საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა განვითარების თასი მეორე ადგილზე დაასრულა

უეფას განვითარების თასი, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა, დასრულდა. დღეს ბოლო ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. დავით პეტრიაშვილი არენაზე რუმინეთმა 3:1 დაამარცხა ყაზახეთი. პარალელურად კი, საქართველოს და ბელარუსის 16-წლამდე ნაკრებთა მატჩი 0:3 დასრულდა.

ამგვარად, ტურნირის გამარჯვებული ბელარუსი გახდა 7 ქულით. 6 ქულა დააგროვა საქართველომ და მეორე ადგილი დაიკავა. მესამეადგილოსან რუმინეთს 5 ქულა აქვს, ყაზახეთს კი – 0.

ტურნირის ბოლო შეხვედრაში ზვიად ჯელაძემ ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ხარშილაძე, კვარაცხელია, ხვადაგიანი, ტალახაძე, მორჩილაძე, ბენდიანიშვილი, ზურაბიანი, ტორონჯაძე, მამაცაშვილი, გუგეშაშვილი, ილურიძე.

შეცვლაზე შევიდნენ: მირზიკაშვილი, ხვედელიძე, დევდარიანი, ტოფაძე, ჟივიძე.

Gff.Ge

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა რუმინეთს სძლია

თბილისში მიმდინარე უეფას განვითარების თასის მეორე ტურში საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა რუმინეთი 2:1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილს 6 ქულით ლიდერობს.

შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ჩატარდა და საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა. ჩვენი გუნდიდან გოლებით ნიკა ტალახაძე და ლუკა ტორონჯაძე გამოირჩნენ.

მეორე შეხვედრაში დავით პეტრიაშვილი არენაზე ბელარუსმა 3:0 სძლია ყაზახეთს. მესამე, დასკვნით ტურში, 6 მაისს, საქართველოს 16-წლამდე ნაკრები სწორედ ბელარუსს უმასპინძლებს. მატჩი მიხეილ მესხი 2-ზე, 11 საათზე დაიწყება.

ზვიად ჯელაძემ რუმინეთთან ასეთი შემადგენლობა ათამაშა:

ხარშილაძე, კვარაცხელია, ხვადაგიანი, ერაძე, მირზიკაშვილი, ბენდიანიშვილი, ტალახაძე, მორჩილაძე, ოგბაიძე, ზურაბიანი, ტორონჯაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ხვედელიძე, დევდარიანი, მამაცაშვილი, ოსიყმაშვილი, ჟივიძე, გუგეშაშვილი, ილურიძე.

Gff.Ge

განვითარების თასი საქართველომ გამარჯვებით დაიწყო

თბილისში დაიწყო უეფას განვითარების თასი 16-წლამდე ნაკრებებს შორის. პირველ ტურში დავით პეტრიაშვილი არენაზე რუმინეთი და ბელარუსი უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს. რეგლამენტის თანახმად, გუნდებმა პენალტების სერიით გამოავლინეს გამარჯვებული. რუმინეთმა 4:3 მოიგო და ცხრილში 2 ქულა ჩაიწერა. 1 ქულა აქვს ბელარუსს.

მეორე მატჩში, მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე საქართველომ 3:2 დაამარცხა ყაზახეთი. გოლები ლუკა ტორონჯაძემ, შალვა ოგბაიძემ და თორნიკე მორჩილაძემ გაიტანეს.

ზვიად ჯელაძემ ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ხარშილაძე, კვარაცხელია, ხვადაგიანი, ერაძე, მირზიკაშვილი, ბენდიანიშვილი, ტალახაძე, ოგბაიძე, მორჩილაძე, ზურაბიანი, ტორონჯაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: შურღაია, ხვედელიძე, დევდარიანი, ოსიყმაშვილი, ჟივიძე.

