„საპოვნელა“ თურქეთში ჩავიდა

თორჯილის „საპოვნელა“ უმაღლესი ლიგის მეორე წრისთვის მზადებას თურქეთში აგრძელებს. როგორც კლუბის პრესსამსახური იუწყება, გუნდი ანტალიის მახლობლად, დაბა სიდეში ჩავიდა. თერჯოლელები სასტუმრო „სიდესტარში“ იცხოვრებენ. როგორც ცნობილია, „საპოვნელას“ თავკაცმა ზვიად ჯელაძემ პირველი ვარჯიში დღესვე დაგეგმა.

თურქულ შეკრებაზე „საპოვნელას“ ორი მეტოქის ვინაობა ცნობილია

თერჯოლის „საპოვნელა“ უმაღლესი ლიგის მეორე წრისთვის მზადებას თურქეთში გააგრძელებს. როგორც ცნობილია, კლუბი თურქეთში ორ თებერვალს ჩავა.

დღეს „საპოვნელას“ პრესსამსახურმა ხსენებულ შეკრებაზე ორი მეტოქის ვინაობა დაასახელა. 4 თებერვალს თერჯოლელთა მეტოქე სერბული „ნოვი პაზარი“ იქნება, 11 თებერვალს კი ზვიად ჯელაძის გუნდი ბულგარულ „ბეროეს“ შეხვდება.

„გაგრამ“ „საპოვნელა“ დაამარცხა

შაბათს 35-ე სკოლის სტადიონზე მოსამზადებელი მატჩი შედგა. ერთმანეთს პირველი ლიგის მონაწილე „გაგრა“ და უმაღლესი ლიგის ამჟამინდელი ერთ-ერთი აუტსაიდერი თერჯოლის „საპოვნელა“ შეხვდნენ.

ახალგაზრდა „გაგრელებმა“ წინა მოსამზადებელი მატჩები თბილისის „დინამოსთან“ და „ცხინვალთან“ ჩაატარეს და ორივე ამ შეხვედრაში იბრძოლეს – „დინამოსთან“ 0:2 დამარცხდნენ, თუმცა „ცხინვალს“ უხვგოლიან თამაშში 4:3 მოუგეს. წარმატებული მათთვის გუშინდელი მატჩიც გამოდგა, რომელიც თორნიკე კიკნაძის თავური დარტყმით გატანილი გოლით, ანგარიშით 1:0 მოიგეს.

„გაგრასთან“ შედარებით, „საპოვნელას“ გოლის გატანის რეალური შესაძლებლობები მხოლოდ ტაიმების ბოლოს ჰქონდა, თუმცა მათი გამოყენება თერჯოლელებმა ვერ შეძლეს. ერთ შემთხვევაში ბურთი „გაგრას“ მეკარე ტყეშელაშვილმა მოიგერია, მეორე შემთხვევაში კი გაგრელები გაშვებულ გოლს ძელმა გადაარჩინა.

შემდეგ მოსამზადებელ მატჩს „გაგრა“ ლანჩხუთის „გურიასთან“ გამარტავს, „საპოვნელა“ კი მომზადებას თურქეთში გააგრძელებს.

ჯაბა დვალი „საპოვნელაში“ გადადის

გამოცდილი ქართველი თავდამსხმელი ჯაბა დვალი კარიერიას უმაღლესი ლიგის ბოლოსწინა ადგილზე მყოფ თერჯოლის „საპოვნელაში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა „ფეისბუქის“ გვერდმაც დაადასტურა.

სათქმელია, რომ მიმდინარე სეზონის დაწყების წინ 30 წლის ფორვარდი „საბურთალოს“ შეუერთდა. უმაღლესი ლიგის დებიუტანტის მაისურით 8 ჩატარებულ მატჩში მან 2 გოლის გატანა მოასწრო.

„საბურთალოს“ გარდა, სხვადასხვა პერიოდში დვალი თბილისის „დინამოს“, ბოლნისის „სიონის“, საჩხერის „ჩიხურას“, რუსთავის „მეტალურგის“, „ზესტაფონის“, რუმინული „დაჩიას“ და აზერბაიჯანული „ყარაბახის“ შემადგენლობაში გამოდიოდა.

სკანდალი – „საპოვნელას“ არარსებული მატჩი დაანონსდა

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს უმაღლესი ლიგის მონაწილე თერჯოლის „საპოვნელა“ ბულბარულ „მონტანასთან“ ამხანაგურ მატჩს ატარებს. აღნიშნული ინფორმაცია, თურმე, მცდარი აღმოჩნდა, რასთან დაკავშირებითაც კლუბმა თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გვინდა დღეს გავრცელებულ ინფორმაციას გამოვეხმაუროთ თითქოს საფეხბურთო კლუბი „საპოვნელა“ ამხანაგურ მატჩს ეთამაშება ბულგარულ „მონტანას“, რომელსაც ბულგარული კლუბის ოფიციალური საიტიც აანონსებს.

ინფორმაცია არაზუსტია და ზამთრის პაუზის შემდეგ „საპოვნელა“ პირველად ხვალ შეიკრიბება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ვარჯიშებს განაახლებს“.

„საპოვნელამ“ ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა

დღეს, თერჯოლის ცენტრალურ სტადიონზე, „საპოვნელას“ ხელმძღვანელებმა გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ზვიად ჯელაძე წარადგინეს, რის შესახებაც „საპოვნელას“ ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდი იუწყება.

წარდგენას გულშემატკივრებიც დაესწრნენ და ახალ თავკაცს კითხვები დაუსვეს, თანაც ჯელაძეს სრულ თანადგომას დაპირდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს უმაღლესი ლიგის პირველი წრის შემდეგ თერჯოლელები რვა ქულით სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებიან.

უმაღლესი ლიგა „მესხზე“ დაძაბული მატჩით განახლდა

სანაკრებო პაუზის შემდეგს აქართველოს უმაღლესი ლიგა განახლდა. მერვე ტური დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყო, სადაც „საბურთალო“ თერჯოლის „საპოვნელას“ შეხვდა. მოგეხსენებათ, „საბურთალო“ საშინაო მატჩებს ბენდელაზე მართავს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ 21 ოქტომბერს იუნიორთა ახალგაზრდულ ლიგაზე დედაქალაქური კლუბი დანიურ მიდტიულანდს მიხეილ მესხზე უმასპინძლებს, გადაწყდა, რომ საპოვნელასთან მატჩიც ვაკეში ჩატარებულიყო.

აქამდე „საბურთალო“ 10 ქულით მე-8 ადგილს იკავებდა, თერჯოლელები კი 5 ქულით მე მე-12 საფეხურზე იმყოფებოდნენ.

პირველი ნახევარი განსაკუთრებულად სახიფათო მომენტებით არ გამორჩეულა.

მე-16 წუთზე ამბროლაძე ცენტრიდან დაიძრა და მარცხნივ ბუხაიძეს პასი გაუკეთა, თუმცა ამ უკანასკვნელმა ბურთის მიღება ვერ მოახერხა. ორ წუთში იაშვილი თერჯოლელთა საჯარიმოში შევიდა, თუმცა ამ გარღვევას შედეგი არ მოჰყოლია. 33-ე წუთზე ისევ მარჯვნიდან ამჯერად ხორხელმა ჩააწოდა, რასაც გოშთელიანის თავური დარტყმა მოჰყვა, მეკარე გიორგაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია, რომელსაც კვლავ გოშთელიანის ამჯერად მახვილი კუთხიდან არაზუსტი დარტყმა მოჰყვა. ცოტახანში მამუჩაშვილმა ბურთს ფეხი ააცილა, ბუხაიძემ ბურთი იქვე მიიღო, შეტევის ბოლო მომენტში კი „საბურთალოს“ შვიდმა ნომერმა თავისი შეცდომა გამოასწორა და „საპოვნელას“ მოთამაშის დარტყმულს გადაეღობა. ერთ წუთში თავის ფლანგზე აქტიურმა იაშვილმა დარტყმა სცადა, ამჯერად სტუმართა მცველებმა ივარგეს – კუთხური. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ტყეშელაშვილის კარგი პასის მიუხედავად, ბუხაიძემ დარტყმა ვერ მოახერხა.

საბურთალო-საპოვნელა_750
საბურთალო-საპოვნელა_7504

მეორე ტაიმი გაცილებით საინტერესო გამოდგა, რაც ანგარიშზეც აიოსახა. პირველივე წუთზე მარჯვნიდან „საპოვნელას“ საჯარიმოში სოფრომაძე შევიდა, მეკარეს თავზე ბურთი ვერ გადაუდგო, თანაც მცირედით დაშავდა კიდეც, მაგრამ თამაშის გაგრძელება შეძლო. 53-ე წუთზე გოშთელიანის პასით ხორხელმა გოლი გაიტანა, მაგრამ გვერდითა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. 57-ე წუთზე ირაკლი ბიძინაშვილმა „საპოვნელას“ კარს შორიდან დაუმიზნა, ბურთი ძელს მოხვდა, ერთ წუთში, დაახლოებით მსგავსი პოზიციიდან, იაშვილმა დაარტყა – ამჯერად ანაგრიში გაიხსნა. ორ წუთში იაშვილი მეტოქის საჯარიმოში კვლავ შევიდა, თუმცა ამჯერად დიდი მანძილით ააცილა.

საბურთალო-საპოვნელა_74

სათქმელია, რომ 66-ე წუთისთვის „საპოვნელას“ მთავარმა მწვრთნელმა მამუკა ხუნდაძემ სამივე ცვლილება გამოიტენა. გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და მეტოქეს არაერთი პრობლემა შეუქმნეს. მანამდე, 70-ე წუთზე ბიძინაშვილმა შორიდან დარტყმა კვლავ სცადა, ამჯერად ვერ გაიტანა. ერთ წუთში ბანძელაძის თავურის შემდეგ ბუხაიძეს „საბურთალოს“ კარში თავით გატანა არ გასჭირვებია. სტუმართათვის სამწუხაროდ, მსაჯმა ალამი აწია და თამაშგარე დაფიქსირდა – ანგარიში უცვლელი დარჩა. 75-ე წუთზე ამბროლაძის შორეული ქურდაძემ მოიგერია, დამატებაზე ვერც ბუხაიძემ გაიტანა, იქვე მყოფმა ტყეშელაშვილმა კი მახვილი კუთხიდან კარს გადააცილა – „საბურთალო“ გაშვებულ გოლს ისევ გადაურჩა. 79-ე წუთზე თბილისური კლუბის მეკარეს ამჯერად მარჯვენა ფლანგიდან შეცვლაძე შესული აბესაძის ჯარიმის მოგერიება მოუწია. 82-ე წუთზე ჯარიმა ბუხაიძემაც შეასრულა – „საპოვნელამ“ ანგარიში ვერც ამჯერად გაათანაბრა. სამაგიეროდ, ორ წუთში სტუმრებმა თავისი გაიტანეს, როდესაც ქურდაძე აბესაძის დარტყმულს გაუმკლავდა, მაგრამ მოგერიების შემდეგ ბურთი ძელსაც მოხვდა, იქვე მყოფ ბუხაიძეს თავით ბურთს კარში შეტანა ვერც ახლა გაუჭირდა. თითქოს, დარჩენილ დროში ანგარიში აღარ უდნა შეცვლილიყო, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში „საპოვნელას“ საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რითიც გურამ გოშთელიანმა ისარგებლა და მატჩის ბოლოს თავის გუნდს მაინც მოაგებინა.

საბოლოოდ, 2:1 და „საბურთალო“ 13 ქულით, მინიმუმ ხვალამდე, მე-7 პოზიციაზე რჩება.

„საბურთალო“ – „საპოვნელა“ 2:1
გოლები: იაშვილი 58′, გოშთელიანი 90+’ – ბუხაიძე 84′

„საბურთალო“: ქურდაძე, თოთაძე, ჩაბრაძე, იაშვილი (ვაჭარაძე 80′), სოფრომაძე (ფანცულაია 77′), ხორხელი, მამუკაშვილი, ბიძინაშვილი, გვარაძე (რუხაძე 76′), ალთუნაშვილი, გოშთელიანი


„საპოვნელა“:
გიორგაძე, ენდელაძე, რობაქიძე, შალამბერიძე, ბანძელაძე, შუღლაძე (მურადაშვილი 53′), ამბროლაძე, ჯიმშელიშვილი (აბესაძე 66′), მაკარიძე (ზეინპლიშვილი 64′), ტყეშელაშვილი, ბუხაიძე

გაფრთხილებები: ბიძინაშვილი 300′, თთაძე 87′ – ბანძელაძე 27′

თბილისის “დინამომ” “საპოვნელა” არ დაინდო

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უმაღლესი ლიგის პირველი ტურის ბოლო მატჩიც “დინამო არენაზე”, სადაც თბილისის “დინამომ” თერჯოლის “საპოვნელა” დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა.

მატჩის პირველი დარტყმა პირველ წუთზე განხორციელდა. თორნიკე ჯიმშელაშვილის შორიდან დარტყმულს ლიბორ ჰრდლიჩკა ადვილად გამუკლავდა.

მეშვიდე წუთზე, ოთარ კიტეიშვილმა საჯარიმოს გარედან დაარტყა, თუმცა ბურთი ალექსანდრე გიორგაძის კარს დიდი მანძილით აცდა.

მატჩის მე-13 წუთზე, სანდრო შუღაძის სახიფათო დარტყმული ლიბორ ჰრდლიჩკამ მოიგერია.

მატჩის მე-20 წუთზე, თორნიკე ჯიმშელაშვილმა საჯარიმოს გარედან საჯარიმო დარტყმა „დინამოს“ კარში გაგზავნა, თუმცა სლოვაკი მეკარე ბურთს ადვილად დაეუფლა.

მატჩის 26-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან ჯაბა ჯიღაური საჯარიმოში შევიდა და მეკარისგან მარჯვენა კუთხეში დარტყმით ანგარიში გახსნა.

გოლიდან ზუსტად ერთ წუთში, საჯარიმოს გარედან გიორგი ქვილითაიამ კარის შუაში ბურთი გაგზავნა, თუმცა გიორგაძე ქართველის დარტყმულს გაუმკლავდა.

31-ე წუთზე, გიორგი ბუხაიძე მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შევიდა და ბურთი კარშიც გაგზავნა, თუმცა „დინამოელები“ გოლის გაშვებისგან ძელმა იხსნა.

36-ე წუთზე, ოთარ კაკაბაძემ მარჯვენა ფლანგიდან სახიფათო ჩაწოდება განახორციელა, ბურთზე პირველი გიორგი ქვილითაია აღმოჩნდა, რომელსაც გატანამდე ცოტა დააკლდა.

39-ე წუთზე, ოთარ კაკაბაძემ გენიალური პასით ალექსანდრე იაშვილი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, უკანასკნელმა კი შეტევა გატანილი ბურთით დააგვირგვინა.

41-ე წუთზე, საჯარიმო დარტყმა ოთარ კიტეიშვილმა და „დინამოელთა“ კაპიტანმა გაითამაშეს. იაშვილს დუბლამდე მცირედი დააკლდა.

მატჩის 50-ე წუთზე, კურიოზული ფაქტი მოხდა. მარცხენა ფლანგიდან ოთარ კიტეიშვილმა ბურთი ალექსანდრე იაშვილს გადააწოდა, ვეტერანმა ფეხბურთელმა ბურთი გიორგი ქვილითაიას დაუგორა როდესაც თორნიკე ჯიმშელაშვილმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

57-ე წუთზე,  ოთარ კაკაბაძემ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში მყოფ გიორგი ქვილითაიას ბურთი თავზე დაასვა, თუმცა დედაქალაქელთა 11-იანმა მომენტის გოლად გადაქცევა ვერ შეძლო.

მატჩის 64-ე წუთზე, ალექსანდრე იაშვილის პასით ვახტანგ ჭანტურიშვილი ერთი-ერთზე გავიდა, თუმცა ალექსანდრე გიორგაძემ „დინამოელთა“ შემტევს გოლი არ გაატანინა.

67-ე წუთზე, ვახტან ჭანტურიშვილმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჯაბა ჯიღაურს ბურთი ფეხზე დაასვა, ამ უკანასკნელმაც დუბლი გაიფორმა.

71-ე წუთზე, საჯარიმოს გარედან ბურთი კარში ლაშა პარუნაშვილმა გაგზავნა, თუმცა მეკარემ დარტყმული მოიგერია, ამის შემდეგ ცინცაძემ ორჯერ დაამატა, თუმცა ერთხელ გიორგაძემ, ხოლო მეორეჯერ ჯიმშელაშვილმა განმუხტა სიტუაცია.

73-ე წუთზე, საბა თავაძის საჯარიმო დარტყმა გიორგი ბეგაშვილმა ხელებში დააფიქსირა.

76-ე წუთზე, მასპინძლებმა კუთხური გაითამაშეს, გამოვარდნილი ბურთი ვახტანგ ჭანტურიშვილს მიუვიდა, რომლის გასროლაც გიორგაძემ ხელებში „გააქვავა“.

87-ე წუთზე, უშანგ ბანძელაძემ გიორგი ბუხაიძე დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა. იმერელთა 9-იანის გასროლა ბეგაშვილმა ადვილად მოიგერია.

მსაჯის მიერ მეორე დამატებულ წუთზე, გიორგი ქვილითაიას დარტყმა ალექსანდრე გიორგაძემ ნახტომში მოიგერია.

“დინამო”(თბილისი) 4-0 “საპოვნელა”(თერჯოლა)

გოლი: ჯიღაური ’26, იაშვილი ’39, ჯიმშელაშვილი ’51(ს.კ), ჯიღაური ’67

“დინამო თბ“: ჰრდლიჩკა(ბეგაშვილი), კაკაბაძე, ჭელიძე, ფერეირა, თევზაძე, ცინცაძე, ჯიღაური, პარუნაშვილი, კიტეიშვილი(ჭანტურიშვილი), იაშვილი(კაპ)(გველესიანი), ქვილითაია.

მთ.მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

„საპოვნელა“: გიორგაძე, ჯიმშელაშვილი, რობაქიძე, ამბროლაძე(თავაძე), ბანძელაძე, ბუხაიძე, ტყეშელაშვილი, ბერუაშვილი(კაპ), შუღაძე(ცქიფურიშვილი), ენდელაძე, მაკარიძე(შალამბერიძე).

მთ.მწვრთნელი: მირიან გეწაძე

გაფრთხილება: ფერეირა(2) – ამბროლაძე

გაძევება: ფერეირა ’64

დებიუტანტების მატჩები და განახლებული „დინამო არენა“ – უმაღლესი ლიგის პირველი ტურის პრევიუ

დღეს საქართველოს 2015/16 წლების სეზონის უმაღლესი ლიგის გათამაშება იწყება. წლევანდელი ჩემპიონატი, მისი წინამორბედის მსგავსად, ასევე 16-გუნდიანი იქნება.

„ცხინვალი“ – „საბურთალო“

პირველი დღე ორი მატჩით გამოირჩევა, რომელშიც მონაწილეობას ელიტარულ ლიგაში ასული ორი გუნდი მიიღებს. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე „ცხინვალი“ დებიუტანთ „საბურთალოს“ მიიღებს, რომლისთვისაც ეს შეხვედრა, შეგვიძლია, ისტორიულად ჩავთვალოთ.

ცხინვალელთათვის გასული სეზონი წარმატებული გამოდგა. კახა კაჭარავას გუნდმა ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა და პირველად თავისი არსებობის ისტორიაში ევროტურნირებზე თამაშის უფლება მოიპოვა – ევოპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მისი მეტოქე რუმინული „ბოტოშანი“ იყო, რომელთანაც ორი მატჩის ჯამში, ანგარიშთ 2:4 დამარცხდა.

რაც შეეხება „საბურთალოს“, პირველ ლიგაში გუნდმა ქულათა რეკორდული რაოდენობა (87) დააგროვა და უახლოეს მდევარ „ლოკომოტივს“ 19 ქულით გაუსწრო. ზაფხულში საბურთალოელებს არაერთი მოსამზადებელი მატჩი ჩაუტარებიათ. 30 ივლისს, „ბენდელაზე“, მათ სწორედ „ცხინვალი“ მიიღეს, რომელსაც, სხვათა შნორის, ანაგრიშით 2:1 სძლიეს. ბოლო ადროს ახალი სეზონისთვის „საბურთალო“ დუშეთში ემზადებოდა.

ერთი თვის წინ „საბურთალო“ ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ, 19-წლამდელთა ნაკრების მცველმა გიორგი თევზაძემ დატოვა, რომელიც თბილისის „დინამოში“ გადაბარგდა. სამაგიეროდ, იმავე „დინამოდან“ „საბურთალომ“ ნახევარწლიანი იჯარით ლაშა თოთაძე გადაიბირა. ასევე გუნდს გამოცდილი თავდამსხმელი ჯაბა დვალი შეუერთდა.

