მატერაცი ზიდანის „რეალის“ თავკაცად დანიშვნას გამოეხმაურა

იტალიის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა მარკო მატერაციმ მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის დანიშვნა შეაფასა.

„ბენიტესის გადადგომას ვწინასწარმეტყველებდი, მხოლოდ რამდენიმე დღით შევცდი. შესაძლოა, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი იყოთ, მაგრამ ფეხბურთელებთან ურთიერთკავშირის გარეშე ვერაფერს მიაღწევთ. ვერაფერი გამოგივათ, თუ თქვენზე ძლიერ ადამიანებთან საერთო ენას ვერ იპოვით. „რეალი“ მძიმე კლუბია, აქ მხოლოდ პრეზიდენტის მხარდაჭერა არ კმარა. ბენიტესი არ იცვლება, მას ერთ და იგივე პრობლემები აქვს. იმის ნაცვლად, რომ რონალდუსთან კონტაქტი დაემყარებინა, ის ბეილს დაუახლოვდა.

მსგავს სიტუაციაში ბენიტესი „ინტერშიც“ იყო. პირველივე დღეს ის ძანეტის, კორდობასა და კამბიასოს ელაპარაკობა, თუმცა კრისტიან კივუს ყურადღებას არ აქცევდა.

„რეალს“ მხოლოდ ორი ვარიანტი ჰქონდა – ანჩელოტი ან ზიდანი. ზინედინი ძლიერი პიროვნებაა, მას მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ადვილი გასეირნება მას არ ელის. 2-3 ტურის შემდეგ ასეთი დიდი ფეხბურთელის შეფასებასაც კი დაიწყებენ. რაც არ უნდა იყოს, მას ყველაფერ საუეკთესოს ვუსურვებ“, – განაცხადა მატერაციმ.

„რონალდუს არ მოსწონს, რომ ბეილი მასზე ძვირი ღირს“

გამოცემა „Sunday Times“-ის ჟურნალისტმა ჯონათან ნორტკროფტმა თავისი კარიერის საინტერესო შემთხვევა გაიხსენა.

„რეალი“ თავის რეპუტაციაზე ძალიან ბევრს ფიქრობს. ერთხელ, როდესაც გარეთ ბეილის ინტერვიუზე ვმუშაობდი, მთხოვეს, რომ სტატიაში მისი სატრანსფერო ფასი არ მეხსენებინა.

მიზეზი კი იმაში იმალება, რომ უელსელის სატრანსფერო ფასი მსოფლიოში რეკორდულია, ხოლო რონალდუს არ მოსწონს, რომ მასზე უფრო ძვირადღირებული ფეხბურთელებიც არსებობს“, – ციტირებს ჟურნალისტს BBC.

რას გეგმავს კარიერის დასრულების შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ?

მადრიდის „რეალის“ ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ფეხბურთის შემდეგ სხვა ცხოვრებაა. ვფიქრობ, თავიდან თამაშის გარეშე გამიჭირდება, მაგრამ თუ მკითხავთ, მსურს თუ არა მწვრთნელობა, უარყოფით პასუხს გაგცემთ. არც მწვრთნელობაზე და არც პრეზიდენტობაზე არ ვფიქრობ.

თქვენ ფიქრობთ, რომ საუკეთესო სამსახური, ბევრი ფული, მანქანები, სახლები და ა.შ. გამაჩნია, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. მაგალითს მოვიყვან: შაბათს ლას-ვეგასში კრივი იყო. იქ ოჯახის წევრებისა და მეგობრების წაყვანაც მსურდა, მაგრამ ეს დროის უკმარისობის გამო ვერ გამოვიდა. კარიერის დასრულების შემდეგ როგორც მეფე მინდა ვიცხოვრო.

ზეწოლასთან გამკლავება შემიძლია, რადგან ბავშვობაში მძიმე მცხოვრება მქონდა. სახლი 11 წლის დავტოვე და ინგლისში საცხოვრებლად გადავედი. ეს ყველაფერი რთული იყო. მოზარდი ვიყავი, მაგრამ ზრდასრული ადამიანის ცხოვრება მქონდა. სწორედ მაშინ ფსიქოლოგიურად გავძლიერდი. ყველას შეუძლია ის იფიქროს, რაც უნდა, მაგრამ ყოველდღე დასაძინებლად სუფთა ნამუსით ვწვები. არ შეიძლება, ხალხის აზრი გვადარდებდეს“, – ციტირებს პორტუგალიელს Goal.com-ი.

ხამეს როდრიგესი პოლიციას არ დაემორჩილა (ფოტო)

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ხამეს როდრიგესი კლუბის ბაზაზე ვარჯიშზე პოლიციის მანქანასთან ერთად მივიდა. სამართალდამცავებს კოლუმბიელის შესაჩერებლად სირენის ჩართვაც კი მოუწიათ.

