სანდრო რამირესი “სევილიაში” ითამაშებს

მერსესაიდის “ევერტონის” თავდამსხმელი, სანდრო რამირესი ანდალუსიის “სევილიაში” ითამაშებს. ამის შესახებ ესპანური პრესა იუწყება. ტრანსფერი დღეს გაოფიციალურდება.

22 წლის თავდამსხმელი სეზონის ბოლომდე, არენდის წესით იასპარეზებს ესპანურ კლუბში. სევილიელებმა ამისთვის ინგლისელებს 9.5 მილიონი ევრო გადაუხადეს. რამირესი გასულ სეზონში “მალაგაში” წარმატებული ასპარეზობის შემდეგ გადავიდა “ევერტონში”, სადაც, მხოლოდ და მხოლოდ, თხუთმეტი შეხვედრა ჩაატარა. არც ისე წარმატებული ნახევარი სეზონის შემდეგ, სანდრომ სამშობლოს მიაშურა.

იმასაც გეტყვით, რომ “სევილიასთვის” რამირესი მეოთხე შენაძენია. ანდალუსიელებმა აქამდე გილერმე არანა, როკე მესა და მიგელ ლაიუნი იყიდეს.

მონტელასთან კონფლიქტის გამო, შესაძლოა, ბენ იედერმა კლუბი დატოვოს

“სევილიას” რიგები, შესაძლოა, კიდევ ერთმა თავდამსხმელმა დატოვოს. ამჯერად საქმე ვისამ ბენ-იედერს ეხება. ამ ინფორმაციას ესპანური და ფრანგული წყაროები ადასტურებენ.

როგორც ცნობილი ხდება, ფრანგ თავდამსხმელს არც თუ ისე კარგი ურთიერტობა აქვს გუნდის ახალ თავკაცთან, ვინჩენცო მონტელასთან. თავისმხრივ, მონტელამ განაცხადა, რომ ბენ იედერი ამიერიდან “სევილიას” ძირითადში აღარ იქნებოდა.

როგორც იცით, ბენ იდერი “დალაქების” ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია. მიმდინარე სეზონში მაან 25 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.

“სევილიასა” და ბენ იედერს შორის არსებული მიმდინარე კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში იწურება, მის გამოსასყიდ თანხად კი 30 მილიონი ევროა მითითებული.

სტარიჯმა არჩევანი “სევილიასა” და “ინტერს” შორის უნდა გააკეთოს

იტალიურ პრესაში გავრცელებული ბოლოდროინდელი ცნობების თანახმად, მილანის “ინტერის” ხელმძღვანელები “სევილიასთან” დანიელ სტარიჯის ტრანსფერისთვის გამართულ ბრძოლაში მარცხდებიან.

როგორც იცით, დანიელ სტარიჯს “ენფილდზე” სათამაშო დროს საერთოდ არ აძლევენ, ამ უკანასკნელს კი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის დიდი ამბიციები გააჩნია. სწორედ ამიტომაც, სტარიჯი მზადაა, “ლივერპული” იანვარშივე დატოვოს.

გეტყვით იმასაც, რომ თავდაპირველად სტარიჯი “ნერაძურის” შესთავაზეს, თუმცა მილანელები მხოლოდ მისი იჯარის წესით აყვანაზე არიან თანახმანი. “სევილიელები” კი მზად არიან ამ ტრანსფერში 32 მილიონი ევრო გადაიხადონ, ზუსტად იმდენი, რამდენსაც “წითლები” ითხოვენ.

მარადონა: “მონტელას “სევილიას” მწვრთნელად დანიშვნა სიგიჟეა”

დიეგო მარადონამ “სევილიას” გადაწყვეტილება, მთავარი მწვრთნელის პოსტი ვინჩენცო მონტელასთვის ჩაებარებინათ, სიგიჟედ მიიჩნია. “როსონერის” თავკაცმა უკვე ჩაატარა პირველი მატჩი “დალაქების” თავკაცის ამპულაში და “ბეტისთან” დამარცხდა, ანგარიშით 3-5.

“სევილიას” თავკაცის პოსტზე მონტელამ ბერისო უნდა შეცვალოს, ეს ნამდვილი სიგიჟეა. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ მონტელა “მილანიდან” ცუდი მუშაობის ბრალდებით გააგდეს.

ბიზნესმენი ფეხბურთს ვერ გააკონტროლებს. ბერისოსთვის მხარი უნდა დაეჭირათ. ან, სხვა ვინმე უნდა აერჩიათ. მსოფლიოში ათასობით მწვრთნელია. ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს,” – აცხადებს მარადონა.

ოფიციალურად: “სევილიას” ვინჩენცო მონტელა გაწვრთნის

“სევილიას” ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ დადასტურებული ინფორმაციის მიხედვით, “დალაქებს” ამიერიდან ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლებათ ვინჩენცო მონტელას სახით.

