სინიშა მიხაილოვიჩი “სპორტინგის” მთავარი მწვრთნელია

ფეხბურთის სერბი სპეციალისტი სინიშა მიხაილოვიჩი ლისაბონისის “სპორტინგის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. მხარეებს შორის სამწლიან კონტრაქტს მოეწერა ხელი.

სინიშა მიხაილოვიჩმა “სპორტინგის” თავკაცის პოსტზე ჟორჟე ჟეზუში შეცვალა, რომელმაც გუნდი სეზონის ბოლოს დატოვა.

შეგახსენებთ, რომ 49 წლის სერბ სპეციალისტს საკლუბო დონეზე მთელი სამწვრთნელი კარიერა იტალიაში აქვს გატარებული, სადაც სხვადასხვა დროის განმავლობაში “ბოლონიას”, “კატანიას”, “ფიორენტინას”, “სამპდორიას”, “მილანსა” და “ტორინოს” ედგა სათავეში.

 

პეტერ შმეიხელმა სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და დანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, პეტერ შმეიხელმა, თავისი ძალების გამოცდა სამწვრთნელო საქმიანობაშიც მოინდომა. დანიელ სპეციალისტს ამის საშუალება “სპორტინგის” ხელმძღვანელებმა მისცეს.

როგორც ცნობილი ხდება, “სპორტინგი” შმეიხელს სრულ ნდობას უცხადებს და 52 წლის სპეციალისტი პორტუგალიური კლუბის მეკარეებს მოამზადებას ავალებს.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით შმეიხელს 1999 წელს ჩემპიონთა ლიგაც აქვს მოგებული. 1999-2001 წლებში კი ის “სპორტინგის” ღირსებას იცავდა, როგორც მეკარე.

ფაბიო კოენტრაუმ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში არ ისურვა

ლისაბონის “სპორტინგის” მცველმა, ფაბიო კოენტარომ საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო – ამ უკანასკნელმა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში არ ისურვა და მიწვევას უარით უპასუხა.

“ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობდი ამასთან დაკავშირებით. ძალიან მძიმე სეზონი მქონდა, სტრესიდან ახლაც ვერ გამოვდივარ. ვთვლი, რომ ისეთ ფორმაში არ ვარ, ნაკრების დახმარება რომ შევძლო.

ნაკრებს ზურგს არასოდეს შევაქცევ, პირიქით, იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო ხშირად შევძლებ პორტუგალიის მაისურის მორგებას. მანამდე კი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნაკრებს სათანადოდ ვუგულშემატკივრო,” – წერს კოენტრაუ სოციალურ ქსელში.

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში პორტუგალიის მეტოქეები ესპანეთის, მაროკოსა და ირანის საფეხბურთო ნაკრებები იქნებიან.

“ატლეტიკო” ლუსიანო ვიეტოს განათხოვრებას გეგმავს

მადრიდის “ატლეტიკოს” ხელმძღვანელები მზად არიან, კვალიფიკაციის ასამაღლებლად ლუსიანო ვიეტო სხვა კლუბში გაანათხოვრონ. ამ ინფორმაციას გავლენიანი მადრიდული გამოცემა AS ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, “როხიბლანკოს” 24 წლის შემტევის გაფორმებასთან ყველაზე ახლოს ლისაბონის “სპორტინგია”. პორტუგალიელები მზად არიან, სეზონის ბოლომდე ინათხოვრონ ვიეტო, თუ შემდეგში მის გამოსყიდვას ათ მილიონ ევროდ შეძლებენ.

მიმდინარე სეზონში ვიეტომ რვა მატჩი ჩაატარა “ატლეტიკოს” მაისურით, თუმცა ამ დროის მანძილზე თავის გამოჩენა ვერ მოახერხა.

ჟეზუში: “იმედი მაქვს, “ბარსელონა” ისევ დაასვენებს მესის”

ლისაბონის “სპორტინგის” მთავარ მწვრთნელს, ჟორჟე ჟეზუშს იმედი აქვს, რომ “იუვენტუსთან” გამართული მატჩის მსგავსად, კატალონიელები პორტუგალიური კლუბის წინააღმდეგაც დაასვენებენ ლეო მესის.

“კამპ ნოუზე” უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის, მსოფლიოს ორი საუკეთესო კლუბის წინააღმდეგ ვიბრძვით. ევროპა ლიგა ახლა ჩვენთვის ნაკლებად მისაღებია.

ყველაზე მორწმუნე ფანებსაც კი არ სჯეროდათ, რომ “სპორტინგი” ამ ეტაპამზე მოვიდოდა. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ “ბარსელონა” მესის დაასვენებს. იმედია, მესის მსგავსად, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელსაც არ ათამაშებენ,”- აცხადებს ჟეზუში.

საქმე იმაშია, რომ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად კი მას “ბარსელონას” დამარცხება და “იუვენტუსის” წაგება, ან ფრე სჭირდება.

ოფიციალურად: “რეალმა” კოენტრაუ “სპორტინგში” გაანათხოვრა

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი მცველი, ფაბიუ კოენტრაუ ამიერიდან კარიერას სამშობლოში, “სპორტინგის” რიგებში გააგრძელებს.

ლისაბონური კლუბის მიერ დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, 29 წლის კოენტრაუ პორტუგალიაში ერთ სეზონს დაჰყოფს არენდის წესით. ტრანსფერის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მართალია, კოენტრაუმ გასული სეზონი მადრიდში გაატარა, მაგრამ მას ძირითადად სათადარიგოთა სკამზე უწევდა ჯდომა. ლა ლიგის გასულ სეზონში პორტუგალიელმა მხოლოდ 56 წუთი ითამაშა.

კოენტრაუმ “სპორტინგში” სამედიცინო შემოწმება გაიარა (ფოტო)

მადრიდის “რეალის” მარცხენა მცველი, ფაბიო კოენტრაუ პორტუგალიაში იმყოფება, სადაც მან უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და სულ მალე მოაწერს ხელს კონტრაქტს “სპორტინგთან”.

როგორც ცნობილი ხდება, ლისაბონური კლუბი 29 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელის არენდით აყვანას აპირებს – “სპორტინგი” კოენტრაუს ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ კოენტრაუს, რომელმაც 2015/16 წლების სეზონი “მონაკოში” გაატარა, “რიუ ავესა” და “ბენფიკას” რიგებში თამაშის გამოცდილებაც აქვს.

“სპორტინგი”, “სოლსბერი” და სხვა კლუბები რონალდუს ეპატიჟებიან

ესპანეთის მთავრობა მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს გადასახადების გადაუხდელობაში ადანაშაულებს და მას 14.7 მილიონი ევროს გადახდას სთხოვს. პორტუგალიელი თავს დამნაშავედ სულაც არ მიიჩნევს და გაბრაზებულიც კია. რონალდუ თვლის, რომ ასეთ მოპყრობას არ იმსახურებს და ესპანეთიდან წასვლა სურს.

32 წლის ფეხბურთელს ეპატიჟება მშობლიური კლუბი, “სპორტინგი”, რომელიც “რონის” პირველი გუნდი იყო. “სპორტინგის” ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დევს ფოტო, სათაურით: “კრიშტიანუ, კარგი შვილი ყოველთვის ბრუნდება სახლში… რატომ უნდა გადავდოთ?”

“ბოლტონი” კი წერს: “გიდასტურებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუსთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ.”

“სოლსბერ სიტიც” არ უნდა გამოგვრჩეს: “კლუბი არ აკეთებს კომენტარს კრიშტიანუ რონალდუს “სოლსბერიში” გადასვლასთან დაკავშირებულ ჭორებზე.”

კრიშტიანუ რონალდუ “იუვნეტუსში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო

კრიშიტიანუ რონალდუს “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის ისტორია ფეხბურთის თითქმის ყველა მოყვარულმა იცის. “სპორტინგსა” და მანჩესტერელებს შორის გამართულ შეხვედრაში, ახალგაზრდა პორტუგალიელმა სერ ალექს ფერგიუსონის ყურადღება მიიქცია და 2003 წლის ზაფხულზე “წითელი ეშმაკიც” გახდა.

