აგენტი ბეილის „რეალიდან“ წასვლის შესახებ

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის გარეთ ბეილის აგენტმა თავისი კლიენტის სხვა კლუბში გადასვლა გამორიცხა.

„ბეილის გაფორმებას მსოფლიოს ნებისმიერი კლუბი ისურვებდა, თუმცა ის „რეალში“ მომავალ სეზონშიც ითამაშებს. გარეთის ზაფხულში წასვლის ალბათობა არ არსებობს. ის სიმართლეს ამბობდა, როდესაც „რეალში“ თამაშის სურვილზე საუბრობდა. ის აქ წარმატების მიღწევას აპირებს“, – განაცხადა აგენტმა.



რა განაცხადა მადრიდის „რეალის“ გაკვირვებულმა დირექტორმა?

მადრიდის „რეალის“ დირექტორმა ემილიო ბუტრაგენიომ „ვალენსიასთან“ ფრედ 2:2 დასრულებული მატჩი შეაფასა.

„ჯერ არ მინახავს, რომ ერთ ტაიმში ბურთი ძელს სამჯერ მოხვედროდეს, მეკარე კი პენალტს იგერიებდეს. თუ ფეხბურთის ღმერთს არ სურს, ვერ გაიმარჯვებ.

ძალიან ბევრი ძალა დავხარჯეთ, თუმცა დაცვაში მოთამაშე მეტოქე ვერ გავტეხეთ. მეკარე ალვეშს ფენომენალური შეხვედრა ჰქონდა, „ვალენსია“ მისგან მეტს ვერ მოითხოვდა“, – განაცხადა ბუტრაგენიომ.



ნადალი: “ფანები კასილასის მიმართ ძალიან მომთხოვნები არიან”

ცნობილმა ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა, რომელიც მადრიდის “რეალის” ფანი გახლავთ, პრიმერადივიზიონის 36-ე ტურში “სამეფო კლუბსა” და “ვალენსიას” შორის გამართულ მატჩში (2:2) იკერ კასილასის თამაში შეაფასა.

“იკერი გაშვებულ გოლებში დამნაშავე არ არის. მგონია, რომ ქომაგები მის მიმართ ძალიან მომთხოვნები არიან.

ისეთმა ფეხბურთელებმა, როგორებიც კრიშტიანუ რონალდუ, ზინედინ ზიდანი და იკერ კასილასი არიან, კლუბისთვის ბევრი რამ გააკეთეს. ისინი სტვენას არ იმსახურებენ.

ამ ფრემ “ბარსას” დიდი ალბათობით ჩემპიონობა მოუტანა. უბრალოდ უნდა მივულოცოთ “ბარსელონას”, – ნადალის კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

პეპე: “იოლი მატჩი იყო, მაგრამ საქმე მსაჯმა გაგვირთულა”

ესპანეთის ჩემპიონატის 36-ე ტურში მადრიდის “რეალსა” და “ვალენსიას” შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. “ღამურებმა” მატჩის პირველი ტაიმი ორბურთიანი სხვაობით მოიგეს, თუმცა “სამეფო კლუბმა” მეორე ნახევარში ორი გოლი გაიტანა და ქულა გადაარჩინა. აქედან ერთი ბურთი პეპეს ანგარიშზეა, რომელმაც შეხვედრის შემდეგ მსაჯი გააკრიტიკა.

“არბიტრზე საუბარი არ მინდა, მაგრამ ვიტყვი, რომ ფეხბურთი კონტაქტური თამაშია. მსაჯმა ოთხი ყვითელი ბარათი გვიჩვენა, თუმცა ამის მიზეზს ვერ ვხვდებით.

ანდრე გომეში გამუდმებით არღვევდა თამაშის წესს, თუმცა იგი დაუსჯელი დარჩა.

იოლი მატჩი იყო, მაგრამ მსაჯმა საქმე ზედმეტად გაგვირთულა”, – პეპეს კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

რონალდო ნეპალელებს დაეხმარა

მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარა.

პორტუგალიელმა სოციალური ქსელით მოუწოდა ყველას, რომ გულისხმიერება გამოიჩინონ მათზე, ვინც მიწისძვრამ დააზარალა. კრიშტიანუმ 7 მილიონი ევრო გადარიცხა(წლიური შემოსავლის 10%).

მიწისძვრამ შვიდი ათასი ადამიანი დააზარალა, 14000 დაშავდა. ორი ათასზე მეტი საცხოვრებელი დაინგრა, ოთხი ათასი კი რემონტს საჭიროებს.

ანჩელოტი პრიმერას აპრილის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი აპრილში ესპანეთის პრიმერა დივიზიონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

წინა თვეში „ბლანკოსმა“ ჩემპიონატში 6 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან ყველა მოიგო. ამის დახმარებით „რეალი“ სატურნირო ცხრილში „ბარსელონას“ ორი ქულით მიუახლოვდა.

შეგახსენებთ, რომ მარტის საუკეთესო მწვრთნელად „სევილიას“ დამრიგებელი უნაი ემერი დასახელდა.

რა განაცხადა ანჩელოტიმ „იუვენტუსთან“ წაგებული მატჩის შემდეგ

„იუვენტუსს“ მადრიდში 4 ათასი ადამიანი უგულშემატკივრებს

„რეალთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში ტურინის „იუვენტუსს“ მადრიდში 4 ათასი ადამიანი უგულშემატკივრებს.

კენჭისყრის დასრულებისთანავე კლუბმა ამ შეხვედრის გასვლითი ტურების ბილეთების გაყიდვა დაიწყო (თითო ბილეთის ფასმა 400 ევრო შეადგინა), რომლებიც რამდენიმე საათში გაიყიდა.

როგორც ცნობილია, სტუმართა სექტორში დამსწრებთა უმეტესობა გუნდის ფან მოძრაობის წევრი იქნება.


მუსტაფი: “შაბათს სასიამოვნო სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ”

“ვალენსიას” მცველმა, შკოდრან მუსტაფმა ისაუბრა ლა ლიგის მომდევნო ტურის მატჩზე, სადაც “ღამურები” “სამეფო გუნდს” დაუპირისპირდებიან.

“არ ვფიქრობ, რომ “იუვენტუსთან” მატჩის შემდეგ მეტოქე გუნდის ფეხბურთელები გადაიღალნენ. “რეალს” მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავს, ამიტომ მათგან არანაირი სიურპრიზი არაა მოსალოდნელი. ძალიან რთული დაპირისპირება იქნება,”-განუცხადა გერმანელმა AS-ს.

“არასდროს მითამაშია ბერნაბეუზე, ორმაგი მოტივაციით ვითამაშებ მადრიდში”.

მატჩი ლევანტელთა და კარლო ანჩელოტის შეგირდებს შორის შაბათს გაიმართება.

ჩიჩარიტო: „იუვენტუსისგან“ კარგი გაკვეთილი მივიღეთ“

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა ხავიერ ერნანესმა „იუვენტუსთან“ წაგებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„ნეგატიური ემოციები გვაქვს, რადგან დავმარცხდით. თუმცა, დღეს ბოლომდე ვიბრძოლეთ და წინ საპასუხო შეხვედრა გველის, რომელშიც ანგარიშთ 1:0 მოგებაც დაგვაკმაყოფილებს. სიმშვიდის შენარჩნება გვმართებს. დღევანდელი შეხვედრაში ჩვენთვის კარგი გაკვეთილი მივიღეთ – ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე სუსტი მეტოქეები არ არიან“, – განაცხადა მექსიკელმა.


რა განაცხადა ანჩელოტიმ „იუვენტუსთან“ წაგებული მატჩის შემდეგ

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ტურინის „იუვენტუსთან“ წაგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.

„შესვენების შემდეგ „იუვენტუსმა“ ზეწოლას მოუმატა, ჩვენი პრობლემების რიცხვმა კი უფრო იმატა. როდესაც მეტოქე 3-5-2 სქემაზე გადავიდა, მინდორზე ნაკლები თავისუფალი ზონა იყო.

მეორე გოლის დროს არ გაგვიმართლა – „იუვეს“ კონტრშეტევა მოგერიებული დარტყმის შემდეგ დაიწყო. გარდა ამისა, ხამესის ეპიზოდშიც არ გაგვიმართლა, როდესაც ბურთი ძელს მოხვდა.

ჯამში, „იუვენტუსმა“ ისე ითამაშა, როგორც მოველოდი – გუნდმა ორგანიზებული თამაში აჩვენა და შანსები გამოიყენა. ვფიქრობ, საყურებლად მატჩი ძალიან საინტერესო გამოდგა.

საპასუხი შეხვედრაში, პირველ რიგში, მოთმინება გვმართებს“, – განაცხადა ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა.


ტევესი: „ჩემთვის მოგება მოულოდნელი არ იყო“

მადრიდის „რეალის“ კარში გოლის ავტორმა კარლოს ტევესმა განაცხადა, რომ მისთვის განვლილი მატჩს მოგება მოულოდნელი არ ყოფილა.

„ჩემთვის ეს გამარჯვება სიურპრიზი არაა. შესაძლოა, ამას ჟურნალისტები არ ელოდებოდნენ, რომლებიც ფავორიტებად არ გვასახელებდნენ.

გუნდის მჯერა და ჩვენი შესაძლებლობების შესახებ კარგად ვიცი. „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 12 წლის განმავლობაში არ გასულა, ამიტომაც ეს შემადგენლობა კლუბის ახალ ისტორიას წერს.

შეხვედრა ძალიან რთული გამოდგა. ასეთ მეტოქესთან ნაკლები ზეწოლის შემთხვევაში, გოლის მიღება ადვილია“, – განაცხადა არგენტინელმა.

“იუვენტუსი”-“რეალი” – შემადგენლობა

1 საათში დაიწყება ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი ტურინში, სადაც “იუვენტუსი” და “რეალი” შემდეგნაირი შემადგენლობებით იასპარეზებენ.

“იუვენტუსი”: ბუფონი, ლიხშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა, პირლო, მარკიზიო, სტურარო, ვიდალი, მორატა, ტევესი.

“რეალი”: კასილიასი, კარვახალი, ვარანი, პეპე, მარსელო, რამოსი, კროოსი, ისკო, ბეილი, ხამესი, რონალდო.