ბენიტესს რამოსის დაკარგვა არ სურს

ესპანური პრესის ცნობით “რეალის” მენეჯმენტმა და სერხიო რამოსმა მოლაპარაკებების მცირე ხნით შეწყვეტა გადაწყვეიტეს. შეგახსენებთ, რომ კლუბი და გამოცდილი მოთამაშე ახალი კონტრაქტის ფინანსურ დეტალებზე ვერ ახერხებე შეთანხმებას.

ამავდროულად, კლუბის ხელმძღვანელობა იუწყება, რომ 29 წლის მცველის თაობაზე არც ერთი ოფიციალური წინადადება არ მიუღია.

ცნობილი ხდება, რომ მადრიდელთა ახალმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა “რეალის” მენეჯმენს რამოსის შესანარჩუნებლად ყველაფრის გაკეთება სთხოვა.

უახლოეს მომავალში მწვრთნელი სერხიოსთან შეხვედრასაც აპირებს.

ბენიტესმა ისკოს დარჩენა სთხოვა

მადრიდის „რეალის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ნახევარმცველ ისკოს დაურეკა.

საუბრის თემა მოთამაშის მადრიდულ კლუბში დარჩენა იყო. სპეციალისტმა ფეხბურთელს უთხრა, რომ შემდეგ სეზონში მისი დიდი იმედი აქვს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ისკოს „მანჩესტერ სიტის“ უკავშირებენ.

ბენიტესი: “საიდუმლო არ არის, რომ “რეალს” სტერლინგი მოსწონს”

მადრიდის “რეალის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა რაჰიმ სტერლინგის შესახებ ისაუბრა.

“რაჰიმი ძალიან მოგვწონს და ეს საიდუმლო არავისთვის არ არის. თუმცა, ის ჩვენი გუნდის მოთამაშე არ არის. ამიტომ, კომენტარისგან თავს შევიკავებდი” – განაცხადა ბენიტესმა.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფეხბურთელის აგენტის ცნობით, მისი კლიენტი მერსისაიდელებთან კონრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებ

პერესი: “ბენიტესზე უკეთ არავის ესმის, რას ნიშნავს ეს გერბი, ფორმა და სტადიონი”

დღეს მადრიდის “რეალმა” კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რაფაელ ბენიტესი წარადგინა. ახალი თავკაცის დანიშვნის შესახებ “სამეფო კლუბის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ისაუბრა.

“რეალში” ყოველთვის მაღალი მოთხოვნებია. ახალი მწვრთნელი მიზნისკენ სავალ გზაზე კიდევ უფრო გაგვაძლიერებს.

რაფა ფეხბურთით და “რეალით” სუნთქავს. ის ბევრს შრომობს, დიდი სულისკვეთებით ასრულებს საკუთარ საქმეს.

ბენიტესი მუშაობის საკუთარი მეთოდებით არის ცნობილია. ის მატჩებისთვის ძალიან კარგად ემზადება ხოლმე.

ბენიტესი ამ ოჯახის წევრია. ის აქ 13-დან 20 წლამდე თამაშობდა., შემდეგ კი სხვადასხვა დონეებზე მწვრთნელად მუშაობდა. მასზე უკეთ არავის ესმის, სიმბოლურად რას ნიშნავს ეს გერბი, ეს მაისური, ეს სტადიონი. რაფა დიდ კლუბში გამარჯვების წყურვილით მოვიდა. დღეს ახალი ერა დაიწყო”, – პერესის კომენტარი Football Espana-მ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბენიტესი წელიწადში ჯამაგირის სახით 4 მილიონ ევროს მიიღებს.

 

“რეალმა” ბენიტესი წარადგინა (ფოტოები)

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე უკვე ოფიციალურად დაინიშნა რაფაელ ბენიტესი. “სამეფო კლუბმა” ესპანელი სპეციალისტი დღეს წარადგინა.

მხარეებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბენიტესი წელიწადში ჯამაგირის სახით 4 მილიონ ევროს მიიღებს.

“დღეს ემოციური დღეა, რადგან სახლში დავბრუნდი. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება, ტიტულებს მოვიგებთ და გუნდი კარგადაც ითამაშებს. მადლობას ვუხდი კლუბს იმისთვის, რომ ნდობა გამომიცხადა”, – ბენიტესის სიტყვები “რეალის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ რაფა ბენიტესი მადრიდის “რეალის” სამწვრთნელო შტაბში 1986-დან 1995 წლამდე მუშაობდა. 1993–1995 წლებში ის მეორე გუნდს წვრთნიდა.

 

ოფიციალურად: “რეალი” ბენიტესმა ჩაიბარა

“რეალის” ოფიციალური ვებგვედის ცნობით მადრიდული კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტაზე რაფაელ ბენიტესი დაინიშნა. კონტრაქტის დეტალები უცნობია, თუმცა პრესა იუწყება, რომ შეთანხმება სამწლიანი იქნება.

ამასთან დაკავშირებით მადრიდში დღეს პრესკონფერენცია შედგება, რომელზეც ბენიტესს წარადგენენ.

შეგახსენებთ, რომ 55 წლის სპეციალსტს აქამდე “ვალიადოლიდში”, “ოსასუნაში”, “ექსტრემადურაში”, “ტენერიფეში”, “ვალენსიაში”, “ლივერპულში”, “ინტერში”, “ჩელსიში” და “ნაპოლიში” უმუშავია.

რატომ გაუშვა პერესმა ანჩელოტი? ვინ მეთაურობდა გუნდს გასახდელში?

როგორც ესპანური გამოცემა “მარკა” წერს, მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კარლო ანჩელოტი იმიტომ გაუშვა, რომ ის გუნდს მხოლოდ ფორმალურად ხელმძღვანელობდა, სინამდვილეში კი გასახდელში კრიშტიანუ რონალდუ და სერხიო რამოსი ლიდერობდნენ.

წყაროს თანახმად, კლუბის პრეზიდენტსა და აწ უკვე ყოფილ თავკაცს შორის გამართული ბოლო შეხვედრის მთავარი თემა სწორედ ეს საკითხი გახლდათ. პერესი უკმაყოფილო იყო იმით, რომ იტალიელი სპეციალისტი გუნდს სათანადოდ ვერ მეთაურობდა.

“რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე რაფაელ ბენიტესი ინიშნება, რომელსაც უკვე მიეცა პირველი დავალება: გუნდს ერთპიროვნულად იგი უნდა ხელმძღვანელობდეს, რონალდუსა და რამოსს მის ფუნქციებში ჩარევის შესაძლებლობა არ უნდა მიეცეთ. პერესის დავალებაა, რომ გუნდში იერარქია რაც შეიძლება მალე აღდგეს.

 

ბენიტესი: „ჩემი ოცნება რეალობად იქცევა“

როგორც მოგახსენეთ, რაფაელ ბენიტესი დღეს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაემგზავრა, სადაც ოთხშაბათს, დიდი ალბათობით, „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალურად წარსდგება. ამის შესახებ თავად ესპანელმა სპეციალისტმა ისაუბრა.

„ძალიან ვნერვიულობ და ბედნიერი ვარ. თუმცა, ჯერ კიდევ დეტალების დაზუსტებაა საჭირო. ჩემი ოცნება რეალობად იქცევა“, – განაცხადა ბენიტესმა.

შეგახსენებთ, რომ რაფამ გუშინ „ნაპოლის“ თავკაცის სახით თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა, რომელიც მისმა უკვე ყოფილმა გუნდმა შინ „ლაციოსთან“ ანგარიშით 2:4 წააგო.

ბენიტესი მადრიდში გაემგზავრა

ესპანელი სპეციალისტი რაფაელ ბენიტესი დღეს დილით მადრიდში გაემგზავრა. სავარაუდოდ, ოთხშაბათს „ნაპოლის“ უკვე ექს-თავკაცს „რეალის“ მთავარ მწვრთნელად მწვრთნელად ოფიციალურად წარადგენენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბენიტესმა „ნაპოლის “ დამრიგებლის სტატუსით მბოლო შეხვერა ჩაატარა. მისი გუნდი „ლაციოსთან“ ანგარიშით 2:4 დამარცხდა, რის გამოც ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ვერ მოახერხა.

„რეალის“ ვიცე-პრეზიდენტმა ბენიტესის დანიშვნა დაადასტურა

მადრიდის „რეალის“ ვიცე-პრეზიდენტს ედუარდო ფერნანდეს დე ბლასს გუშინდელ სპეციალურ ღონისძიებაზე გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რაფაელ ბენიტესის დანიშვნის შესახებ წამოსცდა.

„კარლო ანჩელოტი ნამდვილი ფენომენია. მას დიდ მადლობას ვუხდით. ჯერ კიდევ სამი დღის წინ ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი იყო, შემდეგი კვირიდან კი საუკეთესო რაფა ბენიტესი იქნება“, – განაცხადა დე ბლასმა.

რაში სჭირდება “რეალს” ბენიტესი? ფლორენტინო პერესის 5 მიზეზი

რაში სჭირდება “რეალს” ბენიტესი? ფლორენტინო პერესის 5 მიზეზი

რაფელ ბენიტესმა “ნაპოლი” დატოვა და ოცნების ახდენასთან, მადრიდის “რეალის” გაწვრთნასთან ძალიან ახლოაა. გთავაზობთ 5 მიზეზს, რის გამოც “სამეფო კლუბის” პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს გუნდის ჩაბარება სწორედ ბენიტესისთვის სურს.

 

რეალს ესპანელი მწვრთნელი სჭირდება

ესპანელ მწვრთნელს “რეალში” ძალიან დიდი ხანია არ უმუშავია. ანჩელოტი, მოურინიო, პელეგრინი, შუსტერი, ლუშემბირგუ, კაპელო, კეირუში – ეს იმ მწვრთნელების გვარებია, რომლებმაც “რეალს” 2003 წლიდან, დელ ბოსკეს გათავისუფლების შემდეგ უთავკაცეს.

ესპანელები მხოლოდ რემონი, ლოპეს კარო, კამაჩო და ხუანდე რამოსი იყვნენ, რომლებმაც საერთო ჯამში ერთი წელიც კი არ იმუშავეს. ბენიტესი კი “რეალისთივს” უცხო კაცი არ არის. 1974-1981 წლებში ის ახალგაზრდული გუნდის ღირსებას მოთამაშის სტატუსში იცავდა. 1993-95 წლებში კი მეორე გუნდის მწვრთნელი იყო. ბენიტესს არსდროუს დაუმალავს, რომ “რეალის” გაწვრთნა მისი ოცნება იყო.

 

ორი ტიტული სამ სეზონში

მეათე ჩემპიონთა თასის შემდეგ “რეალის” მთავარი მიზანი ქვეყნის ჩემპიონობის მოპოვებაა. ამოცანის შესრულება ანჩელოტიმ ვერ შეძლო, რის გამო ის გაათავისუფლეს კიდეც. 7 წელიწადში მოპოვებული მხოლოდ 1 ეროვნული ტიტული “რეალისთვის” კატასტროფაა. 2003 წლიდან მადრიდელებმა მხოლოდ სამჯერ მოიგეს ჩემპიონატია.

როგორც ჩანს, პარესს კარგად ახსოვს ბენიტესის “ვალენსია”, რომელიც 3 სეზონში ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. მაშინ რაფას ძალიან კარგი გუნდი ჰყავდა, თავად ბენიტესი კი მეტოქეებს მოულოდნელი საკადრო ცვლილებებით და როტაციის კარგი გამოყენებით აკვირვებდა. პრობლემა კი იმაშია, რომ ეს ყველაფერი 10 წლის წინ ხდებოდა. მას შემდეგ კი ბენიტესს არც ერთი ჩემპიონატი არ მოუგია.

 

პერესს ჩამოყალიბებული მწვრთნელი სჭირდება

ნათელია, რომ პერესს დრო არ აქვს და “რეალში” უკვე ჩამოყალიბებული, გამოცდილი მწვრთნელი სჭირდება. თუმცა, ბაზარზე ასეთი სპეციალისტის მოძებნა, თანაც ტოპ-კლუბის დონეს რომ აკმაყოფილებედეს, ძალიან ძნელია.

ბენიტესი კი მთელი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში სწორედ ამბიციურ კლუბებთან მუშაობს. ესპანელმა სხვა თუ არაფერი ის მაინც იცის, თუ რასთან ექნება საქმე.

 

ბენიტესი არც ისე ცუდია

პრესაში ბენიტესს ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს, თუცმა სინამდვილეში ის მაღალი დონის მწვრთნელია. “ლივერპულში” რაფას შესანიშნავი შედეგი ჰქონდა, სანამ მწვრთნელ-მენეჯერად არ გადაიქცა. მას ყოველთვის სურდა გუნდის სატრანსფერო ამბებიც თავად გადაეწყვიტა, რის გამოც თავის დროზე “ვალენსიას” დატოვება მოუწია. თუმცა, ბენიტესს ძალიან უცნაური გემოვნება აქვს და ხშირ შემთხვევაში მისი ფეხბურთელები იმედებს ვერ ამართლებდნენ.

შემდეგ იყო “ინტერი” სადაც ბენიტესი თავიდანვე პრობლემებს შეხვდა. მოურინიომ მას დაბერებული გუნდი დუტოვა, რომელსაც უკვე ყველაფერი ჰქონდა მოგებული. “ჩელსისთან” ერთად ბენიტესმა მოკლე ვადაში შეძლო ევროპის ლიგის მოგება. რაფას ყველაზე წარუმატებელი გუნდი სწორედ “ნაპოლი” აღმოჩნდა.

 

ბენიტესი ერთი სეზონით

შესაძლოა, ამ ეტაპზე ფლორენტინო პერესმა უბრალოდ უკეთესი კანდიდატურა ვერ ნახა, ხოლო ანჩელოტის დატოვება მის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. ბენიტესის მოშორება კი ჩაგდებული სეზონის შემდეგ რთული საქმე არ იქნება.

 

დელ ბოსკე: „ბენიტესი „რეალისთვის“ კარგი მწვრთნელი იქნებოდა“

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ მადრიდის „რეალიდან“ კარლო ანჩელოტის გათავისუფლების შესახებ ისაუბრა.

„ანჩელოტიმ „რეალთან“ კარგად იმუშავა. ამ სპეციალისტს პატივს ვცემ, რადგან კარიერაში მან წარმატებას სხვადასხვა კლუბთან მიაღწია. მასთან საუბრის შემდეგ მის პროფესიონალიზმში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.

ბენიტესი? „რეალისთვის“ ის კარგი მწვრთნელი იქნებოდა. რაფა გამოცდილია, ამიტომაც უკეთესი გუნდის ჩამოსაყალიბებლად ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა დელ ბოსკემ.