„რეალი“ მარსელოს შემცვლელს ეძებს – „მარკა“

გამოცემა „მარკას“ ცნობით, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი მარცხენა მცველის ძიებაშია.

წყაროს ინფორმაციით, ეს საკითხი „სამეფო კლუბის“ წარმომადგენლებმა „ბარსელონასთან“ გამანადგურებელი ანგარიშთ მარცხის შემდეგ განიხილეს. ხსენებულ შეხვედრაში მარცხენა მცველმა მარსელომ ტრავმა მიიღო. თუ აქამდე მარცხენა მცველის შეძენა აუცილებლობას არ წარმოადგენდა, დღეს მარსელოს ასეთი მდგომარეობის შემდეგ ისინი ბრაზილიელის შემცვლელზე კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ.

ანჩელოტიმ „რეალის“ „ბარსელონასთან“ წაგების მიზეზები დაასახელა

„რეალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მადრიდელთა „ბარსელონასთან“ ანგარიშით 0:4 წაგებული მატჩი შეაფასა.

„რეალის“ სასტარტო შემადგენლობა კარგი იყო, მოედანზე შესანიშნავი ფეხბრუთელები გამოვიდნენ. გასულ სეზონში ისინი ნამდვილად კარგად თამაშობდნენ, მაგრამ ამ მატჩში მათ გუნდური თამაშის ჩვენება ვერ შეძლეს. მათი პრობლემა სწორედ ამაში გამოიხატება. გუნდი მეტოქის ნახევარზე პრესინგს ცდილობდა, მაგრამ ბურთის დაჭერა ვერ გამოსდიოდა. „ბარსელონა“ ბურთით თავს კომფორტულად გრძნობდა“, – ციტირებს ანჩელოტის გამოცემა „მარკა“.

ისკომ ნეიმარის წაქცევისთვის ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო

„ბარსელონასთან“ ანგარიშით 0:4 წაგებული მატჩის ბოლოს მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ისკომ თამაშის წესის დარღვევისთვის ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ხსენებულ ეპიზოდში ისკომ მეტოქის ნახევარმცველის ნეიმარის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, რის გამოც მსაჯმა მას პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.

ამრიგად, ისკო „ეიბართან“ და „ხეტაფესთან“ ლა ლიგის მოახლოებულ შეხვედრებს გამოტოვებს.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე პერესმა, შესაძლოა, ბენიტესის გათავისუფლება დაადასტუროს

მადრიდის „რეალმა“ თავისი ოფიციალურ საიტზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ დღეს საღამოს კლუბის პრეზასიდენტი ფლორენტინო პერესი დირექტორთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ „სანტიანო ებრნაბეუზე“ პრეკსონფერენციას გამართავს. ღონისძიება, თბილისის დროით, 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

პრესკონფერენცია „რეალის“ მთავარი წმვრთნელის პოსტიდან რაფაელ ბენიტესის გათავისუფლების ფონზე ჩაივლის. აქამდე ესპანური პრესა სპეციალისტის შესაძლო გაშვების შესახებ ბევრს წერდა, განსაკუთრენით ეს ინფორმაცია საფუძვლიანი „ელ კლასიკოში“ ანგარიშით 0:4 მარცხის შემდეგ გახდა.

მესიმ განვლილი „ელ კლასიკო“ შეაფასა

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ მადრიდის „რეალთან“ ანგარიშით 4:0 მოგებული მატჩი შეაფასა.

„ჩინებული „კლასიკო“ მოვიგეთ. კარგია, რომ მოედანზე დავბრუნდი. წინ ბევრი თამაში გველის, მაგრამ მოგებისთვის ყოველ მატჩში ვიბრძოლებთ“, – დაწერა მესიმ თავისი ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდზე.

ბრავომ რონალდუს სასწაულებრივი ბურთი მოუხსნა (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-12 ტურში “ბარსელონამ” გასვლაზე მადრიდის “რეალი” ანგარიშით 4:0 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას “სამეფო კლუბის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს თავური დარტყმით გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა კატალონიელთა კიპერმა კლაუდიო ბრავომ შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

 

რაფაელ ბენიტესის კომენტარი „ბარსელონასთან“ განადგურების შემდეგ

მადრიდის „რეალის“ მთავარია მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა „ბარსელონასთან“ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე განვლილი შეხვედრა შეაფასა, რომელშიც მისი გუნდი ანგარიშით 0:4 განადგურდა.

„რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მტკივნეული მარცხია. ახლა სიტუაციის გამოსწორებაზე უნდა ვიმუშაოთ. ამ ეტაპზე გუნდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა უფრო მაწუხებს.

კარგი გუნდის წინააღმდეგ უამრავი შეცდომა ძალიან ძვირად დაგვიჯდა. მატჩის დასრულებიუს შემდეგ გუნდს არანაირი რეაქცია არ ჰქონდა, სათქმელი არაფერი იყო.

