გიგზი: „ჯერ არ ვიცი, როგორ განვითარდება ჩემი მომავალი“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა რაიან გიგზმა სამომავლო პერსპექტივის შესახებ ისაუბრა.

„ჯერ არ ვიცი, როგორ განვითარდება ჩემი მომავალი. შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას ერთ კვირაში ვაპირებ.

რამდენიმე არჩევანი მაქვს: შესაძლოა თამაში გავაგრძელო ან კლუბის სტრუქტურაში რომელიმე თანამდებობა დავიკავო. არც ის არის გამორიცხული, რომ ერთი წლით ფეხბურთისგან დავისვენო. თუ ახალ მთავარ მწვრთნელს დანიშნავენ, ალბათ, მომიწევს, რომ გადაწყვეტილება უფრო სწრაფად მივიღო“, – გიგზის განცხადება „სქაი სპორტსმა“ გამოაქვეყნა.

 

სუპერმენი მანჩესტერიდან

სამშაბათს რაიან გიგზმა მოთამაშის სტატუსით შესაძლოა უკანაკსნელი მატჩი ჩაატარა. ერთად გავიხსენოთ გიგზის 10 ყველაზე დასამსახსოვრებელი მომენტი მანჩესტერული კარიერიდან. 

 

 

 

 

 

პირველი კონტრაქტი იუნაიტედთან (1987)

პატარა რაიან გიგზი სკოლის გუნდში კარგი თამაშით გამოირჩეოდა და “მანჩესტერ სიტის” აკადემიაშიც კი იყო სინჯებზე მიწვეული. 14 წლის ასაკში ფეხბურთელი ახალგაზრდა მწვრთნელმა, ალექს ფერგიუსონმა შეამჩნია და სწორედ მისი დამსახურებით გიგზმა “იუნაიტედთან” პირველი ახალგაზრდული კონტრაქტი გააფორმა. 3 წლის შემდეგ კი – პროფესიონალურიც.

 

დებიუტი ევერტონთან შეხვედრაში (1991)

“მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში გიგზის დებიუტი 17 წლის ასაკში “ევერტონთან” მატჩში შედგა. ახალგაზრდა უელსელმა დენის ირვინი შევალა. ის მატჩში “ეშმაკება” 2:0 მოიგეს. გიგზი განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩეოდა.

 

პირველი სტარტი და პირველი გოლი (4 მაისი, 1991)

1991 წლის 4 მაისს ალექს ფერგიუსონმა გიგზი პირველად დააყენა ძირითად შემადგენლობაში. “მანჩესტერ სიტისთან” უმნიშვნელოვანეს დერბიში ახალგაზრდა მოთამაშემ მწვრნელს ნდობა გაუმართლა და გამაჯრვების გოლიც გაიტანა.

 

Райан Гиггз

 

პირველი ტიტული – ლიგის თასი (2 აპრილი, 1992)

რაიან გიგზმა მანჩესტერთან ერთად 35 ტიტულის მოპოვება შესძლო, რაც უნიკალური მაჩვენებელია. ყველაფერი ინგლისის ლიგის თასის მოგებით დაიწყო. ფინალურ მატჩში “მანჩესტერმა” “ნოთინგემ ფორესტს” აჯობა. რაიანმა იმ შეხვედრაში ბრაიან მაკკლეირს გაუწია ასისტენტობა. იმავე წელს გიგზმა დევიდ ბექჰემთან და ჰარი ნევილთან ერთად “იუნაიტედის” შემადგენლობაში ინგლისის ახალგაზრდული თასის მოგებაც შესძლო.

 

პირველი ჩემპიონობა (1992/93)

1992/93 წლების სეზონში გიგზი პერსპექტიული ახალგაზრდა მოთამაშიდან “მანჩესტერის” ერთ-ერთ წამყვან ფიგურად ყალიბდება. შესანიშნავი სლალომის შემდეგ “ტოტენჰემის” კარში მის მიერ გატანილი გოლი დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. აღნიშნული სეზონი მანჩესტერელებისთვის საჩემპიონო იყო. საერთო ჯამში კი, გიგზს ინგლისის ჩემპიონატი 13-ჯერ აქვს მოგებული.

