ბენიტესი: “პრემიერ ლიგაში დაბრუნება მსურს”

მადრიდის “რეალის” ექს-თავკაცმა, რაფაელ ბენიტესმა პრემიერ ლიგისადმი საკუთარი სიმპატიები არ დამალა და აღნიშნა, რომ დიდი სიამოვნებით დაუბრუნებოდა ბრიტანულ ლიგას.

“პრემიერ ლიგა ძალიან მომწონს. ჩემი მომავლისთვის ეს ლიგა უფრო პრიორიტეტულია, რადგანაც ჩემი ოჯახი ჯერ კიდევ ვირალში ცხოვრობს.

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მიმდინარეობისას მწვრთნელს არავინ შეცვლის. ისღა დამრჩენია, უბრალოდ ვუყურო და გავაანალიზო მატჩები.”

შეგახსენებთ, რომ ბენიტესს ინგლისში მუშაობის საკმაო გამოცდილება აქვს – რაფა “ლივერპულს” წვრთნიდა, მან კლუბს ჩემპიონთა ლიგაც მოაგებინა.

 

“ვალენსია” ვილაშ-ბოაშის კანდიდატურასაც განიხილავს

ესპანურ, გავლენიან გამოცემა As-ს თუ დავუჯერებთ, “ღამურები” ანდრე ვილაშ-ბოაშის კანდიდატურასაც განიხილავენ.

როგორც იცით, ამჟამად ესპანურ კლუბს გარი ნევილი ხელმძღვანელობს, რომლის თავკაცობითაც “ვალენსია” საშინლად ასპარეზობს. ეს ყველაფერი კი კლუბის ქომაგების უკმაყოფილებას იწვევს, რომელთაც იმედი ჰქონდათ, რომ გუნდი მინიმუმ ოთხეულისთვის იბრძოლებდა.

წყაროს ცნობით, კლუბის დირექტორი, ხესუს გარსია პიტარჩი ამ დროისთვის მხოლოდ რაფაელ ბენიტესისა და ანდრე ვილაშ-ბოაშის კანდიდატურას განიხილავს, რომელიც სეზონის ბოლოს “ზენიტს” დატოვებს.

 

ბენიტესი, „შესაძლოა, „ვალენსიაში“ დაბრუნდეს

გარი ნევილის თავკაცობით „ვალენსიას“ უიღბლო სერიამ, რა თქმა უნდა, კლუბში ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის ალბათობა გაზარდა. ხუთშაბათს „ღამურები“ „ბარსელონასთნა“ სათასო მატჩში ანგარიშით 0:7 დამარცხდნენ.

როგორც ესპანური AS-ი წერს, უახლოეს მომავალში ნევილის ადგილი, შესაძლოა, რაფაელ ბენიტესმა დაიკავოს, რომელიც იანვრის დასაწყისში მადრიდის „რეალიდან“ გაათავისუფლეს. აღსანიშნავია, რომ უმუშევარი ბენიტესი სწორედ „ვალენსიასთან“ ვერმოგებული შეხვედრის შემდეგ დარჩა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ბენიტესი „ვალენსიასთან“ 2001 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა და საკმაოდ წარმატებულადაც. ამ პერიოდში მან ორჯერ „ლა ლიგა“ მოიგო და ერთხელ „ღამურებს“ უეფა-ს თასიც მოაგებინა.

„ვესტ ჰემს“ ბენიტესთან კონტრაქტამდე ორი საათი დააკლდა

„ვესტ ჰემის“ თანამფლობელმა დევიდ სალივანმა „გარდიანსთან“ საუბრისას გაიხსენა, რომ ზაფხულში მადრიდის „რეალის“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი მის კლუბში გადასვლასთან ახლოს იყო.

„ბენიტესთან კონტრაქტამდე ორი საათი გვაკლდა, შემდეგ კი „რეალი“ გამოჩნდა. ყველა დეტალი უვკე შეთანხმებული ჰქონდა. რაფაელი ტოპ დონის მწვრთნელია. ვფიქრობ, ჩვენს კლუბში ის დიდ სამუშაოს შეასრულებდა.

ასევე იურგენ კლოპთან მოლაპარაკებას ვცდილობდით, მაგრამ მან გვითხრა, რომ პაუზა სჭირდებოდა. ყველაფრის მიუხედავად, გვიხარია, რომ ამჟამინდელ მწვრთნელს (სლავენ ბილიჩს – ავტ.) შევუთანხმდით“, – განაცხადა სალივანმა.

ბენიტესმა ბენზემას მხარი დაუჭირა

„ლიონის“ ნახევარმცველის მატიე ვალბუენას საქმის გამო საფრანგეთს ნაკრების მიღმა დარჩენილი ქარიმ ბენზემას სიტუაციის შესახებ მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ისაუბრა. ესპანელმა სპეციალისტმა თავისი გუნდის მოთამაშეს სრული ხმარდაჭერა განუცხადა.

„აზრს გამოვთქვამ, რომელსაც „რეალში“ ყველა ეთანხმება: ქარიმს მხარს 100%-თ ვუჭერთ. ბენზემა ჩინებული ადამიანია, რომელიც გუნდის მიმართ სამაგალითოდ იქცევა. ეს ძლიერი ფეხბურთელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია., იმედია, ქარიმი გოლების გატანას გააგრძელებს, რაც მას დაამშვიდებს და „რეალს“ სარგებელს მოუტანს. მე ეს საკითხი უფრო მაინტერესებს“, – ციტირებს ბენიტესს ფრანგული „Lefigaro“.

ბენიტესის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ანგარიშით 8:0 მეორედ მოიგო

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მადრიდის „რეალმა“ საკუთარ მოედანზე შვედური „მალმიო“ მიიღო და ანგარიშით 8:0 გაანადგურა.

აღსანიშნავია, რომ მადრიდელთა თავკაცისთვის რაფალ ბენტიესისთვის ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ამ ანგარიშით მოგება პირველი არ არის. 2007/08 წლების სეზონში ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვნელობით „ლივერპულმა“ ჯგუფურ ეტაპზე თურქული „ბეშიქთაში“ ამავე ანგარიშით დაამარცხა.

022D1DB8000004B0-2874458-image-a-17_1418652753705

ბენიტესი: „მალმოსთან“ რთულ მატჩს ველოდებოდით“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში „მალმოსთან“ გამანადგურებელი ანგარიშით, 8:0 მოგებული შეხვედრა შეაჯამა.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ დაცვითი ფეხბურთის მომხხრე არ ვარ. ამ შეხვედრამ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

სარეკორდო მოგებით ვამაყობ. ასევე ვამაყობ ჩემი გუნდით. იმედია, ფანებმა ამ თამაშისგან სიამოვნება მიიღეს.

რთულ მატჩს ველოდებოდით, რადგან მეტოქეს მესამე ადგილის დასაკავებლად მოგება სჭირდებოდა. ჩვენი რითმი და თამაში ვიპოვეთ. მეორე ტიამსი შუაში ყველაფერი დავამტკიცეთ. უფრო მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო.

ჩერიშევისა და მარსელოს გამოყენება მოვახერხეთ. ეს იდეალურია. ვიცით, რასაც ვაკეთებთ, რადგან პროფესიონალები ვართ“, – ციირებს ესპანელ სპეციალისტს „Football Espana“.

„ბენიტესს ჰგონია, რომ ის „ხეტაფეს“ მწვრთნელია“

„ვილიარეალისა“ და „რაიო ვალეკანოს“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დავიდ ვიდალმა მადრიდის „რეალის“ თავკაცი რაფაელ ბენიტესი გააკრიტიკა.

„ბენიტესი ჩემი მეგობარია და მას ცხოვრების ბოლომდე დავიცვავ, მაგრამ მას უნდა ესმოდეს, რომ „რეალის“ მწვრთნელია. რაფას, ჰგონია, ის „ხეტაფეში“ მუშაობს. ხალხი ამბობს, რომ დაცვაში და შეტევაში იმპროვიზაციის დახმარებით შედეგის მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ ეს ასე არ არის. ბენიტესი უკეთესად უნდა მუშაობდეს, რადგან მის განკარგულებაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან. „რეალი“ ლამაზ და მაღალი დონის ფეხბურთს უნდა აჩვენებდეს“, – განუცხადა ვიდალმა „Radio 4G“-ს.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე პერესმა, შესაძლოა, ბენიტესის გათავისუფლება დაადასტუროს

მადრიდის „რეალმა“ თავისი ოფიციალურ საიტზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ დღეს საღამოს კლუბის პრეზასიდენტი ფლორენტინო პერესი დირექტორთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ „სანტიანო ებრნაბეუზე“ პრეკსონფერენციას გამართავს. ღონისძიება, თბილისის დროით, 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

პრესკონფერენცია „რეალის“ მთავარი წმვრთნელის პოსტიდან რაფაელ ბენიტესის გათავისუფლების ფონზე ჩაივლის. აქამდე ესპანური პრესა სპეციალისტის შესაძლო გაშვების შესახებ ბევრს წერდა, განსაკუთრენით ეს ინფორმაცია საფუძვლიანი „ელ კლასიკოში“ ანგარიშით 0:4 მარცხის შემდეგ გახდა.

რონალდუმ პერესს ულტიმატუმი წაუყენა: „ან ბენიტესი გაუშვით, ან მე წავალ!“

„ბარსელონასთან“ ანგარიშით 0:4 განადგურების შემდეგ მარიდის „რეალის“ ლიდერმა კრიშტინანუ რონალდუმ კლუბის პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს ულტიმატუმი წაუყენა. ამის შესახებ „La Gazzetta dello Sport“-ი „FOX“-ზე დაყრდნობით წერს.

„ან მე, ან ბენიტესი!“, – განაცხადა რონალდუმ.

სათქმელია, რომ რონალდუსა და ბენიტესს კონფლიქტი აქამდეც ჰქონიათ.

რაფაელ ბენიტესის კომენტარი „ბარსელონასთან“ განადგურების შემდეგ

მადრიდის „რეალის“ მთავარია მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა „ბარსელონასთან“ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე განვლილი შეხვედრა შეაფასა, რომელშიც მისი გუნდი ანგარიშით 0:4 განადგურდა.

„რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მტკივნეული მარცხია. ახლა სიტუაციის გამოსწორებაზე უნდა ვიმუშაოთ. ამ ეტაპზე გუნდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა უფრო მაწუხებს.

კარგი გუნდის წინააღმდეგ უამრავი შეცდომა ძალიან ძვირად დაგვიჯდა. მატჩის დასრულებიუს შემდეგ გუნდს არანაირი რეაქცია არ ჰქონდა, სათქმელი არაფერი იყო.

შეტევის მცდელობა გვქონდა. გეგმა გამოცდილი ფეხბურთელების თვისებების გამოყენებაში გამოიხატებოდა.

უკვე შემდეგ შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ. წინ კიდევ უამრავი მატჩია დარჩენილი.

ფეხბურთელების ინდივიდუალური შეცდომების გარჩევის დრო არ არის. ყველაფრის გამოსწორებაზე ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ“, – განაცხადა ბენიტესმა.

კატალონიურმა გაზეთმა ბენიტესს დასცინა (ფოტო)

„ელ კლასიკომდე“ ერთი დღით ადრე კატალონიურმა გაზეთმა „სპორტმა“ კარიკატურა გამოაქვეყნა, რომელშიც „ბარსელონასა“ და „რეალის“ მთავარი მწვრთნელები არიან ასახულები. როგორც ხედავთ, გაზეთმა ამ კატიკატურით „ბლანკოსის“ თავკაცს რაფაელ ბენიტესს დასრინა.

untitled