შეტევის მცდელობა გვქონდა. გეგმა გამოცდილი ფეხბურთელების თვისებების გამოყენებაში გამოიხატებოდა.

უკვე შემდეგ შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ. წინ კიდევ უამრავი მატჩია დარჩენილი.

ფეხბურთელების ინდივიდუალური შეცდომების გარჩევის დრო არ არის. ყველაფრის გამოსწორებაზე ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ“, – განაცხადა ბენიტესმა.

„რეალის“ განაცხადი „ბარსელონასთან“ მატჩისთვის

მადრიდის „რეალმა“ „ბარსელონასთან“ დღევანდელი შეხვედრისთვის განაცხადი წარადგინა.

მეკარეები: ნავასი, კასილია, იანიესი
მცველები: რამოსი, პეპე, ვარანი, კარვახალი, დანილო, მარსელო
ნახევარმცველეი: კროოსი, კაზემირო, ისკო, კოვაჩიჩი, მოდრიჩი, ბეილი, ხამესი
თავდამსხმელები: რონალდუ, ბენზემა, ვასკესი, ხესე

კატალონიურმა გაზეთმა ბენიტესს დასცინა (ფოტო)

„ელ კლასიკომდე“ ერთი დღით ადრე კატალონიურმა გაზეთმა „სპორტმა“ კარიკატურა გამოაქვეყნა, რომელშიც „ბარსელონასა“ და „რეალის“ მთავარი მწვრთნელები არიან ასახულები. როგორც ხედავთ, გაზეთმა ამ კატიკატურით „ბლანკოსის“ თავკაცს რაფაელ ბენიტესს დასრინა.

untitled

„რეალისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრა 2:2 დასრულდება“

წარსულში „რეალისა“ და „ბარსელონას“ ფეხბურთელმა ბერნდ შუსტერმა მოახლოებულ „ელ კლასიკოსთან“ დაკავშირებით თავისი პროგნოზი გააზიარა.

„დარწმუნებული ვარ, რომ „კლასიკოში“ ყველაფერია მოსალოდნელი, ამიტომაც მნიშვნელობა არ აქვს, რომ თავის წინა შეხვედრაში „რეალმა“ „სევილიასთან“ წააგო, „ბარსელონას“ კი რამდენიმე კარგი შეხვედრა ჰქონდა. ვიმეორებ, ყველაფერს, რაც ადრე იყო, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი აზრით, მატჩი ანგარიშით 2:2 დასრულდება“, – განაცხადა შუსტერმა.

ბეილი: „ბარსელონასთან“ საბრძოლველად მზად ვარ“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა გარეთ ბეილმა „ბარსელონასთან“ მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა. უელსელის თქმით, „ელ კლასიკოს“ წინ ის ჩინებულ სათამაშო ფორმაშია.

„საკუთარ თავში ძალას ვგრძნობ და ამ მატჩში საბრძოლველად მზად ვარ. ვიცი, რომ სისწრაფისა და ძალის ხარჯზე, შემიძლია, გუნდს დავეხმარო. ჩემი თვისებები გუნდისთვის ყოველთვის დამატებითი ბონუსია.

„რეალი“ მიმდინარე სეზონში კარგ ფორმაშია, წელს მხოლოდ ერთხელ დავმარცხდით. მგონია, თამაშის გაუმჯობესება კიდევ უფრო შეგვიძლია. სეზონის განმავლობაში პროგრესს მივაღწევთ, რამაც, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის მოგებაშიც კი შეგვიწყოს ხელი“, – განაცხადა ბეილმა.

ჩავი: “მესის გარეშე “ბარსა” და “რეალი” თანაბარი ძალისანი არიან”

“ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-12 ტურში გასამართ “ელ კლასიკოს” გამოეხმაურა. მისი თქმით, თუ აღნიშნულ შეხვედრაში ლეო მესი ვერ ითამაშებს, გუნდები მოედანზე აბსოლუტურად თანაბარი ძალით წარსდგებიან.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელთა ლიდერმა მუხლის ტრავმა მოიშუშა, თუმცა სასტარტო შემადგენლობაში მისი ყოფნა მაინც საეჭვოა.

“თუ მესი მოედანზე არ გავა, გუნდები ერთმანეთის წინაშე თანაბარი ძალით წარსდგებიან. “რეალსაც” ჰყავს ტრავმირებული მოთამაშეები, მაგრამ არა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც ლეო არის “ბარსელონასთვის”. “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამარჯვება ძალზედ რთული საქმეა, მესის გარეშე კი ეს კიდევ უფრო გაჭირდება. ამის მიუხედავად, “ბარსელონას” კარგი შემადგენლობა ჰყავს და წარმატებების მიღწევა შეუძლია”, – ციტირებს ჩავის სიტყვებს ESPN.