საინტერესოა, როგორი იქნება გასული სეზონის უმაღლესი ლიგის გამორჩეული გუნდის შეხვედრა ახალგაზრდულ დებიუტანტთან…

„ჩიხურა“ – „ლოკომოტივი“

ინვანწმინდაში „ჩიხურა“ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ თბილისის „ლოკომოტივს“ მიიღებს.

„ლოკომოტივს“ ნაყოფიერი ზაფხული ჰქონდა. ქართულ კლუბებთან სპარინგმატჩების გარდა, „რკინიგზელებმა“ ავსტრიაში შეკრება გაიარეს, სადაც ისრაელის „მაკაბი ფეტაჰ-ტიკვას“ ანგaრიშთ 2:1 მოუგეს და ზაგრების „დინამოს“ მეორე გუნდს დაუზავდნენ. ასევე „რკინიგზელები“ „ალ-აჰლის“ შეხვდნენ, რომლის შემადგენლობაში გამოცდილი თავდამსხმელი მირკო ვუჩiნიჩი და ნახევარმცველი ჯეფერსონ ფარფანი გამოდიან. იმ შეხვედრაში „ლოკომ“ ანგარიშით 1:3 წააგო – დუბლი ვუჩნიჩმა შეასრულა. შეკრების ბოლო ამხანაგურ მატჩში კი „ლოკომოტივმა“ თურქულ „ესკისეისპორთან“ გამანადგურებელი ანაგრიშით, 0:7 წააგო.

„დილა“ – „კოლხეთი“

ხვალინდელი სათამაშო დღე 17:00 საათზე ერთდროულად სამი მატჩით დაიწყება. მათ შორის ყველაზე დიდ ინტერესს გორში ჩასატარებელი შეხვედრა იწვევს, რომელშიც ადგილობრივი „დილა“ ფოთის „კოლხეთს“ მიიღებს.

გორელებს მძიმე ზაფხული ჰქონდათ. თუ წინა სეზონებში ამ დროისთვის ისინი ევროტურნირებზე გამოდიოდნენ, წელს განსხვავებული მდგომარეობაა. უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გორელები, ორი მატჩის ჯამში, ბელგრადის „პარტიზანთან“ ანგარიშით 0:3 დამარცხდნენ.

„კოლხეთმა“ შეკრება თურქეთში გაიარა, სადაც რამდენიმე სპარინგშეხვედრა ჩაატარა. პირველ მატჩში ფოთელებმა აზერბაიჯანული „ზირე“ 1:0 დაამარცხეს.

ზაფხულში „კოლხეთს“ რამდენიმე ახალწვეული დაემატა, რომელთა შორის ამბერკ ინჯიბაშვილიც არის, რომელიც მშობლიურ კლუბში დაბრუნდა. ასევე ფოთელებმა უკრაინელი ნახევარმცველი ნიკიტა პოლულიახი გაიფორმეს. ფოთელების ღირსებას ახალ სეზონში გამოცდილი, ერთ დროს თბილისის „დინამოს“ კაპიტანი, ალექსანდრე კოშკაძეც დაიცავს.

„დინამო ბათუმი“ – „ზუგდიდი“

ევროტურნირებზე საქართველოს სახელით გამოსული კიდევ ერთი კლუბი ბათუმის „დინამო“ ჩემპიონატის პირველ ტურში „ზუგდიდს“ მიიღებს. ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო“, ორი მატჩის ჯამში, კვიპროსის „ომონიასთან“ ანგარიშით 1:2 დამარცხდა. არადა, ზესტაფონში პირველი შეხვედრა აჭარელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

გასულ სეზონში დებიუტანტი ბათუმური კლუბის არა თუ მეორე ადგილზე, არამედ სამეულში შესვლაც მოულოდნელი იყო.

რაც შეეხება „ზუგდიდს“, მეგრულმა კლუბმა ზაფხულში „ბაიას“ ბაზაზე არაერთი მოსამზადებელი თამაში ჩაატარა. გასულ სეზონში გუნდმა უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა და მე-13 ადგილზე გავიდა.

საინტერესოა, მოახერხებს თუ არა „დინამო“ კვლავ საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას და იფიქრებს თუ არა ისევ უმაღლესში ადგილის შენარჩუნებაზე მეგრული კლუბი.

„სამტრედია“ – „შუქურა“

გასული სეზონის მე-6 და მე-7 ადგილოსნები „სამტრედია“ და ქობულეთის „შუქურა“ ერთმანეთს უკვე პირველივე ტურში შეხვდებიან. გასული სეზონის პირველ წრეში „სამტრედიას“ სამეულში შესვლის პრეტენზია ჰქონდა, თუმცა მეორე ნახევარში მოვლენები ისე განვითარდა, რომ საბოლოოდ, სამტრედიელები სამეულს მთელი 13 ქულით ჩამორჩნენ. სამაგიეროდ, გუნდი საქართველოს თასის ფინალში გავიდა, სადაც, მართალია, „დინამო თბილისთან“ ანგარიშით 0:5 განადგურდა. ზაფხულის დასაწყისში გუნდი გამოცდილმა ალექსანდრე იაშვილმა და დავით კვირკველიამ დატოვეს. პირველი თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა, ხოლო მეორემ კვლავ გორის „დილას“ მაისური მოირგო.

თავის მხვრივ, „შუქურამ“გამორჩეული მცველები არჩილ ტვილდიანი და დავით ხოჭოლავა გაუშვა. პირველი თბილისის „დინამოს“ დაუბრუნდა, მეორე კი, უკრაინაში, ოდესის „ჩერნომორეცის“ ძირითად შემადგენლობაში გამოდის.

„გურია“ – „სიონი“

ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურისთვის მზადება სრული დატვირთვით მიმდინარეობს. ლანჩხუთელები პირველ ტურში ბოლნისის „სიონს“ მიიღებენ.

ზაფხულში „გურიაში“ ბევრი ცვლილება განხორციელდა. გუნდს კახი გოგიჩაიშვილის სახით ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. გარდა ამისა, კლუბმა არაერთი მოთამაშე გაუშვა, რომელთა ადგილი ახალწვეულებმა დაიკავეს. ახალწვეულთა შორის მცველი ლევან ქურდაძეცაა, რომელიც ლანჩხუთელებს ერთწლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა.

„სიონი“ გასულ სეზონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა და უმაღლეს ლიგაში დარჩენის გარანტია მხოლოდ რამდენიმე ტურით ადრე მიიღო. ცოტა ხნის წინ ბოლნისელებმა პორტუგალიელი ლეგიონერი, 23 წლის თავდამსხმელი ლუის ალბერტო ბათუმის „დინამოში“ გაუშვეს.

გასულ კვირას „სიონმა“ ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის პირველ ორ თვეში საშინაო მატჩების მშობლიურ ქალაქში ჩატარების უფლება მოიპოვა. პირველი საშინაო თამაში გუნდს თასზე 18 აგვისტოს „რუსთავთან“ უწევს, მანამდე კი ბოლნელებს რთული გასვლა ელით.

„ტორპედო“ – „მერანი“

სეზონის წინ „ტორპედოში“ მორიგი ცვლილებებია. ახალწვეულთა შორის აღსანიშნავია გამოცდილი ნახევარმცველი გიორგი ნერგაძის დაბრუნდება.

სათქმელია, რომ ქუთაისელებმა კვლავ ლოგო შეცვალეს. ასევე ახალ სეზონში ისინი სხვა ფერებით ითამაშებენ – ამჯერად იმერლები შავ-მწვანე ფერით გამოვლენ.

შეხვედრა ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება

„დინამო თბილისი“ – „საპოვნელა“

უეფას სუპერთასის მასპინძლობის შემდეგ სამ დღეში ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“  პირველი ტურის ბოლო მატჩს უმასპინძლებს, რომელშიც თბილისის „დინამო“ უმაღლესი ლიგის კიდევ ერთ დებიუტანტს თერჯოლის „საპოვნელას“ მიიღებს.

რთული ზაფხული საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბსაც ჰქონდა. წინა სეზონის ბოლოს კახი გოგიჩაიშვილის ნაცვლად მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია გეგუჩაზე დაინიშნა. ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო“ აზერბაიჯანულ „გაბალასთან“, ორი შეხვედრის ჯამში, ანაგრიშთ 2:3 დამარცხდა, რის შემდეგაც სეზონსითვის მომზადება თბილისში გააგრძელა. ამ პერიოდში კლუბმა რამდენიმე ახალწვეული დაიმატა. როგორც აღვნიშნეთ, ერთ-ერთ მათგანი საქართველოს 19-წლამლდეთა ნაკრების მცველი გიორგი თევზაძეა, რომელიც დინამოელებს „საბურთალოდან“ შეუერთდა. ასევე „დინამომ“ ალექსანდრე იაშვილი, ბაჩანა არაბული, გიორგი გურული, ზაზა ჭელიძე და გიორგი ქვილითაია დაიმატა. „შავ-თეთრებმა“ ასევე თურქეთიდან მცველი გიორგი რეხვიაშვილი დაიბრუნეს.

„დინამოს“ ტრანსფერებს შორის, რასაკვირველია, აღსანიშნავია გიორგი პაპუნაშვილი ბრემენის „ვერდერში“ გადასვლა. ქართველი ნახევარმცველი გერმანიაში სადებიუტო სეზონს მესამე ბუნდესლიგაში ატარებს, სადაც „ბრემენელი მუსიკოსელის“ მეორე გუნდში ირიცხება. 2015/16 წლების სეზონში პაპუნაშვილი „ვერდერში“ იჯარის წესით ითამაშებს.

საინტერესოა, რა მიზნები ექნება ახალ სეზონში „საპოვნელას“. პირველივე ტურში თერჯოლელებს ჩემპიონატის გამორჩეული გუნდი ერგოთ, შესაბამისად, გუნდის პოტენციალის შეფასება, სავარაუდოდ, მინიმუმ პირველი ხუთი ტურის შემდეგ შეგვეძლება.

„საპოვნელას“ ახალი ლოგო აქვს

უმაღლეს ლიგაში ასულ თერჯოლის „საპოვნელას“ ახალი ლოგო აქვს. კლუბის ახალი სიმბოლიკის ამსახველი სურათი „საპოვნელას“ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ „საპოვნელამ“ 2014/15 წლების სეზონში საქართველოს პირველი ლიგის „ბ“ ლიგაში პირველი ადგილი დაიკავა.

უმაღლესი ლიგის სასტარტო ტურში თერჯოლელები თბილისის „დინამოს“ ეწვევიან.

Sapovnela2

„საბურთალომ“ ამხანაგურ მატჩში „საპოვნელა“ დიდი ანგარიშით დაამარცხა

დღეს, „ბენდელას“ სტადიონზე, ერთმანეთს პირველი ლიგის განვლილის სეზონის „ა“ და „ბ“ ლიგის გამარჯვებულები, შესაბამისად, „საბურთალო“ და თერჯოლის „საპოვნელა“ შეხვდნენ.

მატჩი საბურთალოელთა გამარჯვებით, 5:1 დასრულდა.

პირველი ტაიმი „საბურთალომ“ მინიმალური სხვაობით, 1:0 მოიგო – ერთადერთი გოლი ჯაბა დვალმა გაიტანა. 56-ე წუთზე თავისი გუნდის სხვაობა ხარაიშვილმა გაზარდა. 67-ე წუთზე გოლი გოშთელიანმა გაიტანა. ცოტა ხანში მასპინძლებმა მეტოქის კარი მეოთხედ აიღეს, თავი სოფრომაძემ გამოიჩინა. 85-ე წუთზე სტუმრებმა სხვაობა შეამცირეს, თუმცა რამდენიმე წუთში გაგი მარგველაშვილმა პენალტი ზუსტად შეასრულა – 5:1.

შემდეგ მატჩს „საბურთალო“ 24 ივლისს, დიღმის სამწვრთნელ ბაზაზე, თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

“საპოვენლა” ქუთაისში ითამაშებს

გავრცელებული ინფორმაციით მომავალ სეზონში უმაღლესი ლიგის დებიუტანტი, თერჯოლის “საპოვენლა” საშინაო მატჩებს ზესტაფონში ჩაატარებდა.

თითქოს შეთანხმებას მიღწეული იყო, თუმცა თერჯოლელეთა ცნობით ბოლო მომენტში ილია კოკაიამ “საპოვენლას” უარი განუცხადა, რის შემდეგაც უმაღლესის დებიუტანტებმა ალტერნატიულ ვარიანტზე დაიწყეს მუშაობა.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ საკუთარი სტადიონის მოწესრიგებამდე თერჯოლელები მეტოქეებს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩაატარებენ.