კარვახალი: “ჩვენი გუნდი არასოდეს ნებდება!”

სუპერთასის შეხვედრის გმირმა, გამარჯვების გოლის ავტორმა, დანიელ კარვახალმა მატჩზე ისაუბრა.

“დაძაბული თამაში გამოვიდა. მეორე ტაიმში რთულ სიტუაციაში ჩავვარდით, მაგრამ არ დავნებდით, ბოლო წამამდე ვიბრძოლეთ და წარმატების მიღწევა შევძელით. “რეალი” არასოდეს, არც ერთ სიტუაციაში არ ნებდება!”

“ძალიან ბევრი მოთამაშე გვაკლდა, მაგრამ გვქონდა იმის რესურსი, რომ ღირსეულად წარვსდგომოდით ამ შეხვედრაში. “რეალის” აღზრდილმა ფეხბურთელებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს დღევანდელ წარმატებაში!” – განაცხადა მარჯვენა მცველმა.

პარეხა: “რამდენიმე სერიოზული შეცდომა დავუშვით”

სუპერთასის წაგების შედმეგ, “სევილიას” მოთამაშემ, ნიკო პარეხამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ჩვენ რამდენიმე სერიოზული შეცდომა დავუშვით, რომლებიც მომავალში აღარ უნდა განმეორდეს. ყველაფერს ვეცადეთ ბოლო წუთამდე, მაგრამ, სამწუხაროდ, არ  გამოგვივიდა. არაუშავს, თავები უნდა ავწიოთ და სამ დღეში გასამართ ფინალზე ვიფიქროთ.”

“შეხვედრაში ყველანაირად ვცდილობდით, რომ ბურთი გვეკონტროლებინა და მადრიდელებზე უპირატესობა მოგვეპოვებინა. ხშირ შემთხვევებში ეს მოვახერხეთ, მაგრამ მცირე დეტალებში შევცდით, რომლებიც საბოლოოდ გამდაწყვეტი აღმოჩნდა. ყველაფერს გამოვასწორებთ, ამის ძალა ნამდვილად შეგვწევს!” – განაცხადა “სევილიას” მოთამაშემ.

რამოსი: “დაუვიწყარი შეხვედრა იყო!”

სუპერ თასის მოგების შემდეგ, მადრიდის “რეალის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, რომელმაც დღეს გუნდი წაგებას გადაარჩინა, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ეს დაუვიწყარი შეხვედრა იყო. როდესაც ოცნებობ, რომ რამეს მიაღწიო, შენ ყველაფერს აკეთებ და ბოლო წამამდე ბრძოლობ მიზნის მისაღწევად. სწორედ ასეთ მომეტებში ჩნდება, თუ რა ძალა აქვს კოლექტივს… ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ძალიან ძლიერები ვართ.”

“ტიტულის მოგება ყოველთვის დაუვიწყარია. რაც შეეხება მატჩს, თამაშში იყო რთული ფაზები, რომლებიდანაც, საბოლოოდ, თავის დაძვრენა შევძელით და გავიმარჯვეთ კიდეც. მუშაობა უნდა განვაგრძოთ და მალე შევიდეთ საუკეთესო ფორმაში,” – განაცხადა “ბლანკოსის” კაპიტანმა.

 

სუპერთასზე ესპანეთის ლიდერობა გრძელდება (სტატისტიკა)

დღეს უეფას სუპერთასის ფინალური დაპირისპირება გაიმართა ესპანურ გუნდებს, “რეალსა” და “სევილიას” შორის. საბოლოოდ, შეხვედრა მადრიდული გრანდის გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 3:2.

საგულისხმოა, რომ “ბლანკოსმა” მეცამეტედ მოუტანა გამარჯვება ესპანეთს აღნიშნულ ტურნირზე. ყველაზე მეტჯერ სწორედ ამ ქვეყნის გუნდებს აქვთ მოგებული ეს ტურნირი.

სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:

ესპანეთი 13

იტალია 9

ინგლისი 7

ბელგია 3

ჰოლანდია 2

“რეალმა” სუპერ თასი მოიგო!