როგორც გაირკვა, თავიდან ხამესი პოლიციას არ დაემორჩოლა და მანქანა არ გააჩერა. საბოლოოდ, ფეხბურთელი მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როცა მისი გაჩერება მადრიდის „რეალის“ ბაზის დაცვის თანამშრომლებმა სცადეს.

„ჩვენ ის საათში ორასი კილომეტრით ტარებისთვის გავაჩერეთ“, – განაცხადა პოლიცისს თანამშრომელმა.

ხამესი „აუდის“ მარკის ავტომობილში მარტო იმყოფებოდა. სიჩქარის გადამეტების გარდა მას, შესაძლოა, სანქციები პოლიციის დაუმორჩლებლობისთვისაც დაეკისროს.

AS-ის ფოტო:

1451670028_104848_1451670191_noticia_grande

კაპელო: “რონალდო “რეალის” ატმოსფეროზე უარყოფით გავლენას ახდენდა”

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ ბრაზილიელი თავდამსხმელი რონალდო მადრიდის “რეალში” ყოფნის დროს გუნდის ატმოსფეროზე უარყოფით გავლენას ახდენდა. შეგახსენებთ, რომ იტალიელი მწვრთნელი “სამეფო კლუბს” 2006-2007 წლებში თავკაცობდა და გუნდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო. სეზონის მიმდინარეობისას რონალდო “რეალიდან” “მილანში” გადავიდა.

“როდესაც “რეალში” მივედი, რონალდო 96 კილოგრამს იწონიდა. მე მას ვუთხარი, რომ წონა 88-90 კილოგრამამდე დაეგდო. სხვა ვერაფრით დავეხმარეობდი. იგი დიდებული მოთამაშე, მაგრამ ცუდი ლიდერი იყო. იანვარში რონალდომ “რეალი” დატოვა და გუნდის ატმოსფეროც შეიცვალა. “ბარსელონას” 9 ქულით გავუსწარით, არადა – მანამდე კარგა ხნით ადრე ჩამოგვწერეს”, – კაპელოს კომენტარს “რაი სპორტი” ციტირებს.

 

ფიგუ: „ზიდანი „რეალის“ მთავარი გუნდის თავკაცობაზე ფიქრობს“

„რეალის“ ექს-ნახევარმცველი ლუიშ ფიგუ ფიქრობს, რომ მის ყოფილ თანაგუნდელ ზინედინ ზიდანს მადრიდული კლუბის გაწვრთნა სურს.

„ვფიქრობ, ეს მისი ერთ-ერთი მიზანია. ახლა ზიდანი მეორე გუდნს ავარჯიშებს, მან სამწვრთნელო კარიერას მიხედა. მგონია, ერთ მშვენიერ დღეს მას მთავარი გუნდის თავკაცობაც სურს. მნიშვნელოვანია, მას ასეთი საპასუხისმგებლო საქმე გაანდონ“, – ციტირებს პორტუგალიელს Goal.com-ი.

რაული: „რეალში“ დაბრუნება მსურს“

მადრიდის „რეალის“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა რაულ გონსალესმა აღიარა, რომ ერთ მშვენიერ დღეს „ბლანკოსში“ დაბრუნებას ნატრობს. ესპანელი სამწვრთნელო კარიერის დაწყებას გეგმავს.

„დაბრუნების დრო ჯერ არ არის. მწვრთნელის ლიცენზია არ მიმიღია. ყველაფერს თავისი დრო აქვს. მადრიდის ჩემი სახლია, მან კარიერა და პოპულარობა მაჩქა. „რეალი“ ძალიან მიყვარს და მომავალში ამ კლუბში დაბრუნება მსურს.

ცხოვრებაში რაღაც ახალი მჭირდება. ჩნდება ახალი პროექტები, რომელთა დახმარებით, დაგროვილი გამოცდილების გაზიარება მინდა. „რეალში“ წარმატებისთვის ბევრი ადამიანი შრომობს. ბევრის ღვაწლი კი შეუმჩნეველი რჩება“, – ციტირებს რაულს „მარკა“.

„რეალმა“ „რაიო ვალეკანო“ ანგარიშით 10:2 გაანადგურა

ესპანეთს ჩემპიონატის მე-16 ტურში „რეალმა“ „რაიო ვალეკანო“ მიიღო და ანგარიშით 10:2 გაანადგურა.

დანილოს დარტყმის შემდეგ „ბლანკოსმა“ სწრაფი გოლის გატანა შეძლო. ცოტა ხანში სტუმრებმა ანტონიო ამაიას გოლით ანგარიში გაათანაბრეს, ორ წუთში კი ხოსაბედის გოლით დაწინარდნენ – 1:2. რამდენიმე წუთში ტიტოს გაძევების შემდეგ „რაიო“ მოედანზე ათი კაცით დარჩა. რიცხობრივი უპირატესობა ბენიტესის გუნდმა პირველი ტაიმის შუაში გამოიყენა – ანგარიში გარეთ ბეილმა გაათანაბრა. რამდენიმე წუთში რაულ ბაენამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და სტუმრები მოედანზე 9 ფეხბურეთელით დარჩნენ, რის შემდეგაც „რეალი“ გოლს გოლზე იტანდა. 30-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ზუსტად კრიშტიანუ რონალდუმ შეასრულა. მეორე ტაიმში მაყურებლებმა ბეილის პოკერი, ბენზემას ჰეთთრიკი და რონალდუს დუბლი იხილეს.

„რეალი“ – „რაიო ვალეკანო“ 10:2
გოლები: დანილო 3′, ბეილი 25′, 41′, 61′, 70′, რონალდუ 30′ (პენ), 53′, ბენზემა 48′ 79′, 90′ – ამაია 10′, ხოსაბედი 12′
გაფრთხილებები: დანილო 72′ – ტრაოსორასი 15′, ბაენა 19′, ნაჩო 27
გაძევება: ტიტო 14′, ბაეცა 28′

„იუვენტუსი“ და „ინტერი“ კროოსით დაინტერესდნენ?

ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ტონი კროოსი იტალიური გრანდების ხელმძღვანელთა ინტერესის სფეროში მოხვდა.

გერმანიის ნაკრების წევრი კლუბში თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით უკმაყოფილოა, ამიტომ სამუშაო ადგილის შეცვლაზე უარს არ იტყოდა. ამ სიტუაციით სარგებლობა „იუვენტუსსა“ და „ინტერს“ სურთ. შესაძლოა, სერია ა-ს ორივე ამ კლუბმა სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთელს კონტრაქტი შესთავაზოს.

“რეალის” სპორტული დირექტორის პოსტზე იეროსა და მიატოვიჩის კანდიდატურები განიხილება

მადრიდის “რეალის” სპორტული დირექტორის პოსტზე კლუბის ყოფილი ფეხბურთელების – ფერნანდო იეროსა და პრედრაგ მიატოვიჩის კანდიდატურები მოიაზრება. ამ დროისთვის ეს თანამდებობა ვაკანტურია.

ზემოთ ხსენებულ ორივე პირს უკვე აქვს “სამეფო კლუბის” სისტემაში მუშაობის გამოცდილება: იერო კარლო ანჩელოტის თავკაცობის პერიოდში “რეალის” სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა, მიატოვიჩი კი რამონ კალდერონის პრეზიდენტობის დროს სწორედ სპორტული დირექტორის პოსტს იკავებდა.

 

მადრიდის ხელმძღვანელობა “სანტიაგო ბერნაბეუს” რეკონსტრუქციის წინააღმდეგია

ქალაქ მადრიდის მთავრობა სტადიონ “სანტიაგო ბერნაბეუს” რეკონსტრუქციის წინააღმდეგ გამოდის.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქის თავები მხოლოდ იმ წინადადებას დააკმაყოფილებენ, რომელიც ადგილობრივი მაცხოვრებლების ინტერესებთან წინააღმდეგობაში არ მოვა. “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობას სტადიონის ექსტერიერის შეცვლა და სასტუმროსა და სავაჭრო ცენტრის გახსნა სურდა.

“სანტიაგო ბერნაბეუ” 1947 წლის 14 დეკემბერს გაიხსნა. სტადიონს რეკონსტრუქცია უკანასკნელად 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მზადებისას ჩაუტარდა.

 

ბეილი: „უელსის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მოგებას შეეცდება“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა გარეთ ბეიულმა ევროპის ჩემპიონატის წილისყრის წინ თავისი ეროვნული ნაკრების შანსები შეაფასა.

„მჯერა, რომ ცოტა გამართლებისა და ოსტატობის ხარჯზე, ტურნირის მოგების დიდი შანსი გვექნება. რატომაც არა? ჩვენ უბრალოდ ტურნრიზე გამსოვლას არ ვაპირებთ. სერიოზული სამუშაოს შესრულებაზე ვფიქრობთ“, – ციტირებს ბეილს BBC.

შეგახსენებთ, რომ 1858 წლის შემდეგ 2016 წლის კონტინენტის პირველობა უელსის ნაკრებისთვის პირველი დიდი ტურნირი იქნება.