Gff.Ge

“სამტრედიამ” ამხანაგურ შეხვედრაში რუმინულ “დუნარეასთან” ფრე გააგორა

“სამტრედიამ” გუშინ მორიგი ამხანაგური მატჩი რუმინეთის “დუნარეა კალარასთან” ჩაატარა.
70 წუთის განმავლობაში გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო:  მიგინეიშვილი, ფატიჩი, ქარქუზაშვილი, ბაჩიაშვილი, ჩაჩუა, განუგრავა, ვეილი, გი, მაიკლი, ერისთავი, კირკიტაძე.  გიორგი ერისთავმა მოწინააღმდეგე გუნდს გოლი 55-ე წუთზე გაუტანა, ანგარიში 1-0 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ იყო.
70-ე წუთიდან ასპარეზი კვლავ ახალგაზრდებს დაეთმო: სტურუა, მანჯგალაძე, ახალაძე, მესიაჩენკო, ნინუა, აღდგომელაშვილი, გიორბელიძე, ოლხოვი, ხაჩიძე. 89-ე წუთზე დანიშნული პენალტით მოწინააღმდეგემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და საბოლოო შედეგი 1-1 დაფიქსირდა.

თბილისის “საბურთალო” რუმინულ “სეპსის” დაუპირისპირდება

დედაქალაქური “საბურთალო” თურქეთში მოსამზადებელ ეტაპს აგრძელებს.

25 იანვარს თბილისელები მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ – ჩვენი კლუბის მეტოქე რუმინეთის უმაღლესი ლიგის “სეპსი” იქნება. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

გუშინ “საბურთალომ” ორი ვარჯიში გამართა – დილასა და საღამოს. დღეს, თბილისის დროით 11:00 საათზე დაახლოებით ერთ საათიანი საწვრთნელი პროცესი შედგება, საღამოს კი როგორც მოგახსენეთ, მორიგი ამხანაგური მატჩია დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ პირველი საკონტროლო შეხვედრა რუმინეთის “კონკორდიასთან” შედგა და “საბურთალოს” გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

“საბურთალომ” პირველ ამხანაგურ შეხვედრაში “კონკორდია” დაამარცხა (ვიდეო)

დედაქალაქურმა “საბურთალომ”, რომელიც თურქულ შეკრებაზე იმყოფება, პირველი ამხანაგური მატჩი რუმინეთის უმაღლეს ლიგელ “კონკორდიასთან” გამართა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში სამი ბურთი გავიდა. 50-ე წუთზე მეტოქე დაწინაურდა, თუმცა უკანასკნელ ათ წუთში საბურთალოელებმა ორჯერ მოახერხეს მეტოქის კარის აღება და საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწიეს. 82-ე წუთზე გამთანაბრებელი გოლი დიმიტრი ტატანაშვილმა გაიტანა, რომელსაც დებიუტი ჰქონდა დღევანდელ შეხვედრაში თბილისელთა შემადგენლობაში. ტატანაშვილმა ძლიერი დარტყმით მეკარეს აუღებელი დაურტყა. მატჩის მიწურულს კი თავური დარტყმით ნადარაიამ შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა.

დღევანდელ მატჩში ტატანაშვილის გარდა, პირველად მოირგეს კლუბის მაისურა გიორგი სომხიშვილმა და თორნიკე გორგიაშვილმა. ასევე დებიუტი ჰქონდა პირველ გუნდში გიორგი ჯინჯოლავას, რომელიც გასულ სეზონში “საბურთალო”-2-ში ასპარეზობდა. გარკვეული პაუზის შემდეგ “საბურთალოს” შემადგენლობაში ითამაშა ბრაზილიელმა ვაგნერ გონსალვესმა. ასევე, კარგა ხნიანი პაუზის შემდეგ, მინდორს დაუბრუნდა სანდრო ალთუნაშვილიც, რომელიც მეორე ტაიმიდან ჩაერთო თამაშში.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, პირველი ნახევარი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა, მეორე ნახევარი კი მთლიანად საბურთალოელთა უპირატესობით ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისელები ორჯერად ვარჯიშებზე არიან გადასულები და დიდი დატვირთვების ფონზე ითამაშეს, პირველი საკონტროლო მატჩიდან გამომდინარე, მთლიანობაში ნორმალური შთაბეჭდილება დატოვეს.

გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები თურქეთში მორიგ შეხვედრას 25 იანვარს გამართავენ. მეტოქე, ასევე რუმინეთის უმაღლეს ლიგელი “სეპსი” იქნება.

საბურთალო (პირველი ტაიმი):
ქურდაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, ლაკვეხელიანი, მამუჩაშვილი, გორგიაშვილი, ვაგნერი, გვარაძე, ვოლკოვი, კოხრეიძე.

მეორე ტაიმი: სომხიშვილი, ჩაბრაძე, ცნობილაძე, გრიგალაშვილი (ჯინჯოლავა 60), ნადარაია, ალთუნაშვილი, თარხნიშვილი, კოხრეიძე, მალი, ტატანაშვილი, ვოლკოვი.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები რუმინეთში პლეი-ოფის პირველი მატჩისთვის ემზადება (ვიდეო)

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები დღეს საღამოს ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის პირველ მატჩს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდს რუმინეთთან პირველ შეხვედრაში მეკარე ზვიად კუპატაძე ტრავმის გამო გამოაკლდა. არჩილ სებისკვერაძე და შოთა ჭანუყვაძე კი ყვითელი ბარათების გამო გუნდს პირველ შეხვედრაში ვერ დაეხმარებიან.

საქართველოს ნაკრები მატჩის მასპინძელ ქალაქ დევაში ორი დღით ადრე ჩავიდა. გუნდის მთავარი მეკარის გარდა ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და წლის ერთერთი მთავარი შეხვედრის მოლოდინშია. რუმინეთისა და საქართველოს დაპირისპირება 12 სექტემბერს, თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. განმეორებითი მატჩი ამ გუნდების მონაწილეობით 26 სექტემბერს თბილისში შედგება.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი),თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი)

წინა ხაზი: ლევან კობაიძე (ტატიშვილი, თბილისი), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), გია ნიყვაშვილი (აგორა, თბილისი), კახა მაისაია (თელასი, თბილისი), ნიკა კურტანიძე (პსპ.თბილისი),  დავით ბობოხიძე (ტატიშვილი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში, ბელარუსი), რონინიო და სილვა (ხერსონი, უკრაინა),  შოთა ჭანუყვაძე (სვეიკი, მალტა), მურთაზ კაკაბაძე (ტატიშვილი, თბილისი), გიორგი ნიშნიანიძე (პოლიტეხი, რუსეთი), როდრიგო ანდრეი სილვა სანტოსი (სუნგუნ ვარზე, ირანი)

 

Gff.Ge

ევრო 2016-ზე პირველი გოლი ოლივიე ჟირუმ გაიტანა

ოლივიე ჟირუ ევრო 2016-ზე პირველი გოლის ავტორი გახდა, მას შემდეგ, რაც “არსენალის” ფორვარდმა რუმინეთის კარში, “სტად დე ფრენსზე” გამართულ მატჩში შეძლო გოლის გატანა.

უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ ფრანგთა შემტევმა მატჩი არც ისე კარგად დაიწყო. მან რამოდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა, რის გამოც მაყურებლებმა რამოდენიმეჯერ დაუსტვინეს კიდეც მას.

მაგრამ, საბოლოოდ მან საკუთარი კლასის ხარჯზე მაინც მოახერხა დანაშაულის გამოსყიდვა და ანხელ იორდანესკუს გუნდის კარის აღება.

იხილეთ გოლი

საფრანგეთი – რუმინეთი: სავარაუდო შემადგენლობები, ფაქტები, სტატისტიკა

საფრანგეთი – რუმინეთი
შეხვედრის ადგილი: პარიზი; “სტად დე ფრანსი”
შეხვედრის დრო: პარასკევი, 10 ივნისი; 22:45 (მატჩის რეპორტაჟს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი:  ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)


დღეს ევროპისც 2016 წლის ჩემპიონატი იწყება. მასპინძელი ქვეყნის, საფრანგეთის ნაკრები პარიზში რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. საფრანგეთმა 4 ივნისს შოტლანდიის ნაკრები გაანადგურა და ტურნისის პირველ მატჩს კარგი განწყობით ხვდება. რაც ყველაზე მნიშნველოვანია, მასპინძლის სტატუსი ძალიან მნიშნელოვანია, ამიტომ დეშამის შეგირდები თავიანთი გულშემატკივრების წინაშე მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ.

მიუხედავად იმისა, რომ რუმინეთის ნაკრები აუტსაიდერია, ეს გუნდი ხელწამოსაკრავი სულაც არაა. ერთი კვირის წინ, რუმინელებმა საქართველოს ნაკრები ანგარიშით 5:1 დაამარცხეს. ამ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ მათ სწრაფად თამაში შეუძლიათ. რუმინელები მეორე ნომრად ითამაშებენ და გოლის გატანა კონტრ-შეტევაზე თამაშით შეეცდებიან.


საფრანგეთის ბოლო 5 მატჩი:

04.06.16 ამხ. საფრანგეთი შოტლანდია 3:0
30.05.16 ამხ. საფრანგეთი კამერუნი 3:2
29.03.16 ამხ. საფრანგეთი რუსეთი 4:2
25.03.16 ამხ. ჰოლანდია საფრანგეთი 2:3
18.11.15 ამხ. ინგლისი საფრანგეთი 2:0

რუმინეთის ბოლო 5 მატჩი:

03.06.16 ამხ. რუმინეთი საქართველო 5:1
29.05.16 ამხ. რუმინეთი უკრაინა 3:4
25.05.16 ამხ. კონგო რუმინეთი 1:1
27.03.16 ამხ. რუმინეთი ესპანეთი 0:0
23.03.16 ამხ. რუმინეთი ლიტვა 1:0

ურთიერთშეხვედრები (ბოლო ორი მატჩი)

06.09.11 – ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: რუმინეთი 0:0 საფრანგეთი
09.10.10 – ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: საფრანგეთი 2:0 რუმინეთი (გოლები: რემი, გურკუფი)


დიდიე დეშამი: “ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე პირველ მატჩს ვმართავთ. ვფიქრობ, ჩვენ სრულიად მზად ვართ. რამდენიმე ამხანაგური მატჩი გავმართეთ, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის შეხვედრა ამხანაგურებისაგან ძალიან განსხვავდება. რუმინეთი კარგად შევისწავლეთ, ჩვენ კი სამი ქულის მოპოვება გვსურს.”

ანგელ იორდანესკუ: “ვიცით, რა პოტენციალი გააჩნია საფრანგეთის ნაკრებს შეტევაში. პირადად მე, ვფიქრობ, რომ ამ ტურნირზე ყველაზე მნიშვნელოვანი სწორეს ეს მატჩი იქნება. ვფიქრობ, საფრანგეთის ნაკრები თამაშს აგრესიულ სტილში დაიწყებს. ჩვენ დაცვითი ფეხბურთის თამაში არ გვსურს. ალბათ, ფრანგებს ბევრ პრობლემას შევუქმნით.”


 

საფრანგეთი

– დიდიე დეშამი ყველაზე მეტს დაცვის ხაზზე ფიქრობს. მან უნდა გადაწყვიტოს, რომელი ორი ცენტრალური მცველი უნდა დააყენოს ძირითად შემადგენლობაში.

– დიდი ალბათობით, ძირითად შემადგენლობაში იქნება ნგოლო კანტე, რომელმაც ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ლესტერის” წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

– შესაძლოა, შეტევაში დიმიტრი პაიეს ნაცვლად ანტონი მარსიალმა ითამაშოს.

რუმინეთი

– დიდი ალბათობით, მარჯვენა მცველი მცველის პოზიციაზე საპუნარუ ითამაშებს. თუმცა, რუმინულ პრესაში ხშირად ახსენებენ ალექსანდრუ მატელის გვარს.

– რუმინელთა თავკაცმა არჩევანი უნდა გააკეთოს პოპასა და ტორიეს შორის.

– ჯერ კიდევ გადასწყვეტია, ვინ იქნება რუმინელთა ცენტრალური თავდამსხმელი დღევანდელ მატჩში, თუმცა თამაშის უფრო მეტი შანსი კესერუს აქვს.


 

საფრანგეთის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:

ლორისი; სანია, რამი, კოშელნი, ევრა; პოგბა, კანტე, მატუიდი; გრიზმანი, ჟირუ, პაიე.

france sportz

რუმინეთის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:

ტატარუშანუ; საპუნარუ, კრიკესი, გრიგორი, რატი; ჰობანი, პინტილი; პოპა, სტანჩიუ, სტანკუ; კესერუ.

cats

 


 

საინტერესო ფაქტი:

საფრანგეთი და რუმინეთი ერთმანეთშ 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზეც დაუპირისპირდნენ. აღსანიშნავია, რომ მაშინ დიდიე დეშამი ფრანგთა ერთ-ერთი ფეხბურთელი იყო, ხოლო იორდანესკუ რუმინეთის ნაკრებს თავკაცობდა.


 

Fanebi.Com-ის პროგნოზი:

საფრანგეთი 2:0 რუმინეთი

ერთი ნაბიჯი ელიტრაუნდამდე: 17-წლამდელებმა რუმინელებს სძლიეს

უეფას 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩში, საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 3:0 დაამარცხა რუმინეთის ნაკრები.

პირველ მატჩში, სლოვაკეთთან განცდილი დასანანი მარცხის (3:4) შემდეგ, ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელებმა სრული კონცენტრაცია და მობილიზება შეძლეს და პირველ შეხვედრაში მასპინძელი უნგრეთის მძლეველ რუმინელებს დამაჯერებლად მოუგეს.

ანგარიში 24-ე წუთზე ნუგზარ სპანდერაშვილმა გახსნა. ტაიმის ბოლომდე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს გოლის გატანის რამდენიმე შანსი კიდევ ჰქონდათ.

მეორე ტაიმში, ანგარიში ორამდე გიორგი ჩაკვეტაძემ გაზარდა. 64-ე წუთზე კი, რუმინეთის ნაკრები მოედანზე 10 კაცით დარჩა – მცველმა დიმამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.

რუმინელი მცველის გაძევებიდან ოთხ წუთში კი, ნიკა ნინუამ ანგარიში უფრო სოლიდური გახადა – 3:0.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში, უნგრეთმა და სლოვაკეთმა ფრე – 1:1 ითამაშეს და ამჟამად, ჯგუფში ლიდერი 4 ქულით სლოვაკეთის ნაკრებია. 3-3 ქულა აქვთ საქართველოსა და რუმინეთს. თუმცა, ბურთების უკეთესი შეფარდებით მეორე ადგილზე საქართველოს ნაკრებია. მხოლოდ ერთი ქულა აქვს უნგრეთის გუნდს.
გადამწყვეტი კი, ბოლო მატჩები იქნება და გაირკვევა იმ ორი გუნდის ვინაობა, ვინც 2016 წლის გაზაფხულზე ელიტრაუნდში იასპარეზებს.

რუმინეთიU17 vs საქართველოU17 0:3 (0:1) ეჩშ

საქართველოU17: გუგეშაშვილი, ვირუბოვი, ასათიანი (კაპ), ჩაკვეტაძე (კოპლატაძე 74), ქავთარაძე (ქიმერიძე 63), ნიკოლეიშვილი, სპანდერაშვილი, ქაფიანიძე (კასრელიშვილი 71), ხარაბაძე, კუცია, ნინუა
მთ.მწვრთნელი – გოჩა ავსაჯანიშვილი
გოლები: სპანდერაშვილი (24), ჩაკვეტაძე (44), ნინუა (68)
გაფრთხილება: ქიმერიძე

ხვალ და ზეგ გუნდები დაისვენებენ. 29 ოქტომბერს კი, საქართველოს ნაკრები უნგრეთის 17-წლამდელებს დაუპირისპირდება.

სფფ-ის პრესსამსახური

რუმინელი ბავშვის შესანიშნავი გოლი (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორი გოლი გაიტანა რუმინელმა ბავშვმა.

რუმინელმა ფეხბურთელმა მეტოქეს საოცარი გოლი გაუტანა (ვიდეო)

24 მაისს, რუმინეთის ჩემპიონატში “პანდურიიმ” საკუთარ მოედანზე “იასი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 5:2 დაამარცხა.

შეხვედრის 34-ე წუთზე, მასპინძელთა ნახევარმცველმა მიჰაი პინტილიიმ შესანიშნავი გოლი გაიტანა.