Райан Гиггз

 

მანჩესტერის საუკეთესო მოთამაშე (1998)

დრო მიდიოდა, გიგზი “მანჩესტერის” ლიდერი ხდებოდა და ტიტულების კოლექციაც იზრდებოდა. “ეშმაკების” ფანები ყოველთვის აფასებდნენ რაიანს და მის თავდადებას. თუმცა, ნომერ პირველი ვარსკვლავი გიგზი მანჩესტერში არ იყო. ყოველთვის იყო ისეთი მოთამაშე, რომელიც უფრო სანახაობრივად თამაშობდა, უფრო შედეგიანი იყო. ამიტომ, გულშემატკივართა პრიზის აღება გიგზისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ. ფანებმა უელსელი საუკეთესოდ 1998 წელს დაასახელეს.

 

მანჩესტერის ოქროს ჰეთ-თრიკი (1999)

“იუნაიტედის” შესანიშნავი სეზონი, ფაქტობრივად საუკეთესოა ფერგიუსონის ეპოქაში. პარტნიორებთან ერთად გიგზმა სამი ტიტულის მოპოვება მოახერხა – ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა და ინგლისის თასი. გიგზმა უშუალო მონაწილეობა მიიღო “ბაიერნთან” გამართულ ჩემპიონთა ლიგის დრამატულ ფინალში. ინგლისის თასის ნახევარფინალურ მატჩში კი, “არსენალის” კარში ულამაზესი გოლის გატანა მაოხერხა.

Райан Гиггз

 

რეკორდი ჩატარებული მატჩების რაოდენობით (2008)

2008 წლის გაზაფხულზე “უიგანთან” გამართული შეხვედრა გიგზისთვის ფანტასტიკურად სამი მიზეზის გამო იქცა. პირველ რიგში მან ბობი ჩარლტონის მიღწევა გაიმეორა და “მანჩესტერის” შემადგენლობაში 758-ე შეხვედრა ჩაატარა. გარდა ამისა რაიანმა “უიგანს” გოლი გაუტანა, რომელიც ჩემპიონობის მომტანი აჩმოჩნდა. ზუსტად ერთ კვირაში გიგზი ჩატარებული მატჩების მიხედვით მანჩესტერული კლუბის ერთპიროვნულ რეკორდსმენად იქცა.

Райан Гиггз

 

ინგლისის წლის მოთამაშე (26 აპრილი, 2009)

პირადი ჯილდოები გიგზის კარიერაში ბევრი არ ყოფილა. რაიანი არასდროს არ ყოფილა სუპერვარსკვლავი, თუმცა ის მაინც გახდა ლეგენდარული ფეხბურთელი. 1991-93 წლებში უელსელი ინგლისი ფეხბურთის ასოციაციამ ორჯერ აღიარა საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ. 16 წლის შემდეგ კი, ნახევარმცველი ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. 2009-ში გიგზმა ჩემპიონატი და თასი მოიგო.

 

მწვრთნელმა გიგზმა მოედანზე მოთამაშე გიგზი შეუშვა (6 მაისი, 2014)

“ჰალ სიტისთან” მოგებული შეხვედრა “მანჩესტერისთვის” ჩაგდებულ სეზონში უკანასკნელი საშინაო მატჩი იყო. ეს შეხვედრა გიგზმა მთავარი მწვრთნელის რანგში დაიწყო, თუმცა 70-ე წუთზე მოედანზე შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

მატჩის შემდეგ გიგზმა გულშემატკივრებს წარუმატებელი ასპარეზობის გამო ბოდიში მოუხადა, ნემანია ვიდიჩს გზა დაულოცა და საუკეთესო სურვილებით დაემშვიბოდა “ოლდ ტრაფორზე” შეკრებილ პუბლიკას.

ჯერჯერობით არავინ იცის, რა მოხდება მომდევნო სეზონში. იქნება თუ არა გიგზი “მანჩესტერში” მოთამაშის, მწვრთნელის ან რომელიმე სხვა სტატუსით. თუმცა ფაქტია, რომ მისი მანჩესტერული გზა არ უდნა დასრულდეს. ეს ხომ ლეგენდის გზა არის…

Райан Гиггз

როგორ ფორმაშია მოთამაშე მწვრთნელი რაიან გიგზი

როგორც იცით, 6 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე “ჰალ სიტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

აღნიშნულ მატჩში საინტერესო რამ მოხდა. თამაშში მანჩესტერელთა მწვრთნელი რაიან გიგზი ჩაერთო, რომელმაც ერთ-ერთ ეპიზოდში მეტოქე მშვენივრად მოატყუა.

მანჩესტერის გამარჯვება, ვიდიჩის ბოლო მატჩი და გიგზის დამშვიდობება

გუშინ მანჩესტერში საკმაოდ ემოციური საღამო შედგა. “მანჩესტერ იუნაიტედმა” გადადებულ შეხვედრაში “ჰალ სიტის” უმასპინძლა და დამაჯერებლად, 3-1 დაამარცხა. ეს “იუნაიტედის” ბოლო საშინაო მატჩი იყო მიმიდნარე სეზონში, ამიტომ საფინალო სასტვენის შემდეგ “ოლდ ტრაფორდზე” შეკრებილ გულშემატკივრებს ნემანია ვიდიჩი დაემშვიდობა, რომელიც კარიერას “ინტერში” გააგრძელებს. თუმცა, მთავარი მაინც რაიან გიგზის გამოსამშვიდობებელი სიტყვა იყო. 40 წლის უელსელმა მოთამაშის კარიერა ოფიციალურად დაასრულა! რაიანმა გუშინდელი მატჩი მწვრთნელის რანგში დაიყო, თუმცა 70-ე წუთზე მოედანზე ლოურენსის ნაცვლად შევიდა და კარიერის უკანასკნელი 20 წუთი მანჩესტერელ პუბლიკას აჩუქა.

რაც შეეხება შეხვედრას, დებიუტი ჰქონდა 18 წლის ფორვარდს, ჯეიმს ენტონი უილსონს. გუშინდელი მატჩი სწორედ ამ ახალგაზრდა მოთამაშის ბენეფისად იქცა. უილსონმა დუბლის გაფორმება მოახერხა. სიმბოლურიც არის, რომ გიგზის წასვლის დღეს კლუბის ძირითადში ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშე გამოჩნდა, თანაც შედეგიანი დებიუტით.

“ჰალის” ფეხბურთელებმა ერთი გოლი გაქვითვა მოახერხეს, თუმცა საბოლოო სიტყვა რობინ ვან პერსინ თქვა და საფინალო ანგარიშიც დააფიქსირა.

გიგზის რთული კვირა

რაიან გიგზმა თავისი პატივისცემა გამოხატა ლუი ვან გაალის მისამართით და ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ართმევს თავს ახალ მოვალეობას.

“ვან გაალს ფანტასტიური რეპუტაცია აქვს და ის, როგორც მწვრთნელი დიდი წარმატებებს აღწევდა სხვადასხვა ქვეყნებში. მან ჰოლანდიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა, ასე რომ დიახ, მას შესანიშნავი მემკვიდრეობა აქვს”

“ახლა მხოლოდ გუნდის მართვაზე ვარ კონცენტრირებული, თუმცა ძალიან რთულია. ერთადერთი ადგილი, სადაც სიმშვიდითა და სიწყნარით დატკბები, სავარჯიშო მოედანია. როცა ოფისში ბრუნდები იწყება გაუთავებელი ზარები და შეხვედრები.”

