სომხეთის რანგით მეორე დიდვიზიონის ერთ-ერთ მატჩში ძალიან კურიოზული ავტოგოლი გავიდა.
ჭდე: სომხეთი
შესანიშნავი მაკრატელა და გაძევება სომხეთის ჩემპიონატიდან
2 მარტს, სომხეთის ჩემპიონატში, “ულისესსა” და “ალაშკერტს” შორის გამართულ მატჩში (0:3), მონტენეგროელმა დარკო ვუჩიჩმა მეტოქის კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა, რის შემდეგაც მან მაისურის გახდისათვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.
გერმანია სომხეთს დაუპირისპირდება
მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებამდე უკანასკნელ ამხანაგურ მატჩს გერმანიის ეროვნული ნაკრები სომხეთის გუნდთან გამართავს. აღნიშნული მატჩი 6 ივნისს ქალქ მაინცში გაიმართება და საქველმოქმედო ხასიათის იქნება. გერმანიის ფეხბურთის კავშირის ცნობით, ბილეთებიდან შემოსული თანხა გერმანიის ფეხბურთის ლიგის საქველმოქმედო ფონდში ჩაირიცხება.
მატჩის მეორე დღეს, 7 ივნისს გერმანიის ნაკრები სრული შემადგენლობით ბრაზილიაში გაემგზავრება.
საინტერესო ფაქტია, ჩვენი მეზობლები ტოპ გუნდებთან ახერხებენ ამხანაგური მატჩების გამართვას, იმ დროს, როდესაც ჩვენთან თამაშზე მხოლოდ ლიხტენშტეინის დონის გუნდები თანხმდებიან.
პლატინი სომხურად ალაპარაკდა
როგორც მოგეხსენებათ, 2013 წლის საუკეთესო სომეხ ფეხბურთელად დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი დაასახელეს.
„რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, რომ წლის ფეხბურთელის ტიტული მე გადმომეცა. მადლობას ვუხდი ჩემს სანაკრებო თანაგუნდელებს, რომელთა წყალობითაც ამ წარმატებას მივაღწიე“, – მხითარიანის ეს სიტყვები სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ სომეხ ფეხბურთელს ჯილდოს მოგება უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ სპეციალური ვიდეომიმართვით სომხურ ენაზე მიულოცა. მხითარიანი ამ ფაქტმა ძალიან გაახარა.
„ჩემთვისაც და დამსწრე საზოგადოებისთვის ეს დიდი სურპრიზი იყო. ყოველდღე ვერ მოისმენ უეფას პრეზიდენტისგან შენს გვარს“, – აღნიშნა მხითარიანმა.
დასასრულს, 24 წლის სომეხმა ფეხბურთელმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:
„28 დეკემბერს შვებულებაში გავდივარ. 5 იანვარს „ბორუსიას“ შევუერთდები და ვარჯიშს განვაახლებ. შემდეგ ესპანეთში რვადღიანი შეკრება გვექნება, სადაც სეზონის მეორე წრისთვის მოვემზადებით“.
აქვე გთავაზობთ პლატინის ვიდეომიმართვას.
ბექა დოგრაშვილი
სომეხი ფეხბურთელის ულამაზესი გოლი
23 ნოემბერს, სომხეთის ჩემპიონატში, “განძასარმა” საკუთარ მოედანზე “ბანანცი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში, მანსპინძელთა გუნდის ფეხბურთელმა, მელკონიანმა ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.
მხითარიანს ჰიმნი დაუწერეს (ვიდეო)
სომეხი ჟურნალისტები და ფეხბურთის ქომაგები იმდენად ამაყობენ ჰენრიხ მხითარიანით, რომ მას ჰიმნი მიუძღვნეს. დორტმუნდის „ბორუსიას“ ფანებმა მალევე აიტაცეს მათი ერთ-ერთი ლიდერისადმი დაწერილი კომპოზიცია.
გთავაზობთ მხითარიანისადმი მიძღვნილ ჰიმნს.
გამარჯვება სომხეთის ნაკრებთან
დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე გაიმართა ამხანაგური მატჩი. დინამოს აკადემიის U-14 გუნდმა პაატა გოცირიძის ხელმძღვანელობით, სომხეთის თხუთმეტწლამდე ნაკრებს უმასპინძლა და საინტერესო შეხვედრაში ანგარიშით 2:1 დაამარცხა მეტოქე. შეხვედრა ჩვენი გუნდის უპირატესობით დაიწყო, თუმცა ანგარიში სტუმრებმა გახსნეს 0:1. შეხვედრის მეორე ნახევარში კი ჩვენი გუნდის უპირატესობა გატანილ გოლებშიც აისახა. ნიკა ნინუამ თერთმეტმეტრიანით გაათანაბრა ანგარიში, ხოლო შეცვლაზე შესულმა გიორგი ლორიამ საფინალო ანგარიში დააფიქსირა. 2:1 დინამოს აკადემიის სასარგებლოდ.
დინამო U-14: გუგეშაშვილი, ქაფიანიძე, კიკალიშვილი, ჭურღულაშვილი, ცერცვაძე, ნინუა, კუცია, ჩაკვეტაძე, ჯიქია, კოკაია, თაგვაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: ლორია, ბაგაშვილი
FCDinamo.GE