მოგებათა 15-მატჩიანი სერია მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელების ხასიათზე კარგად მოქმედებს. ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე კრიშტიანუ რონალდუ გარეთ ბეილის „ცემას“ აპირებდა, თუმცა ამაში ხელი მას პეპემ შეუშალა.
წარმოგიდგენთ ამ სახალისო ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.
მოგებათა 15-მატჩიანი სერია მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელების ხასიათზე კარგად მოქმედებს. ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე კრიშტიანუ რონალდუ გარეთ ბეილის „ცემას“ აპირებდა, თუმცა ამაში ხელი მას პეპემ შეუშალა.
წარმოგიდგენთ ამ სახალისო ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.
მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ტონი კროოსმა თავისი გუნდის რთულ გრაფიკზე ისაუბრა.
„აქამდე ზედიზედ ასე ხშირად და ამდენი ხნის განმავლობაში არ მითამაშია. საქმე იქამდე მივიდა, რომ ზაფხულს უკვე მოუთმენლად ველი“, – იხუმრა კროოსმა „Football Espana“-ს მიერ ციტირებულ ინტერვიუში.
„წელს „ბაიერნთან“ ერთად ნახევარი წელი ვითამაშე, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი და „რეალის“ სუპერთასი იყო. ძალიან დავიღალე, რადგან ამდენი არასდროს მითამაშია. ყველაზე ცუდი კი სიაა, რომ ესპანეთში ზამთრის პაუზა ძალიან მოკლეა“, – დაასრულა ტონიმ.
მიმდინარე სეზონში კროოსმა 24 მატჩი ჩაატარა და თავის აქტივში ორი გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში შვეიცარიის „ბაზელის“ დამარცხების შემდეგ „სამეფო კლუბის“ თავკაცმა თავის წინამორბედებს მიგელ მუნიოსსა და ჟოზე მოურინიოს აჯობა.
„ბაზელთან“ ხსენებულ შეხვედრაში გამარჯვება მადრიდელებს 35-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუს მიერ გატანილმა გოლმა მოუტანა. ამრიგად, ყველა ტურნირზე „რეალის“ მოგებათა სერიამ 15 მატჩს მიაღწია.
ბოლოს 2013/14 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების გამარჯვებულმა 13 სექტემბერს მადრიდის „ატლეტიკოსთან“ წააგო (1:2). იმ პერიოდიდან „რეალმა“ ჩემპიონატში ცხრაჯერ, ჩემპიონთა ლიგაზე ხუთჯერ, ხოლო ესპანეთის თასზე ერთხელ გაიმარჯვა. „სამეფო კლუბმა“ ამ პერიოდში 57 გოლი გაიტანა და მხოლოდ 8 გაუშვა.
ბრიტანული პრესა მადრიდის ”რეალის” ორ ფეხბურთელზე ალაპარაკდა.
შესაძლოა, რაფაელ ვარანი ”მანჩესტერ უნაიტედში” გადაბარგდეს. Daily Star-ის ინფორმაციით ინგლისურ მხარეს ფრანგი მცველის გადმობირება იანვარში სურს. როგორც მოგეხსენებათ, ხერარდ პიკე არ აპირებს კატალონიის ”ბარსელონას” დატოვებას. სწორედ ამიტომ, ინგლისელები მის შემცვლელ ვარიანტად მადრიდის ”რეალისა” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს მოსაზრებენ.
ასევე, Daily Star-ი წერს მადრიდის ”რეალის” კიდევ ერთ ფეხბურთელზე. ლონდონის ”არსენალი” მზადაა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, 45 მილიონი ევრო გადაიხადოს ისკოში. მეთოფეები ოფიციალური შეთავაზებით ესპანურ გრანდს აუცილებლად მიმართავენ.
მადრიდის “რეალის” ვიცეპრეზიდენტი ფერნანდო ტაპიასი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მის კლუბს “ბარსელონადან” ლიონელ მესის გადმობირება სურს.
“მესი “რეალში” რომ გადმოვიდეს, ახალი ლიგის შექმნა გახდება საჭირო. მაგალითად, ევროპულ-ამერიკული ლიგის, სადაც ყველა გუნდი “რეალის” წინააღმდეგ გამოვა. ჩვენ კმაყოფილები ვართ არსებული ვითარებით. რაც უფრო მეტ გუნდს ეყოლება თავის რიგებში ბევრი ძლიერი მოთამაშე, მით უკეთესი იქნება.
კრიშტიანუ რონალდუ გენიალური ფეხბურთელია. ის სხვა პლანეტიდან მოსული მოთამაშეა. ასეთები 50 წელიწადში ერთხელ იბადებიან. ის ყველაფერს მიაღწევს, რასაც მოისურვებს. კი ბატონო, მესი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ის არ არის რონალდუ”, – ციტირებს “რეალის” ვიცეპრეზიდენტის სიტყვებს Tribalfootball-ი.
„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თავისი ყოფილი გუნდის „მილანის“ წევრებთან ურთიერთობებზე ისაუბრა.
„როდესაც „მილანს“ ვწრთვნიდი, არც კი ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ინძაგი, ზეედორფი და გატუზო ჩემი კოლეგები გახდებოდნენ. გატუზო ჩემთვის როგორც ძმა იყო, მიუხედავად იმისა, რომ მისი მწვრთNელი ვიყავი. ჩვენ ერთმანეთის კარგად გვესმოდა. მე მას იმას ვეუბნებოდი, რასაც სხვას არავის ვეტყოდი.
გამიხარდება, თუ მეტყვიან, რომ ჩემგან პიპომ, კლარენსმა და ჯენარომ რაღაც ისწავლეს და სამწვრთნელო საქმიანობაში გამოიყენეს.
„მილანის“ ამჟამინდლეი მდგომარეობა? კლუბის ცვლილებების პროცესშია. „როსონერი“ ძველ დიდებას აუცილებლად დაიბრუნებს.
თუ იტალიაში დაბრუნებას გადავწყვიტავ, მაშნ მხოლოდ „მილანში“ ვიმუშავებ“, – განაცხადა ანჩელოტიმ.
მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა გარეთ ბეილმა განაცხადა, რომ „სამეფო კლუბის“ მხრიდან ინტერესის არარსებობის შემთხვევაში, იგი ახლაც „ტოტენჰემში“ ითამაშებდა.
„თუ „რეალი“ კონტრაქტს არ შემომთავაზებდა, „ტოტენჰემის“ დატოვება გამიჭირდებოდა. იმედია, გულშემატკივრებმა გამიგეს და მაპატიეს. ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ქომაგთა მილოცვის მიღება სასიამოვნო იყო“, – ციტირებს ბეილს „The Telegraph“-ი.
„ტოტენჰემში“ გატარებული პერიოდი ძალიან მომწონდა, გუნდის ფანები ყოველთვის მხარს მიჭერდნენ. ვფიქრობ, ისინი მიხვდნენ, თუ რატომ გადავედი „რეალში“. ასეთი შანსი ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა. ჩემპიონთა ლიგის მოგებამ აჩვენა, თუ რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი“, – დაასრულა უელსელმა.
რაც არ უნდა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, ესპანური პრესა იუწყება, რომ “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი შესაძლოა მადრიდის “რეალში” აღმოჩნდეს.
ერთხელ “სამეფო კლუბმა” არგენტინელი ფეხბურთელის ტრანსფერის გაჩარხვა უკვე სცადა. მაშინ მადრიდელები მესის წელიწადში 25 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, თუმცა გარიგება არ შედგა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მესის მიმართ ინტერესს თავად “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი იჩენს.
სავარაუდოა, რომ მესი “რეალში” გადასვლას არ დათანხმდება, თუმცა პერესი თავისას ეცდება.
