“მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ინგლისურმა კლუბმა “შახტარის” ბრაზილიელ ვარსკვლავთან, ფრედთან, შეთანხმებას მიაღწია.
ოფიციალური მხარე ტრანსფერის დამატებით დეტალებს ჯერჯერობით არ ახმაურებს, თუმცა ბრიტანული გამოცემები ირწმუნებიან, რომ “წითელ ეშმაკუნებს” 25 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი 60 მილიონი ევრო დაუჯდა.
ბრაზილიელი “ოლდ ტრაფორდელებთან” 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, წელიწადში კი ხელფასის სახით ხუთ მილიონ ევროს მიიღებს.
ფრედმა “შახტარში” 5 სეზონი ჩაატარა – დონეცკურ კლუბში ის 2013 წელს გადავიდა “ინტერნასიონალიდან”. ბრაზილიელი ჰავბეკის ანგარიშზე 155 მატჩში გატანილი 15 გოლი და გაკეთებული 15 საგოლე გადაცემა გახლავთ.