ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დი მარია დასახელდა

მადრიდის „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ „სამეფო კლუბის“ არგენტინელი ნახევარმცველი ანხელ დი მარია დასახელდა. მეორე დამატებით ტაიმში სწორედ მისი გადაცემის შემდეგ გაიტანა გარეტ ბეილმა შეხვედრის უმნიშვნელოვანესი გოლი. დი მარიამ ჯილდო სერ ალექს ფერგიუსონისგან მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ფინალურ მატჩში ანგარიში დიეგო გოდინმა გახსნა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი სერხიო რამოსმა თავური დარტყმით გაათანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა. შემდეგ, როგორც მოგახსენეთ, ბეილმა გაიტანა. თავი გამოიჩინა შეცვლაზე შემოსულმა მარსელომაც, კრიშტიანუ რონალდუმ კი თერთმეტმეტრიანი დარტყმით ტურნირზე მე-17 გოლი გაიტანა და საბოლოო წერტილი დასვა – 4:1.

 

რა მოხდა სიმეონესა და ვარანს შორის მატჩის მიწურულს?

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის მიწურულს უსიამოვნო ინციდენტი მოხდა, როდესაც მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე „რეალის“ ახალგაზრდა მცველ რაფაელ ვარანზე გაიწია. ინციდენტი იქიდან დაიწყო, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა არგენტინელი სპეციალისტის მიმართულებით ბურთი ისროლა, წაგებისთვის განწირულმა სიმეონემ კი ეს ვერ მოითმინა და ბურთი რაფაელის მიმართულებით დამიზნებით დაარტყა. ამის შემდეგ მოედანზე მხარეებს შორის სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, სიმეონე მინდორზე შეიჭრა და ვარანთან მისვლას შეეცადა. საბოლოო ჯამში, არგენტინელი მწვრთნელი მოედნიდან გააძევეს, ვარანი კი ყვითელი ბარათით დასაჯეს.

გთავაზობთ აღნიშნული ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

ვარანი: “ჩემი მუხლი სრულიად ჯანმრთელია”

მადრიდის რეალის ახალგაზრდა მეცველმა რაფაელ ვარანმა საკუთარი ტრამვის სესახებ კომენტარი გააკეთა

“ჩემი მუხლის ტრამვის შესახებ ბევრი რამ ითქვა,ბევრი იმასაც ამბობდა,რომ ოპერაციამ წარუმატებლად ჩაიარა,მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა.ექიმ ზილბერტის სახით კარგ ხელში ვიყავი.სახსრებთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზეა და დარწმუნებული ვარ,რომ ჩემი მუხლი ჯანმრთელია”-განაცხადა ვარანმა

რაფაელ ვარანმა ტრამვა მოიშუშა

მადრიდის რეალის ფრანგამა მცველმა რაფაელ ვარანმა ტრამვა მოიშუშა და დიდი ალბათობით ის მადრიდის ატლეტიკოსთან გასამართ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.

შეგახსენებთ რომ ვარანს 9 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია რაც მუხლის ტრამვამ განაპირობა,მიმდინარე სეზონში კი მის ანგარიშზე 9 მატჩი და ერთი საგოლე პასია.

ვარანი წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ „სამეფო კლუბის“ მცველი რაფაელ ვარანი თამაშს 2013 წელს ვეღარ მოახერხებს.

„ვარანი ინდივიდუალური პროგრამით მუშაობს, რადგან მას მუხლის პრობლემები აქვს. ვფიქრობ, ოთხშაბათს იგი სრულყოფილად ივარჯიშებს. რაც შეეხება მის დაბრუნებას, სავარაუდოდ, რაფაელი თამაშს იანვრის პირველი რიცხვებიდან დაიწყებს“, – განაცხადა ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა.

გარდა ამისა, კარლო ანჩელოტიმ აღნიშნა, რომ მისი გუნდის ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ სათამაშოდ მზად არის.

ალექსანდრე მატევოსოვი

იერო: “ვარანი მსოფლიოს საუკეთესო მცველია”

მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ფერნანდო იერო აცხადებს, რომ “სამეფო კლუბის” ახალგაზრდა მოთამაშე, რაფაელ ვარანი მსოფლიოს საუკეთესო მცველია.

შეგახსენებთ, რომ იერო, რომელიც ამჟამად 45 წლისაა, “რეალის” ღირსებას 1989 წლიდან, 2003 წლამდე იცავდა.

“ვარანის მსგავსი მცველი დღევანდელ ფეხბურთში არ არის – ის საუკეთესოა. მისი ასაკის ფეხბურთელისათვის, ასეთი საოცარი თამაში, წარმოუდგენელია”, – ამბობს იერო.

დიტო ჭიჭინაძე