სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ დაასახელა მსოფლიო ფეხბურთის ხუთი ვარსკვლავი, რომელთაც ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინეს.
1. კრიშტიანო რონალდუ
2. ლიონელ მესი
3. კაკა
4. ზლატან იბრაჰიმოვიჩი
5. უეინ რუნი
სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ დაასახელა მსოფლიო ფეხბურთის ხუთი ვარსკვლავი, რომელთაც ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინეს.
1. კრიშტიანო რონალდუ
2. ლიონელ მესი
3. კაკა
4. ზლატან იბრაჰიმოვიჩი
5. უეინ რუნი
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ დასცინის ფრანჩესკო ტოტი კრიშტიანო რონალდუს.
118 გოლი “მანჩესტერის” შემადგენლობაში ჩატარებული 292 მატჩში და 286 გოლი “რეალის” 275 შეხვედრაში. ორი მოგებული ჩემპიონთა ლიგა და 52 გოლი ნაკრების შემადგენლობაში. რონალდუმ ზიდანის სატრანსფერო რეკორდი დაამხო და ჩემპიონთა ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით რაულს გადაასწრო. დაახლოებით ერთ კვირაში კრიშტიანუ რონალდუ 30 წლის გახდება. რთული დასაჯერებელია, რომ მისი კარიერის დიდი ნაწილი უკვე წარსულს ჩაბარდა.
ალბათ ბევრს ახსოვს 2003 წელი და რონალდუს დებიუტი ინგლისში. “ბოლტონთან” შეხვედრაში შეცვლაზე შესული პორტუგალიელი ერთ-ერთი საუკეთესო გახდა. 11 წლის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ, რომელსაც პირლოსთან, შევჩენკოსთან, ზლატანთან, რონალდინიოსთან, ბუფონთან და უამრავ ვარსკვლავთან უმუშავია, განაცხადა, რომ კრიშტიანუ საუკეთესო მოთამაშეა ვინც მას ოდესმე გაუწვრთნია.
რონალდუ ყველაფერს გააკეთებს, რათა ფორმის პიკზე რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს. მისი ფიზმომზადების მწვრთნელის თქმით, პორტუგალიელი აღდენას დიდ ყურადღებას აქცევს და ყინულის აბაზანებს დილის 3 და 6 საათზეც კი იღებს. თუმცა, დროის მოტყუება ჯერჯერობით ვერავინ შეძლო და ამის გაკეთება ალბათ არც რონალდუს გამოუვა. ის ჯერ შედარებით ნაკლებ გოლს გაიტანს, მერე გუნდისთვისაც არ იქნება სასარგებლო. ან, შესაძლოა, სტატისიკა საერთოდ არ შეიცვალოს, მაგრამ გაჩნდება იმის გრძნობა, რომ რაღაც კომპონენტებში ის ძველებურად ძლიერი ვეღარ არის და ხალხიც ალაპარაკდება, რომ ოქროს ბურთის მფლობელი მასზე გაცემულ ავანსებს ვეღარ ამართლებს.
რონალდუ შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია, რისი დემონსტრირებაც მას ძალიან უყვარს. ასეთი შედეგის სანაცვლოდ პორტუგალიელის ორგანიზმმა უამრავ დატვირთვას გაუძლო, რაც ადრე თუ გვიან მის ჯანმრთელობაზე აისახება. რისკების შესამცირებლად მას კარიერის ნაადრევად დასრულება შეუძლია. კრიშტიანუმ თითქმის ყველაფრის მოგება შეძლო, მესის საუკეთესო მოთამასის ტიტული წაართვა და დასამტკიცებელიც თითქოს არაფერი დარჩა… მართალია, მას სანაკრებო მატჩებში ხშირად აკრიტიკებენ. თუმცა, ისიც ნათელია, რომ საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ჩემპიონთა ლიგაში და საკლუბო ფეხბურთის მეშვეობით ყალიბდები. გარდა ამისა, მისი სანაკრებო პარტნიორები ბოლო დროს უკეთესის სურვილს ტოვებენ. ამიტომ, რონალდუსთვის მთავარი სულ სხვა რამ არის…
პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო, მაგრამ ვერც ერთ და ვერც მეორე ფინალში მთავარი როლის თამაში ვერ შეძლო. მან გაიტანა მოსკოვში, თუმცა პენალტის რეალიზება ვერ შეძლო. “ატლეტიკოს” კარში გატანილი მეოთხე გოლი კი უბრალოდ ფორმალობა იყო. ასე რომ, რონალდუს მისი სახელობის ფინალი სჭირდება. დაახლოებით ისეთ, როგორიც ზიდანს 2002 წელს ჰქონდა.
ლეო მესის ლუის ენრიკესთან თუ მის გარეშე ოპტიმალუ ფორმას დაუბრუნდება. ხამესი ნეიმარი და ბეილი ყველაფერს გააკეთებენ, რომ მსოფლიო ფეხბურთის პირველ პოზიციებზე მათი სახელები გამოჩნდეს. მაგრამ, მიუხედავად ასეთი კონკურენციისა, რონალდუს მთავრი მოწინააღმდეგე თავად რონალდუ იქნება. ახლა ის 29 წლის არის და ეს ასაკი ფეხბურთელისთვის საუკეთესო პერიოდად ითველბა. გამოდის, რომ რონალდუს ახლა ძალიან ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, იმიტომ რომ ეს მისი ტოპ პერიოდია. ასევე იმიტომ, რომ ახლოვდება ის დღე, როცა კრიშტიანუ ასე ვეღარ ითამაშებს.
თავის დროზე ბევრმა ცნობილმა მოთამაშემ ასაკში შესვლასთან ერთად საკუთარი ძალების რაციონალურად გამოყენება ისწავლა. პირლო, გიგზი, ზიდანი – 30 წლის ასაკში ამ ფეხბურთელებმა მოედანზე საკუთარ როლს გადახედეს, თამაშის მანერა შეცვალეს და გუნდისთვის მნიშვნელოვან მოთამაშეებათ დარჩენა შეძლეს. რონალდუს შემთხვევაში კი ამის წარმოდგენა ძალიან რთულია, ის მთავარი როლის დაკარგვას ვერ შეეგუება.
“ბარსელონას” ფორვარდმა ნეიმარმა კრიშტიანუ რონალდუსა და ედიმარს შორის მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.
“სადიციპლინო კომიტეტში არ ვმუშაობ და არ ვიცი თუ როგორ უნდა დაისაჯოს რონალდუ. ეს გადაწყვეტილება სპეციალისტებმა უნდა მიიღონ. მე კი მხოლოდ ჩემს გუნდზე ვფიქრობ და სხვა გუნდების მოთამაშეებზე საუბარი არ მიყვარს.
მატჩის დროს ყველას შეუძლია ემოციებს აყვეს, რაც კარგი არ არის. ასე მოქცევა არ შეიძლება და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ რონალდუ უნდა დაისაჯოს. თუმცა, გადაწყვეტილების მიღების დროს ყველა დეტალია გასათვალისწინებელი. შესაძლოა, იმ ეპიზოდში პროვოკაციასაც ჰქონდა ადგილი” – განაცხადა ნეიმარმა.
“კორდობას” მცველი ედიმარი კრიშტიანუ რონალდუსთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
“რეალს თამაში ვერ აეწყო და რონალდუც აღელვებული იყო. ასეთი რამისგან არავინაა დაზღვეული. რონალდუს ვპატიობ და მასზე ნაწყენი არ ვარ.
მომხდრას აგრესიას ვერ დავარქმევდი. მან ფეხებში და სახეში გამარტყა, მეტი არაფერი. ჩემი აზრით კრიშტიანუ ჩვეულებირვი, სტანდარტული დისკვალიფიკაციით უნდა დასაჯონ” – განაცხადა ედიმარმა.
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ გაუძვრინა კრიშტიანო რონალდუმ ფეხებს შორის ბურთი ფაბიო კოენტრაოს.
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ გაახარა მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდუმ მისი ერთ-ერთი გულშემატკივარი. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, პორტუგალიელი ფეხბურთელი უცნაურ ფორმაში იყო გამოწყობილი.
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ შეხვდა კრიშტიანო რონალდუ თავის გულშემატკივარს, რომელიც მის მიბაძვას ცდილობს.
ესპანური პრიმერას მე-19 ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” “ხეტაფეს” ესტუმრა და მექტოეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში მეორე ნახევარში კარიმ ბენზემას პასით კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა და საკუთარი გუნდი 63-ე წუთზე დააწინაურა. სულ რაღაც 4 წუთში ანჩელოტის გუნდის უპირატსობა ორბურთიანი გახდა – ხამესის პასით გოლი ბეილმა გაიტანა. მატჩის 79-ე წუთზე კი კრიშტიანუ რონალდუმ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ასისტენტად ამ შემთხვევაშიც ხამეს როდრიგესი მოგვევლინა.
ხეტაფე 0-3 რეალი
გოლები: რონალდუ 63′ ; ბეილი 67′ ; რონალდუ 79′
გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ფეხბურთელები, სანამ ისინი ცნობილები გახდებოდნენ.
საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ დაასახელა ათი ფეხბურთელი, რომელთაც ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილები ჰყავთ.
*თანხები მოცემული ფუნტ სტერლინგის სახით
10. ნანი – ლამბორგინი გაილარდო LP 550-2
ფასი: 140 000
9. არდა თურანი – მერსედეს-ბენც SLS AMG
ფასი: 145 000
8. დიდიე დროგბა – მერსედეს SL65-AMG
ფასი: 150 000
7. უეინ რუნი – ასტონ მარტინი Vanquish S
ფასი: 150 000
6. ჟერმეინ პენანტი – ასტონ მარტინი DBS
ფასი: 170 000
5. ფრენკ ლამპარდი – ფერარი 458
ფასი: 200 000
4. ობაფემი მარტინსი – ლამბორგინი N50M
ფასი: 250 000
3. დევიდ ბექჰემი – როლს როის ფანტომი
ფასი: 350 000
2. ელ ჰაჯი დიუფი – მერსედეს-ბენც SLR მაკლარენი
ფასი: 420 000
1. კრიშტიანო რონალდუ – ფერარი 2014
ფასი: 2 მილიონი
მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდუმ პორტუგალიელ ჟურნალისტ მარსელო რებელო დე სუზას ინტერვიუ მიცა. ინტერვიუს ჩაწერისას კი კადრში რონალდუს შვილიც გამოჩნდა.
იხილეთ 11:16-დან: