ვან დეიკი იურგენ კლოპის შეთავაზებას დათანხმდა

ინგლისური “საუთჰემპტონის” ნახევარმცველი, ვირჯილ ვან დეიკი მზადაა, კარიერა მერსესაიდულ “ლივერპულში” განაგრძოს.

როგორც იცით, “წმინდანების” ხელმძღვანელები საკმაოდ აქტიურად ცდილობენ 25 წლის ფეხბურთელის შენარჩუნებას, თუმცა “ლივერპულის” მიერ შეთავაზებულმა 60-მა მილიონმა შესაძლოა, ყველაფერი შეცვალოს.

The Times-ის ცნობით, “ლივერპულმა” უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტი ვან დეიკთან – “წითლები” მას 200 000 ფუნტს სთავაზობენ კვირაში ხელფასის სახით.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ვან დეიკის ტრანსფერით “ჩელსისა” და “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელებიც არიან დაინტერესებულები.

ჯეიმს მილნერი: “პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ”

“ლივერპულსა” და “საუთჰემპტონს” შორის ფრედ დასრულებულ (0:0) მატჩში გაფუჭებული პენალტის ავტორმა, ჯეიმს მილნერმა პრესასთან ისაუბრა.

“ძალიან საწყენია. რა თქმა უნდა, ჩემი ბრალია პენალტის გატანა რომ ვერ შევძელი და შესაბამისად ისიც, რომ გუნდმა სამი ქულა ვერ მოიპოვა. ამას უნდა შევეგუო. ფრეიზერი უმაღლესი დონის მეკარეა, მაგრამ ასეთი შანსები უნდა გამოიყენ.

თერთმეტმეტრიანი უდიდესი შანსი იყო ჩვენთვის, თუმცა ის ვერ გამოვიყენეთ. პასუხისმგებლობას სრულიად საკუთარ თავზე ვიღებ.

ისღა დაგვრჩენია, დარჩენილი ორი მატჩი მოვიგოთ და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას,” – აცხადებს ჯეიმს მილნერი.

35-მილიონიანი სიგურდსონის გადასაბირებლად ოთხი ინგლისური კლუბი იბრძვის

“საუთჰემპტონის” ხელმძღვანელები “ევერტონს”, “ვესტ ჰემსა” და “ნიუკასლს” შეუერთდნენ გილფი სიგურდსონისთვის გამართულ ბრძოლაში.

როგორც ცნობილი ხდება, “სუონსის” 27 წლის ნახევარმცველი კლუბის მიერ 35 მილიონ ფუნტად არის შეფასებული და საკმაოდ დიდია შანსი, რომ მან კლუბი ზაფხულში დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ისლანდიელი ფეხბურთელი “ლიბერთი სტედიუმის” მთავარ იმედად იქცა, თუმცა ფინანსურმა მხარემ შესაძლოა, ხელმძღვანელებს მასზე უარის თქმა აიძულოს.

მიმდინარე სეზონის 33 მატჩში სიგურდსონმა 8 გოლი გაიტანა და აქტივში 11 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.

ტადიჩი: “არ მიკვირს ვან დეიკით ასეთი კლუბები რომ ინტერესდებიან”

სერბეთის ნაკრებისა და “საუთჰემპტონის” ფეხბურთელმა, დუშან ტადიჩმა თავისი თანაგუნდელი, ვირჯილ ვან დეიკი შეაქო, რომლის გადაბირებითაც რამდენიმე ევროპული გრანდი გახლავთ დაინტერესებული.

“ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, საკმაოდ კარგა ხანია, რაც მას ვიცნობ. ჩვენ “გრონინგემიდან” მოყოლებული ერტად ვთამაშობთ. მას შემდეგ, ის ძალიან შეიცვალა, უფრო ძლიერი გახდა.

სულაც არ მიკვირს, მისი გადაბირებით ასეთი კლუბები რომ არიან დაინტერესებულნი. ის ძალიან კარგი და ჭკვიანი ფეხბურთელია და მჯერა, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

თუმცა, მას ადრეც ეტყობოდა, რომ ძალიან კარგი მომავალი ჰქონდა. ის ძალიან გვაკლია, იმედი მაქვს, რომ რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით დასრულდება და მალე შეძლებს მოედანზე დაბრუნებას,” – აცხადებს ტადიჩი.

საქართველოსა და სერბეთის მატჩს სერია A-ს ორი კლუბის წარმომადგენელი დაესწრო

იტალიური პრესის ცნობით, “დინამო არენაზე”, საქართველოსა და სერბეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრას სერია A-ს ორი კლუბის წარმომადგენელი დაესწრო.

Tuttomercatoweb-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “იუვენტუსისა” და “ნაპოლის” სკაუტები ამ მატჩში სერბეთისა და “საუთჰემპტონის” შემტევს, დუშან ტადიჩს აკვირდებოდნენ.

ჩვენდა სამწუხაროდ, ტადიჩმა საქართველოს ნაკრებთან გამართულ მატჩში გოლის გატანა და ორი საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. საბოლოო ჯამში, მან საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა .

15 მილიონ ევროდ შეფასებულ ტადიჩს მარჯვენა და მარცხენა ფლანგებზე თანაბრად შეუძლია თამაში, ისევე როგორც ტრეკვარტისტას როლში.

“ტოტენჰემმა” დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 29-ე ტურის მატჩში ლონდონის “ტოტენჰემმა” შინ კლოდ პუელის “საუთჰემპტონი” მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

ერიქსენისა და დელ ე ალის მიერ გატანილი გოლების წყალობით, “სპურსმა” პირველი ტაიმი ადვილად მოიგო, თუმცა მატჩის მეორე ნახევარში ვორდ-პრაუზმა მეტოქის კარი აიღო და თამაშს ინტრიგა დაუბრუნა.

საბოლოო ჯამში, გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ და ახლა ისინი 59 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფებიან სატურნირო ცხრილში, “წმინდანები” კი 33 ქულით მეათეზე არიან.


“ტოტენჰემი”: ჰუგო ლორისი; ვერტონგენი, ალდერვაირელდი, დაიერი; დეივისი, დემბელე, ვანიამა, უოლკერი (ტრიპერი 78′); ალი, ერიქსენი (იანსენი 87′); სონი

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

“საუთჰემპტონი”: ფორსტერი; სედრიკი, სტეფანსი, იოშიდა, ბერტრანდი; დეივისი, რომეუ; ვორდ-პრაუზი, ტადიჩი(ბუფალი 59′), რედმონდი (როდრიგესი 80′); გაბიადინი (შეინ ლონგი 32′)

მთავარი მწვრთნელი: კლოდ პუელი


დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (30 იანვარი)


კონტეს ბოლო სამიზნე იანვარში: მუსა დემბელე!


სატრანსფერო ფანჯრის პერიოდი მალე იწურება, თუმცა ანტონიო კონტე კვლავ თავდამსხმელის ძებნაშია. მიუხედავად “ჩელსიში” კოშტასა და ბატშუაის ყოფნისა, იტალიელ სპეციალისტს კიდევ ერთი ფორვარდის დამატება სურს.

Sky Sports იტყობინება, რომ კონტეს “სელტიკის” შემტევი, მუსა დემბელე სურს. ახალაგზარდა ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება. დემბელემ შოტლანდიის ჩემპიონატში ჩატარებულ 21 შეხვედრაში ცხრა გოლი გაიტანა, თასზე კი – 5. 20 წლის სპორსტმენი არც ჩემპიონთა ლიგაზეა უშედეგო – მის ანგარიშზე ხუთი გოლია.


ბენზემა “არსენალსა” და “ჩელსის” შესთავაზეს


888888888888888888

როგორც ჩანს, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები გუნდის ფრანგი ფორვარდის, კარიმ ბენზემას გაყიდვას აპირებენ. ამ მიზნით, მადრიდელებმა ბენზემა “ჩელსისა” და “არსენალის” უფროსებს შესთავაზეს.

Diario Gol-ის ცნობით, 29 წლის ფეხბურთელის არასახარბიელო ასპარეზობამ კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ძალზედ გაანაწყენა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ “ბლანკოსის” ფანებმა “რეალ სოსიედადთან” გამართული მატჩის მიმდინარეობისას, არაერთხელ დაუსტვინეს მას.


ივანოვიჩი “ზენიტში” გადადის


Sky Sports-ის ცნობით, ლონდონის “ჩელსის” სერბი მცველის, ბრანისლავ ივანოვიჩის ბედი უკვე გადაწყვეტილია და მისი ტრანსფერი 24 საათში გაოფიციალურდება.

როგორც ცნობილი ხდება, სერბი დამცველი, რომელიც ანტონიო კონტეს მოსვლის შემდეგ სათადარიგო ფეხბურთელად იქცა, კარიერას რუსულ “ზენიტში” გააგრძელებს.


“არსენალმა” თვალი მასიმილიანო ალეგრის დაადგა


888888888888888888

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის წარმომადგენლებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ამ ინფორმაციას ბრიტანული Sunday Express ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ “მეთოფეები” არსენ ვენგერთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ, რაც შესაძლოა, ფრანგის ლონდონური კარიერის დასასრულის მანიშნებელი იყოს.


“ნაპოლის” ფორვარდი “საუთჰემპტონში”?


Sky Sport Italia-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ინგლისური გუნდის ხელმძღვანელებმა “ნაპოლის” ფორვარდთან, მანოლო გაბიადინისთან მიაღწიეს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას.

როგორც ცნობილი ხდება, “წმინდანებს” მის სანაცვლოდ 17 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რასაც ბონუსის სახით, შესაძლოა, კიდევ 3 მილიონი დაემატოს.


პატოს პრობლემა მოგვარდა


888888888888888888

“მილანისა” და ლონდონის “ჩელსის” ექს-ფორვარდი, რომელიც ბოლო დროს “ვილიარეალის” ღირსებასაც იცავდა, ამიერიდან “ტიანცზინ ცუანცზიანის” რიგებში ითამაშებს.

მართალია, მისი ტრანსფერი ბოლო მომენტში გარკვეულმა ხარვეზებმა შეაფერხა, თუმცა, როგორც ჩანს, ყველაფერი მოგვარდა.

მოურინიო: “ფინალში ფავორტები არ ვართ”

გუშინ “ჰალ სიტი” ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდა. მასპინძლებმა მოურინიოს შეგირდებს, ანგარიშით, 2-1 სძლიეს. თუმცა, “წითელმა ეშმაკებმა” ორი მატჩის ჯამში, ანგარიშით, 3-2 იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ. “მანჩესტერი” 26 თებერვალს “უემბლიზე” “საუთჰემპტონს” დაუპირისპირდება.

ბუკმეიკერები უპირატესობას “იუნაიტედს” ანიჭებენ.

ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან ამ თემაზე ისაუბრა.

“არ ვფიქრობ, რომ ფავორიტები ვართ. ეს მატჩი საკმაოდ თანაბარი და დაძაბული უნდა გამოვიდეს.”

“არასდროს აქვს აზრი, ვის წინააღმდეგ გვიწევს შეხვედრის ჩატარება. არასდროს ვთვლი ჩემს გუნდს ფავორიტად. მით უმეტეს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ “უემბლი” მუდამ ქარიანია და ეს თამაშს კიდევ უფრო დაძაბულს გახდის,” – აცხადებს პორტუგალიელი.

იურგენ კლოპი: “გადაწყვეტილი ჯერ არაფერია”

ინგლისური “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “საუთჰემტპტონსა” და “ლივერპულს” შორის გამართულ და გასამართ დაპირისპირებებზე ისაუბრა, რომელიც ინგლისის თასის 1/2-ფინალური ეტაპის ეგიდით იმართება.

“რა თქმა უნდა, შედეგით კმაყოფილი არ ვარ. თამაშის მიმდინარეობა გოლის გაშვების მომენტიდან შეიცვალა და ჩვენ ვერ შევძელით ჩვენი თამაშის ჩვენება.

არ ვიცი რატომ, მაგრამ პასების გაკეთებაც გვიჭირდა. ბურთი მეტოქეს ძალიან ადვილად დავუთმეთ და მთლიანად ლორის კარიუსის იმედზე ვიყავით.

ჩვენთვის ყველაზე პოზიტიური რამ ამ მატჩიდან შედეგი იყო. ვიცით, რომ უკეთაც შეგვიძლია თამაში და ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. “ენფილდზე” უკეთ ვითამაშებთ.”

იურგენ კლოპი: “შედეგით კმაყოფილი ვარ”

ბრიტანული “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “საუთჰემპტონთან” ფრედ დასრულებული მატჩი დადებითად შეაფასა.

“ვიცოდით, რომ წინ რთული მატჩი გველოდა. მატჩის პირველი ნახევარი ცუდი არ ყოფილა, მაგრამ საკმარისად კარგი მაინც არ იყო. მეორე ნახევარში გარკვეული ცვლილებები განვახორციელეთ, შედეგად კი საგოლე მომენტები მივიღეთ. მაგრამ, მეტოქე გუნდი საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული, რამაც თავისი გააკეთა.

ფრისა და ერთი ქულის მოპოვება ადვილი არ არის, ჩვენ კი ეს შევძელით. ასეთ მატჩში ძალიან ადვილია კონტროლის დაკარგვა, თუმცა ჩვენ ეს პრობლემა არ შეგვქმნია, რითიც ბედნიერი ვარ. დიახ, “საუთჰემპტონთან” – საკმაოდ ძლიერ გუნდთან – კარის მშრალად შენახვა და კარგად თამაში ნამდვილად მახარებს.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, ყველაფერი ძალიან დაძაბულადაა, რაც ერთი მხრივ კარგიცაა. ძლიერ ჩემპიონატში ვიღებთ მონაწილეობას, რაც თავიდანვე ვიცოდით. დავალებას თავი სათანადოდ უნდა გავართვათ.” – განაცხადა კლოპმა, რომელიც ამ მატჩის შემდეგ კვლავ პირველ ადგილზე იმყოფება (სანამ “ჩელსი” არ ჩაატარებს თავის მატჩს).

ბრიტანული პრესა: “საუთჰემპტონი” მიგელ ველოსოს გადაბირებას შეეცდება

ბრიტანული “საუთჰემპტონის” ხელმძღვანელები ზამთარში იტალიური ჯენოას ნახევარმცველის, მიგელ ველოსოს გადაბირებას აპირებენ. ამ ინფორმაციას ინგლისური Daily Star ავრცელებს.

როგორც იცით, 30 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი “ჯენოაში” 2016/17 წლების სეზონის დასაწყისში გადაბარგდა (“დინამო კიევიდან”) და მას შემდეგ, იტალიის სერია ა-ს 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ველოსოს, რომელსაც პორტუგალიის ნაკრების მაისურით 56 მატჩში აქვს მიღებული მონაწილეობა, იტალიურ კლუბთან მოკლევადიანი კონტრაქტი აკავშირებს – სეზონის ბოლოს მას კლუბის დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება.

ასე რომ, კლოდ პუელს საკმაოდ კარგი შანსები აქვს პორტუგალიელის გადაბირებისა, რომელმაც უკრაინაში ყოფნის პერიოდში ორი ტიტულის მოგება მოახერხა.

“მანჩესტერ სიტიმ” “საუთჰემპტონთან” ქულები დაკარგა (ვიდეო)

ლუის ენრიკეს “ბარსელონასთან” განადგურების შემდეგ, პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტიმ” 3 ქულის მოპოვების დიდებული შანსი გაუშვა ხელიდან “საუთჰემპტონთან” გამართულ საშინაო მატჩში, რომელიც ფრედ, 1-1 დასრულდა.

აღნიშნულ მატჩში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს – მატჩის 27-ე წუთზე ნათან რედმონდმა გამოიჩინა თავი, მეორე ტაიმში კი ანგარიშის გათანაბრება შეცვლაზე შემოსულმა კელეჩი იჰეანაჩომ მოახერხა.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, მოპოვებული 1-1 ქულის შემდეგ “მანჩესტერ სიტი” 20 ქულით კვლავ პირველ ადგილზეა (“ლივერპულთან” და “არსენალთან” ერთად), “საუთჰემპტონი” კი 13 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს.


“მანჩესტერ სიტი”: კლაუდიო ბრავო; კოლაროვი, კომპანი, სტოუნზი; სტერლინგი, სილვა, ფერნანდინიო, გიუნდოგანი, სანე; დე ბრუინი (იჰეანაჩო 45′); აგუერო.

მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

“საუთჰემპტონი”: ფორსტერი; მარტინა, ფონტე, ვან დეიკი, მაკქვინი; დეივისი, რომეუ, კლასიე; ტადიჩი (ბუფალი 70′); რედმონდი, ჩარლი ოსტინი.

მთავარი მწვრთნელი: კლოდ პუელი