კრიშტიანუ რონალდუ: “შემეშვით!” (ვიდეო)

მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს პირადი ცხოვრების შესახებ ბოლო პერიოდში პრესაში უამრავი ინფორმაცია ჩნდება. მის მიმართ არც აქამდე იყო ნაკლები ინტერესი, თუმცა მას შემდეგ, რაც პორტუგალიელი ვარსკვლავი ირინა შეიკს დაშორდა, რონალდუს ხან ვისთან აკავშირებენ, ხანაც – ვისთან. როგორც ჩანს, “რეალის” ლიდერს ეს ყველაფერი მობეზრდა და საკუთარ ფანებს ვიდეოს მეშვეობით მიმართა:

“გამარჯობა, ფანებო. ეს გზავნილი თქვენთვის არის. მადლობას გიხდით ამ წლის განმავლობაში მხარდაჭერისთვის. რთული წელი იყო, თუმცა თქვენ მუდამ ჩემთან ერთად იყავით. თქვენ ჩემ მიმართ ერთგულება გამოავლინეთ. მე აქ ვარ, ვისვენებ. ჩემი ბიჭიც აქვეა, აუზში.

ამ ვიდეოს გადაღება გადავწყვიტე. არ ვიცი, რატომ და ნუ მკითხავთ ამას. პრესისთვის არასდროს ვსაუბრობ. ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ არ ვსაუბრობ, მაგრამ მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გითხრათ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პრესა ჩემ შესახებ ტყუილებს ავრცელებს. წერენ, რომ მე ახალი გელფრენდი მყავს, დღიდან დღემდე წერენ, რომ ხან რას ვაკეთებ, ხან – რას. შემეშვით.

ნება მომეცით, ვაკეთო ის საქმე, რასაც ყოველწლიურად ვაკეთებ. ნუ ეცდებით, ჩემს იმიჯს ზიანი მიაყენოთ, რადგან ეს არ გამოგივათ. ეს გზავნილი თქვენთვის არის. ჩვენ ერთად ვართ დღიდან დღემდე, თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე. დიდი მადლობა, ბიჭებო”.

 

ოფიციალურად: “რეალმა” ზაფხულის პირველი შენაძენი დაადასტურა

მომდევნო სეზონში, დაცვითი სტილის ნახევარმცველი, კაზემეირო მადრიდის “რეალში” იასპარეზებს.

მიმდინარე წელს, 23 წლის ფეხბურთელი “პორტოში” იჯარის წესით თამაშობდა. ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა, სადაც ოთხჯერ გაიტანა.

პორტუგალიურ გუნდს არ ჰქონდა საშუალება, ფეხბურთელი საკუთარ შემადგენლობაში დაეტოვებინა, 15 მილიონ ევროდ, ამიტომ იგი ესპანეთში დაბრუნდა.

“რეალის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, ზაფხულის პირველი დაბრუნებული ფეხბურთელი უკვე დაადასტურა.

მადრიდის “რეალის” ოფიციალური განცხადება მარკო ვერატის ტრანსფერზე

მადრიდის “რეალის” ოფიციალური ვებ-გვერდი მარკო ვერატის ტრანსფერთან დაკავშირებულ ამბებს გამოეხმაურა.

“მადრიდის “რეალს” “პარი სენ-ჟერმენთან” ან ფეხბურთელის აგენტთნ არანაირი კონტაქტი არ აქვს. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.” – წერს “სამეფო გუნდის” ვებ-საიტი.

„რეალმა“ თავის დროზე ნეიმარის ტრანსფერზე 60 ათასი დოლარი არ დახარჯა

ცნობილი და ავტორიტეტული ესპანური სპორტული გამოცემა „მარკა“ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც წყარო წერს, 2006 წელს „ბარსელონას“ თავდამსხმელ ნეიმარს მადრიდის „რეალში“ გადასვლა შეეძლო. თუმცა, მაშინ მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობამ „სანტოსს“ პატარა ტალანტის სანაცვლოდ 60 ათასი დოლარის გადახდაზე უარი უთხრა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი „ბარსას“ 2013 წლის ზაფხულში შეუერთდა.

ნეიმარი: „ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში, თმას ქერად შევიღებავთ“

“რეალმა” ბენიტესი წარადგინა (ფოტოები)

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე უკვე ოფიციალურად დაინიშნა რაფაელ ბენიტესი. “სამეფო კლუბმა” ესპანელი სპეციალისტი დღეს წარადგინა.

მხარეებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბენიტესი წელიწადში ჯამაგირის სახით 4 მილიონ ევროს მიიღებს.

“დღეს ემოციური დღეა, რადგან სახლში დავბრუნდი. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება, ტიტულებს მოვიგებთ და გუნდი კარგადაც ითამაშებს. მადლობას ვუხდი კლუბს იმისთვის, რომ ნდობა გამომიცხადა”, – ბენიტესის სიტყვები “რეალის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ რაფა ბენიტესი მადრიდის “რეალის” სამწვრთნელო შტაბში 1986-დან 1995 წლამდე მუშაობდა. 1993–1995 წლებში ის მეორე გუნდს წვრთნიდა.

 

ვერატი “რეალზე” ოცნებობს

იტალიელი საფრანგეთის შეცვლას, ესპანეთის ჩემპიონატით აპირებს.

