სტადიონი რუმინეთის სამოყვარულო ლიგიდან

ინტერნეტ-სივრცეში საკმაოდ სახალისო ფოტოები გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ გამოიყურება რუმინეთში, ერთ-ერთი სამოყვარულო გუნდის სტადიონი.

პელეგრინიმ საკუთარ თავს „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცი უწოდა

ინგლისის ლიგის თასის ფინალური მატჩის შემდეგ, გამარჯვებული „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი სატელევიზიო ინტერვიუში საკუთარი ემოციების შესახებ საუბრობდა, თუმცა შეცდომით თავი „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცად მოიხსენია.

„მიყვარს ის ზეწოლა, რასაც განვიცდი ისეთი დიდი გუნდის ხელმძღვანელობისას, როგორიც „მანჩესტერ იუნაიტედია“. ძალიან კარგია, რომ ყველა ტურნირზე ვინარჩუნებთ შანსს“, – განაცხადა პელეგრინიმ.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

 

კურიოზი, რომელიც უნდა ნახოთ: სხეულის უხერხული ნაწილით გატანილი გოლი

აფრიკაში, ერთ-ერთი ქვეყნის ჩემპიონატში ძალიან სასაცილო რამ მოხდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ერთ-ერთი გუნდის მეკარემ ბურთი მეტოქე გუნდის თავდამსხმელს უხერხულ ადგილას მოარტყა, რის შედეგადაც გოლი გავიდა.