“მაგალითად, ამ კვირაში წინასასეზონო მომზადებს განვიხილავდით. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება სეზონი. თუ ევროპის ლიგაზე მოვხვდებით, ამ ტურნირის მესამე რაუნდი სწორედ ამ დროს უწევს, ამიტომაც გარკვეული გადაადგილებებია საჭირო. გარდა ამისა ახალგაზრდებთან დაკავშირებითაც ბევრია სამუშაო – ვახანგრძლივებთ და ვაფორმებთ ახალ კონტრაქტრებს, შეთანხმებას ვაღწევთ იჯარის თაობაზე, ვფიქრობთ იმის შესახებ თუ ვინ დავაბრუნოთ, ვიღაცას სურს მალე გაერკვეს თავის მომავალში. საერთოდ ეს კვირა ძალიან დატვირთული იყო” – ციტირებს გიგზის სიტყვებს The Guardian.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ფანკლუბი საქართველოში – http://redarmy.ge/

„მანჩესტერის“ თავკაცის პოსტზე ვან გალის კანდიდატურა მომდევნო კვირაში დასახელდება

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა „დეილი მეილი“ ექსკლუზიურ მასალაში წერს, რომ მომდევნო კვირაში „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუი ვან გალის კანდიდატურა ოფიციალურად დასახელდება. როგორც მოგეხსენებათ, 62 წლის სპეციალისტი ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს თავკაცობს, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაკავებულ პოსტს დატოვებს.

წყაროს ცნობით, ვან გაალი „ოლდ ტრაფორდზე“ თავისი სამწვრთნელო შტაბის მიყვანას გეგმავს, მათ შორის იქნება ჰოლანდიის ნაკრებში მისი ამჟამინდელი თანაშემწე პატრიკ კლუივერტი.

ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დროებით მომუშავე რაიან გიგზსა და მის სამწვთნელო გუნდს, რომელშიც პოლ სქოულზი, ნიკი ბატი და ფილ ნევილი შედიან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიგზსა და კლუბის აღმასრულებელ დირექტორ ედ ვუდვორდს შორის შეხვედრა შედგა. საუბრის მთავარი თემა უელსელის მომავალი იყო, თუმცა რა შედეგით დასრულდა შეხვედრა, ეს ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია. სხვადასხვა წყაროების თანახმად, კლუბის ხელმძღვანელობას გიგზის შენარჩუნება სურს, თუმცა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ვან გალი „ოლდ ტრაფორდზე“ საკუთარი სამწვრთნელო შტაბით მისვლას აპირებს.

გარდა ამისა, „დეილი მეილი“ წერს, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ვან გალისთვის ფინანსებს არ დაიშურებს, რათა ჩავარდნილი სეზონის შემდეგ რეაბილიტაცია მოახდინოს.

ბექა დოგრაშვილი

ნევილი გიგზს მხარს უჭერს

როგორც ვიცით წინა კვირაში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლებული დევიდ მოიესის ნაცვლად, მთავარი მწვრთნელის სკამი დროებით რაიან გიგზმა დაიკავა. თუმცა “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა მის კანდიდატურას სერიოზულად არ განიხილავს, რადგან მას ჯერ გამოცდილება არ აქვს.

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველი, გარი ნევილი ხელმძღვანელობას მოუწოდებს, რომ რაინ გიგზს დრო მისცენ და არა დროებით, არამედ ხანგრძლივ მწვრთნელად დანიშნონ.

მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივრებსა და მოთამაშეებს შორის უელსელი ლეგენდა დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, “იუნაიტედის” ბოსებს მაინც სურთ მისი შეცვლა და შესაძლო კანდიდატებად ლუი ვან გაალი, კარლო ანჩელოტი, ლორან ბლანი და სხვები მოიაზრებიან.

გარი ნევილი თვლის, რომ “იუნაიტედს” ბრიტანელი მწვრთნელი სჭირდება და გიგზი ამ პოსტისთვის შესანიშნავი ვარიანტი იქნება.