დღეს გაიმართა უეფას სუპერ თასის შეხვედრა მადრიდის “რეალსა” და ანდალუსიის “სევილიას” შორის.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი გოლი მადრიდელებმა გაიტანეს – 21-ე წუთზე მარკო ასენსიომ ულამაზესი დარტყმით შეძლო სერხიო რიკოს კარის აღება. ამის შემდეგ ანდალუსიელები გააქტიურდნენ და უპირატესობაც მოიპოვეს, რაც მალე გოლში გარდასახეს. თამაშის 41-ე წუთზე ვასკესმა გაათანაბრა.

მეორე ტაიმში ორივე გუნდი უტევდა და ცდილობდა წინ გასვლას. ამის გაკეთება, საბოლოოდ, “სევილიამ” მოახერხა. შეცვლაზე შემოსულმა კონოპლიანკამ 72-ე წუთზე უბადლოდ შეასრულა პენალტი და ანგარიში 1-2 გახადა.

“რეალი” ბევრს ცდილობდა და მაინც გაათანაბრა! ვინ თუ არა სერხიო რამოსი… “ბლანკოსის” კაპიტანმა მეორე ტაიმის მესამე დამატებით წუთზე თავური დარტყმით 2-2 გახადა ანგარიში.

საბოლოოდ, მოერე დამატებით ტაიმში კარვახალმა მოახერხა გოლის გატანა და მის გუნდს 3-2 გაამარჯვებინა!

უეფას სუპერ თასი – პრევიუ

დღეს ნორვეგიის ქალაქ ტრონჰეიმში უეფას სუპერ თასის მატჩი გაიმართება. “ლერკენდალ სთეიდიუმზე” ერთმანეთს გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულები, მადრიდის “რეალი” და ანდალუსიის “სევილია” დაუპირისპირდება.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ აღნიშნული მატჩის პრევიუს.

მადრიდის “რეალი” – ანდალუსიის “სევილია”

მოედანი: “ლერკენდალ სთეიდიუმი”, ტრონჰეიმი

დაწყების დრო: 9 აგვისტო, 22:45 საათი

შეხვედრის მთავარი არბიტრი: მილორდ მაჟიჩი (სერბეთი)

მადრიდის “რეალმა” ბოლო სამ წელში ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ამ კლუბის წარმატების ერთ-ერთი მთვარაი მიზეზი ისაა, რომ ესპანური გიგანტი წლებია ინარჩუნებს ძირითად ბირთვს, რომელიც გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

ამ შეხვედრაში “რეალს” იმ ძრითადი შემადგენლობის ოთხი მოთამაშე დააკლდება, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში დააყენა. კონკრეტულად, დედაქალაქურ კლუბს მთავარი ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ არ ეყოლება. 31 წლის მოთამაშემ “ევრო 2016”-ის ფინალში დიმიტრი პაიესთან შეჯახების დროს მიიღო ტრავმა და მას, გარდა აღნიშნული შეხვედრისა, პრიმერა დივიზიონის რამდენიმე მატჩის გამოტოვებაც მოუწევს. ტრავმა აწუხებს კეილორ ნავასსაც, რომელსაც ძალიან დიდი ალბათობით კიკო კასილია ჩაანაცვლებს. იგივე მიზეზით მატჩს გამოტოვებს ფაბიო კოენტრაოც. რაც შეეხება სხვა მოთამაშეებს, გარეთ ბეილი, კლეპერ პეპე და ტონი კროოსი ისევ ისვენებენ.

მიუხედავად დიდი დანაკლისისა, მადრიდის “რეალი” საკმაოდ კარგ ფორმაშია. თუმცა “ბლანკოსი” მიმდინარე ზაფხულზე პირველ ამხანაგურ შეხვედრაში დამარცხდა “პსჟ”-სთან, შემდეგ საკმაოდ ძლიერ “ბაიერნთან” და “ჩელსისთან” გამარჯვება მოახერხა.

მოკლედ, მადრიდელებს ბევრი მოთამაშე აკლიათ, მაგრამ საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფებიან და, წესით, “სევილიას” დიდი პრობლემები უნდა შეუქმნან.

რაც შეეხება ანდალუსიელებს… პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდი, არც მეტი არც ნაკლები, ცამეტმა ფეხბურთელმა დატოვა; კოკე, გამეირო, კრიხოვიაკი, ნევა, ბანეგა, ნავარო, სანჩესი – ეს იმ მოთამაშეთა არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც ამ ზაფხულზე სხვა კლუბებს მიაშურეს. სამაგიეროდ, “სევილიაში” ახალი სპორტსმენები მოვიდნენ – სარაბია “ხეტაფედან”, ლუსიანო ვიეტო “ატლეტიკოდან”, განსო “საო პაულოდნა” და ასე შემდეგ. მოკლედ, ანდალუსიელებს რესურსი აქვთ.

ზემოთ აღნიშნულს ემატება ყველაზე მთავარი – ახალი მწვრთნელი, ხორხე სამპაოლი, რომელიც ახალი ხედვებითა და ფილოსოფიით მოვიდა გუნდში. მისი ხელმძღვანელობით “სევილიამ” ექვსი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და ყველა მათგანი მოიგო.

ორი სიტყვა ტრავმებზეც ვთქვათ… ანდალუსიელებს ბენუა ტრემულინასი და მაიკლ კრონ-დევილი ვერ დაეხმარებიან. ორივე მათგანს მუხლის ტრავმა აქვთ.

ზინედინ ზიდანი: “ფინალი იმ გუნდებს, შორის გაიმართება, რომლებსაც ძალიან უნდათ ამ ტიტულის მოგება. ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ შეხვედრისთვის. წინასასეზონო მომზადება გავიარეთ და ძალიან კმაყოფილი ვარ. გვაქვს დანაკლისი: არის ტრავმები და, ასევე, ის მოთამაშეებიც არ იქნებიან, რომლებსაც დასვენება სჭირდებათ. ცალკე თემაა კარიმ ბენზემა, რომელის საკითხი თამაშამდე რამდენიმე სათით ადრე გადაწყდება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ გამარჯვებისთვის. პირველივე წუთებიდან უნდა ვეცადოთ უპირატესობის მოპოვებასა და მეტოქის კარის აღებას. მიუხედავად ყველაფრისა, ეს ფეხბურთია და არავინ იცის რა მოხდება. შანსებს 50:50-ზე შევაფასებდი.”

ხორხე სამპაოლი: “ძალიან მიხარია, რომ ამ საფეხბურთო ზეიმის ერთ-ერთი მონაწილე მეც გავხდი. ჩვენ ახალი სტილი გვაქვს. დრო გვჭირდება, რათა ახლებური საფეხბურთო ფილოსოფია კარგად გავითავისოთ. მჯერა ჩემი მოთამაშეების. რაც შეეხება მეტოქეს, მათ შესანიშნავი მოსამზადებელი ეტაპი ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, რამდენიმე საკვანძო მოთამაშე აკლიათ და ეს ჩვენ ხელს გვაძლევს. უბრალოდ მინდა, ჩემი სპორტსმენები გავიდნენ მოედანზე და მაყურებელს მაღალი კლასი აჩვენონ. გეტყვით, რომ არ ვფიქრობ, რომელიმე გუნდი სერიოზულ უპირატესობას მოიპოვებს მთელი მატჩის მანძლზე.”

სავარაუდო შემადგენლობები

მადრიდის “რეალი”: კასილია; კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო; კაზემირო, მოდრიჩი, ისკო; ხამეს როდრიგესი, მორატა, ლუკას ვასკესი.

ანდალუსიის “სევილია”: სორია; მარიანო, პარეხა, კარისო, ესკუდერო; კრანევიტერი, კორეა, იბორა; სარაბია, ვიეტო, კონოპლიანკა.

შეხვედრის პრომო

ოფიციალურად: კოკე ამიერიდან გერმანული “შალკეს” ღირსებას დაიცავს

ესპანური “სევილიას” აწ უკვე ყოფილი კაპიტანი, კოკე ამიერიდან გელზენკირხენის “შალკეს” ღირსებას დაიცავს. აღნიშნული ტრანსფერი “ლურჯებს” სულ რაღაც 3 მილიონი ევრო დაუჯდათ.

29 წლის ფეხბურთელი გერმანულ კლუბში სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს გაივლის.

ესპანელი მცველი “რაიო ვალენკანოდან” “სევილიაში” გადასვლის შემდეგ (2011), კლუბის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. ესპანურ კლუბთან ერთად, მან სამჯერ მოახერხა ევროპა ლიგის მოგება.

“სევილიაში” ხორხე სამპაოლის შემდეგ, კოკეს მსგავსად, ანდალუსიური კლუბი ზაფხულში შემდეგმა ფეხბურთელებმა დატოვეს: გრეგორჟ კრიხოვიაკი, კევინ გამეირო, ჩირო იმობილე, ევერ ბანეგა და ჟოზე ანტონიო რეიესი.

იურისტი: “სამპაოლის ნაკრების ჩაბარება უნდოდა, მაგრამ “სევილიამ” ამის უფლება არ მისცა”

ესპანური “სევილიას” მთავარი მწვრთნელის, ხორხე სამპაოლის იურისტი, ფერნანდო ბარედასი აცხადებს, რომ მის კლიენტს კლუბის დატოვება და არგენტინის ნაკრების სათავეში სურდა მისვლა.

“ხორხეს არგენტინის ნაკრების გაწვრთნა სურდა, მაგრამ “სევილიამ” მას ამის უფლება არ მისცა. კლუბმა ხორხესთან კონტრაქტის გაწყვეტაზე უარი განაცხადა.

კონტრაქტის გაწყვეტა – საკმაოდ რთული რამ არის. ხორხემ ამის გაკეთება ვერ მოახერხა.” – განაცხადა იურისტმა.

ცნობისათვის გეტყვით, რომ კონტრაქტის გასაწყვეტად სამპაოლის 7 მილიონი ევროს გადახდა მოუწევდა ესპანური კლუბისათვის.

დადასტურდა: რონალდუ უეფას სუპერთასს გამოტოვებს

პრესასთან საუბრისას, კრიშტიანუ რონალდუმ აღიარა, რომ უეფას სუპერთასის მატჩში მისი თამაში გამორიცხულია – “ამ მატჩში ჩემი თამაში სრულიად გამორიცხულია”.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ევრო 2016-ის ფინალში სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც მას 6 კვირის გატარება მოუწევს ლაზარეთში.

“9 აგვისტოს, უეფას სუპერთასის მატჩში ჩემი თამაში სრულიად გამორიცხულია, რადგანაც მე სამუშაოს 10 აგვისტოს ვუბრუნდები. ამის შანსი არ არსებობს.”

შეგახსენებთ, რომ ევროპის მოქმედი ჩემპიონები აღნიშნულ მატჩში ევროპის ჩემპიონ “სევილიას” დაუპირისპირდებიან.

ვიეტომ “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის არჩევანი გააკეთა

მიმდინარე ზაფხულზე ბევრი დაიწერა იმის შესახებ, რომ “მადრიდის ატლეტიკოს” ფეხბურთელით, ლუსიანო ვიეტოთი ანდალუსიის “სევილია” და კატალონიის “ბარსელონა” ინტერესდებოდა. 22 წლის მოთამაშეს ჰქონდა არჩევანი, ან უნდა ეთამაშა მესის, სუარესისა და ნეიმარის მხარდამხარ ან “სევილიაში” გადასულიყო, სადაც დიდი ალბათობით სტაბილურად იქნებოდა ძირითადში იმ მიზეზით, რომ კლუბს ლორენტე და იმობილე ტოვებენ.

როგორც გაირკვა, მოთამაშის აგენტი და “სევილიას” მესვერურები შეხვდნენ ერთმანეთს არგენტინაში. სწორედ იქ გადაწყდა, რომ მომავალ სეზონს ვიეტო “სევილიაში” იჯარის წესით გაატარებს. მოთამაშეს სჭირდება სათამაშო პრაქტიკა, რომლის მიღების საშუალება არგენტინელს ანდალუსიურ კლუბში უფრო ექნება, ვიდრე “ბარსაში”.

ლა ლიგის ბიზნესი: დახარჯული 250,65 და მიღებული 182,1 მილიონი ევრო

როგორც იცით, უკვე კარგა ხანია, რაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა. გუნდების უმეტესობამ უკვე განახორციელა დაგეგმილი ტრანსფერები.


“ბარსელონა” (-36,75 მილიონი ევრო)

კლუბში მოვიდა: სამუელ უმტიტი (“ლიონი”, 25 მილიონი ევრო), ლუკას დინიე (“პსჟ”, 16,5 მილიონი ევრო), დენის სუარესი (“ვილიარეალი”, 3,25 მილიონი ევრო).

დაიხარჯა: 44,75 მილიონი ევრო.

კლუბიდან წავიდა: მარკ ბარტრა (“ბორუსია დორტმუნდი”, 8 მილიონი ევრო), დანი ალვეში (“იუვენტუსი”, უფასო) და სანდრო რამირესი (“მალაგა”, უფასო).

მიიღეს: 8 მილიონი ევრო.


“რეალი” (-20,5 მილიონი ევრო)

კლუბში მოვიდა: ალვარო მორატა (“იუვენტუსი”, 30 მილიონი ევრო).

დაიხარჯა: 30 მილიონი ევრო.

კლუბიდან წავიდა: დენის ჩერიშევი (“ვილიარეალი”, 7 მილიონი ევრო), ალვარო მედრანი (“ვალენსია”, 1.5 მილიონი ევრო), ომარ მასკარელი (“აინტრახტი”, 1 მილიონი ევრო), ბურგუი (“ხიხონის სპორტინგი, არენდა), დიეგო ლორენტე (“მალაგა”, არენდა), ხესუს ვალეხო (“აინტრახტი”, არენდა), ალვარო არბელოა (კლუბი უცნობია, უფასო).

მიიღეს: 9,5 მილიონი ევრო.


“ატლეტიკო მადრიდი” (-41,7 მილიონი ევრო)

კლუბში მოვიდა: ნიკო გაიტანი (“ბენფიკა”, 25 მილიონი ევრო), სიმე ვრსალკო (“სასუოლო”, 16 მილიონი ევრო), დიეგო იოტა (“პასკოს ფერეირა”, 7.20 მილიონი ევრო) და ფერნანდო ტორესი (“მილანი”, უფასო).

დაიხარჯა: 48.2 მილიონი ევრო.

კლუბიდან წავიდა: ლეო ბაპტისტაო (“ესპანიოლი”, 3.5 მილიონი ევრო), ჯოშუა გილავოგი (“ვოლფსბურგი”, 3 მილიონი ევრო), მატიას კრანევიტერი (“სევილია”, არენდა), ხესუს გამესი (“ნიუკასლი”, უცნობია) და ბონო (“ჟირონა”, უცნობია).

მიიღეს: 6.5 მილიონი ევრო.


“ვილიარეალი” (+ 34,25 მილიონი ევრო)

კლუბში მოვიდა: ალფრედ ნ’დიაე (“რეალ ბეტისი”, 8 მილიონი ევრო) და დენის ჩერიშევი (“რეალ მადრიდი”, 7 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 15 მილიონი ევრო.

კლუბიდან წავიდა: ერიკ ბაილი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, 38 მილიონი ევრო), სამუ გარსია (“რუბინი”, 5 მილიონი ევრო), დენის სუარესი (“ბარსელონა”, 3.25 მილიონი ევრო), ტომას პინა (“ბიუგე”, 3 მილიონი ევრო), მოი გომესი (“ხიხონი”, უფასო) და მატიას ნაჰელი (“ბეტისი”, არენდა).

მიიღეს: 49,25 მილიონი ევრო.


“ატლეტიკ ბილბაო” ( 0 მილიონი ევრო)

კლუბში მოვიდა:

დაიხარჯა: 0 მილიონი ევრო.

კლუბიდან წავიდა: ერიკ მორანი (“სარაგოსა”, არენდა), კარლოს გურპეგი (კარიერა დაასრულა).

მიიღეს: 0 მილიონი ევრო.


“ვალენსია” ( -7.1 მილიონი ევრო)

კლუბში მოვიდა: ნანი (“ფენერბახჩე, 8.5 მილიონი ევრო) და ალვარო მედრანი (“რეალ მადრიდი”, 1.5 მილიონი ევრო).

დაიხარჯა: 10 მილიონი ევრო.

კლუბიდან წავიდა: პიატი (“ესპანიოლი”, არენდა), ბარაგანი (“მიდლსბრო”, 2.7 მილიონი ევრო), ფეგული (“ვესტ ჰემი”, უფასო) და იოელი (“ეიბარი”, არენდა).

მიიღეს: 2.9 მილიონი ევრო.


“სევილია” ( -7.1 მილიონი ევრო)

კლუბში მოვიდა: ფრანკო ვასკესი (“პალერმო”, 15 მილიონი ევრო), ჟოაკინ კორეა (“სამპდორია”, 13 მილიონი ევრო, განსო (“სან პაულო”, 10 მილიონი ევრო), ჰიროში კიოტაკე (“ჰანოვერ 96”, 6.5 მილიონი ევრო), პაბლო სარაბია (“ხეტაფე”, 1 მილიონი ევრო), მატიას კრანევიტერი (“ატლეტიკო”, არენდა).

დაიხარჯა: 45მილიონი ევრო.

კლუბიდან წავიდა: პიატი (“ესპანიოლი”, არენდა), ბარაგანი (“მიდლსბრო”, 2.7 მილიონი ევრო), ფეგული (“ვესტ ჰემი”, უფასო) და იოელი (“ეიბარი”, არენდა).

მიიღეს: 2.9 მილიონი ევრო.


“სევილია” ( -9.9 მილიონი ევრო)

კლუბში მოვიდა: ნანი (“ფენერბახჩე, 8.5 მილიონი ევრო) და ალვარო მედრანი (“რეალ მადრიდი”, 1.5 მილიონი ევრო).

დაიხარჯა: 10 მილიონი ევრო.

კლუბიდან წავიდა: კრიხოვიაკი (“პსჟ”, 33,6 მილიონი ევრო), დიოგო ფიგეირაში (“ოლიმპიაკოსი”, 1.5 მილიონი ევრო), ლუიზმი (“ვალიადოლიდი”, უფასო), რეიესი (“ესპანიოლი”, უფასო), ბანეგა (“ინტერი”, უფასო) და ბეტო (უცნობია, უფასო).

მიიღეს: 35.5 მილიონი ევრო.


“სელტა” ( +17 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 1 მილიონი ევრო.

მიიღეს: 18 მილიონი ევრო.


“მალაგა” ( -10,10 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 10,10 მილიონი ევრო.

მიიღეს: 0 მილიონი ევრო.


“რეალ სოსიედადი” ( -8 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 12 მილიონი ევრო.

მიიღეს: 4 მილიონი ევრო.


“რეალ ბეტისი” ( -12 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 20 მილიონი ევრო.

მიიღეს: 8 მილიონი ევრო.


“ლას პალმასი” ( -2 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 2 მილიონი ევრო.

მიიღეს: 0 მილიონი ევრო.


“ესპანიოლი” ( -7.7 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 7.9 მილიონი ევრო.

მიიღეს: 200.000 ევრო.


“ეიბარი” ( +2 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 3 მილიონი ევრო.

მიიღეს: 5 მილიონი ევრო.


“დეპორტივო” ( -500,000 ევრო)

დაიხარჯა: 500,000 ევრო.

მიიღეს: 0 მილიონი ევრო.


“გრანადა” ( +31,5 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 0 მილიონი ევრო.

მიიღეს: 31.5 მილიონი ევრო.


“გრანადა” ( -200,000 ევრო)

დაიხარჯა: 200,000 ევრო.

მიიღეს: 0 მილიონი ევრო.


“ალავესი” ( 0 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 0 მილიონი ევრო.

მიიღეს: 0 მილიონი ევრო.


“ოსასუნა” ( +3.75 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 0 მილიონი ევრო.

მიიღეს: 3.75 მილიონი ევრო.


“ოსასუნა” ( – 1 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 1 მილიონი ევრო.

მიიღეს: 0 მილიონი ევრო.


18.07.2016

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (18 ივლისი)

“ვესტ ჰემი” თავდამსხმელის ძიებაშია

მიში ბატშუაი? “ჩელსის” შეუერთდა. კრისტიან ბენტეკე? “ლივერპულში” აპირებს დარჩენას. ალექსანდრე ლაკაზეტი? “ლიონი” არ აპირებს მის გაშვებას. კარლოს ბაკა? ჩემპიონთა ლიგას ითხოვს.

ბევრი უშედეგო მცდელობის შემდეგ, სლავენ ბილიჩი “ტულუზას” ვისამ ბენ იედერზე გადაერთო. 25 წლის ფეხბურთელის გადაბირება, რომლითაც “ლესტერიც” ინტერესდება, სულ რაღაც 10 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი.

ხუან მატა “მანჩესტერის” დატოვებას არ აპირებს

“ევერტონი”? “ესპანიოლი”? “ვალენსია”? – ყველაფერი ტყუილია. ხუან მატამ გულშემატკივრები დაამშვიდა. ” ნუ უსმენთ მედიას” – ასეთი განცხადება გააკეთა მან გულშემატკივართან საუბრისას.

ჯო ალენი “მანჩესტერ იუნაიტედში”?

The South Wales Evening Post-ის ცნობით, ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედი” საკმაოდ საინტერესო სვლის განხორციელებას აპირებს – ისინი “ლივერპულის” უელსელ ნახევარმცველს, ჯო ალენს დაიმატებენ. ჯო ალენს არსებული კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურება, ამიტომაც დიდია შანსი იმისა, რომ კლოპი მის წასვლას მიემხროს.

რუი პატრისიო პრემიერ ლიგაში?

გამოცდილმა პორტუგალიელმა მეკარემ, რუი პატრისიომ კარიერა შესაძლოა პრემიერ ლიგაში გააგრძელოს. The Sun-ის ცნობით, 6 მილიონ ფუნტად შეფასებული მეკარე “ევერტონისა” და “მანჩესტერ სიტის” ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

1

ვილფრედ ბონი რონალდ კუმანთან ითანამშრომლებს?

გამომდინარე იქიდან, რომ რომელუ ლუკაკუს მომავალი ჯერაც ბურუსით არის მოცული, “ევერტონის” ახალი თავკაცი, რონალდ კუმანი თადარიგის დაჭერას და გუნდში “მანჩესტერ სიტის” ფორვარდის მოყვანას აპირებს. 27 წლის ბონის გადასაბირებლად “კამფეტებს” დაახლოებით 25 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევთ.

რაგნარ კლავანი თითქმის “ლივერპულელია”

“ლივერპული” გერმანული “აუგსბურგის” 30 წლის ცენტრალური მცველის გადაბირებას აპირებს, რათა მომავალში დამცველების ნაკლებობა გამორიცხოს. იურგენ კლოპი მზადაა ესტონელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 4 მილიონი ფუნტი გადაიხადოს, რასაც დაემატება ბონუსებიც.

“კაიზერსლაუტერნი” კლოზეს მიმართ ინტერესს ადასტურებს

“კაიზერსლაუტერნის” გენერალური დირექტორი, ტომას გრისი ადასტურებს ვეტერანი ფორვარდის, მიროსლავ კლოზეს მიმართ ინტერესის არსებობას – “ეს ჩვენი კლუბისათვის ნამდვილი ჯეკპოტი იქნება, დიდი პრიზი. ცდად ნამდვილად ღირს.” – განუცხადა გრისმა TV SWR-ს.

“სევილია” ლიორენტეს გაანათხოვრებს

La Tarjeta Blanca გვამცნობს, რომ “რეალ სოსიედადი” საკმაოდ ახლოს არის “სევილიას” ესპანელი ფორვარდის, ფერნანდო ლიორენტეს გადაბირებასთან. წყაროს ცნობით, “იუვენტუსის” ყოფილი ფეხბურთელი “ანოეტაზე” 1 წელიწადს დაჰყოფს.