კრიშტიანუ რონალდუს მიერ “რეალში” გატანილი ყველა გოლი (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც ესპანეთის პრიმერადივიზიონის 30-ე ტურში “რაიო ვალეკანოს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში გოლი გაიტანა, მორიგი პირადი რეკორდი დაამყარა. პორტუგალიელი ფეხბურთელისთვის ეს “სამეფო კლუბის” რიგებში გატანილი მე-300 გოლი გახლდათ.

გთავაზობთ რონალდუს მიერ “რეალში” გატანილი 300-ივე გოლის ამსახველ ვიდეომასალას.

ვარანი „რეალში“ ყველაფრით კმაყოფილია

„რაიო ვალეკანოსთან“ მატჩის დასრულების შემდეგ მადრიდის „რეალის“ მცველმა რაფაელ ვარანმა თავის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებული ჭორების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ბლანკოსში“ ყველაფერი აწყობს.

„მე ჩვენს სეზონზე ვფიქრობ. ბოლო შეხვედრებში შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაჩვენებთ, რათა ორივე ტიტული მოვიგოთ. რაც შეეხება ჩემს მადრიდის „რეალში“ ყოფნას, აქ ყველაფერი მაწყობს“, – განაცხადა ფრანგმა.

ედეგორი “რეალის” დუბლებში ვარჯიშზე უარს ამბობს

მადრიდის “რეალში” მარტინ ედეგორის ინტეგრაციის პროცესი არც ისე მარტივად მიმდინარეობს, როგორც ბევრს ეგონა. 16 წლის თავდამსხმელი დუბლებში ვარჯიშზე უარს ამბობს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ კონტრაქტში წერია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდა ნორვეგიელმა ფეხბურთელმა კვირაში მინიმუმ ხუთი დღე ძირითად გუნდთან ერთად უნდა ივარჯიშოს. ედეგორი “კასტილიას” (“რეალის” მეორე გუნდი) მხოლოდ მატჩების წინ უერთდება.

“კასტილიას” სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთელთან და მის მამასთან რამდენჯერმე გამართა მოლაპარაკება, რათა ედეგორი დაერწმუნებინა, რომ მეორე გუნდის წევრების უკეთესი ურთიერთგაგებისთვის მათთან უფრო მეტი დრო უნდა გაატაროს, თუმცა ნორვეგიელი უარზეა.

“კასტილიას” ზოგიერთი წევრი აცხადებს, რომ ედეგორი მეორე გუნდში თამაშისგან თავს არ იწუხებს, ის მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუსთან ყოფნით არის დაინტერესებული.

“კასტილიას” მწვრთნელები იძულებულნი გახდნენ, ბოლო ორ მატჩში ედეგორი სათადარიგოთა შორის დაეტოვებინათ, რადგან ის გუნდურ თამაშში ნაკლებად მონაწილეობს.

 

ზიდანი: „რონალდუს მუდმივად განვითარება სურს“

მადრიდის „რეალის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

„მისი მუდმივი პროგრესის სურვილი უბრალოდ მაოცებს. სხვა მხვრივ, აქ გასაკვირი არაფერია. რონალდუს მუდმივად განვითარება უნდა, რაც ჩნებულია. ამ სურვილს ის წარმატების მღწევის შემთხვევაშიც არ კარგავს. ამას ის ვარჯიშებზეც ამჟღავნებს. საუკეთესოდ ყოფნის სურვილი წარმატების გარანტიაა“, – განაცხადა ზიზუმ.

“რეალის” თავდამსხმელი, შესაძლოა, ინგლისში გადავიდეს

“ვესტ ჰემს” ზაფხულში “რეალის” ახალგაზრდა ტალანტის, ხესე როდრიგესის არენდით აყვანა სურს.

ამბიციურ ახალგაზრდას არ სურს რეგულარულად სკამზე ჯდომა. ამიტომაც, 22 წლის შემტევი მზადაა, სათამაშო პრაქტიკის მისაღებად გუნდი გამოიცვალოს.

AS-ის ინფორმაციით, “ვესტ ჰემმა” უკვე დაიწყო მოლაპარაკება “რეალთან”, ფეხბურთელის არენდის თაობაზე.

ამ შემთხვევაში, როდრიგესს ესპანეთში დარჩენა სურს, მაგრამ რა გაეწყობა, თუკი მას სხვა გუნდები შესთავაზებენ რეგულარულ, სათამაშო დროს.

“ინტერი” ხედირათი დაინტერესდა

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი შეიძლება, იტალიაში გადავიდეს.

28 წლის ნახევარმცველს გუნდთან ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება, მათი გაფორმება “შალკეს” სურდა, მაგრამ როგორც ჩანს, გელზერკინხერები ვერ უთანხმდებიან სამის ფინანსურ საკითხში.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ინტერი” მზად არის ხედირას ფინანსურად კარგი შეთავაზება გაუკეთოს. “რეალის” ფეხბურთელი შეიძლება, იყოს იაფი ალტერნატივა იაია ტურესი.

“ნერაძური” გერმანელს წელიწადში ოთხ მილიონ ევროს სთავაზობს.

გარეტ ბეილი “ჩელსის” ფეხბურთელია?(!)

ინტერნეტში უკვე დაიწყო ლონდონის “ჩელსის” მაისურების გაყიდვა, სადაც ერთ-ერთი მაისური გარეთ ბეილის გვარითაა წარმოდგენილი.

ერთ-ერთმა ბრაზილიურმა ინტერნეტ-გამოცემამ უკვე დაიწყო “არისტოკრატთა” მომავალი სეზონის ფორმების გაყიდვა.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მაისური გარეტ ბეილის სახელითა და გვარით იყიდება, რომლის მიმართაც “ჩელსი” უკვე დიდი ხანია ინტერესს იჩენს.

bale

ბუტრაგენიო: „რონალდუს ხუთი გოლი ყველაფერზე მეტყველებს“

მადრიდის „რეალის“ დირექტორმა ემილიო ბუტრაგენიომ „გრანადასთან“ ანგარიშით 9:1 მოგებული შეხვედრა შეაფასა.

„გუნდმა თავიდანვე კარგად ითამაშა და რონალდუს ხუთი გოლი მის სათამაშო დონეს ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს. თუმცა, დღეს ყველამ კარგად ითამაშა, მათ შორის ხამესმაც, რომელიც ტრავმის შემდეგ დაგვიბრუნდა. იგივე მოდრიჩსაც ეხება. წინ მნიშვნელოვანი კვირები გველის, რომელთა დროსაც ორი ტიტულისთვის ვიბრძოლებთ“, – განაცხადა ბუტრაგენიომ.

5 გოლი ერთ მატჩში – რონალდუმ ახალი პირადი რეკორდი დაამყარა

„გრანადასთან“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 29-ე ტურის მატჩში კრიშტიანუ რონალდუმ 5 გოლი გაიტანა, მისმა გუნდმა კი მეტოქე ანგარიშით 9:1 გაანადგურა.

აღნიშნული შეხვედრის შედეგი წარმატებული არამხოლოდ „რეალისთვის“, არამედ პორტუგალიელისთვისაც უნდა იყოს, რადგან პროფესიონალურ კარიერაში ერთ შეხვედრაში გოლების ეს რაოდენობა მას აქამდე არ გაუტანია.

გარდა ამისა, პრიმერას ბომბარდირთა დავაში პორტუგალიელმა ლიონელ მესის გაუსწრო. ამჟამად რონალდუს ანგარიშზე 36 გოლია და არგენტინელს ის 4 ბურთით უსწრებს.

იხილეთ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილი

გარეთ ბეილის კარიერის 30 საუკეთესო გოლი (ვიდეო)

წარმოგიდგენთ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის გარეთ ბეილის კარიერის 30 საუკეთესო გოლის ამსახველ ვიდეოს.

ზინედინ ზიდანი – მომავალი გვარდიოლა?

დიდი ფეხბურთელებისგან მწვრთნელები ხშირად ვერ დგებიან, თუმცა ზინედინ ზიდანი ამ სტერეოტიპს ჯერჯერობით არღვევს. მადრიდის „რეალის“ დუბლების თავკაცი ერთ მშვენიერ დღეს ძირითად გუნდთან მუშაობაზე და საფრანგეთის ნაკრების თავკაცობაზე ოცნებობს. მიზნის მისაღწევად მას ბევრი საჭირო თვისება აქვს, რომელთა შორისაც რამდენიმე გამოირჩევა.

ფეხბურთის კარგი ცოდნა

ფეხბურთის ისტორიას არაერთი ტექნიკური ფეხბურთელი ახსოვს, თუმცა გუნდის თამაშის შემქმნელი მათ შორის ყველა არ იყო. საფრანგეთის ნაკრებში რაიმონ დომენეკის მუშაობის პერიოდში ყველაზე დიდ მწვრთნელად მაინც ზიზუ ითვლებოდა. ზიდანი არამხოლოდ ფეხებითა და თავით, არამედ თავისი ინტელექტის დახმარებით თამაშობდა. ზინედინს ფეხბურთი უყვარს, ის თამაშს გრძნობს და თანამედროვე თამაშში თავისი იდეების შეტანა ადვილად შეუძლია.

ავტორიტეტი

მიუხედავად იმისა, რომ მან, როგორც მწვრთნელმა, სახელი ჯერ არ გაითქვა, ის მაინც ავტორიტეტად დარჩა. ბევრი მოქმედი ფეხბურთელი დღემდე მისი დიდი თაყვანისმცემელია. ზიზუს კოლოსალური მიღწევები დღემდე არავის დაუვიწყებია. პირველივე ეტაპზე წარმატების მისაღწევად ეს საკმარისი უნდა იყოს, რადგან ასეთ ფუფუნებაზე ნებისმიერი დამწყები მწვრთნელი იოცნებებდა. მას სწორედ ის სასტარტო კაპიტალი აქვს, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში, საუკეთესო შედეგი გარანტირებულია!

ზინედინს იმდენად დიდი ავტორიტეტი აქვს, რომ მან ისკო „რეალში“ გადასვლაში დაარწმუნა, როდესაც თავად ფეხბურთელს „მანჩესტერ სიტიმდე“ ერთი ნაბიჯი აკლდა. თანაც, პელეგრინიმ ახალგაზრდა ესპანელს გუნდის სქემა დაწვრილებით აჩვენა და იმასაც დაპირდებოდა, რომ ასეთ გუნდს აუცილებლად მოერგებოდა.

რაფაელ ვარანის სახით ზიზუმ მადრიდელებს თანამედროვე ფეხბურთს ერთ-ერთი იმედისმომცემი მცველი აჩუქა. ბოლო-ბოლო ზიდანმა ქარიმ ბენზემას პროგრესში თავისი დიდი წვლილი შეიტანა.

ნიჭიერი აღმზრდელი

გარდა იმისა, რომ ზიზუ „კასტილიას“ ავარჯიშებს, პარალელურად ის თავის ოთხ ვაჟსაც ამზადებს, რომელიც „რეალის“ სისტემაში ვარჯიშობს. ენცო, ელიასი, ლუკა და ტეო მამის გზას დიდი სიამოვნებით გაყვებოდნენ. სწორედ შვილებთან მუშაობამ, ამ მხვრივ, ზინედინის პროგრესში დიდი წვლილი შეიტანა. დამწყები მწვრთნელისთვის ბავშვების აღზრდა და მათი თამაშის შეფასება ჩინებული პრაქტიკაა. „კასტილიაშიც“ ის ახალგაზრდებთან თამაშის პირადი მეთოდის ძებნაშია/

ცოდნის მიღება გამოცდილი სპეციალისტებისგან

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემგომ რამდენიმე წლის განმავლობაში დასვენებით ზიდანმა „რეალის“ ადმინისტრაციულ ცენტრში დაიწყო მუშაობა. გასულ სეზონში ის საერთოდ კარლო ანჩელოტის ასისტენტი გახდა. ჯერ კიდევ ფეხბურთელობის პერიოდში მოთამაშეებს შორის ზიდანი სპეციალსიტებთან თანამშრომლობით გამოირჩეოდა. ყოველი მწვრთნელისგან ზიდანი შეუფასებელ ცოდნას იღებდა. ამჟამად ზინედინი დამოუკიდებლად მუშაობს, მაგრამ სხვებისგან მიღებულ ცოდნას კარგად იყენებს. ცოტა ხნის წინ ის მუნხენშიც ჩავიდა, სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხოსეპ გვარდიოლას მუშაობას პირადად აკვირდებოდა.

ადამიანი, რომელსაც არ ეჩქარება

გვარდიოლა ის ადამიანია, რომელიც ზიდანისთვის დიდ მაგალითს წარმოადგენს. თავად ზინედინი ამბობს, რომ ხოსეპის „ბარსელონაში“ მოსვლა ევროპული ფეხბურთისთვის „ახალი ხილი“ იყო. არ გაგიკვირდეთ, თუ შემდეგი ადამიანი, რომელიც თანამედროვე ფეხბურთს შეცვლის სწორედ ჭკვიანი, თავდაჯერებული და მომთხოვნი ზიზუ იქნება. ამ ადამიანმა ანალიზისთვის ყველა საჭირო ინფორმაცია მოიპოვა. მაგრამ ახლა ფრანგი არ ჩქარობს, მიუხედავად იმისა, რომ „რეალისა“ და საფრანგეთის ნაკრების გაწვრთნაზე ოცნებობს. როგორც ჩანს, ეს მართლაც ასეა, სხვა შემთხვევაში, რამდენიმე ფრანგული კლუბი ლეგენდარული ფეხბურთელისგან უარს არ მიიღებდა. სხვა გუნდის მთავარ მწვრთნელობას მან მადრიდში მუშაობის გაგრძელება ამჯობინა, რაც მის ამბიციებს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს. დრო გვიჩვენებს, ასეთ შრომას როგორი შედეგი ექნება. დავიტოვოთ იმის იმედი, რომ ზინედინის სახელის გაგონებისას მომავალში არამხოლოდ დიდი ფეხბურთელი, არამედ დიდი მწვრთნელიც გაგვახსენდება.

ანჩელოტი შესაძლოა, “მილანში” დაბრუნდეს

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი არ გამორიცხავს, რომ მომავალში “მილანში” დაბრუნდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი მიმდინარე სეზონის ბოლოს “სამეფო კლუბის” დატოვებას აპირებს.

“შესაძლოა თუ არა, რომ ოდესმე “მილანში” დავბრუნდე? რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ეს ერთადერთი კლუბია, რომელშიც შეიძლება დავბრუნდე.

ამ დროისთვის იტალიის ნაკრების თავკაცის პოსტზე საკუთარ თავს ვერ ვხედავ. მომწონს, რასაც დღეს ვაკეთებ. მე ყოველდღიური სამუშაო მიყვარს”, – ანჩელოტის სიტყვები ესპანურმა გამოცემა AS-მა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი “მილანს” 2001-დან 2009 წლამდე ხელმძღვანელობდა. ამ დროის განმავლობაში მან გუნდთან ერთად ერთხელ იტალიის ჩემპიონატი, ერთხელ ქვეყნის თასი, ერთხელ იტალიის სუპერთასი, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ უეფას სუპერთასი და ერთხელ საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.