La Gazetta dello Sport-ის ცნობით, “სამპდორიას” შემტევი, ედერი ორი კლუბის ინტერესთა სფეროში მოხვდა. საუბარი იტალიურ “ინტერზე” და ინგლისურ “ვესტ ჰემზეა”.
იტალიის ნაკრების შემტევში გენუელებს 10 მილიონი ევროს მიღება სურთ, რაც მსურველი კლუბებისთვის პრობლემად არ უნდა იქცეს.
ფავორიტი მილანური კლუბია, რომელსაც ნატურალიზებული ბრაზილიელისთვის უკეთსი ფინანსური პირობების შეთავაზება შეუძლია.
მიმიდინარე სეზონში ედერმა 31 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა.