სერხიო რამოსი მსოფლიოს საკლუბი ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

მადრიდის „რეალის“ მცველი სერხიო რამოსი განვლილი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

„ბლანკოსის„ მცველმა მაროკოში გამართლ ტურნირზე ორი გოლის გატანა მოახერხა.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის ბრძოლაში სერხიო თანაგუნდელ კრიშტიანუ რონალდუსა და ახალი ზელანდიის კლუბ „ოკლენდ სიტის“ მცველს ივან ვიცელიჩს აჯობა, რომლებმაც, შესაბამისად, ვერცხლისა და ბრინჯაოს ბურთები მიიღეს.

როგორ აღნიშნა „რეალმა“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება? (ვიდეო)

შაბათს, მადრიდის „რეალმა“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში, გარეთ ბეილისა და სერხიო რამოსის გოლებით, არგენტინული „სან-ლორენცო“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

„სამეფო კლუბის“ „იუთუბის“ ოფიციალურ გვერდზე ცოტა ხნის წინ ხსენებული გამარჯვების აღნიშვნის ამსახველი ვიდეოს გავრცელდა.

სერხიო რამოსი გატანილი გოლების მაჩვენებლით ინიესტას დაეწია

მოგეხსენებათ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მადრიდის „რეალმა“ არგენტინული „სან-ლორენცო“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ერთ-ერთი გოლი ამ შეხვედრაში სერხიო რამოსმა გაიტანა.

ხსენებული გოლი „ბლანკოსის“ მცველისთვის ოფიციალურ მატჩებში 52-ე გამოდგა და ამ მაჩვენებლთ მან „ბარსელონას“ ნახევარმცველ ანდრეს ინეისტას დაეწია. ამჟამად რამოსის ანაგრიშზე 425 ოფიციალური მატჩია. ამავდროულად, ინიესტას 522 ოფიციალური შეხვედრა აქვს ჩატარებული და მისი გოლების რაოდენობა ასევე 52-ს შეადგენს.

“რეალმა” საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო

მაროკოს დედაქალაქში მდებარე სტადიონ „სტად დე მარაკეშზე“ დასრულდა საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩი, რომელშიც მადრიდის “რეალმა” არგენტინული “სან ლორენსო” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

37-ე წუთზე ტონი კროოსის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ სერხიო რამოსმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი გარეტ ბეილმა ისკოს პასი შეირგო და მეორედ შეარხია “სან ლორენსოს” კარის ბადე.

ამრიგად, “რეალი” არსებობის მანძილზე პირველად გახდა საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული.

საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი
ფინალური მატჩი:
“რეალი” (ესპანეთი) — “სან ლორენსო” (არგენტინა) 2:0 (1:0)

გოლები: რამოსი 37′ (1:0), ბეილი 51′ (2:0).
გაფრთხილებები: რამოსი 22′, კარვახალი 30′ — ორტიგოსა 12′, ბარიენტოსი 16′, ბუფარინი 55′, კანემანი 85′.
მთავარი მსაჯი: ვალტერ ლოპესი (გვატემალა).

მექსიკელმა ჟურნალისტმა კრიშტიანუ რონალდუს პირდაპირ ეთერში მასხარა უწოდა

წასულში ცნობილმა მექსიკელმა გოლკიპერმა, ამჟამად კი „Fox Sports“-ის ჟურნალისტმა, რაულ ორვანანიოსმა „კრუს ასულთან“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს თამაში შეაფასა.

პირდაპირ ეთერში მექსიკელმა კრიშტიანუ მასხარად მოიხსენია, რითაც მისი ერთ-ერთი დარტყმა „კრუს ასულისადმი“ უპატვცემულობად მიიჩნია.

მოგვიანებით ჟურნალისტმა პორტუგალიელს მოუბოდიშა.

სერხიო რამოსმა ტრავმა მიიღო

მადრიდის „რეალის“ მცველმა სერხიო რამოსმა კუნთების ტრავმა მიიღო.

ამის გამო ფეხბურთელმა თავისი გუნდის დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა. ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა რამოსი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფინალში მადრიდელთა მეტოქე არგენტინული „სან-ლორენცო“ იქნება. მატჩი შაბათს, ოც დეკემბერს შედგება.

რობერტო კარლოსი: „რონალდუ მესის გადამწყვეტ მოქმედებებში სჯობს“

ბრაზილიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ექს-ფეხბურთელმა რობერტო კარლოსმა ერთანეთს „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარი კანდიდატები კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი შეადარა.