როგორც ცნობილი ხდება, მხარეები ორწლიან კონტრაქტს ხუთშაბათს, 29 დეკემბერს გააფორმებენ. მანამდე კი მონტელას აგენტმა “მილანთან” ფორმალური საქმეები უნდა მოაგვაროს.

43 წლის იტალიელი სპეციალისტი “სევილიას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ედუარდო ბერიცოს შეცვლის, რომელსაც ექიმებმა მძიმე დაავადება აღმოუჩინეს.

“სევილია” 17 ტურში დაგროვებული 29 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს ლა ლიგის სატურნირო ცხრილში და ორი ქულით ჩამორჩება მეოთხეადგილოსან “რეალს”, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

“რეალმა” “სევილია” გაანადგურა – რონალდუ ოქროს ბურთის მოპოვების შემდეგ დუბლით დაბრუნდა (ვიდეო)

დღეს ესპანეთის ლა ლიგა სანტანდერის მე-15 ტურის შეხვედრები გაიმართა.

“სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალმა” ანდალუსიის “სევილიას” უმასპინძლა. დაპირისპირება მთლიანად დედაქალაქელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მესამე წუთზე ნაჩო ფერნანდესმა გახსნა. ზუსტად ოც წუთში კრიშტიანუ რონალდუმ მეორეჯერ აიღო სერხიო რიკოს კარი და ამ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში მესამე გოლი შეაგდო. მას ამ შემთხვევაში მარკო ასენსიო დაეხმარა. 31-ე წუთზე პორტუგალიელმა ტერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა.

ანდალუსიელთა რბევა პირველ ტაიმში 3-0-ზე არ შეწყვეტილა. 38-ე წუთზე ტონი კროოსმაც გაიტანა. მისი ასისტენტი ლუკას ვასკესი იყო. ხოლო, ბოლოჯერ სტუმართა კარის ბადე 18 წლის მარჯვენა მცველმა, აჩრაფ ჰაკიმიმ შეარხია. ამჯერად, მოროკოელის დამხმარე კარიმ ბენზემა აღმოჩნდა.

საბოლოოდ, “რეალმა” ანგარიშით, 5-0 მოიგო. ამის შემდეგ ზინედინ ზიდანის შეგირდებს 31 ქულაა ქვთ და მესამე პოზიციას იკავებენ. “სევილია” 28 ქულით მეხუთეა.

 

ლენგლე: “ბარსელონა” კარგი გუნდია, მაგრამ მე “სევილიაშიც” ბედნიერი ვარ”

ბოლო დროს ესპანურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც “ბარსელონა” “სევილიას” ახალგაზრდა მცველის, კლემან ლენგლეს ტრანსფერითაა დაინტერესებული, რაზეც კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა.

“ბარსელონა” – კარგი გუნდია, მაგრამ მე “სევილიაშიც” ბედნიერი ვარ. ვნახოთ, რას მოიტანს მომავალი, მაგრამ ამ მომენტისთვის მე მხოლოდ ჩემს კლუბსა და მომავალ მატჩებზე ვარ კონცენტრირებული.

ვფიქრობ, “სევილიაში” ადაპტაციის პერიოდი უკვე გავიარე. ამ დროისთვის, ყველაფერი ისე მიდის, როგორც მინდოდა და ჩემი სათამაშო დროც მაკმაყოფილებს,” – აცხადებს ლენგლე.

გეტყვით იმასაც, რომ ცნობების თანახმად, ლენგლეს, რომელმაც ახალ სეზონში 12-ჯერ მოირგო “სევილიას” მაისური, “ბარსელონა” 5 მილიონ ევროდ აფასებდა.

“ბარსელონას” მორიგი სამი ქულა – კატალონიელებმა “სევილიას” სძლიეს (ვიდეო)

დღეს ესპანეთის ლა ლიგა სანტანდერის მეთერთმეტე ტურის შეხვედრები გაიმართა.

“კამპ ნოუზე” ადგილობრივი “ბარსელონა” ანდალუსიურ “სევილიას” დაუპირსპირდა. მატჩში ანგარიში 23-ე წუთზე გაიხსნა, როცა სერხიო ესკუდეროს შეცდომის შემდეგ, პაკო ალკასერი პირისპირ დარჩა მეკარესთან და გატანა აღარ გასჭირვებია. მეორე ნახევარში, 59-ე წუთზე ევერ ბანეგას მიერ მოწოდებული ბურთი გვიდო პიზარომ მარკ-ანდრე ტერ შტენგენის კარში გადაგზავნა და ანგარიშიც გათანაბრდა. გადამწყვეტი გამოდგა ალკასერის მეორე გოლი – 65-ე წუთზე მან ივან რაკიტიჩის პასის შემდეგ შეაგდო და საკუთარ გუნდს ანგარიშით, 2-1 მოაგებინა.

ამ გამარჯვების შემდეგ “ბარსა” 31 ქულით პირველია. “სევილიას” 22 ქულა აქვს და, ჯერჯერობით, მეოთხე ადგილს იკავებს.

“ვალენსიამ” “სევილია” გაანადგურა (ვიდეო)

ესპანური ლა ლიგის მეცხრე ტურში ერთმანეთს მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი ორი სახელოვანი კლუბი, “ვალენსია” და “სევილია” დაუპირისპირდა. “მესტალიაზე” შეკრებილმა 44 307-მა გულშემატკივარმა ოთხი გატანილი გოლი, თუმცა არც ისე დაძაბული თამაში იხილა.

სტუმრებმა თამაში ძალიან ხისტად დაიწყეს, პირველ ტაიმში გაფრთხილება ოთხმა “დალაქმა” მიიღო. ანგარიში კი შეხვედრის 43-ე წუთზე გაიხსნა გედეშის გოლით. 51-ე წუთზე ძაძამ მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა, სანტი მინამ კი 85-ე წუთზე – სამამდე. მატჩს საბოლოო წერტილი დამატებით დროში გედეშის მიერ გატანილმა მეორე გოლმა დაუსვა – 4:0.

ცხრა ტურის შემდეგ “ვალენსიას” 21 ქულა უგროვდება და 5 ქულით უსწრებს მე-6 ადგილზე მყოფ “სევილიას”. მომდევნო ტურში “ვალენსია” “ალავესს” ეწვევა, “სევილია” კი”ლეგანესს” მიიღებს.


იურგენ კლოპი: “მეტი უნდა გაგვეტანა”

ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩში “სევილიასთან” გაყოფილი ქულის (2-2) შემდეგ, “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა პრესასთან ისაუბრა.

“85-86 წუთის მანძილზე ძალიან კარგად ვთამაშობდით, ამ დროში მოგებას ვიმსახურებდით. საკმაოდ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით, თუმცა ყველაფრისთვის გვქონდა პასუხი გოლების გარდა. ჩემმა გუნდმა ყველაფერი გაიღო მოსაგებად, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ერთ ქულას დავჯერდით.

გუნდში გაცილებით დიდი პოტენციალი დევს და ვიცით, რომ გაძლიერების საშუალება გვაქვს. ამაზე ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ. შედეგი არც ისე სასიამოვნოა, მაგრამ თამაშით მაინც კმაყოფილი ვარ.

იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ასე დარჩენას აზრი არ აქვს. მათ მხოლოდ ორი შანსი ჰქონდათ და ორივე გამოიყენეს, ჩვენ ვჯობნიდით. კონტრ-იერიშებზე ძალიან კარგები ვიყავით, მაგრამ მეტი უნდა გაგვეტანა,” – აცხადებს კლოპი.

კორეა: “შედეგით უკმაყოფილოები არ ვართ”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში მერსესაიდის “ლივერპულმა” ანდალუსიის “სევილია” მიიღო. მატჩი, ანგარიშით, 2-2 დასრულდა.

დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს ერთ-ერთი გოლის ავტორი, “სევილიას” მოთამაშე, ხოაკინ კორეა ესაუბრა.

“შედეგით უმაყოფილოები არ ვართ. მატჩში დავბრუნდით და ქულის მოპოვება მოვახერხეთ. “ლივერპული” უმაღლესი დონის გუნდია, რომელსაც უსწრაფესი მოთამაშები ჰყავს. თუ ამას გავითვალისწინებთ, “ენფილდზე” დაფიქსირებული ეს შედეგი ცუდი არ უნდა იყოს. ლუისი (მურიელი, ავტ.) დამატებით დროში გამარჯვების გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყო. სამწუხაროა, რომ მან ეს ვერ მოახერხა.”

“მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს გულშემატკივარს. მერსესაიდელები მღეროდნენ You never walk alone და ჩვენმა ფანებმაც დაამტკიცეს, რომ არასდროს გვტოვებენ მარტო,” – აცხადებს კორეა.

 

ნ’ზონზის აგენტი: “სტივენს “სევილიადან” წასვლა უნდა”

სტივენ ნ’ზნონზის აგენტი აცხადებს, რომ ფრანგ საყრდენ ნახევარმცველს ანდალუსიური “სევილიას” დატოვება სურს.

“სიმართლე ისაა, რომ სტივენ ნ’ზონზის “სევილიადან” წავსლა უნდა. ამის შესახებ კლუბში ყველამ იცის. იმედი მაქვს, ანდალუსიელთა ხელმძღვანელობა სწორ არჩევანს გააკეთებს და ჩემს კლიენტს გაყიდის,” – აცხადებს აგენტი.

საგულისხმოა, რომ ბოლო რამდენიმე სატრანსფერო ფანჯრის მანძილზე არსენ ვენგერს სრუს 28 წლის მოთამაშის დამატება. საინტერესოა, ვიცილავთ თუ არა ამ ზაფხულშივე ფრანგს “არსენალში”.