გვარდიოლს კომენტარი “ლივერპულთან” მარცხის შემდეგ

“ლივერპულთან” დამარცხების შემდეგ, “მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“პირველი გოლის დროს მსაჯმა შეცდომა დაუშვა. მეორე კი საოცარი გოლი იყო. შესვენების შემდეგ, მომენტები შევქმენით და კარგადაც ვითამაშეთ. ერთის გატანა გვჭირდებოდა, თუმცა ეს ვერ შევძელით. არ შემიძლია, ამაში ვინმე დავადანაშაულო. ქამბექი ყოველთვის რთულია. ახლა, წინ მორიგი 90 წუთი, ან მეტია.”

“გიუნდოგანი სტერლინგის ნაცვლად? იმიტომ, რომ მეტი პასი, ბურთის უფრო ხშირი კონტროლი ყოფილიყო… სწორედ ამიტომ. სწორედ, მატჩის გასაკონტროლებლად გავაკეთე ეს ყოველივე. იყო თუ არა შეცდომა? 0-3 წავაგეთ,” – ამბობს პეპი.

ჰენდერსონი: “ვიცოდით, რომ მოედანზე საოცარი ატმოსფერო იქნებოდა”

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის შეხვედრაში მერსესაიდის “ლივერპულმა” “მანჩესტერ სიტი” ანგარიშით, 3-0 დაამარცხა და განმეორებითი მატჩის წინ საგრძნობი უპირატესობა შეიქმნა.

თამაშის შემდეგ, გამარჯვებული გუნდის კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ვიცოდით, რომ მოედანზე საოცარი ატმოსფერო იქნებოდა და ასეც მოხდა. გულშემატკივრის დახმრებით, წარმატებას მივაღწიეთ, მეორე ნახევარში ისინი უფრო მოგვაწვნენ და უკან დაგვწიეს. თუმცა, ჩვენი სტილი ნებისმიერ სიტუაციაში ერთ გუნდად ასპარეზობაა, რაც იდეალურად გავაკეთეთ. ამ შეხვედრაში თამაშის წესი ბევრჯერ არ დამირღვევია. ამიტომ, სამწუხაროა, რომ შემდეგ მატჩს გამოვტოვებ,” – ამბობს კაპიტანი.

გვარდიოლა: “ვიცი, რომ წესს ვარღვევ, მაგრამ ამის გაკეთებას არ შევწყვეტ”

პეპ გვარდიოლა უკვე რამდენიმე მატჩია, რაც საჯაროდ ჩნდება ყვითელი ბაფთით, რომელიც მას სამოსზე აქვს მიმაგრებული. როგორც ცნობილია, ის ამას აკეთებს კატალონიელი აქტივისტების მხარდასაჭერად, რომელიც მოითხოვდნენ, რომ რეფერენდუმი ჩატარებულიყო, თუმცა ისინი დაიჭირეს.

“გაფრთხილება მივიღე, რომ ამის კეთება არ შეიძლებოდა. თუმცა, მაინც არ მოვიხსნი ბაფთას. პირველ რიგში, მე ადამიანი ვარ, შემდეგ მწვრთნელი. ადამიანები უდანაშაულოები არიან, თუმცა ციხეში ჩასვეს. რამდენიმე მათგანი კი კატალონიიდანაა წასული და თუ იქ ჩავლენ, დაიჭერენ. ეს მარაზმია. თქვენ დასთანხმდით ბრექსიტს, შოტლანდიის რეფერენდუმს. ჩემს ხალხსაც აქვს თავისი სურვილი,” – აცხადებს პეპი.

იაია ტურე კოტ დ’ივუარის ნაკრებში ბრუნდება

იაია ტურე კოტ დ’ივუარის ნაკრებში ბრუნდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება 34 წლის ნახევარმცველმა სულ ცოტა ხნის წინ მიიღო. შესაბამისად, მთავარ მწვრთნელს, რომლის ადგილი, ჯერჯერობით, ვაკანტურია, მისი გამოძახება შეეძლება.

საგულისხმოა, რომ ტურემ 2016 წელს დატოვა ნაკრები. თუმცა, ერთი წლის შემდეგ აზრი შეიცვალა. მას უნდა, თავისი გამოცდილება ახალგაზრდებს გაუზიაროს.

აქვე გეტყვით, რომ “მანჩესტერ სიტის” მოთამაშეს ეროვნულ ნაკრებში 113 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ანტონიო კონტე: “მანჩესტერ სიტის” ვან დეიკის შეძენა არ გაუჭირდება”

“საუთჰემპტონის” ცენტრალური მცველით, ვირჯილ ვან დეიკით ინგლისური გარნდები: “არსენალი”, “ჩელსი”, “ლივერპული” და “მანჩესტერ სიტი” ინტერესდებიან. თუმცა, “ლურჯების” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე ფიქრობს, რომ თუ “სიტი” მთელი რესურსებით მოინდომებს ჰოლანდიელის შეძენას, ისინი ამ საქმეში თავის მეტოქეებს აუცილებლად აჯობებენ.

“ვირჯილით ბევრი კარგი გუნდი ინტერესდება. თუმცა, არსებობს მანჩესტერ სიტი” – ეს გუნდი ბევრ საუკეთესო მოთამაშეს ყიდულობს. შესაბამისად, თუ ისინი გულით მოინდომებენ, ჩვენ ჰოლანდიელისთვის მათთან ბრძოლას ვერ შევძლებთ. ამ საქმეში მათ მიმართ დიდი პატივისცემა უნდა გამოვიჩინოთ. “მანჩესტერ სიტის” არა მხოლოდ ინგლისში, არამედ მთლიანად ევროპაში ბევრი კარგი ფეხბურთელის შეძენაში შეუძლია, სხვა გრანდებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიოს.”

“როცა გაქვს შესაძლებლობა, სატრანსფერო ფანჯარაზე დიდი რაოდნეობით ფული დახარჯო, რატომაც არ უნდა ქნა ეს?! თუმცა, ზოგჯერ გუნდები დიდ ფულს უაზროდ ხარჯავენ. ამიტომ, სწორი მენეჯმენტია საჭირო. სწორედ ასეთ პოლიტიკას მოაქვს კარგი შედეგი,” – აცხადებს კონტე.

კარიკატურები 360 გრადუსით: ინგლისური გრანდების გასახდელები

გთავაზობთ ინგლისის პრემიერ ლიგის ხუთი გუნდის: ლონდონის “ჩელსის”, “მანჩესტერ სიტის”, “მანჩესტერ იუნაიტედის”, ლონდონის “არსენალისა” და მერსესაიდის “ლივერპულის” გასახდელების კარიკატურებს 360 გრადუსით.

კარიკატურების სანახავად დააკლიკეთ აქ.

მოურინიო: “რომ ვფიქრობდე, ტიტულისთვის ბრძოლა დასრულდა, ახლა დასასვენებლად ბრაზილიაში ვიქნებოდი”

“მანჩესტერ იუნაიტედმა” პრემიერ ლიგის მეთექვსმეტე ტურში “მანჩესტერ სიტისთან” საკუთარ მოედანზე წააგო და პირველადგილოსანს თერთმეტი ქულით გაუსწრო. ჟოზე მოურინიომ და თავისმა შეგირდებმა ხასიათის ცოტათი გამოკეთება “ბორნმუთის” მინიმალური ანგარიშით დამარცხების შემდეგ მოახერხეს.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მას კიდევ აქვს იმედი, ინგლისის ჩემპიონის ტიტული მოიპოვოს.

“სიტისთან” თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მათთან წაგება მტკივნეული გამოდგა. თუმცა შემდგომმა გამარჯვებამ გაგვამხნევა. “ბორნმუთი” რთული მეტოქე იყო. საკმაოდ დაძაბული მატჩიც გამოვიდა. მეორე გოლი რომ გაგვეტანა, ის საღამო უფრო მშვიდი იქნებოდა.”

“ბედნიერი ვარ, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ. მათ დასასვენებლად ჩვენზე ერთით მეტი დღე ჰქონდათ. თანაც, ჩემმა ბიჭებმა მენტალურად დიდი დატვირთვა მიიღეს “სიტისთან” თამაშში. ტიტულისთვის ბრძოლა მხოლოდ მაისში მთავრდება. ახლა რომ ეს მომხდარიყო, ბრაზილიაში ან ლოს ანჯელესში დასასვენებლად წავიდოდი. იმედი მაქვს, უკეთესი მომავლის,” – აცხადებს ჟოზე.

მინოლე: “მანჩესტერ სიტის” შეჩერება კვლავ შესაძლებელია”

“მანჩესტერ სიტი” ინგლისის პრემიერ ლიგაში შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს. “ქალაქელებს” 11 ტურის შემდეგ 31 ქულა აქვთ და, რა თქმა უნდა, ცხრილის ერთპიროვნული ლიდერები არიან. მათ მიყოლებით ბოლო ცხრა მატჩი მოიგეს. საერთო ჯამში კი, ათ თამაშში იმარჯვეს და ერთი ფრე ითამაშეს.

ზემოთ აღნიშნულის და სხვა შესანიშნავი სტატისტიკის მიუხედავად, მერსესაიდის “ლივერპულის” მეკარე, სიმონ მინოლე თვლის, რომ მანჩესტერელთა შეჩერება კვლავ შესაძლებელია.

“სიტი” მშვენიერ ფორმაშია. მისი ფეხბურთელები უმაღლეს კლასს აჩვენებენ. თუმცა, როგორც ყოველთვის, პრემიერ ლიგა გრძელი მოგზაურობაა. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ჯერ კიდევ შესაძლებელია გვარდიოლას გუნდის შეჩერება. “ვესტ ჰემთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ლიდერებს მივუახლოვდით. ზამთრის დატვირთულ პერიოდში ნებისმიერი რამ შესაძლოა, მოხდეს. ეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული: როგორ გადავლახავთ კონკრეტულ გამოწვევებს,” – აცხადებს 29 წლის ბელგიელი.

კარიკატურა: კონტემ მოურინიოს ავტობუსი დაამტვრია, ვენგერმა გვარდიოლას რაკეტას ვერაფერი უქნა

გასულ უქმეებზე პრემიერ ლიგის მე-11 ტურში ორი გამორჩეული შეხვედრა გაიმართა: “ჩელსი” “მანჩესტერ იუნაიტედის”, ხოლო “მანჩესტერ სიტი” “არსენალის” წინააღმდეგ. საბოლოოდ, ანტონიო კონტემ “ლურჯი ბიჭებით” ჟოზე მოურინიოს “წითელ ეშმაკებს” სძლია. ხოლო, არსენ ვენგერმა თავისი “ზარბაზნით” პეპ გვარდიოლას “რაკეტა” ვერ დაამარცხა.

ამ თემაზე ასეთ კარიკატურას გთავაზობთ

 

პოჩეტინო: “სიტის” სტაბილურობის შენარჩუნება მთელი სეზონის მანძილზე შეუძლია”

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ პრემიერ ლიგაში მის უშუალო და მომავალი ტურის მეტოქეებზე ისაუბრა.

“მანჩესტერ სიტი” პრემიერ ლიგაში იდეალურად გამოიყურება. ისინი “ჩემპიონთა ლიგაზეც” შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ. ახლა მათთვის უმთვრესი გამოწვევა მთელი სეზონის მანძილზე სტაბილურობის შენარჩუნებაა. თუმცა, უნდა ვთქვა , რომ მათ გააჩნიათ ამის პროფესიონალიზმი.”

“რაც შეეხება, ჩვენს მეტოქეს, “კრისტალ პალასს”, ყოველთვის რთულია, ოთხშაბათს ჩატარებული მძიმე მატჩის შემდეგ, უიქენდზე ჩემპიონატში ითამაშო. “კრისტალი” მშვენიერი გუნდია. როი ჰოჯსონთაბ კარგი ურთიერთობა მაქვს. ახლა მთავარია, “რეალთან” მიღწეული გამარჯვების მალე დავიწყება და “კრისტალ პალასზე” გადართვა, – აცხადებს პოჩეტინო.

პოჩეტინო: “ვეცდებით, “მანჩესტერ სიტის” დავეწიოთ”

დღეს პრემიერ ლიგის მეცხრე ტურის შეხვედრაში ლონდონის “ტოტენჰემმა” “უემბლიზე” მესრესაიდის “ლივერპული” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 4-1 გაანადგურა.

დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან “სპურსების” დამრიგებელმა, მაურისიო პოჩეტინომ ისაუბრა.

“გუნდი “უემბლიზე” მშვენივრად გამოიყურება. ის ცდილობს, რომ ამ სტადიონზე დამაჯერებლად ითამაშოს. მნიშვნელოვანია, ეს კედლები ჩვენთვის სახლივით იყოს.”

“უკვე მესამე სეზონია პრემიერ ლიგაში რომელიღაც კლუბის დაწევას ვცდილობთ. “მანჩესტერ სიტი” მშვენიერი გუნდია. მას უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავს და წვრთნის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი. ვნახოთ, რა მოხდება. ვეცდებით, მათ დავეწიოთ,” – აცხადებს პოჩეტინო.

აზარი: “პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში დაბრუნების ძალა შეგვწევს”

ლონდონის “ჩელსი” პრემიერ ლიგაში შარშანდელი სეზონივით, ვეღარ ბრწყინავს. “ლურჯებს” ამჟამად 13 ქულა აქვთ და მეხუთე პოზიციას სჯერდებიან.

გუნდის ერთ-ერთა ლიდერმა, ედენ აზარმა ჟურნალისტებთან ამჟამინდელ სიტუაციაზე ისაუბრა.

“გასულ სეზონში ყოველ კვირაში მატჩების ჩატარება უფრო ადვილი იყო. მაშინ ჩვენი ფიზიკური კონდიციები შეადერბით მაღალ დონეზე იდგა. ახლა სიტუაცია შეცივალა. თუმცა, საჭიროა ამ მდგომარეობასთან მაქსიმალურად მალე ვადაპტირდეთ. იმავე საფეხურზე ვდგავართ. უბრალოდ, კიდევ უფრო დიდი მონდომებაა საჭირო. განსხვავება ამ და გასულ სეზონებს შორის ისაა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” და “მანჩესტერ სიტი” უფრო ძლიერები არიან.”

“ვიცით, რომ პრემიერ ლიგა გრძელი ჩემპიონატია. მზად ვართ და ვიცით, წინ რთული ბრძოლა გველის. საკმარისი დრო გვაქვს იმისთვის, რომ ჩემპიობისთვის ბრძოლაში დავბრუნდეთ,” – აცხადებს ბელგიელი.