თუმცა, ზემოთ ნახსენები ამბავი შესაძლოა, საერთოდ არ მომხდარიყო. ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი დირექტორი, ჯანი დი მარციო იხსენებს, რომ იგი 2002 წელს “სპორტინგისა” და “ბელენენსეშის” შეხვედრას დაესწრო, რათა რიკარდო ქუარეშმას თამაში ენახა. საბოლოოდ, ეს ფეხბურთელი მწვრთნელმა მინდორზე არ გამოიყვანა. სამაგიეროდ, მოედანზე იყო რონალდუ. სწორედ ამ დროს შეამჩნია დი მარციომ ახალგაზრდა სასწაულმოქმედი.

“მაშინ 18 წლის იყო,”- იხსენებს “ბებერი ქალბატონის” ყოფილი სპორტული დირექტორი,- “მატჩის შედმეგ მაშინვე ჩემს გუნდში დავრეკე და ხელმძღვანელობას ვუთხარი, ვიპოვე ერთი ვიღაც, ვინც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება, რა თქმა უნდა, მარადონას შემდეგთქო.”

“მოლაპარაკებები 2002 წლის ზაფხულში დავიწყეთ. კრიშტიანუ ტურინშიც კი ჩამოვიყვანეთ. უნდა შემდგარიყო ბარტერი: მარსელო სალასი რონალდუში უნდა გაგვეცვალა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა ბოლო მომენტში ჩილელმა შემტევმა, რამდენიმე მილიონით დაბალი ანაზღაურების გამო, უარი თქვა “სპორტინგში” გადასვლაზე. საბოლოოდ, ტრანსფერი ჩაიშალა. ეს ისტორია რონალდუს აგენტმა, ხორხე მენდეშმა შესანიშნავად იცის,” – განაცხადა დი მარციომ.

ოფიციალურად: “ლესტერის” ფეხბურთელი პრიმერა დივიზიონში ითამაშებს

სულ ცოტა ხნის წინ “ლესტერ სიტი” ესპანლემა ფეხბურთელმა, ლუის ერნანდესმა ოფიციალურად დატოვა. ტრანსფერის შესახებ “მელიების” გვერდი იტყობინება. იგი “მალაგაში” გააგრძელებს კარიერას.

27 წლის მცველი “ლესტერში” ხიხონის “სპორტინგიდან” გასულ ზაფხულს ჩაირიცხა და მან გუნდთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. თუმცა, ნახევარი სეზონის განმავლობაში, მხოლოდ და მხოლოდ, 8 შეხვედრა ჩაატარა.

 

აქვე გეტყვით, რომ ლუისი მადრიდის “რეალის” აღზრდილია. სწორედ “ბლანკოსიდან” გადავიდა იგი ხიხონურ კლუბში.

ნანი “ლა ლიგაში” ითამაშებს!

ბოლო დღეების განმავლობაში დიდი მითქმამოთქმა მიდიოდა ლუიშ ნანის “ფენერბაჰჩედან” “ვალენსიაში” ტრასფერთან დაკავშირებით.

საბოლოოდ, ირკვევა, რომ ვალენსიელებმა თურქებთან მიაღწიეს შეთანხმებას. პორტუგალიელი ფეხბურთელი 8.5 მილიონ ევროდ გადავიდა ესპანურ გუნდში და მასთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ ნანი აქამდე, “სპორტინგში” (2005-2007, 2014-15), “მანჩესტერ იუნაიტედსა” (2007-2014) და “ფენერბაჰჩეში” თამაშობდა.

“ლივერპულის” ექს-ფეხბურთელი წითელი ბუცების ჩაცმის გამო დასაჯეს

ინგლისური “ლივერპულის” ყოფილი მცველი, რომელიც ამჟამად “სანდერლენდის” კუთვნილებაში იმყოფება “სპორტინგის” ხელმძღვანელობამ წითელი ბუცების ჩაცმის გამო დასაჯა.

Football Leaks-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ურუგვაელის კონტრაქტში არის პუნქტი, სადაც აღნიშნულია, რომ მას მოედანზე წითელი ბუცებით გამოჩენა ეკრძალება, რადგანაც წითელი ფერი “სპორტინგის” მოსისხლე მტერთან, “ბენფიკასთან” ასოცირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ სებასტიან კოატესს, რომელიც პორტუგალიაში იჯარის წესით იმყოფება, ლურჯი ფერის ბუცების ჩაცმაც ეკრძალება – ლურჯი ფერი “პორტოსთან” ასოცირდება.