რამდენიმე დღის წინ ჩაბი ალონსომ „ოქროს ბურთის“ ფავორიტად თავისი ამჟამინდელი გუნდის მეკარე მანუელ ნოიერი დაასახელა, რასაც პრესაში ბევრი საუბარი მოჰყვა. არაერთმა გამოცემამ იმის შესახებაც დაწერა, რომ ამ ინტერვიუს გამო რონალდუ ალონსოზე განაწყენდა.
როგორც გაირკვა, გუშინ 32 წლის ნახევარმცველმა პორტუგალიელს დაურეკა და მოუბოდიშა. გარდა ამისა, ყოიფილ თანაგუნდელს ალონსომ აუხსნა, რომ ნოიერი მხოლოდ „ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად მოიხსენია.
თავის მხვრივ, კრიშტიანუმ აღნიშნა, რომ ალონსოს სიტყვების გამო იგი გაბრაზებული არ არის, რისი წყალობითაც, ორივე ფეხბურთელმა შესაძლო კონფლიქტი თავიდან მოიცილა
ინტერვიუში ალონსომ ისიც აღნიშნა, რომ მანუელ ნოიერი საუკეთესო მეკარეა, რომელთან ერთადაც მას თამაში მოუწია. როგორც „მარკა“ წერს, ამ თემაზე ჩაბი იკერ კასილასთან საუბარს არ აპირებს.
მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი მცველი პეპე გადაჭრით ამბობს, რომ “ოქროს ბურთი” მისმა თანაგუნდელმა კრიშტიანუ რონალდუმ უნდა მიიღოს. მისი თქმით, სხვა ფეხბურთელის დაჯილდოება სრულიად უსამართლო გადაწყვეტილება იქნება.
“თუ “ოქროს ბურთს” რონალდუს არ მისცემენ, ეს ნამდვილი სკანდალი იქნება. ვერავინ ვერ იტყვის, რომ 2014 წლის მიხედვით, ის ამ ჯილდოს არ იმსახურებს. ნამდვილად სამარცხვინო ამბავი იქნება, თუ “ოქროს ბურთს” სხვა მოთამაშეს მისცემენ და არა კრიშტიანუს, რომელმაც საოცარ შედეგებს მიაღწია: ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში 17 გოლი, ბოლო სამ თვეში კი 23 ბურთი გაიტანა.კიდევ რა არის საჭირო იმისთვის, რომ “ოქროს ბურთი” მისცენ?” – პეპეს სიტყვებს bundesligapremier-ი აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2015 წლის 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.
ლონდონის “არსენალის” გერმანელი მცველი პერ მერტეზაკერი აცხადებს, რომ “მეთოფეთა” რიგებში მადრიდის “რეალის” ნახევარმცველ სამი ხედირას ხილვა სურს.
“მომხრე ვარ, რომ ჩვენს გუნდში უფრო მეტი მაღალი დონის გერმანელი ფეხბურთელი თამაშობდეს. მე და იოზილს არაერთხელ გვითქვამს ხედირასთვის, რომ “არსენალში” გადმოსულიყო. მას “რეალთან” კიონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება”, – ციტირებს მერტეზაკერის სიტყვებს Goal.com-ი.
ამავე დროს ესპანური გამოცემა Cadena Ser-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სამი ხედირა კარიერას მიუნხენის “ბაიერნში” გააგრძელებს. წყაროს თანახმად, ფეხბურთელმა ბავარიულ კლუბთან წინასწარი შეთანხმება გააფორმა.
„Cadena Ser Radio“-ს ცნობით, მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა სამი ხედირამ მიუნხენის „ბაიერნთან“ კონტრაქტის წინასწარი დეტალები შეთანხმა.
მოქმედი ხელშეკრულება მადრიდულ კლუბთან ხედირად 2015 წლის 31 ივნისამდე აკავშირებს. თავად მადრიდელებს მისი დატოვება სურთ, რაც კარლო ანჩელოტიმაც არაერთხელ აღნიშნა, თუმცა მხარეები ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ.
აქამდე პრესაში ხედირასადმი ინტერესის შესახებ ლონდონის „არსენალისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მხრიდანაც იწერებოდა.