კუმანი: “ზაფხულში რამდენიმე მოთამაშეს დავკარგავთ”

“საუთჰემპტონის” მენეჯერმა, რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ მის კლუბს ზაფხულში წამყვანი მოთამაშეების შენარჩუნება გაუჭრდება.

“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კლუბში ფეხბურთელები შევინარჩუნოთ. იმედი მაქვს, შარშანდელი ფაქტი არ განმეორდება. თუმცა, რამდენიმე მოთამაშეს დავკარგავთ და ეს ნორმალურია” – ამბობს კუმანი.

მცველი ნათანიელ კლაინი “მანჩესტერ იუნაიტედს” სურს, ხოლო მორგან შნეიდერლენი “არსენალისა” და “ტოტენჰემის” ინტერესთა სფეროში მოხვდა.

 

ალდერვეირელდი: “ვერტონგენთან ერთად, ერთ გუნდში თამაში მსურს”

“საუთჰემპტონის” მცველმა, ტობი ალდერვეირელდმა გუნდის ხელმძღვანელობა მიანიშნა, რომ “ტოტენჰემში” თამაში სურს.

“ძალიან კარგი იქნება იან ვერტონგენთან ერთად თამაში. “ატლეტიკო” მე არ გამიშვებს, ხოლო მისი “ტოტენჰემიდან” მადრიდში გადაბარგება გამახარებს,”-განაცხადა ტობიმ HLN-სთან ინტერვიუში.

“ტრანსფერი უნდა იყოს გათვლილი მომავალზე და არა, ახლა. ჩემს მომავალს “ლეიბები” გადაწყვეტენ, მაგრამ პრემიერ ლიგაში დარჩენა მართლაც სასიამოვნოა”.

მიმდინარე სეზონში ტობი ალდერვეირელდმა პრემიერ ლიგაში “წმინდანების” მაისურით ჩატარებულ 17 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ გაიტანა.

“საუთჰემპტონმა” ისგროუვს გაუხანგრძლივა

“საუთჰემპტონმა” 22 წლის მარტინ სგროუვს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით ხელშეკრულება 2017 წლამდეა გათვლილი.

მიმდინარე სეზონსი ისგროუვი მოედანზე სულ 4-ჯერ გამოვიდა, თუმცა მონაწილეობა ყველა ტურნირზე მიიღო.

გასულ სეზონში კი ახალგაზრდა უელსალი იჯარის წესით ლიგა 1-ის ბინადარ პიტერბოროს ღირსებას იცავდა.

 

“ჩელსიმ” სტემფორდ ბრიჯზე კვლავ ვერ მოიგო

ინგლისური პრემიერლიგის 29-ე ტურში ლონდონის “ჩელსიმ” “საუთჰემპტონს” უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.

ანგარიში მასპინძლებმა საკმაოდ სწრაფად, მე-11 წუთზე დიეგო კოშტას დარტყმით გახსნეს, თუმცა კუმანის შეგირდებმა მალევე გაათანაბრეს და მე-19 წუთზე ტადიჩის პენალტით საბოლოოდ შედეგიც დააფიქსირეს.

ჩელსი 1-1 საუთჰემპტონ

გოლები: დიეგო კოშტა 11′ (1:0); ტადიჩი 19′ (1:1)

პელემ და სხვებმა ჰოკეი ითამაშეს (ვიდეო)

„საუთჰემპტონის“ მოთამაშეებმა გართობა და სხვა სპორტზე ფიქრი გადაწყვიტეს, რის გამოც ჰოკეიც ითამაშეს. თამაშის მთავარი მოქმედი პირები გრადიანო პელე და სადიო მანე აღმოჩნდნენ.

კუმანი: „მეტოქემ დაცვაში კარგად ითამაშა“

„საუთჰემპტონის“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა „ვესტ ბრომვიჩთან“ ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტურის წაგებული მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ მეტოქემ წარმატებას დაცვაში საიმედო თამაშის წყალობით მიაღწია. ცნობისთვის, აღნიშნულ შეხვედრაში კუმანის მოთამაშეები ანგარიშით 1:3 დამარცხდნენ.

„მეტოქემ დაცვაში კარგად ითამაშა და დამსახურებულადაც მოიგო. მეტოქის კარის ასაღებად ცოტა შანსი გვქონდა. დღეს მოგება ძალიან რთული იყო“, – თვლის ჰოლანდიელი სპეციალისტი.

იხილეთ ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილი

“ლივერპულმა” “საუთჰემპტონი” დაამარცხა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პრემიერ ლიგის 26-ე ტურის შეხვედრა “სენტ-მერიზე”, სადაც რონალდ კუმანის “საუთჰემპტონი” “ლივერპულთან” დამარცხდა.

მატჩი სწრაფი გოლით დაიწყო. სტუმართა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ფელიპე კოუტინიომ მე-3 წუთზე ფრეიზერ ფორსტერის კარი გენიალური გოლით აიღო. ამის შემდეგ, მასპინძლები გააქტიურდნენ, მაგრამ “ლივერპულის” მეკარე, სიმონ მინიოლე ბრწყინვალედ თამაშობდა და “წმინდანებს” კარის დალაშქვრის საშუალება არ მისცა.

მეორე ტაიმიც ამავე ტემპში დაიწყო, “სოტონი” უტევდა, მაგრამ “წითელთა” დაცვის ხაზი და მეკარე მყარად იდგა. მატჩს წერტილი 73′-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგმა დაუსვა. მასპინძელთა შეცდომების ხარჯზე ინგლისელმა ახალგაზრდამ ფორსტერის კარი მეორედ აიღო.

“საუთჰემპტონი” 0-2 “ლივერპული”

გოლი: კოუტინიო ‘3; სტერლინგი ’73

კუმანი: „ვფიქრობ, გრანდებს „საუთჰემპტონის“ ეშინიათ“

„საუთჰემტონის“ მთავარი მწვრთნელის რონალდ კუმანის აზრით, მის გუნდს როგორც სერიოზულ მეტოქეს უყურებენ. შეგახსენებთ, რომ „არსენალთან“ და „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მოგებების შემდეგ 51 წლის სპეციალისტი იანვრის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

„ალბათ, ვინმეს ეგონა, რომ „საუთჰემპტონს“ შემართების შენარჩუნება გაუჭირდებოდა, თიმცა ახლა თებერვალია და ჩვენ მეოთხე ადგილზე ვართ. ჩვენს კლუბს ძლიერ მეტოქედ განიხილავენ. ვფიქრობ, ზოგ გუნდს „საუთჰემპტონის“ ეშინია კიდეც“, – ციტირებს კუმანს BBC.

პრემიერ ლიგის თვის საუკეთესოები გამოვლინდნენ

პრემიერ ლიგის გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი გამოვლინდნენ.

საუკეთესო ფეხბურთელად “ტოტენჰემის” შემტევი, ჰარი კეინი დასახელდა, რომელმაც იანვარში “ჩელსის” (2), “ვესტ ბრომვიჩსა” და “კრისტალ პალასს” (1) გაუტანა.

“ახალი წლის პირველი დღეები შესანიშნავი იყო. გუნდი კარგ ფორმაშია და მსურს, ამ ტემპში გავაგრძელოთ თამაში,”-განაცხადა ახალგაზრდა ფეხბურთელმა.

KANE

რაც შეეხება საუკეთესო მწვრთნელს, ეს პრიზი რონალდ კუმანმა მიიღო. გასულ თვეში მისმა ბიჭებმა “არსენალი” (2-0), “მანჩესტერ იუნაიტედი” (0-1) და “ნიუკასლი”(1-2) დაამარცხეს, რისი წყალობითაც, “საუთჰემპტონი” ჩემპიონთა ლიგის ზონაშია.

“წარმოუდგენელი გრძნობაა, გახდე თვის მწვრთნელი. ეს ჯილდო უკვე ორჯერ მივიღე. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ტემპი და დარჩენილი სეზონი ამგვარად ვითამაშოთ,”-განაცხადა “წმინდანთა” დამრიგებელმა.

COE

5 გუნდი, რომელმაც მიმდინარე სეზონში ყველას გაკვირვება შეძლო

სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ დაასახეა ხუთი კლუბი, რომელმაც მიმდინარე სეზონში თავისი თამაშით ყველა გააკვირვა.