„კრიშტიანუ მსოფლიოში საუკეთესოა, მესი კი იმას აკეთებს, რისი გაკეთებაც სხვებს ვერ გამოუვიდათ. იგი რეკორდებს ამყარებს, თუმცა რონალდუ მას საბოლოო მოქმედებებში სჯობს“, – განაცხადა კარლოსმა.

გარდა ამისა, ბრაზილიელმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზეც ისაუბრა, რომელშიც „რეალი“ არგენტინულ „სან-ლორენცოს“ შეხვდება.

„სამხრეთამერიკელთათვის აღნიშნული ტიტული ჩემპიონთა ლიგას უდგრის. რაც შეეხება „რეალს“, ეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდია“, – დაასრულა კარლოსმა.

საკლუბო ჩემპიონატის მეორე ფინალისტიც გაირკვა

საკლუბო ჩემპიონატზე ბოლო ფინალისტის ვინაობაც გაირკვა. მადრიდის ,,რეალს” ფინალში მეტოქეობას ,,სან ლორენსო გაუწევს.

შეგახსებთ ასევე იმასაც, რომ საკლუბო ჩემპიონატის ფინალი გაიმართება 20 დეკემბერს. მატჩი თბილისის დროით 23:30 წუთზე დაიწყება.

საინტერესო სურათი ისკოს ტვიტერიდან

როგორც ჩანს, მადრიდელი ფეხბურთელები თავისუფალ დროს ყველასთვის ცნობილ ვიდეო თამაშებით ერთობიან. რამდენიმე საათის წინ, ისკომ თავის ,,ტვიტერის” გვერდზე გამოაქვეყნა საინტერესო სურათი.

10822417_864414956923737_7726518_n

წარწერა: ,,კარვახალის რეაქცია როდესაც ის ჩემთან დამარცხდა”

დი მარიამ მესის საუკეთესო არგენტინელი ლეგიონერის ტიტული წაართვა

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში არგენტინელი ჟურნალისტები ლიონელ მესის წლის საუკეთესო ლეგიონერად ასახელებდნენ.

ამჯერად, წლის საუკეთესო არგენტინელად, რომელიც საზღვარგარეთ თამაშობს, არა ლეო, არამედ ანხელ დი მარია გახდა. გასულ სეზონში დი მარიამ მადრიდის „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ანხელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაბარგდა.

არგენტინის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელად კი „ველეს სარსფილდის“ თავდამსხმელი ლუკას პრატო დასახელდა, რომელიც უახლოეს დროში ბრაზილიურ „ატლეტიკო მინეიროში“ გადავა.

კასილასმა მექსიკური გუნდის ქომაგს შორტი აჩუქა

მადრიდის “რეალის” მეკარე იკერ კასილასი უჩვეულო ხერხით გამოეხმაურა მექსიკური “კრუს ასულის” გულშემატკივრის თხოვნას.

საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის ეგიდით გამართული მატჩის შემდეგ მექსიკური გუნდის ქომაგი კასილასთან მივიდა და მას მაისური სთხოვა, თუმცა ესპანელ მეკარეს უკვე გაცემული ჰქონდა ზედა ფორმა და მექსიკელ გულშემატკივარს გული რომ არ დასწყვეტოდა, მას შორტი აჩუქა.

ანჩელოტი: „რონალდუმ გოლი ფინალისთვის შეინახა“

მოგეხსენებათ, გუშინ მადრიდის „რეალი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გავიდა – „ბლანკოსი“ მექსიკულ „კრუს ასულს“ შეხვდა და ანგარიშით 4:0 გაიმარჯვა. აღნიშნული შეხვედრა მადრიდული კლუბის თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ შეაფასა.

„მატჩი ჩვენთვის ადვილი არ იყო, თუმცა გუნდმა კარგად ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ახლა გადამწყვეტი მატჩიც უნდა მოვიგოთ.

შეხვედრის გარდამტეხი ეპიზოდი? რა თქმა უნდა, კასილიასის მიერ მოგერიებული პენალტი. თუ მეტოქე მას გაიტანდა, მაშინ ბრძოლას გააგრძელებდა. იკერმა ჩინებულად ითამაშა.

რაც შეეხება რონალდუს თამაშს, იგი ეფექტურად მოქმედებდა და გუნდზე თამაშობდა. მიუხედავად იმისა, რომ მას არ გაუტანია, იგი ძალიან დაგვეხმარა. კრიტიანუმ გოლი ფინალისთვის შეინახა“, – ციტირებს იტალიელ სპეციალისტს „Football Espana“.