„რეალი“, შესაძლოა, „ბარსელონას“ გამო დასაჯონ

ესპანეთის ლიგამ ტრიბუნებზე შეურაცხმყოფელი შეძახილების გამო პრიმერას კლუბების დასჯა გადაწყვიტა, მათ შორის ერთ-ერთი მადრიდის „რეალიცაა“.

„ბლანკოსი“, შესაძლოა, იმისთვის დასაჯონ, რომ შაბათს „სელტასთან“ მატჩის დროს გულშემატკივრები „ბარსელონას“ ლიდერის ლიონელ მესის მისამართით შეურაცხმყოფელ სიმღერებს მღეროდნენ.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მატჩის მთავარ არბიტრს მატჩისშემდგომ ოქმში ამ ფაქტის შესახებ არ დაუწერია. ამის მიუხედავად, ესპანეთის პროფესიონალური ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი სიტუაციაში გარკვევას შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში, „ატლეტიკოსა“ და „დეპორტივოს“ ფანების შეტაკების შედეგად, „დეპორტივოს“ ერთ-ერთი ფანი დაიღუპა, რის შემდეგაც ლიგამ მსგავსი ფაქტების გამო ზომების მიღება გადაწყვიტა.

“რეალმა” “ბარსელონას” მიღწევა გაიმეორა

მადრიდის “რეალმა” “ბარსელონას” მიღწევა გაიმეორა, რომელიც კატალონიურმა გუნდმა 2005/06 წლების სეზონში აჩვენა. კერძოდ, საუბარია მიჯრით 18 მატჩის მოგებაზე.

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XIV ტურში “სამეფო კლუბმა” კრიშტიანუ რონალდუს ჰეთთრიკის წყალობით “სელტა” ანგარიშით 3:0 დაამარცხა და მომდევნო შეხვედრაში ახალი რეკორდის დამყარების შესაძლებლობა მიეცა.

სტატისტიკაში ყველა ტურნირზე ჩატარებული მატჩი იგულისხმება.

გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ რეკორდი დაამყარა კრიშტიანუ რონალდუმაც, რომელმაც პრიმერადივიზიონში 23-ე ჰეთთრიკი გაიფორმა.

 

ანჩელოტიმ რონალდუ შეაქო

კარლო ანჩელოტიმ “სელტასთან” გამართული მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. იტალიაელი სპეციალისტი კრიშტიანუ რონალდუს მიერ დამყარებულ რეკორდსა და ხამეს როდრიგესის ტრავმას გამოეხმაურა:

,,რონალდუ მოედანზე სამუშაოს ძალიან კარგად ართმევს თავს. იგი ძალიან მოტივირებულია და ფიზიკურადაც უფრო ძლიერია. იგი ფორმის პიკშია”.

ასევე კარლო ანჩელოტიმ მედიას ამცნო ხამეს როდრიგესის მდგომარეობა: ,,ხამესმა ფეხი დაიზიანა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვწუხვართ ამ ფაქტის გამო. გუნდი ოფიციალურ განცხადებას რამდენიმე დღეში გააკეთებს. გვაქვს ლუკა მოდრიჩის პრობლემაც. იგი გუნდს მომდევნო თამაშებშიც ვერ დაეხმარება, მაგრამ გუნდს შესწევს, ძალა წარმატებას მიაღწიოს”.

ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.

ანჩელოტი კონტრაქტს გაახანგძლივებს

ფლორენტინო პერესმა და გუნდის იტალიელმა მწვრთნელმა შეთანხმებას მიაღწიეს. Marca-ს ინფორმაციით, კარლო ანჩელოტი მზადაა კლუბში 2017 წლამდე დარჩეს. ოფიციალური განცხადებისგან მადრიდელები ჯერ თავს იკავებენ.

დაახლოებით, ინფორმაცია საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ გაოფიციალურდება. მაროკოს საკლუბო ჩემპიონატი 20 დეკემბერს იწყება. მადრიდის ”რეალი” ასპარეზობას  ტურნირზე ნახევარფინალიდან დაიწყებს.

ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.

მარსელოს კარიერის დასრულება „რეალში“ სურს

მადრიდის „რეალის“ მცველმა მარსელომ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გულშემატკივრებთან საუბრისას საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„რეალის“ ფეხბურთელად ყოფნა ჩემთვის ბედნიერებაა. აქ დარჩენა კარიერის დასრულებამდე მსურს. ამ კლუბთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის მოგების აღნიშვნა მინდა. სინამდვილეში კი, მთავარი მოვლენის არჩევა მიჭირს.

