პრევიუ: ესპანეთი – ჩილე

ჰოლანდიასთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ესპანელები ჩილეს ნაკრებთან გასამართი გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადებიან. 

ესპანელები მეორე ტურშიც ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში იღებენ მონაწილეობას. თუმაც, ესპანეთი-ჩილეს შეხვედრამ აღნიშნული სტატუსი პირველი ტურის შემდეგ შექმნილი ვითარების გამო მიიღო.

ესპანელი ჟურნალისტები მოსალოდნელ სასტარტო შემადგენლობაზე საუბრისას აქტიურად განიხილავენ პიკეს გადანაცვლებას სათადარიგოთა სკამზე. მის ნაცვლად ჩილესთან ძირითადში ხავი მარტინესს ელიან.

საუბარია ჩავის და ხაბი ალონსოს თადარიგში გადაყვანაზეც. თუმცა, დელ ბოსკე რადიკალური ნაბიჯებით არასდროს არ გამოირჩეოდა და სავარაუდოდ არც ერთი ჩაგდებული ტაიმის გამო მიმართავს ძირეულ როტაციას.

ჩილეს ნაკრებმა პირველ ტურში ავსტრალია დაამარცხა და ეპიზოდურად საკმაოდ კარგი თამაშიც აჩვენა. ამ გუნდს ნამდვილად აქვს მომატების რესურსი და თუ რაიმე სერიოზული წარმატების მიღწევა სურს, საკუთარი ძალა სწორედ ესპანეთის დონის გუნდთან უნდა გამოაჩინოს.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Spain_Chile_GEO

რაული: “ესპანეთის ნაკრებმა სამი ქულა აუცილებლად უნდა მოიპოვოს”

ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი რაულ გონსალესი აცხადებს, რომ ესპანელებმა ჩილეს ნაკრებთან გასამართ შეხვედრაში სამი ქულა აუცილებლად უნდა მოიპოვონ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და ჩილეს ნაკრებები ერთმანეთს 18 ივნისს დაუპირისპირდებიან.

“ესპანეთის ნაკრებმა სამი ქულა აუცილებლად უნდა მოიპოვოს. ჩვენმა გუნდმა 2010 წლის მუნდიალზე წარმატებით იასპარეზა და ვფიქრობ, ამის შანსი წელსაც გვაქვს”, – ამბობს რაული.

ვან პერსის გოლის ამსახველი ქაღალდის ანიმაცია (ვიდეო)

ინტერნეტსივრცეში საინტერესო ვიდეო გავრცელდა, რომლის ავტორიც ქაღალდის ანიმაციის დამხარებით რობინ ვან პერსის ესპანეთის ნაკრების კარში გატანილ გოლს გვიჩვენებს.

დე იონგი: “ეიფორიიდან უნდა გამოვიდეთ”

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ნაიჯელ დე იონგი აცხადებს, რომ ჰოლანდიელები ესპანეთის ნაკრებთან მოგებული მატჩის შემდეგ მიღებული ეიფორიიდან უნდა გამოვიდნენ და მომდევნო შეხვედრაზე იფიქრონ.

“ესპანეთის ნაკრები დიდი ანგარიშით დავამარცხეთ, ჩვენ მშვენივრად ვითამაშეთ, ამიტომ ბედნიერები ვართ. ეიფორიაში ვიმყოფებით. ახლა, მთავარია, რომ ეს ყოველივე თავიდან მოვიშოროთ და მომდევნო შეხვედრაზე ვიფიქროთ, ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა”, – ამბობს დე იონგი.

დე ხეამ ტრავმა მიიღო

ბოლო ვარჯიშზე ესპანეთის ნაკრების მეკარემ დავიდ დე ხეამ ფეხის კუნთები დაიზიანა.

სამედიცინო შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე თამაშს მინიმუმ ათი დღის განმავლობაში ვერ მოახერხებს. ამავე დროს, გამორიცხული არ არის, დე ხეა მიმდინარე მუნდიალის დასრულებამდეც კი ვერ გამოჯანმრთელდეს.

ჰოლანდიასთან ანგარიშით 1:5 წაგებული შეხვედრის შემდეგ პრესა და გულშემატკივრები ვარაუდობდნენ, რომ ვისენტე დელ ბოსკე ჩილესთან მატჩში კარის დაცვის შესაძლებლობას სწორედ დე ხეას მისცემდა, თუმცა, როგორც ჩანს, მოახლოებულ თამაშში „ფურია როხას“ კარში კვლავ იკერ კასილიასი იდგება.

ალექსანდრე მატევოსოვი

ალონსო: „საკუთარი ძალების გვჯერა“

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ხაბი ალონსომ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი გუნდის შანსები შეაფასა.

„ჰოლანდიასთან წაგებული მატჩი ზოგადად გუნდის პრობლემაა. ან ბარგის ჩალაგება მოგვიწევს, ან ბოლომდე ბრძოლა. საკუთარი შეცდომები კარგად გვახსოვს და ვიცით, თუ რა არის საჭირო თამაშის გამოსასწორებლად.

უნდა დაგვავიწყდეს ის, თუ რას მივაღწიეთ ბოლო ექვს წელიწადში. ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ, როგორშიც წინა მსოფლიო ჩემპიონატზე ვიყავით. განსხვავება მხოლოდ იმასი მდმარეობს, რომ ახლა მეტი გოლის გატანა მოგვიწევს.

საკუთარი ძალების გვჯერა. ჩილესთან მატჩში ყველაფრის გამოსწორების შანსი გვეძლევა“, – განაცხადა ალონსომ.

ალექსანდრე მატევოსოვი

მსაჯმა ცოცხალ კედელში მდგარი ჰოლანდიელი ფეხბურთელი გააბრაზა

13 ივნისს, ჰოლანდიისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (5:1), შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ცოცხალ კედელში მდგომი ჰოლანდიელი ფეხბურთელი გააბრაზა.

რამოსი: „ახლა ჩილეს ნაკრების დამარცხებაზე უნდა ვიფიქროთ“

ესპანეთის ნაკრების მცველმა სერხიო რამოსმა ჰოლანდიასთან ანგარიშით 1:5 წაგებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„გუნდს სირთულეები და უიღბლო პერიოდი აქამდეც ჰქონია. მსგავსი მარცხის შემდეგ ძალების მოძებნა ესპანეთის ნაკრებს კიდევ უფრო ძლიერ გუნდად ხდის.

ახლა სინანულის დრო არ გვაქვს. დროა, ვიფიქრობ იმაზე, თუ როგორ დავამარცხოთ ჩილეს ნაკრები“, – განაცხადა „ფურია როხას“ მცველმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მფრინავი ჰოლოანდიელები

ჰოლანიელების მიერ ესპანეთის ნაკრების განადგურება დღის მთავარ თემად იქცა. ვისენტე დელ ბოსკემ საკუთარ ფილოსოფიას არ უღალატა და უპირეველეს მიზნად ბურთზე მაქსიმალური კონტროლის დაწესება დაისახა, რაც გარკვეულწილად გამოუვიდა კიდეც. ესპანელების ბურთის ფლობა 64,4 % შეადგენდა. თუმცა, “ფურია როხას” გულშემატკივრებისთვის სამწუხაროდ აღნიშნული ფაქტორი შეხვედრის შედეგზე არ აისახა.

თამაშის ასეთ მანერას ჰოლანდიელებმა სწრაფი და მობილური სტილი დაუპირისპირეს. განსაკუთრებით აქტიურები არიან რობენი და რობინ ვან პერსი იყვნენ, რომლებიც პირველ ტაიმში მარჯვნიდან ცდილობდნნ ესპანელების დაცვის გარღვევას, მეორე ნახევარში კი საპირისპირო ფრთიდან შეუტიეს.

წარუმატებელი იყო დიეგო კოშტას ასპარეზობაც. ესპანელები მასზე დიდ იმედებს ამყარებნდნენ. “ატლეტიკოს” ფორვარდმა პენალტიც მოიპოვა, თუმცა დარჩენილ დროში ის ამოვარადნილი იყო თამაშიდან.

ჰოლანდიელებმა მეორე ტაიმში თითქოს დაიჭირეს ესპანელების სუსტი წერტილი და ამით შესანიშნავად სარგებლობდნენ კიდეც. ესპანელებმა მეტოქის სწრაფ შეტევებს ვერაფერი დაუპირისპირებს. ბოლო წლების მსოფლიოს საუკეთესო გუნდი უბრალოდ დაიშალა. მეოთხე გოლზე კასილიასის მიერ დაშვებული ბავშვური შეცდომაც სიმბოლურად მთელი ესპანთის მდგომარეობას ასახავდა.

რაც არ უდნა იყოს, აღნიშნული მატჩი ჰოლანდიელებმა შესანიშნავად ჩაატარეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს, რომელიც ფეხურთის გულშემატკივარს დიდი ხანი ემახსოვრება.

რობენი: “ჩემი გუნდით ვამაყობ”

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი არიენ რობენი აცხადებს, რომ ის თავისი გუნდით ამაყობს.

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს, ჰოლანდიისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი ჰოლანდიელების გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა.

“ძალიან გახარებულები ვართ. ჩემი გუნდით ვამაყობ. ასეთმა ახალგაზრდულმა გუნდმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულს დამაჯერებლად მოუგო. იმედი მაქვს, მომავალშიც წარმატებულად ვიასპარეზებთ”, – ამბობს რობენი.

ვიდალი: “ესპანეთის ნაკრები მიხვდა, რომ ჩვენთან თამაში იოლი არ იქნება”

ჩილეს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი არტურო ვიდალი ავსტრალიის ნაკრებთან გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. მისი თქმით, ესპანეთის ნაკრები მიხვდა, რომ ჩილეს წინააღმდეგ თამაში ადვილი არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ ჩილელებმა ავსტრალიელებს ანგარიშით 3:1 სძლიეს და აქტივში პირველი სამი ქულა ჩაიწერეს.

“ვფიქრობ, ესპანელების ჩვენს თამაშს იხილავდნენ. ისინი მიხვდნენ, რომ ჩილეს ნაკრებთან თამაში იოლი არ იქნება, ამიტომ მოედანზე უფრო მოტივირებულები გამოვლენ”, – ამბობს ვიდალი.

ინიესტა: „ვალდებულნი ვართ, დარჩენილ ორ მატჩში გავიმარჯვოთ“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მოქმედი ჩემპიონის კრახით დაიწყო. „ფურია როხა“ ჰოლანდიის ნაკრებთან ანგარიშით 1:5 განადგურდა და საქმე მნიშვნელოვნად გაირთულა, თუმცა ესპანელთა გამოცდილი ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი დარჩენილ ორ შეხვედრას გამარჯვებით დაასრულებს და ჯგუფიდანაც გავა.

„ვალდებულნი ვართ, დარჩენილ ორ მატჩში გავიმარჯვოთ. მცირე დეტალები წონასწორობას გვაკარგვინებს. დღეს ძალიან მძიმე საღამო გვქონდა.

ყველაფრისთვის მზად ვართ. მუშაობას გავაგრძელებთ, თუმცა დღევანდელ მარცხს არ დავივიწყებთ“, – ინიესტას სიტყვებს Football Espana ციტირებს.

ესპანელები დარჩენილ ორ შეხვედრას ჩილესა (18 ივნისი) და ავსტრალიის (23 ივნისი) ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებენ.