დუბაიში დასრულდა ამხანაგური შეხვედრა „რეალსა“ და „მილანს“ შორის, რომელიც საკმაოდ საინტერესო გამოდგა. შეხვედრა უხვგოლიანი აღმოჩნდა და „როსონერის“ გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა.
ანგარიში 24-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც ნაჩომ კეილორ ნავასის მიმართულებით პასი გააკეთა, რომელიც მენეზმა ჩაჭრა და „რეალის“ მეკარეს აჯობა. შვიდ წუთში სტეფან ელ შაარავიმ ჩინებული დარტყმით თავისი გუნდის უპირატესობა ორ გოლამდე გაზარდა, თუმცა ოთხ წუთში კრიშტიანუ რონალდუმ დიეგო ლოპესის შეცდომით ისარგებლა, რომელიც კარიდან გასული იყო.
ორბურთიანი უპირატესობა „მილანმა“ მეორე ნახევრის უკვე მესამე წუზე დაიბრუნა – დუბლი სტეფან ელ შაარავიმ მიითვალა. 73-ე წუთზე ინძაგის გუნდის უპირატესობა სამამდე გაიზარდა – მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულს ჯამპაოლო პაცინი გამოეხმაურა, რომელმაც თავური დარტყმით კასილიასი უშანსოდ დატოვა. მატჩის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე ნიანგმა თავისი გუნდის საჯარიმოში კარვახალი წააქცია, რის გამოც მსაჯმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ქარიმ ბენზემა მივიდა და მიუხედავად იმისა, რომ „მილანის“ მეკარე აგაციმ დარტყმის კუთხე გამოიცნო, „როსონერის“ გადარჩენა ვერ შეძლო.
საბოლოოდ, 4:2 და „მილანი“ ახალ წელს კარგი განწყობით ხვდება.
„რეალი“ – „მილანი“ 2:4(1:2)
„რეალი“: ნავასი (კასილიასი 46′), არბელოა (კარვახალი 46′), ნაჩო, ვარანი (პეპე 46′), კოენტრაუ, ისკო (მარკოს ლიურენტე 65′), ილიარამენდი (კროოსი 46′), ხედირა (ხამესი 46′), ხესე (დე ტომასი 65′), ჩიჩარიტო (ბენზემა 46′), რონალდუ (ბეილი 46′)
„მილანი“: ლოპესი (აგაცი 58′), მექსესი, ალბერტაცი (არმერო 46′), საპატა (და კოსტა 46′), ბონერა ძაკარდო 46′), მუნტარი (მასტური 77′), ბონავენტურა (ნიანგი 59′), მენეზი (პაცინი 46′), დე იონგი (პოლი 46′), მონტოლივო (ესიენი 46′), ელ შაარავი (საპონარა 69′)
გაფრთხილებები: კროოსი (70′), კარვახალი (72′), პეპე (72′)