“შაბათს კარგად დაიწყო და მოდით მივცეთ კიდევ ერთი-ორი მატჩი და ვნახოთ, როგორ შეეგუება ამ როლს და გაართმევს თუ არა თავს მას”

“მიიჩნევენ, რომ რაიანს გამოცდილება არ აქვს, მაგრამ ის კლუბს იცნობს. ასევე თვლიან, რომ ვან გაალს უდიდესი გამოცდილება აქვს, მაგრამ ის პრემიერ-ლიგას არ იცნობს.”

“ხელმძღვანელების გადასაწყვეტია, რაც სურთ. ჩემი აზრით მათ გამოცდილი ხელი სჭირდებათ, მაგრამ მე პირადად მსურს ბრიტანელი მწვრთნელი მოვიდეს, რადგან “მანჩესტერ იუნაიტედს” ყოველთვის ბრიტანელი წვრთნიდა. მოვიცადოთ და ვნახავთ.”

ნევილი, გიგზის ახლო მეგობარი შენიშნავს, რომ რამდენიმე მაგალითი არსებობს იმსა, თუ როგორ გაართვეს თავი გამოუცდელმა მწვრთნელებმა თავიან სამუშაოს, როცა მათ შანსი მისცეს.

“ჩვენს დროში არ არსებობს მწვრთნელის დანიშვნის მკაცრი წესები. რამდენიმე მწვრთნელი არსებობს, ვისაც მცირე გამოცდილება აქვს – პეპ გვარდიოლა, დიეგო სიმეონე, კენი დალგლიში თავის დროზე.”

ასევე ნევილი აღნიშნავს იმ მწვრთნელებსაც, ვისაც ერთი-ორი წარმატებული სეზონი ჰქონდა. მაგალითად ჟოზე მოურინიო, რომელმაც “ჩელსიში” წარმატებას მიაღწია, ამგრამ ვილაშ-ბოაშმა ვერა.

“სხვადასხვა მაგალითს ხედავთ იმისა, თუ როგორ ამართლებს ეს ხანდახან, ხანდახან კი ვერა. სანამ ვინმეს არ დანიშნავთ, ვერ იქნებით დარწმუნებული გაამართლებს იგი თუ არა.”

“ამ ხედვით ხალხი ამბობს, რომ რაიანს გმაოცდილება არ აქვს, მაგრამ ვან გაალის დანიშვნა გაამართლებს? არ ვიცით. ეს ხალხის მოწოდება კლუბის მიმართ.” – აცხადებს გარი ნევილი.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ფანკლუბი საქართველოში – http://redarmy.ge/

გიგზი: “თამაშით ვტკბებოდი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის როლის შემსრულებელი აცხადებს, რომ იგი სიამოვნებას განიცდიდა “ნორვიჩთან” შეხვედრაში მისი გუნდის თამაშით.

გიგზის დებიუტი დიდებული გამოდგა: “იუნაიტედმა” როგორც იქნა აჩვენა თავისთვის ჩვეული ფეხბურთი და მოწინააღმდეგე რუნისა და მატას დუბლებით 4-0 გაანადგურა. გიგზის თქმით იგი კმაყოფილია.

“მე ამ ყველაფრით ვტკბებოდი და ნამდვილად კმაყოფილი ვარ ჩვენი თამაშით. 4-0 – რა შეიძლება იყოს უკეთესი? კარგია დღის ისე დასრულება, როგორც ეს ჩვენ მოვახერხეთ: გოლების გატანით და მომენტების შექმნით. შესვენებაზე მოთამაშეებს შევახსენე, რომ სწრაფად ემოქმედათ და კარგი რეაგირება მოახდინეს ჩემს სიტყვებზე”

“გამოგიტყდებით, დღეს ღამით არ მეძინა. ისეთი მოთამაშის სათადარიგოზე დატოვება, როგორიც ხუან მატაა ძალიან ძნელია და შესვენებაზე სწორედ ასეთ სიტუაციაში ჩავვარდი. მეც ხომ ერთ-ერთი მოთამაშეთაგანი ვარ, მათი პარტნიორი გუნდში. მე ყველას ცალკე ვესაუბრე და ზოგიერთი იმედგაცრუებული იყო ჩემი არჩევანით მაგრამ არავის სწყენია. თავადაც ნახეთ როგორ იმოქმედა ხუანმა, ის ნამდვილი პროფესიონალია.”

“მოთამაშეებმა დაუჯერებელი მონდომება გამოავლინეს და შესაძლებლობა რომ მქონოდა ორ შემადგენლობას დავაყენებდი. მე თითოეულ მათგანს ვენდობი. დღეს მე უფრო გამოცდილი გუნდი ავირჩიე, რამდენადაც მესმოდა, რომ ეს ემოციური დღე იქნებოდა და როგორც ნახეთ არ დამაღალატეს.”

“ვფიქრობ ამ სეზონში თითოეული ჩვენგანი თავის დონეზე დაბლა იდგა, კარგ თამაშს ვერ ვაჩვენებდით, მაგრამ დღეს ეს მოვახერხეთ. ჩვენ მიერ ნაჩვენები დღევანდელი თამაშის დონე “სანდერლენდთანაც” უნდა შევინარჩუნოთ” – ციტირებს გიგზს Sky Sports.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ფანკლუბი საქართველოში – http://redarmy.ge/

გიგზმა გამარჯვებით დაიწყო

“მანჩესტერ იუნაიტედმა” რაიან გიგზის თავკაცობით პირველი მატჩი გამართა და “ნორვიჩი” დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.

დუბლი უეინ რუნიმ და ხუან მატამ შეასრულეს. რუნიმ 41-ე და 48-ე წუთებზე შეძლო ორბურთიანი უპირატესობის მოპოვება. მატამ კი, 10-წუთიანი ინტერვალით გაიტანა ორი გოლი და 73-ე წუთზე საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 4:0.

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ “მანჩესტერი” 60 ქულით მე-7 ადგილზეა და ჩემპიონატის დამთავრებამდე სამი ტურით ადრე მე-5 პოზიციას 9 ქულით ჩამორჩბა.

ვინ იქნება მანჩესტერის მწვრთნელი?

დევიდ მოიესის გათავისუფლების შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელის ვაკანტურ ადგილზე საკმაოდ ბევრი პრეტენდენტია. 

 

დიეგო სიმეონე

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მწვრთნელი. კარლო ანჩელოტის თქმით, სიმეონეს “ატლეტიკოს” საფეხბურთო ფილოსოფია ზუსტად ასახავს ახალგაზრდა დიეგოს ფეხბურთელობის პერიოდში. ოდნავ უხეში, მიზანმიმართული და ტაქტიკურად გამართული ფეხბურთი “მანჩსტერისთვის” იდეალური ვარიანტია.

თუმცა, მინუსი ის არის, რომ “ატლეტიკო” ძირითადად კონტრშეტევებზე თამაშობს. გაამართლებს თუ არა ამგვარი ტაქტიკა მანჩსტერში, რთული სათქმელია.

 

იურგენ კლოპი

გუნდურ სისწრაფეში და მეტოქის ნახევარზე პრესინგში კლოპის “ბორუსია” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. კლოპი ფეხბურთელებისგან იმაზე მეტს ითხოვს, ვიდრე მათ ეს შეუძლიათ. მისთვის სტატისტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კლოპს მინიმუმიდან მაქსიმუმის მიღება შეუძლია. მაგრამ, კლოპის გადაბირებას მისი დორტმუნდის მიმართ დიდი სიყვარული აფერხებს. გერმანელმა სპეციალისტმა კულუარული ინფორმაციით “ბარსელონას” წინადადებაზეც უარი თქვა.

 

ლუი ვნა გალი

გამოცდილი ჰოლანდიელი სპეციალისტი “მანჩესტერის” მწვრთნელობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ვან გალი შემტევი ფეხბურთის მიმდევარია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთანაც იცის მუშაობა.

მისი მთავარი უარყოფითი თვისება კი კონფლიქტურობაა. ლუსიო, მარკ ვან  ბომელი, იბრაჰიმოვიჩი… ეს იმ ფეხბურთელთა არასრული სიაა, ვისთანაც ვან გალს სხვადასხვა დროს მოსვლია უთანხმოება.

 

ლორან ბლანი

ფრანგი სპეციალისტი მანჩესტერში ბოლო კაცი არ არის. ბლანის პორტფოლიოში ოლდ ტრაფორზე გატარებული ორი სეზონი ფიგურირებს და საჩემპიონო ტიტულიც ფიგურირებს.

თუმცა, სადებიუტო პარიზული სეზონის შემდეგ ინგლისში გადაბარგების განსაკუთრებული მიზეზი არ არსებოს. საინტერესოა, რომ “პსჟ”-ში ბლანს სათადარიგო ვარიანტად განიხილავდნენ. დადებითი მომენტი არც ევრასთან კონფლიქტია, რომელიც ბლანს საფრანგეთის ნაკრებში მუშაობისას ჰქონდა.

 

რაიან გიგზი

ფერგიუსონის გეგმით გიგზს სამწვრთნელო ნიუანსების დასაუფლებად მინიმუმ სამი წელი დასჭირდებოდა. თუმცა, მოიესის წარუმატებელი მუშაობის გამო უელსელს შანსი გაცილებით ადრე მიეცა. ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ გიგზს საქმე კარგად წაუვიდეს და სხვა მწვრთნელებთან მოლაპარაკებები საერთოდ აღარ გახდეს საჭირო.

მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება ფეხბურთელების დიდ ნაწილთან მეგობრული ურთერთობა და გამოცდილების არქონა გახდეს.

 

გიგზი: “ოლდ ტრაფორდზე” ფანებს და ფეხბურთელებს ღიმილს დავუბრუნებ”

გიგზმა თავის პრესკონფერენციაზე ემოციების დამალვა ვერ შეძლო. მან განაცხადა, რომ “იუნაიტედის” მწრთვნელობა მისთვის დიდი პატივია, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ “ნორვიჩთან” მატჩის წინ ძალიან ნერვიულობს.

“მძაფრი კვირა გვქონდა. ყველაფერი წამებში მოხდა. სამშაბათ დილას ედ ვუდვარდმა თავისთან მიხმო და მთხოვა დარჩენილ მატჩებში გუნდი გამეწრთვნა, მე ყოველგვარი დაყოვნების გარეშე განვუცხადე თანხმობა და სულ რაღაც რამდენიმე წუთში მე მთავარი მწრთვნელი გავხდი. გიჟური კვირა იყო,”-აცხადებს რაიანი.

“მინდა ვთქვა, რომ ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე საამაყო მომენტია. მე “იუნაიტედს” მთელი ჩემი ცხოვრებაა გვერდში ვუდგავარ და ის ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. 14 წლის ვიყავი როცა ამ კლუბის სკოლაში მოვედი. მე ამაყი, ბედნიერი და აღელვებული ვარ. ვნერვიულობ, ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ ისე როგროც ფეხბურთელს, ერთი სული მაქვს როდის დადგება შაბათი.”

რაიანმა აღიარა, რომ სიახლის შემდეგ პირველი ვისაც დაურეკა ეს სერ ალექს ფერგიუსონი იყო, რადგანაც მისგან გარკვეული რჩევები მიეღო.

“მე სერ ალქესის ზედამხედველობის ქვეშ ვთამაშობდი ამდენი ხანი და ალბათ გასაკვირი არ არის, რომ პირველი ვისაც დავურეკე ეს ფერგიუსონი იყო. მე მჭირდებოდა რჩევა და მინდოდა მცოდნოდა ის, თუ რას უნდა მოველოდე. ვის დავურეკავდი უკეთესს? ან რატომ არ უნდა დამერეკა?!”

გიგზმა ასევე განაცხადა, რომ მას ერთი მარტივი მესიჯი აქვს ფეხბურთელებისთვის:

“მე ახლახანს ვუთხარი მათ, რომ ვენდობი და ვიცი რა ძალუძთ. ვუთხარი, რომ მათ ერთი მარტივი მოვალეობა აქვთ, გავიდნენ შაბათს მოედანზე და აჩვენონ ის რაც შეუძლიათ, ბოლომდე დაიხარჯნონ და გამოიყენონ მათი შესაძლებლობები და ყველაზე მნიშვნელოვანი, კიდევ ერთხელ მისცენ ფანებს ღიმილის, სიმღერის, სიამაყის მიზეზი. გააბედნიერონ ისინი, გაიტანონ გოლები, შექმნან მომენტები, გამოიყენონ სისწრაფე, ითამაშონ ენთუზიაზმით. ეს ყველაფერი კი მათ თამაშამდე ვარჯიშზე უკვე გააკეთეს და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ისინი ყველაფერს სწორედ გააკეთებენ.”

გიგზს ფეხბურთელების გაწრთვნაში ყოფილი თანაგუნდელები ფილ ნევილი, პოლ სქოულზი და ნიკი ბატი დაეხმარებიან, და ის დარწმუნებულია, რომ მათი ერთსულოვნება, მათი სიყვარული ამ კლუბისადმი დაეხმარება გუნდს სეზონის ბოლო ტურებში.

“ნიკი რეზერვებს ავარჯიშებდა. მე ვთხოვე მას, რომ მოსულიყო და დამხმარებოდა პირველი გუნდის გაწრთვნაში. ის სიხარულით დაგვთანხმდა და ძალიან ბედნიერიც იყო. მე ასევე დავურეკე სქოულზსაც, რადგანაც ვიცი, რამდენს ნიშნავს “იუნაიტედი” ამ ხალხისთვის. ისინი იმავეს გრძნობენ რასაც მე და მწამს, რომ ამ ხოტა დროში ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მოიპოვონ წარმატება და ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ ამ იმედგამაცრუებელი სეზონის ლამაზად დაგვირგვინებას.”

გიგზი ასევე მოხარულია ფეხბურთელების რეაქციით, იმის შემდეგ რაც ვარჯიშზე რაიანი მათ როგორც მთავარი მწრთვნელი ისე მოევლინათ:

“რამდენიმე კითხვებზე მომიწია პასუხების გაცემა. კითხვებზე როგორიცაა, მაგალითად თუ რა უნდა დაეძახათ ჩემთვის. მე მოხუცის ტიტული მქონდა ფეხბურთელთა გამოსაცვლელ ოთახში. ფეხბურთელები დიდებულნი იყვნენ ვარჯიშზე და მათი რეაქციაც საოცარი იყო. მე უბრალოდ ვეცადე, რომ ყველა დამემშვიდებინა და ყველას სიამოვნებით ეკეთებინა თავისი საქმე. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ ვაპირებთ, რომ გვქონდეს კარგი დასასრული ამ იმედგამაცრუებელი და გამაღიზიანებელი სეზონისა,”-დაასრულა რაიანმა.

 

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ფანკლუბი საქართველოში – http://redarmy.ge/

“მანჩსტერს” გიგზი გაწთვრნის

“მანჩესტერ იუნაიტედის” დროებით მწვრთნელად რაიან გიგზი დაინიშნა. მანჩსტერული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 40 წლის უელსელი გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე უხელმძღვანელებს.

აღსანიშნავია, რომ “მანჩესტერის” მწვრთნელის პოზიციაზე მთავარ პრეტენდენტებად იურგენ კლოპი, დიეგო სიმეონე, ლორან ბლანი და ლუი ვან გალი რჩებიან.