22 წლის ნახევარმცველმა მადრიდის “რეალში” გადასვლის სურვილი გამოთქვა. იტალიელის თქმით, თუ “სამეფო გუნდი” მას დამაკმაყოფილებელ წინადადებას შესთავაზებს, მზადაა “თეთრებს” ზაფხულშივე შეუერთდეს.

როგორც აქამდე იყო ცნობილი, საფრანგეთის ჩემპიონით “რეალი”, “ბარსელონა” და “მილანი” ინტერესდებოდნენ.

გასულ სეზონში, ვერატიმ ლიგა 1-ში 32 მატჩი ჩაატარა. ორჯერ გაიტანა და ათჯერ გაატანინა.

სენსაციური კადრები: რონალდუმ შუა ქუჩაში მოშარდა (ფოტო)

უცხოურმა გამოცემა, Goal.Com-ა სენსაციური ფოტო გაავრცელა.

პორტუგალიელი ვარსკვლავი მეგობრებთან ერთად სეინტ ტროპეზში მეგობრებთან იყო. პაპარაცებმა იგი იმ დროს დააფიქსირეს, როდესაც ავტოსადგომზე შარდავდა.

ronal

2

რატომ გაუშვა პერესმა ანჩელოტი? ვინ მეთაურობდა გუნდს გასახდელში?

როგორც ესპანური გამოცემა “მარკა” წერს, მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კარლო ანჩელოტი იმიტომ გაუშვა, რომ ის გუნდს მხოლოდ ფორმალურად ხელმძღვანელობდა, სინამდვილეში კი გასახდელში კრიშტიანუ რონალდუ და სერხიო რამოსი ლიდერობდნენ.

წყაროს თანახმად, კლუბის პრეზიდენტსა და აწ უკვე ყოფილ თავკაცს შორის გამართული ბოლო შეხვედრის მთავარი თემა სწორედ ეს საკითხი გახლდათ. პერესი უკმაყოფილო იყო იმით, რომ იტალიელი სპეციალისტი გუნდს სათანადოდ ვერ მეთაურობდა.

“რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე რაფაელ ბენიტესი ინიშნება, რომელსაც უკვე მიეცა პირველი დავალება: გუნდს ერთპიროვნულად იგი უნდა ხელმძღვანელობდეს, რონალდუსა და რამოსს მის ფუნქციებში ჩარევის შესაძლებლობა არ უნდა მიეცეთ. პერესის დავალებაა, რომ გუნდში იერარქია რაც შეიძლება მალე აღდგეს.

 

კასილიასი, შესაძლოა, თურქეთში გადაბარგდეს

„რეალის“ მეკარის იკერ კასილიასის მადრიდის „რეალიდან“ წასვლის შესახებ საუბარი არ წყდება.

სავარაუდოდ, იკერის მომავალი გუნდის მომავალი მთავარი მწვრთნელის რაფაელ ბენტიესის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

ავტორიტეტული ესპანური გამოცემის „მარკას“ ინფორმაციით, იკერით თურქული ფეხბურთის გრანდებიც კი დაინტერესდნენ, რომელთა შორის „ბეშიქთაში“ და „ფენერბაჰჩე“ არიან.

ბენიტესი: „ჩემი ოცნება რეალობად იქცევა“

როგორც მოგახსენეთ, რაფაელ ბენიტესი დღეს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაემგზავრა, სადაც ოთხშაბათს, დიდი ალბათობით, „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალურად წარსდგება. ამის შესახებ თავად ესპანელმა სპეციალისტმა ისაუბრა.

„ძალიან ვნერვიულობ და ბედნიერი ვარ. თუმცა, ჯერ კიდევ დეტალების დაზუსტებაა საჭირო. ჩემი ოცნება რეალობად იქცევა“, – განაცხადა ბენიტესმა.

შეგახსენებთ, რომ რაფამ გუშინ „ნაპოლის“ თავკაცის სახით თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა, რომელიც მისმა უკვე ყოფილმა გუნდმა შინ „ლაციოსთან“ ანგარიშით 2:4 წააგო.

ბენიტესი მადრიდში გაემგზავრა

ესპანელი სპეციალისტი რაფაელ ბენიტესი დღეს დილით მადრიდში გაემგზავრა. სავარაუდოდ, ოთხშაბათს „ნაპოლის“ უკვე ექს-თავკაცს „რეალის“ მთავარ მწვრთნელად მწვრთნელად ოფიციალურად წარადგენენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბენიტესმა „ნაპოლის “ დამრიგებლის სტატუსით მბოლო შეხვერა ჩაატარა. მისი გუნდი „ლაციოსთან“ ანგარიშით 2:4 დამარცხდა, რის გამოც ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ვერ მოახერხა.

შოპინგი მადრიდში: ლივერპული ნავასისთვის იბრძვის

“სამეფო გუნდის” სარეზერვო მეკარე, შეიძლება, ნისლიან ალბიონზე გადაბარგდეს.

ბრიტანული მედიის ცნობით, “ლივერპული” კეილორ ნავასით ინტერესდება და არც კოსტა-რიკელი მეკარეა გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი, რადგან მეტი სათამაშო დრო სჭირდება.

მერსისაიდული გუნდი სიმონ მინიოლესთვის კარგ კონკურენტს ეძებს, რათა ბელგიელი სტაბილური გახდეს. ტრანსფერის ფასი 15 მილიონი ევროა.

მიმდინარე სეზონში, ნავასმა ლა ლიგაში მხოლოდ ექვსჯერ ითამაშა.