5. “ევერტონი”

3-Everton-players-look-dejected-as-they-kick-off-after-conceding-a-goal

გასულ სეზონში “ევერტონმა” ინგლისის პრემიერ ლიგის გათამაშებაში მე-5 პოზიცია დაიკავა. ალბათ, ყველას ეგონა, რომ 2014-15 წლების სეზონში რობერტო მარტინესის გაწვრთნილი გუნდი უკეთესს თამაშს აჩვენებდა, რომელიც შედეგზეც აისახებოდა. თუმცა, ამჟამად “ევერტონი” პრემიერ ლიგაში მე-12 პოზიციაზეა.

4. “ეიბარი”

0829_spanish_soccer_miracle_970-630x420

“ეიბარი” პრიმერა დივიზიონში პირველ სეზონს ატარებს, თუმცა მიუხედავად ამისა, გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს. ბასკური კლუბი ესპანეთის ჩემპიონატში ამჟამად მე-8 ადგილზეა.

3. ლიონის “ოლიმპიკი”

32a413b6c5fe35f6f6d3f108486e2

იმის შემდეგ, რაც “პარი სენ-ჟერმენში” ფულის დაბანდება დაიწყეს, გასული ორი სეზონის განმავლობაში ჩემპიონი სწორედ ეს კლუბი ხდებოდა. მიმდინარე სეზონში, ბევრისათვის მოულოდნელად ჩემპიონატის ლიდერი ლიონის “ოლიმპიკია”. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ჰუბერტ ფურნიეს შეგირდები მეორე, მესამე და მეოთხე პოზიციაზე მყოფ გუნდებს – “მარსელს”, “სენტ-ეტიენსა” და “პარი სენ-ჟერმენს” მხოლოდ რამდენიმე ქულით უსწრებენ.

2. დორტმუნდის “ბორუსია”

henrikh-mkhitaryan

ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დღეს დორტმუნდის “ბორუსია” ბუნდესლიგის გასავარდ ზონაში, მე-17 ადგილზე იქნებოდა. ბოლო წლებში, გუნდის რიგები რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვა, მაგრამ იურგენ კლოპის შეგირდები მაინც კარგად თამაშობდნენ. მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, დორტმუნდი რობერტ ლევანდოვსკიმაც დატოვა, მის შემცვლელი კი ჯერ არ გამოჩენილა.

1. “საუთჰემპტონი”

Saints

“საუთჰემპტონი” მართლაც შესანიშნავ სეზონს ატარებს. კლუბმა ინგლისურ გრანდებთან ტოლ-სწორად თამაში მოახერხა. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა “არსენალის” და “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხება მოახერხა, ხოლო “ჩელსისთან” ფრედ 1:1 ითამაშა. “საუთჰემპტონი” ინგლისის პრემიერ ლიგაში მე-3 ადგილს იკავებს.

“ბარსაში” ლუის ენრიკეს კუმანით შეცვლიან?

“საუთჰემპტონის” მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანს დაკავებული პოსტის დატოვების უფლება მიეცემა, თუ მის სანაცვლოდ რომელიმე კლუბი ორ მილიონ ფუნტ სტერლინგზე ოდნავ მეტს გაიღებს.

ბრიტანული “დეილი სთარის” ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნული პუნქტით “ბარსელონამ” ისარგებლოს და მიმდინარე წლის ზაფხულში ლუის ენრიკე სწორედ ფეხბურთის ჰოლანდიელი სპეციალისტით შეცვალოს.

შეგახსენებთ, რომ კუმანი მოთამაშის რანგში კატალონიური გუნდის ღირსებას 1989–1995 წლებში იცავდა და 1992 წელს გამართული ჩემპიონთა თასის ფინალურ მატჩში სწორედ მისი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა “ბარსელონამ” იტალიური “სამპდორია”.

 

“საუთჰემპტონს” ალდერველერდის გამოსყიდვა სურს

“საუთჰემპტონის” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ მისი კლუბი ტობი ალდერვეილერდის გამოსყიდვითაა დაინტერესებული.

“ვითარება საკმაოდ გასაგები და მარტივია. ტობის ვესაუბრა და ვუთხარი, რომ მისი გამოსყიდვა გვსურს. ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული” – განაცხადა კუმანმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისურმა კლუბმა ფეხბურთელი მადრიდის “ატლეტიკოსგან” ინათხოვრა. მიმდინარე სეზონში ალდერვეირელდმა წმინდანების შემადგენლობაში 15 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.