ხედირა: “ბუფონს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში უნდა დავეხმაროთ”

ტურინის “იუვენტუსის” გერმანელმა ნახევარმცველმა, სამი ხედირამ იტალიის ნაკრების მიერ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსის დაკარგვაზე გააკეთა კომენტარი.

“იტალიის მარცხი? ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ გამიხარდა. ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი, როდესაც ატირებული ბუფონი ვნახე. ვწუხვარ იტალიელების გამო.

როდესაც იტალიის გამოვარდნის შესახებ გავიგე, ბუფონს წერილი გავუგზავნე. მაგრამ ამ შემთხვევაში სიტყვები უმნიშვნელოა. ბუფონს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა დარჩა მოსაგები, ჩვენ კი ამის გაკეთებაში მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ ,” – ციტირებს ხედირას სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ ამ მარცხის შემდეგ სანაკრებო კარიერა სამმა უდიდესმა იტალიელმა ფეხბურთელმა, დე როსიმ, ჯიჯი ბუფონმა და კიელინიმ დაასრულეს.

სამი ხედირამ FIFA 18 დატროლა (ფოტო)

ტურინის “იუვენტუსისა” და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა, სამი ხედირამ FIFA 18-ში დაშვებული შეცდომის გამო EA SPORT-ს დასცინა.

“სალამი, EA SPORTS FIFA. დიდად მოხარული ვარ, რომ ჩემი გრძელი თმები ასე ძალიან მოგწონთ, მაგრამ თითქმის ორი წელია, რაც თმები შევიჭერი…” – ვკითხულობთ ხედირას ოფიციალურ “ტვიტერზე”.

ხედირა: “ტრავმა? სერზიოზული არაფერია”

გასულ სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის მეორე შეხვედრაში “იუვენტუსმა” “მონაკო” ანგარიშით, 2-1 დამაარცხა და ფინალში გავიდა. ტურინელებს ნახევარმცველი, სამი ხედირა დაემტვრათ, რომელსაც მატჩის დაწყებიდან მალევე მოუწია მოედნის დატოვება.

დღეს გერმანელმა მოთამაშემ დაზიანებაზე სოციალურ ქსელში დაწერა.

“კარგი ამბავი მაქვს. სერიოზული არაფერია! რამდენიმე დღე დავისვენებ, შემდეგ კი შრომას შევუდგები. ვაპირებ, მალე დავბრუნდე და კლუბს გადამწყვეტ შეხვედრებში დავეხმარო.”

“ჩემპიონთა ლიგაზე დაწყებული საქმე უნდა დავამთავროთ. მოუთმენლად ველი ფინალს,” – განაცხადა სამიმ.

ხედირა: “ალეგრი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია”

ტურინის “იუვენტუსის” გერმანელმა ნახევარმცველმა, “მონაკოს” დამარცხების შემდეგ პრესასთან ისაუბრა და მასიმილიანო ალეგრის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელიც უწოდა.

“ჩემთვის თითოეული გამარჯვება მნიშვნელოვანია, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის გამარჯვებაა, რომელსაც შემდეგ თამაშში მოვიპოვებთ…

ჩვენ სავსებით ვიზიარებთ ჩვენი ფანების ოცნებას, მაგრამ მეოცნებეები არ ვართ. ყველა ტურნირზე წარმატების მისაღწევად ბევრი შრომაა საჭირო.

ჩვენ ალეგრისი 100 პროცენტით გვჯერა, ის ძალიან ნიჭიერი მწვრთნელია, ნამდვილი ინტელიგენტი. მისი წყალობით, ყოველთვის კონცენტრირებულები ვართ.

ალეგრი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია,” – აცხადებს “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი.

კარიკატურა: ადრიანა ლიმა და სამი ხედირა

გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ბრაზილიელი სუპერმოდელი, ადრიანა ლიმა და გერმანელი ფეხბურთელი, სამი ხედირა ერთად ისვენებენ. ამასთან დაკავშირებით ინტერნეტში ომარ მომანის ძალიან სახალისო კარიკატურა ვრცელდება…

khedira

იტალიის თასის ფინალში “იუვეს” შესაძლოა ხედირა ვერ დაეხმაროს

ტურინის “იუვენტუსის” გერმანელი ნახევარმცველის, სამი ხედირას კოპა იტალიის ფინალში თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ხედირას, რომელიც მიმდინარე სეზონში “იუვენტუსის” ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო, წვივის უკანა ნაწილი აქვს დაზიანებული. ამის გამო ის სერია ა-ს მომედვნო ორ მატჩს გამოტოვებს (“ვერონასა” და “სამპდორიას” წინააღმდეგ).

“სამი ხედირამ პარასკევს გამართული ვარჯიში გამოტოვა, მას შემდეგ რაც სამედიცინო შემოწმებამ მისი ტრავმის სერიოზულობა დაადასტურა. გერმანელი გუნდს მომდევნო ორ მატჩში ვერ დაეხმარება. საეჭვოა მისი კოპა იტალიის ფინალში თამაშიც.” – ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ალვარო მორატამ განმარტოებით ითამაშა, რაც მისი რეაბილიტაციის პროცესის შემადგენელი ნაწილი გახლავთ.

“ბებერი ქალბატონი” კოპა იტალიის ფინალში “როსონერის” დაუპირისპირდება. მატჩი 25 მაისს გაიმართება.

ხედირა: „იუვენტუსი“ – „ბაიერნს“ ფავორიტი არ ჰყავს“

„იუვენტუსის“ ნახევარმცველის სამი ხედირას აზრით, „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის წყვილს ფავორიტი არ ჰყავს.

„ბაიერნი“ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მის შემადგენლობაში ბევრი ძლიერი ფეხბურთელიოა. ვინმე იტყვის, რომ ეს გუნდის „იუვენტუსთან“ ფავორიტია, მაგრამ ჩვენი გუნდი ასეთ შეხვედრებში თავისი სიტყვის სათქმელად ყოველთვის მზადაა. ამ მატჩს ფავორიტი არ ჰყავს.

აქ ცენტრალური ხაზის გასაძლიერებლად მომიყვანეს. მიხარია, რომ ტურინელ გულშემატკივრებს მეოდანზე ჩემი როლი ესმით“, – განაცხადა ხედირამ.

ხედირა სათამაშოდ მზადაა

„იუვენტუსის“ ნახევარმცველს სამი ხედირას „ნაპოლისთან“ სერია ა-ს 25-ე ტურის მატჩში თამაში შეუძლია. როგორც ტურინელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, გერმანიის ნაკრების წევრი ნეაპოლიტანელებთან შეხვედრისთვის 22-კაციან განაცხადში მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ ხედირა „კიევოსთან“ ანგარიშით 4:0 მოგებულ მატჩში დაშავდა, რის გამო ბოლო შეხვედრები გამოტოვა.

მიმდინარე სეზონში 28 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე სერია ა-ს 12 მატჩია, რომელშიც მან 3 გოლი და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.

ხედირა: „ახლა გერმანიას ევრო 2016-ს მოგება არ შეუძლია“

გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა სამი ხედირამ აღნიშნა, რომ მის გუნდთან სათამაშოდ მეტოქეები განსაკუთრებული მოტივაციით გამოდიან.

„რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გერმანია ყველა დიდ ტურნირზე ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ ახლა ჩვენზე ზეწოლამ იმატა.

მსოფლიო ჩემპიონების დამარცხებაზე უკეთესი რა შეიძლება იყოს? ასე რომ, ახლა ნებისმიერი მეტოქე ჩვენთან სათამაშოდ განსაკუთრებული ხასიათით გამოდის.

უნდა ვათიაროთ, რომ ამჟამინდელ მდგოამრეობაში გერმანიას ევრო 2016-ს მოგება არ შეუძლია. თუმცა, ბოლო რამდენიმე თვე გუნდი კარგ თამაშს აჩვენებს“, – ციტირებს ხედირას Goal.com-ი.

ხედირა „ლაციოსთან“ მატჩს გამოტოვებს

„იუვენტუსის“ ნახევარმცველი სამი ხედირა „ლაციოსთან“ მატჩს გამოტოვებს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, გერმანელი ხსენებული შეხვედრისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებდა, თუმცა გუშინ გაირკვა, რომ ფეხბურთელი მატჩის განაცხადში არ შეიყვანეს.

ტრავმის გამო ხედირამ თავისი გუნდის ბოლო სამი შეხვედრა გამოტოვა.

ჯამში, ყველა ტურნირზე „იუვეს“ მაისურით სამის სულ შვიდი შეხვედრა დაუგროვდა.

„იუვენტუსმა“ ხედირა წარადგინა

დღეს ნახევარმცველი სამი ხედირა ტურინის „იუვენტუსის“ მოთამაშის სახით ოფიციალურად წარადგინეს.

„ბიანკონერიში“ გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი 28-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ხედირა „იუვეში“ მადრიდის „რეალიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისამდე იმოქმედებს.

განვლილ სეზონში სამიმ „რეალის“ შემადგენლობაში 17 მატჩი ჩაატარა. სეზონის დიდი ნაწილი მას ტრავმის გამო გაოუცდა.

ხედირა ბედნიერია

ტურინის „იუვენტუსის“ ახალწვეულმა სამი ხედირამ თავისი ახალი სამუშაო ადგილის შესახებ ისაუბრა.

„თავს ბედნიერად ვგრძნობ. მსურს, ჩემი ახალი თანაგუნდელები უკეთ მალე გავიცნო.

ამ კლუბში თამაში ჩემთვის დიდი პატივია. კარიერაში ეს ახალი გამოწვევაა, ვამაყობ, რომ ასეთი ისტორიულ კლუბში ვითამაშებ. აქ, ტურინში, ბევრის მიღწევა მსურს.

„იუვე“ დიდი ოჯახია. უახლოეს ოთხ წელიწადში ყველა შესაძლო ტიტულის მოგებას ვიმედოვნებ“, – განაცხადა გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა.