კრიშტიანუ რონალდუმ რეკორდი დაამყარა

მსოფლიოს ჩემპიონატის B ჯგუფის შეხვედრაში პორტუგალიამ და ესპანეთმა უხვგოლიანი, სანახაობრივი შეხვედრა შესთავაზა სამყაროს და ფრე, 3:3 დააფიქსირა. ამ მატჩში გაიბრწყინა ნომინალურ მასპინძელთა შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც “ფურია როხას” ჰეთრიკი შეუსრულა.

საგულისხმოა, რომ “რონიმ” ზედიზედ მერვე მთავარ სანაკრებო ტურნირზე მოახერხა გოლის გატანა. მან 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე ორი გოლის გატანა შეძლო, ამას მოჰყვა 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც კრიშტიანუმ ერთხელ აიღო მეტოქის კარი. ამდენივე გოლი გაიტანა 2008 და 2010 წლის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე. 2012 წელს სამჯერ დაამწუხრა მეტოქე საკუთარ კონტინენტზე. 2014 წელს, ბრაზილიაში ერთი გოლის შეგდება შეძლო. ორი წლის წინ გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სამჯერ შეარხია ოპონენტის კარის ბადე. ხოლო, რუსეთში კი უკვე ჰეთრიკი შეუსრულა ესპანეთს.

კრიშტიანუ რონალდუ – ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენი

გუშინ მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში ტურინის “იუვენტუსი” სტუმრად ანგარიშით, 3-0 დაამარცხა. საგულისხმოა, რომ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კიშტიანუ რონალდუმ “ბებერ ქალბატონს” ორი გოლი გაუტანა. მან 118-ე და 119-ე გოლების შეგდება შეძლო ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, რაც აქამდე არავის გაუკეთებია.

რონალდუ პირველია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ზედმიწევნით ათ მატჩში გაიტანა გოლი. მან შარშანდელი ფინალის შემდეგ (ესეც “იუვენტუსთან”) 16-ჯერ დაამწუხრა მეტოქე. კრიშტიანუ რონალდუ რეკორდსმენია იმ მხრივაც, რომ მას ყველაზე მეტი გოლი აქვს ერთ სეზონში გატანილი  – 17, 2013/2014 წლების სეზონში.

ლუკაკუ: “ვგავარ ლეოპარდს, რომელიც გალიაშია გამომწყვდეული”

რომელუ ლუკაკუმ მექსიკას ამხანაგურ შეხვედრაში დუბლი შეუსრულა და ნაკრებში 30 გოლი დაუგროვდა. ბელგიელი ამით გაუთანაბრდა გუნდის ორ ბომბარდირს, პოლ ვან ჰიმსტსა და ბერნარ ვორჰორს.

“წითელმა ეშმაკმა” შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან თავის მიღწევაზე ისაუბრა.

“ამისთვის დავიბადე. ვგავარ ლეოპარდს, რომელიც გალიაშია გამომწყვდეული. მინდა, რამდენიც შემეძლება, იმდენი გოლი გავიტანო. ბედნიერი ვარ, რომ ბომბარდირებს გავუთანაბრდი. ვიცოდი, რომ ამას შევძლებდი. ახლა კი ძალიან მსურს, რეკორდი 2018 წლის დადგომამადე დავამხო. ჩვენ ვართ შესანიშნავი თაობა, რომელიც დიდ ძალას წარმოადგენს. მაქვს სურვილი, ამ თაობამ რამე მოიგოს და თასი აღვმართო!”

“პოლ ვან ჰიმსტი ერთ-ერთი მათგანია, ვინც “ანდერლეხტური” კარიერის განვითარებაში დამეხმარნენ. ჩემთვის ნამდვილად საამაყოა მისი რეკორდის გამეორება. ის ყველა დროის საუკეთესო ბელგიელ ფეხბურთელად რჩება და ძალიან დიდ პატივს ვცემ. ჩემს შესაძლებლობებში თავდაჯერებული ვარ. როცა ამდენს შრომობ, შედეგი აუცილებლად მოვა. თუმცა, ყოველთვის ვამბობ და კიდევ ვიტყვი, რომ პირველ რიგში, მთავარი გუნდური წარმატებაა,” – აცხადებს 24 წლის ფორვარდი.

 

ლიონელ მესიმ საკუთარი რეკორდი დაამხო

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეხუთე ტურის შეხვედრაში “ბარსელონამ” “ალავესს” ანგარიშით, 6-1 სძლია. პოკერი შეასრულა ლიონელ მესიმ, რომელმაც მე-20, 59-ე, 62-ე და 87-ე წუთებზე აიღო მარკო დმიტროვიჩის კარი.

საგულისხმოა, რომ ლეოს გუშინდელი შეხვედრის შემდეგგ, ამ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის ხუთ შეხვედრაში ცხრა გოლი დაუგროვდა. მან ამით საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც 2011/2012 წლების სეზონის დასაწყისში დაამყარა. მაშინ არგენტინელმა პირველ ხუთ მატჩში რვაჯერ მოახერხა მეტოქის კარის ბადის შერხევა.

ხოლო, მესის პირადი რეკორდი ყველა დროის საუკეთესო შედეგი არაა. საწყის ხუთ შეხვედრაში ათი გოლის გატანა პრუდენმა, მარსელინო კამპანალმა და პაჰინომ შორეულ წარსულში მოახერხეს.

“იუვეტუსმა” ჩემპიონთა ლიგაზე ახალი რეკორდი დაამყარა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “იუვენტუსმა” “ბარსელონას” მიიღო და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გუტანა. მათი ავტორები პაულო დიბალა (2) და ჯორჯო კიელინი გახდნენ.

საგულისხმოა, რომ “ბებერი ქალბატონი” ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ მოედანზე უკვე მეთვრამეტე მატჩია არ აგებს, რაც კლუბის რეკორდია. ამ 18 დაპირისპირებიდან ტურინელებმა თერთმეტჯერ იმარჯვეს და შვიდი ფრე გააგორეს.

აღსანიშნავია, რომ “იუვე” ბოლოს 2013 წლის აპრილში “ბაიერნთან” დამარცხდა (0:2).

“რეალმა” თავისივე რეკორდი გააუმჯობესა

მადრიდის “რეალი” ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის ეგიდით გამართულ მატჩში “ალავესს” დაუპირისპირდა. ზინედინ ზიდანის ბიჭებმა პირველივე ტაიმში მოახერხეს დაწინაურება – გოლი კარიმ ბენზემას ანგარიშზეა.

შედეგად, სამეფო კლუბმა შეძლო და თავისივე რეკორდი გააუმჯობესა – ზედიზედ 50 მატჩია, რაც მადრიდელები მოედანს უგოლოდ არ ტოვებენ.

“რეალამდე” ეს რეკორდი კატალონიურ “ბარსელონას” ეკუთვნოდა, რომელსაც 1942-44 წლებში 44-მატჩიანი სერია ჰქონდა, რომლის განმავლობაშიც ყოველ თამაშში გაჰქონდა გოლი.

ბოლოს “რეალმა” მოედანი უგოლო 2016 წლის 26 აპრილს დატოვა, როდესაც “სანტიაგო ბერნაბეუზე” “მანჩესტერ სიტის” დაუზავდა (0:0).

არგენტინული კლუბი რეკორდს უმიზნებს – 50 სპონსორი ერთ მაისურზე

არგენტინის რიგით მეხუთე დივიზიონში მოთამაშე კლუბი ფეხბურთის ისტორიისა და გინესის რეკორდების წიგნში შესვლას აპირებს – ერთ მაისურზე განთავსებულ სპონსორთა რეკლამების რაოდენობის წყალობით.

აქამდე ეს რეკორდი იგივე კლუბს, “სენტენარიოს” ეკუთვნოდა. გასულ სეზონში მათ სათამაშო მაისურზე 34 განსხვავებული კომპანიის რეკლამა იყო დატანილი. მაგრამ, აღნიშნულმა რეკორდმა დიდ დროს ვერ გაუძლო. მომავალ სეზონში მაისურის წინა და უკანა მხარეებზე საერთო ჯამში 50 ლოგო იქნება დატანილი.

ამ ყველაფერს კლუბის პრეზიდენტი, გუსტავო გომესი ამგვარად ხსნის:”თითოეული კომპანია იმდენს იხდის, რამდენიც შეუძლია. აქიდან გამომდინარე, ვცდილობთ, ყველას შესაფერისი ადგილი მოვუძებნოთ.

ზოგ კომპანიას კი უბრალოდ ვუცვლით რეკლამას. ერთ-ერთი კომპანია ველოსიპედებს გვაწვდის, რათა გადაადგილების პრობლემა არ შეგვექმნას, სანაცვლოდ კი რეკლამას იღებს.”

მადრიდის “რეალი” ახალი რეკორდის დამყარებასთან ახლოსაა

“ბლანკოსი” ახალი რეკორდის დამყარებასთან ძალიან ახლოსაა.

ზიდანის შეგირდებმა ზედიზედ 39 შეხვედრაში მოახერხეს გოლის გატანა. კლუბის რეკორდი კი, ამ მხრივ, 41 თამაშს უდრის. პრიმერა დივიზიონის 21-ე და 22-ე ტურებში “რეალი”, შესაბამისად, “სელტასა” და “ოსასუნას” დაუპირისპირდება. თუ ამ თამაშებში “თეთრები” მეტოქეებისს კარებს მშარალად არ დატოვებენ. თავიანთ რეკორდს გაიმეორებენ.

42-ე დაპირისპირება 15 თებერვალს “ნაპოლისთანაა”. ეს მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება. თუ მადრიდელები აქაც მოახერხებენ გოლის გატანას, ისინი ახალ რეკორდს დაამყარებენ.

აქვე ვთქვათ ამ საკითხთან დაკავშირებული ორი საინტერესო ფაქტი. პირველი ისაა, რომ “რეალს” შარშანდელ სეზონში “მანჩესტერ სიტისთან” ნათამაშები ფრის შემდეგ, აღარ დაუტოვებია მეტოქის კარი მშრალად. ასევე, “ბლანკოსი” არის მიმდინარე სეზონში ერთადერთი გუნდი, რომელმაც ყველა (34) თამაშში მაოხერხა გოლის გატანა.

“ლივერპულმა” “პლიმუთთან” შეხვედრაში რეკორდი დაამყარა

8 იანვარს ინგლისის ასოციაციის შეხვედრები შედგა.

ერთ-ერთ მატჩში მესრესაიდის “ლივერპულმა” “პლიმუთი” მიიღო. ეს გუნდი “ლიგა 2”-დანაა. მიუხედავად სუსტი მეტოქისა, კლოპის შეგირდებმა უგოლო ფრე გააგორეს.

აღსანიშნი ფაქტია ის, რომ “ლივერპული” მოედანზე, ფაქტობრივად, მეორე შემადგენლობით გამოვიდა. პრემიერ ლიგის წინა ტურში “სანდერლენდთან” მყოფი სასტარტო თერთმეტეულიდან, აღნიშნულ შეხვედრაში, მხოლოდ და მხოლოდ, ემრე ჩანი იყო ძირითად შემადგენლობაში.

ასეთი სასტარტოს დაყენებით იურგენ კლოპმა და მისმა შეგირდებმა კლუბის ახალი რეკორდი დაამყარეს – ფეხბურთელების საშუალო ასაკი 21 წელი და 296 დღე იყო, რაც ყველაზე ახალგაზრდული ასაკია გუნდის არსებობის ისტორიაში. “ლივერპულმა” 1965 წლის რეკორდი დაამხო.

კარიკატურა: მესი რონალდუს ვერ დაეწია (ფოტო)

კრიშტიანუ რონალდუს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რეკორდული რაოდენობის (11) გოლი აქვს გატანილი.

მიმდინარე სეზონში არგენტინელ სუპერვარსკვლავს, ლიონელ მესის ჰქონდა შესანიშნავი შანსი, რომ “რეალის” შემტევს დასწეოდა, ან საერთოდ გაესწრო მისთვის. მან გუშინ მხოლოდ და მხოლოდ მე-10 გოლის გატანა მოახერხა მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” კარში. შესაბამისად, მესიმ მიზანს ვერ მიაღწია.

ეს სიტუაცია ომარ მომანიმ ასე დაინახა

 

“ნაპოლიმ” ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა!

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები იმართება.

ერთ-ერთ შეხვედრაში “ნაპოლი” “ბენფიკას” უპირისპირდება. იტალიელებმა უკვე მოახერხეს და ოტხი გოლი გაუტანეს მეტოქეს. პორტუგალიელების კარი დრის მერტენსმა აიღო.

საგულისხმოა, რომ “ნაპოლის” აქამდე არასდროს გაუტანია ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 4 გოლი. შესაბამისად, დღეს ბელგიელის გოლით, იტალიურმა კლუბმა საკუთარი მიღწევა გააუმჯობესა და ახალი რეკორდი დაამყარა.

კავანიმ “არსენალის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში რეკორდი დაამყარა!

გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში ერთმანეთს “პსჟ” და “არსენალი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა, 1-1 დასრულდა. გოლები კავანიმ და სანჩესმა გაცვალეს.

კავანიმ მისი გოლი 44-ე წამზე შეაგდო. როგორც აღმოჩნდა, პარიზული გუნდიდან ჩემპიონთა ლიგაზე არცერთ ფეხბურთელს არასდროს ამაზე ადრე გოლი არ გაუტანია. შესაბამისად, გუშინ ურუგვაელმა თავდამსხმელმა “პსჟ”-ს ახალი რეკორდი დაამყარა.