ყოველი გოლი ჩემთვის განსაკუთრებულია, თუმცა ყველაზე მთავარი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიტანე. როდესაც „რეალის“ მაისურს იცვამთ, ყველა ტიტულის მოგებისთვის უნდა იბრძოლოთ“, – განაცხადა ბრაზილიელმა.

„რეალის“ მოთამაშეები ბევრს ტირიან“

მადრიდის „რეალთან“ ევროლიგის მატჩის წაგების შემდეგ „ნიჟნი ნოვგოროდის“ ფორვარდმა ტერენს კინზიმ მეტოქეზეისაუბრა.

„რეალის“ კალათბურთელები ამავე კლუბის ფეხბურთელებს ჰგვანან – ისინი ბევრს ტირიან და მსაჯებს ელაპარაკებიან. ეს ლამაზი არ არის. არა, ისინი უხეშად არ თამაშობდნენ, დღეს მათ კარგი თამაში აჩვენეს“, – განაცხადა კინზიმ.

„მწვრთნელის დავაკლების შესრულება კარგად გამოგვდიოდა. ამის გამო მატჩის ბოლომდე ვიბრძოდით. სამწუხაროდ, მატჩის ბოლოს ყველა საჯარიმო ვერ გამოვიყენეთ და დავმარცხდით“, – ასრულებს ამერიკელი კალათბურთელი.

„რეალის“ ფეხბურთელებმა „აუდისგან“ საჩუქრად ახალი მანქანები მიიღეს

მადრიდის „რეალის“ მოთამაშეებმა კლუბის სპონსორ „აუდისგან“ საჩუქრად ახალი მანქანები მიიღეს. ყველაზე პოპალარული „სამეფო კლუბის“ მოთამაშეებს შორის მოდელი Q7 გამოდგა.

გუნდის ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ S8 მოდიფიკაცია აირჩია.

„აუდი“ არამხოლოდ „რეალის“, არამედ კატალონიის „ბარსელონას“ სპონსორიც გახლავთ. რამდენიმე დღის წინ კომპანიამ საჩუქრად ავტომობილები „ბარსას“ ფეხბურთელებსაც გადასცა.

პრემიერლიგის გრანდები ბენზემასთვის ბრძოლას იწყებენ

„არსენალი“, „ლივერპული“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ თავისი შემტევი პოტენციალის გაძლიერებას აპირებენ.

ლონდონელები, რომლებსაც ოლივიე ჟირუ, დანი უელბეკი, ლუკას პოდოლსკი და იაია სანოგო ჰყავთ, გუნდის შეტევით უკმაყოფილონი არიან. გამორიცხული არ არის, უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბი პოდოლსკიმ დატოვოს, არსენ ვენგერმა კი ახალი თავდამსხმელის შეძენაზე ფიქრი დაიწყოს.

მერსესაიდელთა რიგებში უარესი სიტუაციაა. ზაფხულში გუნდი ლუის სუარესმა დატოვა, მარიო ბალოტელი კი მის სათანადოდ შეცვლას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. ამასთანავე შემტევი ხაზის კიდევ ერთ მოთამაშეს დანიელ სტარიჯს მუდმივი ტრავმა აწუხებს.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ რობინ ვან პერსისა და რადამელ ფალკაოს მომავალში დარწმუნებული არაა, რადგან ჰოლანდიელი ზედიზედ მეორე სეზონია, რაც ფორმაში არ არის, კოლმიელს კი, როგორც ჩანს, ტრავმების გარეშე და სტაბილურად თამაში დიდ ხანს არ შეუძლია.

„Daily Express“-ს თუ დავუჯერებთ, მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მზადაა, ქარიმ ბენზემას თაობაზე, ხსენებული კლუბების წინადადებები განიხილოს.

ხესე როდრიგესი მოედანს უბრუნდება

მადრიდის “რეალის” ესპანელი შემტევი ფეხბურთელი ხესე როდრიგესი, გუნდს ”ესპანეთის თასზე” დაეხმარება. კლუბის მთავარი მწევრთნელი, კარლო ანჩელოტი, მოედანზე გადახალისებული შემადგენლობით გამოსვლას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ძირითადი შემადგენლობის ფეხბუთელი დაისვენებს. თავის გამოჩენის შანსი კი გუნდის სხვა ფეხბურთელებსაც მიეცემათ.

”მადრიდისტები” 2 დეკემბერს, ”სანტიაგო ბერნაბეუზე”, ”კორნელიას” უმასპინძლებენ. თამაში თბილისის დროით 22:55 წუთზე დაიწყება.

 

რამოსმა, ანჩელოტიმ და ბეილმა რეკორდის აღმნიშვნელი სურათი გადაიღეს

გარეთ ბეილმა, კარლო ანჩელოტიმ და სერხიო რამოსმა მადრიდის „რეალის“ სარეკორდო ზედიზედ მე-16 გამარჯვება ორიგინალურად ასახეს.

Bale-Ancelotti-Ramos

აღნიშნულ სურათს ბეილმა ტვიტერზე კომენტარიც დაურთო: „გოლისგან ჩინებული ემოცია მივიღე. მარჯვენა ფეხით ყოველდღე გოლებს არ ვიტან. მიხარია, რომ ზედიზედ მე-16 შეხვედრა მოვიგეთ და ახალი საკლუბო რეკორდი დავამყარეთ“, – დაწერა ბეილმა თავისი „ინსტაგრამის“ გვერდზე.

„რეალმა“ ახალი საკლუბო რეკორდი დაამყარა

როგორც უკვე მოგახსენეთ, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მეცამეტე ტურში მადრიდის „რეალმა“ გასვლაზე „მალაგა“ ანგარიშით 1:2 დაამარცხა.

აღნიშნული გამარჯვება „ბლანკოსისთვის“ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ზედიზედ მეთექვსმეტე გამოდგა. შესაბამისად, მადრიდელებმა ახალი საკლუბო რეკორდი დაამყარეს. წინა შედეგი ზედიზედ თხუთმეტ მოგებულ მატჩს შეადგენდა, რომელსაც გუნდმა ჟოზე მოურინიოს პერიოდში მიაღწია. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ზედიზედ მეთხუთმეტე მატჩი „რეალმა“ ოთხშაბათს „ბაზელთან“ მოიგო.

„მალაგა“ „რეალთან“ მინიმალური სხვაობით დამარცხდა (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მეცამეტე ტურში „მალაგამ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

უკვე მე-17 წუთზე კრიშტიანუ რონალდუ მეტოქის მარცხენა ფლანგიდან სწრაფად დაიძრა და ქარიმ ბენზემას მიმართულებით პასი გააკეთა, რომელმაც ველინგტონი მოიშორა და ზუსტი დარყმის შესრულებაც შეძლო – 0:1. შემდგომ, მადრიდელთა უდავო უპირატესობის მიუხედავად, მასპინძლებმა რამდენიმე მომენტის შექმნა მაინც მოახერხეს. სახიფათო მომენტებით სტუმრებიც გამოირჩეოდნენ, რომელთაც მეორე ნახევარში თავისი უპირატესობის გაზრდის არაერთი შანსი ჰქონდათ. ერთ-ერთი ასეთი შანსი „სამეფო კლუბმა“ 82-ე წუთზე მიიღო, როდესაც თავი გარეთ ბეილმა გამოიჩნა – 0:2. ოთხ წუთში ისკომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, შესაბამისად, თავისი გუნდი დარჩენილ დროში უმცირესობაში დატოვა, რითაც „მალაგამ“ ისარგებლა. დამატებითი დროის მეორე წუთზე როკი სანტა კრუზმა მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდება გამოიყენა და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა.

საბოლოოდ, 1:2 და პრიმერა დივიზიონის ლიდერმა 33 ქულა დააგროვა.

„მალაგა“ – „რეალი“ 1:2
გოლები: სანტა კრუზი 90+2 – ბენზემა 17′, ბეილი 82′

„მალაგა“: კამენი, როსალესი, სერხიო სანჩესი (ანხელერი 66′), ველიგტონი, ბოკა, დარდერი, რასიო (ხუანპი 77′), სამუელ სანჩესი, დუდა (ორტა 64′), სამუ კასტილიეხო, სანტა კრუზი
„რეალი“: კასილიასი, კარვახალი (ვარანი 84′), პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო, კროოსი, ისკო, როდრიგესი, ბეილი (ჩიჩარიტო 89′), რონალდუ, ბენზემა (ილიარამენდი 72′)

გაფრთხილებები: დარდერი, ველინგტონი – კროოსი, მარსელი, ისკო
გაძევება: ისკო 86′