პიერლუიჯი კოლინა: “პაიეტს რონალდუსთვის ზიანის მიყენება არ უნდოდა”

ლეგენდარულმა მსაჯმა, პიერლუიჯი კოლინამ პრესასთან იმ ეპიზოდზე ისაუბრა, როდესაც დიმიტრი პაიეტმა კრიშტიანუ რონალდუს ზიანი მიაყენა. შეგახსენებთ, რომ საქმე ევრო 2016-ის ფინალს ეხება.

“პაიეტის ასეთი სვლა, ეს წესების სრული დარღვევა იყო. იმსახურებდა თუ არა ყვითელ ბარათს? ამაზე დავა შეიძლება, მაგრამ შეჯახების დინამიკა – მუხლი მუხლზე – შემთხვევითი იყო.

ეს უბრალოდ უიღბლო ეპიზოდი იყო. პაიეტს რონალდუსთვის ზიანის მიყენება არ უნდოდა.” – ციტირებს კოლინას სიტყვებს Goal-ი.

აღნიშნული ტრავმის გამო, “რეალის” სუპერვარსკვლავს ფინალის უმეტესი ნაწილის გამოტოვება მოუწია, თუმცა მისმა ნაკრებმა მაინც მოახერხა ჩემპიონობის მოპოვება.

1

ანჩელოტი: “რონალდუ ნამდვილად მიყვარს, თუმცა ის “ბაიერნში” არ გადმოვა”

მიუნხენის “ბაიერნის” ახალმა თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ კლუბში ისეთი ფეხბურთელის მოყვანის შანსებზე ისაუბრა, როგორიც კრიშტიანუ რონალდუა.

“მიყვარს რონალდუს პროფესიონალური მიდგომა.

ჟურნალისტები ხშირად მეკითხებიან, თუ რამდენად რთულია ისეთ ფეხბურთელებთან მუშაობა, როგორებიც ის და ზლატანია. სიმართლე ის არის, რომ ეს საკმაოდ ადვილია. ასეთი ტიპის ფეხბურთელებს არაფერი არ უნდა უთხრა. ისინი ისედაც საკმაოდ დისციპლინირებულები და კონცენტრირებულები არიან.

ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ რონალდუს სხვა კლუბში ხილვის შანსი ძალიან ცოტაა.

რონალდუ ისეთ ფეხბურთელთა რიცხვს მიეკუთვნება, როგორებიც არიან ლიონელ მესი, ფილიპ ლამი, ტომას მიულერი და პაოლო მალდინი, რომელმაც მთელი კარიერა მილანში გაატარა. მათ უბრალოდ არ შესწევთ საკუთარი კლუბის დატოვების ძალა.”

ალვარო არბელოა: “აი რა ხდება, როდესაც საუკეთესო ცხრიანს სახლში ტოვებ”

როგორც იცით, ახლახან დასრულდა ევრო 2016-ის ფინალური მატჩი, რომელშიც ყველასათვის გასაკვირად გამარჯვება პორტუგალიის ნაკრებმა მოიპოვა.

აღნიშნულ მატჩს გამოეხმაურა ალვარო არბელოა, რომელიც თვლის, რომ დიდიე დეშამმა და ზოგადად საფრანგეთმა დიდი შეცდომა დაუშვა მისი ყოფილი თანაგუნდელის, ქარიმ ბენზემას სახლში დატოვებით.

“აი რა ხდება, როდესაც საუკეთესო ცხრიანს სახლში ტოვებთ …”

მარადონა: “ევრო 2016-ზე ბეილმა უფრო მეტი გააკეთა უელსისთვის, ვიდრე რონალდუმ პორტუგალიისთვის”

დიეგო მარადონა თვლის, რომ გარეთ ბეილმა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე უფრო უფრო დიდი წვლილი შეიტანა საკუთარი გუნდის ნახევარფინალში გასვლაში, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუმ.

Times of India-სთან საუბრისას, მან განაცხადა: “ამასთანავე ეს იქნება დაპირისპირება მადრიდის “რეალის” ორი ფლანგელის.

ფეხბურთი გუნდური თამაშია, სადაც უნდა დაეყრდნო ისეთ ინდივიდუალისტებს, როგორებიც რონალდუ და ბეილი არიან. ბურთის კონტროლი, სიჩქარე და დარტყმის ასეთი უნარი მათ განსაკუთრებულებად აქცევთ.

მათ მიერ გუნდის წარმატებაში ჩადებული წვლილის რაოდენობა ყოველთვის გადამწყვეტი იქნება. ამ დროისათვის, ბეილმა უფრო მეტი გააკეთა გუნდისათვის, ვიდრე რონალდუმ პორტუგალიისათვის.

ნებისმიერ გულშემატკივარს გაუკვირდებოდა, ტურნირის დაწყებამდე რომ გეთქვათ, ნახევარფინალური დაპირისპირება უელსი-პორტუგალია იქნებაო.

მათი თილისმა, კრიშტიანუ რონალდუ ძველებურად ვერ თამაშობს. სხვა ფეხბურთელები კი ერთმანეთისთვის ცდილობენ თამაშს. ფაქტი, რომ პორტუგალიამ ასეთ შედეგს მიაღწია მაშინ, როცა მათი ლიდერი ვერ თამაშობდა, მიუთითებს იმაზე, რომ მათ ძალიან ძლიერი გუნდი ყავთ.”

კრიშტიანო რონალდუმ ჟურნალისტს მიკროფონი ტბაში გადაუგდო (ვიდეო)

დღეს პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში უნგრეთს დაუპირისპირდება.

მატჩის წინ, პორტუგალიელმა ფეხბურთელებმა გასეირნება გადაწყვიტეს. პორტუგალიელ ფეხბურთელებთან მალევე გაჩნდნენ ჟურნალისტები. მაგალითად, ერთ-ერთმა კრიშტიანო რონალდუს კითხვა დაუსვა, თუმცა გუნდის კაპიტანმა მას მიკროფონი წაართვა და წყალში გადაუგდო.

ევრო 2016-ის რომელ ვარსკვლავს ჰყავს ყველაზე მეტი მიმდევარი Facebook-ზე?

გაინტერესებთ, ევრო 2016-ის რომელ ვარსკვლავს ჰყავს ყველაზე მეტი მიმდევარი Facebook-ზე? გთავაზობთ რეიტინგს ..

10. პეპე | პორტუგალია | 11 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

9. ჟერარ პიკე | ესპანეთი | 18.8 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

8. სერხიო რამოსი | ესპანეთი | 20.8 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

7. ზლატან იბრაჰიმოვიჩი | შევედეთი | 24.5 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

6. უეინ რუნი | ინგლისი | 25 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

5. იკერ კასილასი | ესპანეთი | 25 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

4. ანდრეს ინიესტა | ესპანეთი | 26 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

3. გარეთ ბეილი | უელსი | 26 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

2. მესუტ იოზილი | გერმანია | 30.3 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

1. კრიშტიანუ რონალდუ | პორტუგალია | 112 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

“სამეფო კარის თამაშების” მსახიობის მიმართვა რონალდუს: “გულს დაგიმსხვრევ!”

ალბათ ყველასათვის ცნობილია ის ფაქტი, რომ საფეხბურტო კარიერის მანძილზე კრიშტიანუ რონალდუმ ძალიან ბევრი მტერი გაჩინია … თუმცა არც ერთი მათგანი არ არის ისეთი საზარელი, როგორიც “სამეფო კარის თამაშების” “მთაა”.

ორი მეტრი სიმაღლის მქონე გოლიათი, სახელად ჰაფთორ ბიორნსონი კრიშტიანუ რონალდუს პირდება, რომ “გულს დაუმსხვრევს” იმ შემთხვევაში, თუკი “რეალის” სუპერვარსკვლავი ევრო 2016-ის პირველ მატჩში ისლანდიას გოლს გაუტანს.

რონალდუს კომენტარი მატჩის შემდეგ

როგორც იცით, ახლახან დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი, რომელიც “რეალმა” პენალტების სერიაში მოიგო. პენალტების სერიაში გადამწყვეტი ხუანფრანის მიერ გაცუდებული პენალტი აღმოჩნდა, რის შემდეგაც რონალდუმ ყველაფერს წერტილი დაუსვა.

“ზიდანს ვუთხარი – დამაყენე მეხუთე ფეხბურთლად და მე გამარჯვების გოლს გავიტან – და ასეც გავაკეთე.

ზიდანმა დიდებული სამუშაო გასწია, მან ეს დაიმსახურა.

ჩემთვის პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგა იყო, ოქროს ბურთი კი მეორეხარისხოვანია.”

ამჯერად მაინც გაიბრწყინებს რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში?

ბოლო დროს კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგას გემო გაუგო. პორტუგალიელი კონტინენტური ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. დღეს კი მას შანსი ეძლევა შეუერთდეს იმ ფეხბურთელთა რიგს, რომლებმაც ეს ტიტული 3-ჯერ მოიგეს. მაგრამ, მას არასდროს არ უთამაშია გადამწყვეტი როლი ფინალში, განსხვავებით მისი უშუალო კონკურენტისა, ლიონელ მესისა.

თუ ის დღეს, მილანში გოლის გატანას შეძლებს, მისი სახელი კიდევ უფრო მეტჯერ ჩაიწერება ისტორიის წიგნებში, რამეთუ ის გახდება პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის 3 განსხვავებულ ფინალში ექნება გოლი გატანილი.

თუმცა ამ სტატისტიკურ მონაცემებს მთლიანი ისტორიის გადმოცემა როდი შეუძლიათ ?! გატანილი ორი გოლის მიუხედავად, პორტუგალიელის ასპარეზობა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის ფინალში იმდენივე იმედგაცრუებას იტევდა, რამდენ სიხარულსაც.ჰორიზონტზე კი “ატლეტიკოა” – რაც იმას ნიშნავს, რომ “რეალს” რონალდუსგან გაცილებით მეტი სჭირდება.

2007-08 წლების ფინალში რონალდუმ ანგარიში ბრწყინვალე თავურით გახსნა, რამაც “მანჩესტერ იუნაიტედი” “ჩელსის” წინააღმდეგ მატჩში დააწინაურა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ფრენკ ლამპარდმა გამათანაბრებელი გოლის გატანა შეძლო, პორტუგალიელის ბრწყინვალება ბურუსმა მოიცვა. პენალტების სერიაში რონალდუმ პაუზა გააკეთა, იმ იმედით, რომ ამით ჩეხზე გავლენას იქონიებდა, თუმცა ლეგენდარულმა ჩეხმა გამოუცდელ რონალდუს აჯობა. რონალდუ ერთადერთი იყო “მანჩესტერელთაგან”, რომელმაც პენალტი გააცუდა. რომ არა ტერის შეცდომა, სერ ალექს ფერგიუსონი ამ ტიტულს ვერ იზეიმებდა.

dd

ერთი წლის შემდეგ, “იუნაიტედი” კვლავ დაბრუნდა ფინალალში – ამჯერად მათი მეტოქე “ბარსა” იყო – და ყველა იმაზე საუბრობდა, გააგრძელებდა თუ არა პორტუგალიელი კარიერას ინგლისში, რამეთუ მისი გადაბირებით “რეალი” იყო დაინტერესებული.

რთული იყო იმის თქმა, იყო თუ არა საერთოდ რონალდუ მოედანზე მატჩში, რომელიც კატალონიელებმა ე.წ. “ცალკარად” გადააქციეს. ამ მატჩში “ბარსელონას” ბრწყინვალება “ბლაუგრანას” არგენტინელმა ვარსკვლავმა, ლეო მესიმ დააგვირგვინა თავურით. 0-2.

მას შემდეგ მესიმ 2011 წელსაც გაიბრწყინა, 2011 წელს, უემბლიზე, როცა ბრწყინვალე გოლით მოახერხა ანგარიშის გახსნა. არგენტინელმა მესამე გოლშიც მიიღო მონაწილეობა და ღირსეულად მიიღო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი. რონალდუმ კი მომდევნო ფინალი 2014 წელს ითამაშა.

dd

2014-ში კი რონალდუ დაბრუნდა პორტუგალიაში, პორტუგალიის დედაქალაქში, სადაც მისმა პროფესიონალურმა კარიერამ აიღო სტარტი. თუმცა, რონალდუმ ლისაბონში მხოლოდ მცირე ნაწილი გააკეთა იმისა, რაც უნდა გაეკეთებინა. მის ნაცვლად, ინსპირაციის მძიმე ტვირთი ანხელ დი მარიამ, გარეთ ბეილმა და სერხიო რამოსმა ატარეს.

მართალია, რომ პორტუგალიელის სახელი მაინც გამოჩნდა ანგარიშის ამსახველ დაფაზე, მაგრამ ეს მატჩის დასრულებამდე რამოდენიმე წუთით ადრე მოხდა, მაშინ როცა ანგარიში 3-1 იყო. ეს სიტუაცია საერთოდ არ შეესაბამებოდა იმ მოქმედებას, რაც რონალდუმ შემდეგში გააკეთა – გაიხადა მაისური,გაამზეურა კუნთები და დაიწყო ყვირილი. შემდეგში კი ფარდა აეხადა მის ამ ნაბიჯს – ეს ყველაფერი იმ ბიოგრაფიული ფილმისთვის იყო, რომელიც შემდეგში გამოვიდა.

წლევანდელი ფინალის დაწყებამდე, რონალდუს კვლავ აქვს გარკვეული პრობლემები. რამოდენიმე დღის წინ ვარჯიშზე მასთან დაკავშირებული ინციდენტის გამო მთელ მადრიდში რეკდა ზარები, თუმცა ცოტა ხანში მან ყველა დაამშვიდა:”დღევანდელი ინციდენტის მიუხედავად, თავს კარგად ვგრძნობ და მილანისთვის მზად ვიქნები.”

href=”http://fanebi.com/wp-content/uploads/2016/05/dd3.jpg”>

ზიდანი: “ბენზემა და რონალდუ “ვალენსიასთან” თამაშს შეძლებენ”

მადრიდის “რეალის” თავკაცი ირწმუნება, რომ კარიმ ბენზემა და კრიშტიანო რონალდუ ლა ლიგის ბოლო ორ მატჩში მადრიდული გრანდის დახმარებას შეძლებენ, მაშინ როცა კეილორ ნავასი და გარეთ ბეილი ლაზარეთში იმყოფებიან.

“ბენზემა ჩვენთან ერთად იქნება, ის მზად არის თამაშისთვის. დარწმუნებული არ ვარ, იქნება თუ არა ის სასტარტოში. ეს მასზეა დამოკიდებული.

იგივე სიტუაციაა კრშტიანოს შემთხვევაშიც – თუ თავს კარგად იგრძნობს, ის ითამაშებს. პირადად ჩემთვის ის შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.

ფინალზე ჯერ არ ვფიქრობთ. მთლიანად დარჩენილ ორ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი. ფინალისთვის მოსამზადებლად ეს ორი მატჩი საუკეთესო გზაა.” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

კაკა: “მესისა და რონალდუს შემდეგ, საუკეთესო ნეიმარია”

“მილანისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი, კაკა, რომელიც ახლა “ორლანდო სიტის” ღირსებას იცავს, აცხადებს, რომ ნეიმარი მესისა და რონალდუს შემდეგ საუკეთესოა.

“ვფიქრობ, ლიონელისა და კრიშტიანოს შემდეგ, საუკეთესო ნემარია. მას პირადო პრობლემები აქვს, რომელიც მოედანზე არ უნდა შეეტყოს.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ მოიგებს “ოქროს ბურთს”, ჩემი აზრით, “რეალი” ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ხოლო საუკეთესო რონალდუ გახდება”, – თქვა კაკამ.

ზინედინ ზიდანი: “რონალდუს შეცვლას ვაპირებდი”

ზინედინ ზიდანმა აღიარა, რომ შაბათს, “ეიბართან” გამართულ მატჩში (4-0) ის კრიშტიანო რონალდუს შეცვლას აპირებდა, თუმცა ხესე როდრიგესის ტრავმის გამო ფრანგს გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია.

“მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე კრიშტიანოს შეცვლას ვაპირებდი, თუმცა ხესემ ტკივილი იგრძნო, ამიტომაც მისი შეცვლა აუცილებელი გახდა.

თუმცა ამავდროულად კრიშტიანოს 90 წუთზე გაცილებით მეტი დროის გატარება შეუძლია მოედანზე.” – განაცხადა მადრიდელთა ფრანგმა დამრიგებელმა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდულ გრანდს წინ ძალზედ მნიშვნელოვანი მატჩი ელის – საუბარია ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის მატჩზე, რომლის ეგიდითაც “ბლანკოსი” “ვოლფსბურგს” დაუპირისპირდება. პირველი მატჩი გერმანელთა გამარჯვებით, 2-0 დასრულდა.