რა განაცხადა რაულმა კარიერის დასრულების დადასტურების შემდეგ

„ნიუ-იორკ კოსმოსის“ თავდამსხმელმა რაულ გონსალესმა, რომელმაც ხუთშაბათს ნოემბრში კარიერის დასრულება დაადასტურა, თავისი გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.

„როდესაც 2014 წლის დეკემბერში „ნიუ-იორკთან“ კონტრაქტს ვაფორმებდი, მაშინვე ვთქვი, რომ სეზონის ბოლოს ჩემს მდგომარეობას შევაფასებ და გადაწყვეტილებას მივიღებ. ამრიგად, გადავწყვიტე, სეზონის დამთავრებისას ფეხბურთელის კარიერა დავასრულო. სრულიად ვარ კონცენტრირებული, რათა სეზონი დავასრულო და გუნდს NASL ჩემპიონატის მოგებაში დავეხმარო.

უახლოეს თვეებში გადავწყვიტავ, თუ რით დავკავდე. ფეხბურთს იმდენი ხანი ვთამაშობდი, რომ ეს სპორტი ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა. ამ გააწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო, მაგრამ მჯერა, რომ საამისოდ ახლა საჭირო დრო დადგა“, – ციტირებს რაულს „ნიუ-იორკ კოსმოსის“ ოფიციალური საიტი.

დრაქსლერი საერთო ჯგუფში დაბრუნდა

გელზენკირხენის „შალკე 04“-ის ნახევარმცველმა იულიან დრაქსლერმა თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიში განაახლა

შეგახსენებთ, რომ ახალაგზრდა შუახაზელმა ოქტომბრის შუაში მუხლის ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც ოპერაცია გაიკეთა და ოთხი თვის განმავლობაში მკურნალობს.

მარტის შუაში იულიანმა ინდივიდუალური პროგრამით მუშაობა დაიწყო, გუშინ კი გუნდთან ერთად იმუშავა, რის შესახებაც კლუბის „ტვიტერის“ ოფიციალური გვერდი წერს.

მიმდინარე სეზონში დრაქსლერმა 8 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 2 გოლი გაიტანა.

ჰუნტელაარი: „მეტის მიღწევა შეგვეძლო“

გელზენკირხენის „შალკე 04“-ის თავდამსხმელის კლას იან ჰუნტელაარის აზრით, მის გუნდს მადრიდის „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ რაუნდში მეტის მიღწევა შეეძლო.

„რა თქმა უნდა, დღევანდელი თამაშის ხარისხით კმაყოფილნი ვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მეტის მღწევა შეგვეძლო. გოლებს საკმაოდ ადვილად ვუშვებდით, შესვენებაზე უპირატესობით უნდა გავსულიყავიტ. დღეს მეტოქეს თავი კომფორტულად ნამდვილად არ უგრძვნია“, – განაცხადა ჰოლანდიელმა.

„ბაიერნმა“ ზედიზედ მეორე მატჩი ვერ მოიგო

გერმანიის ბუნდესლიგის მე-19 ტურის მატჩში მიუნხენის „ბაიერნმა“ გელზენკირხენის „შალკე 04“ მიიღო, თუმცა მოგება კვლავ ვერ მოახერხა – შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

მე-17 წუთზე ჯერომ ბოატენგმა სიდნეი სემი წააქცია, რისთვის პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო. მასპინძელთათვის საბედნიეროდ, მანუელ ნოიერმა დანიშნული პენალტის მოგერიება მოახერხა.

მეორე ტაიმის შუა მონაკვეთში არიენ რობენმა მეკარის მოედნიდან ბურთი გოლკიპერისგან შორეულ კუთხეში გაგზავნა – 1:0. 72-ე წუთზე ბენედიკთ ხიოვედესმა თავური დარტყმით ბურთი მიუნხენელთა ცხრიანში გაგზავნა – 1:1.

შეგახსენებთ, რომ წინა ტურში გვარდიოლას გუნდმა „ვოლფსბურგთან“ ანგარიშით 1:4 წააგო.

აღსანიშნავია, რომ ზედიზედ ორი მატჩი „ბაიერნმა“ გერმანიის ჩემპიონატში აქამდე 2014 წლის აპრილში ვერ მოიგო.

იხილეთ გერმანიის ჩემპიონატის სრული ცხრილი

ნასტასიჩი „შალკეში“ გადავიდა

„მანჩესტერ სიტის“ მცველი მატია ნასტასიჩი გელზენკირხენის „შალკე 04“-ში გადაბარგდა.

დღეს 21 წლის მოთამაშემ გერმანულ კლუბში სამედიცინო შემოწმებაც გაიარა. ბუნდესლიგაში ნასტასიჩი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ სერბი ფეხბურთელი „მანჩესტერ სიტიში“ 2012 წელს „ფიორენტინადან“ გადავიდა.

კლოპი: ”გაერთიანებით, ყველა სირთულეს დავძლევთ”

ბუნდესლიგა, დორტმუნდის ”ბორუსიამ” არც თუ ისე კარგად დაიწყო. პირველ რიგში, გუნდს, შესამჩნევად დაეტყო რობერტ ლევანდოვსკის წასვლა და მეორე, კლუბის ლაზარეთში, კვლავ ხალხმრავლობაა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ”ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა:

”დამარცხების უფლება აღარ გვაქვს, პირიქით, გუნდს ყველა მატჩში გამარჯვება ესაჭიროება. მჯერა, რომ ერთიანობით, გუნდი ყველა სირთულეს დაძლევს. დროა გუნდმა თავისი ჩვეული სათამაშო ხასიათი აჩვენოს. – განაცხადა იურგენ კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ დორტმუნდის ”ბორუსია”, ბუნდესლიგის ბოლო შეხვედრაში სტუმრად ”შალკესთან”, ანგარიშით 1-2 დამარცხდა.

ჩელსი 1:1 შალკე

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, ინგლისის ჩემპიონატის ლიდერმა, სახლში ”შალკეს” დამარცხება ვერ შეძლო

გოლები: ფაბრეგასი 11′ 1-0; ჰუნტელაარი 62′ 1-1.

„შალკეს“ ფანები გუნდის პუტინთან შეხვედრის წინააღმდეგ გამოდიან

გელზენკირხენის „შალკე 04“-ის ფანებმა კლუბის ხელმძღვანელებს ღია წერილით მიმართეს, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის გაუქმება სთხოვეს.

აქამდე კლუბის ერთ-ერთმა დირეტორმა კლემენს ტენისმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში პუტინი გელზენკირხენული კლუბის ფეხბურთელებს შეხვდება. გუნდის ფანები კი რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების გამო აღნიშნული შეხვედრის წინააღმდეგი არიან.

„გთხოვთ, გუნდს პუტინთან შეხვედრის უფლება არ მისცეთ. ამით დაგვაწმუნებთ, რომ „შალკე“ რუსეთის პრეზიდენტისგან შორს იმყოფება.

ჩვენ ყველას დემოკრატიული ხედვა გვაქვს და სიტყვის თავისუფლებას ვაფასებთ. ამიტომაც, მას ვიზიტისთვის მადლობას ვერ გადავუხდით. ვლადიმირ პუტინმა უკრაინის სუვერენიტეტი დაარღვია“, – ნათქვამია წერილში, რომელიც კლუბის გულშემატკივართა ჟურნალ „Schalker Markt“-ში გამოქვეყნდა.

აღნიშნულ წერლს ტენისი „Ruhr Nachrichten“-თან ინტერვიუში გამოეხმაურა. მისი თქმით, პოლიტიკიდა ეკონომიკურ ურთიერთობასთან კავშირში არ არის.

სათქმელია, რომ ოფიციალური ინფორმაციით, „შალკე“, რომელიც „გაზპრომთან“ 2007 წლიდან თანამშრომლობს, ყოვეწლიურად რუსული კომპანიისგან 15 მილიონ ევროს იღებს. მხარეებს შორის არსებული კონტრაქტი 2017 წლამდე მოქმედებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჰუნტელაარი: „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ანგარიშით 0:6 მოგება შეუძლებელია“

„შალკეს“ თავდამსხმელმა კლას-იან ჰუნტელაარმა მადრიდის „რეალთან“ დიდი ანგარიშით წაგების მიზეზებზე ისაუბრა.

„პირველი 15 წუთის განმავლობაში ცუდად არ გვითამაშა. თუმცა, ასეთი ეშცდომების დაშვებისას დადებითი შედეგის მიღწევა რთულია. ეს ყველაფერი გვესმის, ამიტომაც უნდა შევეცადოთ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.

შეხვედრის დასაწყისში კარგი შანსი გვქონდა, დრაქსლერს ანგარიშით გათანაბრება შეეძლო. სიმართლე რომ გითხრათ, დაცვაში დაშვებულ შეცდომებს ვერაფრით გავამართლებთ. საქმეს ვერც ჩემმა გოლმა უშველა, ანგარიშით მხოლოდ 1:6 გახდა.

სტუმრად 0:6 უნდა მოვიგოთ. ამის გაკეთება კი შეუძლებელია“, – განაცხადა ჰოლანდიელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

პეპე: „არ მეგონა, რომ ამ ეტაპზე მსგავსი ანგარიშით მოგება შესაძლებელი იყო“

მადრიდის „რეალის“ მცველმა პეპემ გელზენკირხენის „შალკე 04“-თან ანგარიშით 1:6 მოგებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„სიმართლე რომ გითხრათ, არ მეგონა, რომ ჩემპიონთა ლიგის ამ სტადიაზე მსგავსი ანგარიშით მოგება შესაძლებლი იყო. პირველივე წუთებიდან ჩინებულად ვთამაშობდით და ყველა გოლი სწორი მოქმედებების შედეგად გავიტანეთ.

შემტევმა ხაზმა შესანიშნავად ითამაშა, თუმცა დღევანდელი გამარჯვება სხვა პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელების დამსახურებაცაა.

ფიზიკურად, ისევე, როგორც მორალურად, მზად ვართ. მსგავსი გამარჯვებეის მისაღწევად ყველაფერი გვაქვს“, – განაცხადა პორტუგალიელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლუდი და სიგარეტი – როგორ აბარებს დოპინგტესტს კევინ-პრინს ბოატენგი

დღეს სოციალურ ქსელებში გელზენკირხენის „შალკე 04“-ის ნახევარმცველის კევინ-პრინს ბოატენგის სურათი გავრცელდა, რომელზეც მას ხელში სიგარეტი უკავია, ხოლო მის გვედით ლუდის ბოთლი დევს.

როგორც ცნობილია, აღნიშნული სურათი ბოატენგს 15 თებერვალს, „ბაიერთან“ შეხვედრის შემდგომ გადაუღეს. აღსანიშნავია, რომ  განელი გელზენკირხენთა შემადგენლობიდან იმ მოთამაშთა შორის იყო, რომლებსაც ამ დღეს დოპინგტესტი უნდა ჩაებარებინათ.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „შალკეს“ მენეჯერმა ხორსტ ხელდტმა ისაუბრა. მისი თქმით, კლუბში ყველამ იცის, რომ მოგებული შეხვედრის შემდეგ ბოატენგს სიგარეტის მოწევა უყვარს, ხოლო ლუდი კევინ-პრინსმა შარდის სწრაფად გამოყოფისთვის დალია. ხელდტმა აღნიშნა, რომ დოპინგტესტის წინ მსგავს მეთოდს არაერთი მოთამაშე მიმართავს.

თავად ფეხბურთელი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საუბრისგან ჯერჯერობით თავს იკავს.

Kevin-Prince Boateng

ალექსანდრე მატევოსოვი

„შალკეს“ გენერალური მენეჯერი: „ერთ მშვენიერ დღეს დრაქსლერი სხვა კლუბში გადავა“

გელზენკირხენის „შალკე 04“-ის გენერალურმა მენეჯერმა ჰორსტ ჰელდტმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომელთა გამოც კლუბმა იულიან დრაქსლერი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს არ გაყიდა.

„დრაქსლერის თაობაზე წინადადებები მართლაც გვქონდა. ამ თემაზე უკვე ვისაუბრეთ, ისევე, როგორც იმაზე, რომ მის გაშვებას არ ვაპირებთ.

სატრანსფერო ბაზარზე მისი შემცვლელი არ იყო, თანაც, წასვლა კი არც იულიანს სურდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდ თანხას მივიღებდით, იგი არ გავუშვით.

მისი გაყიდვის მომენტი კიდევ დადგება, ამას ვერსად გავექცებით. დრაქსლერი – ბრწყინვალე ფეხბურთელია. ერთ მშვენიერ დღეს იგი სხვა კლუბში აღმოჩნდება“, – განაცხადა გელდტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი