარჩენის ყველანაირი იმედიც სტუმრებს გადაეწურათ.

ამ გამარჯვებით ლონდონელებმა უახლოეს მდევართან 3-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს, ხოლო “ჰალ სიტი” ბოლოსწინა პოზიციაზე აღმოჩნდა.

 

არსენალი – ნიუკასლი

საინტერესო გამოდგომა “არსენალის” და “ნიუკასლის” დაპირისპირება, რომელის მოლოდინისამებრ მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

ანგარიში მე-15 წუთზე ოლივიე ჟირუმ გახსნა და “მეთოფეებმა” ტაიმი მინიმალურად მოიგეს. განსაკუთრებით შედეგიანი გამოდგმა მეორე ნახევრის 9-წუთიანი მონაკვეთი, რომელშიც გულშემატკივრებმა 3 გოლი იხილეს., 54-ე წუთზე ჯერ კასორლამ გაზარდა საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე, 58-ეზე კი ჟირუმ დუბლი გაიფორმა. მალევე სტუმრებმა აიოზე პერესის ძალისხმევით სხვაობის შემცირება მოახერხეს, თუმცა საბოლოოდ ანგარიშ კასორლამ დააფიქსირა. ესპანელმა 88-ე წუთზე საკმაოდ ეფექტური პენალტით გაიტანა.

 

მანჩესტერ იუნაიტედი – ლივერპული

მე-16 ტურის ცენტრალური შეხვედრა “ოლდ ტრაფორდზე” შედგა, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედს” “ლივერპული” ესტუმრა და საკუთარ კარში სამი უპასუხო გოლი გაუშვა.

ანგარიში მასპიძლემა მე-12 წუთზე ვალენსიას შესანიშნავი გარღვევის შემდეგ გახსნეს. გადამწყვეტი დარტყმა უეინ რუნიმ შეასრულდა და საკუთარი გუნდიც დააწინაურა. ტაიმის დასრულებამდე მანჩესტერელთა უპირატესობა ორამდე ხუან მატამ გაზარდა. თუმცა, ესპანელი შემტევი ამ დროს თამაშგარე მდგომარეობაში იყო, რაც შეხვედრის არბიტრებს გამოეპარათ.

მეორე ნახევარში ბრენდან როჯერსმა თამაშში ბალოტელი ჩართო, რამაც “ლივერპულის” შეტევა გამოაცოცხლა. სტერლინგს და თავად მარიოს კარგი მომენტები ჰქონდათ, თუმცა დე ხეა დღეს შეუდარებელი იყო. 71-ე წუთზე კი “მნაჩესტერმა” მესამედაც გაიტანა. მატას პასის შემდეგ გოლი რობინ ვან პერსიმ გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

 

ტურის ყველა მატჩი

13.12 19:00 ბარნლი ბარნლი 1:0 საუთჰემპტონი საუთჰემპტონი დაწვრილებით
13.12 19:00 ვესტ ბრომვიჩი ვესტ ბრომვიჩი 1:0 ასტონ ვილა ასტონ ვილა დაწვრილებით
13.12 19:00 სანდერლენდი სანდერლენდი 1:1 ვესტ ჰემი ვესტ ჰემი დაწვრილებით
13.12 19:00 ლესტერ სიტი ლესტერ სიტი 0:1 მანჩესტერ სიტი მანჩესტერ სიტი დაწვრილებით
13.12 19:00 კრისტალ პალასი კრისტალ პალასი 1:1 სტოკ სიტი სტოკ სიტი დაწვრილებით
13.12 19:00 ჩელსი ჩელსი 2:0 ჰალ სიტი ჰალ სიტი დაწვრილებით
13.12 21:30 არსენალი არსენალი 4:1 ნიუკასლი ნიუკასლი დაწვრილებით
14.12 17:30 მანჩესტერი მანჩესტერ იუნაიტედი 3:0 ლივერპული ლივერპული დაწვრილებით
14.12 20:00 სუონსი სიტი სუონსი სიტი 1:2 ტოტენჰემი ტოტენჰემი დაწვრილებით
15.12 23:59 ევერტონი ევერტონი -:- ქუინს პარკ რეინჯერსი ქ.პ.რ. დაწვრილებით