ვარანი: “ჩემი მიზანი – მივიღო მეტი სათამაშო დრო”

მადრიდის “რეალის” ფრანგ მცველს, რაფაელ ვარანს სურს, მეტი სათამაშო დრო მიიღოს.

მიმდინარე სეზონში, 22 წლის უკანახაზელმა “რეალის” მაისურით 24 მატჩი ჩაატარა.

“ჩემი მიზანია მივიღო მეტი სათამაშო დრო. მინდა, ვიყო “სამეფო გუნდისთვის” ისეთივე საჭირო და მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, როგორებიც სხვები არიან,”-განაცხადა ვარანმა.

“ყველამ იცის, რომ მადრიდში საუკეთესო ცენტრალური მცველები თამაშობენ. მიღებულ შანსს აუცილებლად გამოვიყენებ”.

ჩიჩარიტო: „ანჩელოტი უფრო ფერგიუსონს ჰგავს“

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ხავიერ ერნანესი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის ლუი ვან გაალის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელთა მიხედვითაც, მექსიკელს ბოლო გოლები „წითელ ეშმაკებში“ დაბრუნებაში ხელს მაინც ვერ შეუწყობენ.

„არ ვიცი, ნამდვილად ასე თქვა თუ არა ვან გაალმა. ერთხელ, ერთ-ერთ დერბის წინ, ინგლისურმა გამოცემამ ჩემი ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც სინამდვილეში არ ყოფილა. იმ შემთხვევაში, თუ ვან გაალი ნამდვილად ასე ფიქრობს, მის აზრს პატივი უნდა ვცე. თუ მესი და კრიშტიანუ ბევრს არ მოსწონთ, ჩვენზე საუბარი საერთოდ ზედმეტია.

განსხვავდება თუ არა ვან გაალი ანჩელოტისგან? დიახ, ეს ორი სხვადასხვა სპეციალისტია. ანჩელოტის ფეხბურთელებთან მეტი კონტრაქტი აქვს, მასთან თავს გაცილებით მშვიდად გრძნობ. ვან გაალის სამუშაო კი ჩვეულია, მისი განრიგი არ იცვლება. ის ძალიან მკაცრი და დიციპლინირებულია. ამ მხვრივ, ანჩელოტი უფრო ფერგიუსონს ჰგავს“, – განაცხადა ჩიჩარიტომ.

კარლო ანჩელოტიმ და ჩიჩარიტომ ერთმანეთი დააიგნორეს? (ვიდეო)

ლიორენტე: „იუვენტუსს“ „რეალის“ დამარცხება შეუძლია“

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ფერნანდო ლიორენტემ მადრიდის „რეალთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის მოახლოებულ ორმატჩიან დაპირისპირებაზე საუბრა.

„რეალთან“ მატჩის გარდა, სხვა თემაზე კონცენტრაცია რთულია. ჩვენ იდეალურად უნდა ვითამაშოთ, რადგან მეტოქე შეცდომებს არ გვაპატიებს.

ვფიქრობ, „რეალისტვის“ პრობლემების შექმნა შეგვიძლია. გასული სეზონის ჯგუფირ ეტაპზე ამთთან კარგად ვითამაშეთ. მაშინ ტურინში უნდა მგოვეგო, მაგრამ დაშვებული შეცდომის გამო სამი ქულა ვერ მოვიპოვეთ“, – განაცხადა ლიორენტემ.

კასილიასს პრიმერას მოგებას ჩემპიონთა ლიგის მოგება ურჩევნია

მადრიდის „რეალის“ მეკარემ იკერ კასილიასმა ის ტიტული დაასახელა, რომლის მოგებასაც მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტად ისურვებდა.

„ჩემპიონატში „ბარსელონასგან“ ვართ დამოკიდებულები. ჩემპიონთა ლიგაზე კი ყველაფერს ჩვენ ვწყვეტთ. თუ ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის პირველობას შორის არჩევანის გაკეთება მომიწევდა, ჩემპიონთა ლიგას ავირჩევდი. ნახევარფინალში ყოველ გუნდს 25-პროცენტიანი შანსი აქვს.

წინ საინტერესო ნახევარფინალები გველის. გულშემატკივრებს ბუფონისა და პირლოს თამაშის ნახვის საშუალება ექნებათ. ეს ორი ფეხბურთელი „იუვენტუსსა“ და იტალიის ნაკრებში ყოველთვის გამორჩეული იყო“, – განაცხადა იკერმა.

ანჩელოტი: „მე და კასილიასი „რეალში“ დავრჩებით“

ანჩელოტი: „იუვენტუსთან“ ორი ფრეც გვეყოფა“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გუნდის უახლოეს განრიგზე ისაუბრა.

„ალმერიასთან“ უახლოეს მატჩში ქულების დაკარგვის შემთხვევაში, მდგომარეობა კიდევ უფრო დაგვიმძიმდება. ჩვენი მიზანი ლა ლიგის დარჩენილი ხუთ მატჩის მოგებაა. „იუვენტუსთან“ ჩემპიონთა ლიგაზე ორი ფრეც კი საკმარისი იქნება.

დიახ, რთული კალენდარი გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გავუმკლავდებით. გუნდი კარგი ფორმაშია, მოთამაშეებს ოპტიმალური ფორმა არ დაუკარგავთ“, – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

ანჩელოტი: „პრიმერას მოგება ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე უფრო რთული იქნება“

კუმანი: „რეალის“ მწვრთნელი არასდროს გავხდები“

„საუთჰემპტონის“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მუშაობის შესახებ ისაუბრა.

„მადრიდის „რეალი“? არა, მენდეთ, ამ გუნდის თავკაცობა არ მსურს. „ბარსელონა“? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უფრო რთულია, თუმცა მე დავრჩები.

მწვრთნელისთვის ჯერ ახალგაზრდა ვარ. „საუთჰემპტონში“ დარჩენა კარგი იქნებოდა. პრემიერლიგა მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატია.

როგორც მოთამაშემ, „ბარსელონაში“ დიდი ხანი გავატარე, ასე რომ, ამ კლუბის მიმართ სიმპატია – ნორმალური მოვლენაა. თუმცა, ამჟამად „საუთჰემპტონიდან“ ჩემი გაშვების მიზეზი არ არსებობს“, – განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

ანჩელოტი: „პრიმერას მოგება ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე უფრო რთული იქნება“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ სეზონის დარჩენილ ნაწილში თავისი გუნდის პერსპექტივა შეაფასა.

„ჩემპიონთა ლიგის მოგება პრიმერას მოგებაზე უფრო რთული იქნება. ევროთასზე მეტოქეებთან თანაბრად ვართ, შიდა ჩემპიონატში კი „ბარსელონას“ ჩამოვრჩებით.

ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან მნშვნელოვანია. ახლა ასეთივე შემართებით პრიმერაში თამაშსაც ვაპირებთ.

„სელტა“ სწრაფი გუნდია, მისი დამარცხება ადვილი არ იქნება“, – განაცხადა „ბლანკოსის“ თავკაცმა.

იხილეთ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილი

ხესეს “რეალის” დატოვება სურს

მადრიდის “რეალის” შემტევს, ხესე როდრიგესს ზაფხულში ახალი გამოწვევების მიღება სურს.

AS-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა წინახაზელს არ აკმაყოფილებს მცირე სათამაშო დრო, რომელიც “სამეფო გუნდში” აქვს.

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩში, კარლო ანჩელოტიმ ხესე ბოლო წუთზე ხავიერ ერნანდესის გამო შეუშვა, ისიც იმიტომ, რომ მექსიკელ ფორვარდს ფეხის ტკივილი აწუხებდა.

ხესე როდრიგესმა კი გადაწყვიტა, ზაფხულში შეთავაზებები განიხილოს და კლუბი გამოიცვალოს.

მიმდინარე სეზონში, 22 წლის თავდამსხმელმა 12 მატჩი ჩაატარა(ერთი სასტარტოში) და ორი გოლი გაიტანა.

რამოსმა შეიძლება “სელტასთან” ვერ ითამაშოს

მადრიდის “რეალის” ერთ-ერთი ლიდერი, სერხიო რამოსი შეიძლება, გუნდს პრიმერა დივიზიონის მომდევნო ტურში დააკლდეს.

insidespanishfootball.com-ის ინფორმაციით, ესპანელმა მცველმა მადრიდელთა გუშინდელი ვარჯიში სამედიცინო შტაბის მეთვალყურეობით, ინდივიდუალური პროგრამით ჩაატარა.

წყაროს ცნობით, სერხიოს “სელტასთან” თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.

აქვე დავამატებთ იმასაც, რომ რამოსმა “რეალის” მაისურით მიმდინარე სეზონში 37 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.

ანჩელოტი: „ჩვენი ოცნება კვლავ ფინალში გასვლაა“

ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის კენჭისყრა მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმაც შეაფასა.

„ჩვენი ოცნება კვლავ ფინალში გასვლაა. მის ასასრულებლად მზად ვართ. ისეთივე გუნდი გვჭირდება, რომელმაც „ატლეტიკოსთან“ ითამაშა. თავდაჯერებულობა არ გვაკლია.

„იუვენტუსი“ დიდი ისტორიის მქონე კლუბია, რომელიც ნახევარფინალში 12-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა. ტურინელებს ჩინებული სეზონი აქვს, მათ ეროვნული პირველობა თითქმის მოიგეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგას ისინი მეტ დროს დაუთმობენ.

გულშემატკივრები „ბაიერნთან“ გასული სეზონის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ძალიან დაგვეხმარნენ. მათი მხარდაჭერა განვლილ მეოთხეფინალშიც ვიგრძენით. „სანტიანო ბერნაბეუზე“ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. იმედია, ასე ნახევარფინალშიც ვითამაშებთ“, – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

რამოსი: „ჩიჩარიტოს გამო მიხარია“

„რეალის“ მცველმა სერხიო რამოსმა „ატლეტიკოს“ კარში ერთადერთი გოლის ავტორი ჩიჩარიტო შეაქო.

„ჩიჩარიტოს გამო მიხარია, რადგან ის არამხოლოდ ჩემი თანაგუნდელი, არამედ მეგობარიცაა. მიმდინარე სეზონში მას ხშირად არ უთამაშია, თუმცა ის ისე იქცევა, როგორც ნამდვილ პროფესიონალს შეეფერება. გულშემატკივრები ჩინებულნი იყვნენ, მათ ჩვენს წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს. საღამო ჩინებული გამოდგა“, – განაცხადა რამოსმა.

ჩიჩარიტო ფილმის გმირს შეადარეს

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ხავიერ ერნანესი, რომელმაც „ატლეიტკოსთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა, პორტალმა 101GreatGoals.com-მა ცნობილი ფილმის „გოლის“ მთავარ გმირს სანტიეგო მუნეზს შეადარა.

11011675_1120202984704030_269339435287683257_n

 

11162207_1120202961370699_529085283524289798_n