7 ივნისს, ინგლისისა და ჰონდურასის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში (0:0), ინგლისელი გულშემატკივრების ტრიბუნიდან დანიელ სტარიჯს ბოთლი ესროლეს.
ჭდე: სტარიჯი
პრემიერლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის მებრძოლთა სია გამოქვეყნდა
ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ოფიციალურად დაასახელა 2013-14 წლების სეზონის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელისა და წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის წოდების მოპოვების პრეტენდენტები. ექვსი ფეხბურთელიდან სამი „ლივერპულის“ მოთამაშეა: ლუის სუარესი, სტივენ ჯერარდი და დანიელ სტარიჯი.
მათ გარდა სიაში მოხვდნენ იაია ტურე („მანჩესტერ სიტი“), ედენ აზარი (ლონდონის „ჩელსი“) და ადამ ლალანა („საუთჰემპტონი“).
სტარიჯი და აზარი აგრეთვე წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოზე არიან წარდგენილნი. მათ გარდა ამ სტატუსის მოპოვებისთვის იბრძვიან: რაჰიმ სტერლინგი („ლივერპული“), აარონ რემსი (ლონდონის „არსენალი“), როს ბარკლი („ევერტონი“) და ლიუკ შო („საუთჰემპტონი“).
გამარჯვებულთა ვინაობა 27 აპრილს, ლონდონში გაირკვევა.
ბექა დოგრაშვილი
“ლივერპული” ახალ კონტრაქტს ხუთ ფეხბურთელს შესთავაზებს
“ლივერპულის” ხილმძღვანელობა ახალ კონტრაქტს კოუტინიოს, ჰენდერსონს, ჯონსონს, ფლენეგენს და დენიელ სტარიჯს შესთავაზებს.
უცხოური პრესის ცნობით, ამ ფეხბურთელებთან მოლაპარაკებები სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყება.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტარიჯს და კოუტინიოს ხელფას მოუმატებენ და შრომით ხელშეკრულებას 2019 წლამდე გაუგრძელებენ.
ჰენდერსონის კონტრაქტი 2016 წელს იწურება. ბრენდან როჯერსი იმედოვნებს, რომ ფეხბურთელი მერსისაიდულ გუნდში დარჩენას გადაწყვეტს. ანალოგიური სიტუაციაა ჯონსონის და ფლენეგენის შემთხვევაშიც.
რუნიმ “ლივერპულის” შემტევები შეაქო
“ლივერპულთან” მატჩის წინ “მანჩესტერის” ფოვარდმა უეინ რუნიმ სტარიჯზე და სუარესზე ისაუბრა.
“ჩემთვის სუარესი, რონალდუ და მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან. ვფიქრობ, რომ სუარესის და სტარიჯის დუეტი პრემიერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა. სტარიჯმა როჯერსის მიერ მიცემული შანსი გამოიყენა და “ლივერპულში” შესანიშნავად ათამაშდა, რაც ინგლისის ნაკრებისთვისაც ძალიან კარგია” – განაცხადა რუნიმ.
პატივისცემა მეტოქის მიმართ: სტარიჯმა ფაბიანსკის თასმები შეუკრა
16 თებერვალს, ინგლისში, “არსენალსა” და “ლივერპულს” შორის გამართულ მატჩში (2:1), საკმაოდ საინტერესო რამ მოხდა.
სეზონის საუკეთესო საგოლე პასი? სტივენ ჯერარდი ფორმაშია…
12 თებერვალს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ფულჰემსა” და “ლივერპულს” შორის გამართულ მატჩში, სტივენ ჯერარდმა შესანიშნავი პასი გააკეთა, რომლის შემდეგაც დანიელ სტარიჯმა გოლი გაიტანა.
დანიელ სტარიჯის ცუდად შესრულებული პენალტი “ევერტონთან” მატჩში
28 იანვარს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ლივერპულსა” და “ევერტონს” შორის გამართულ შეხვედრაში (4:0), დანიელ სტარიჯმა პენალტი საშინლად შეასრულა.
საფეხბუთო უიკენდის ტოპ-5
გოლების ცვენა ლივერპულში, ბუფონის იუბილე, “ბორუსიას” ფიასკო და სხვა მნიშვნელოვანი საფეხბურთო მოვლენები.
1. ექვსი გოლი ლივერპულურ დერბიში
“ევერტონის” და “ლივერპულის” დაპირისპირება, პრემიერლიგის მეთორმეტე ტურის ნამდვილი მშვენება იყო. მატჩი შედეგიანი გამოდგა და 3:3 დასრულდა. თავიდან ორჯერ “ლივერპული” დაწინაურდა, მაგრამ “ევერტონმა” ანგარიშის გათანაბრება ორივეჯერ მოახერხა და დაწინაურებაც კი შესძლო. მაგრამ 89-ე წუთზე სტარიჯმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
2. რონალდუ უგო სანჩესს დაეწია
პრიმერას მე-14 ტურის მატჩში, “ალმერიას” წინააღმდეგ, კრიშტიანო რონალდუმ თავისი 164-ე გოლი გაიტანა მადრიდის “რეალის” შემადგენლობაში. ამ მაჩვენებლით, პორტუგალიელი უგო სანჩესს გაუთანაბრდა. რონალდუს, რეალის შემადგენლობაში გატანილი გოლების რაოდენობით მხოლოდ სამი ფეხბურთელი უსწრებს: სანტილიანა (186), ალფრედო დი სტეფანო (216) და რაული (228). შეგასხენებთ, რომ რონალდუ 17 გოლით 14 მატჩში წლევანდელი პრიმერას საუკეთესო ბომბარდირია.
თავად უგო სანჩესმა კი შემდეგი კომენტარი გააკეთა: “რონალდუ ფეხბურთის გიგანტია, ისევე როგორც მესი. თუ კრიშტიანო სერიოზულ ტრავმებს თავს აარიდებს, მას შეუძლია კლუბის ყველა რეკორდი გააუმჯობესოს”.
“რეალის” და “ალმერიას” შეხვედრა, მადრიდელების გამარჯვებით დასრულდა – 5-0.
3. ბუფონის 500
“ლივორნოს” წინააღმდეგ სტუმრად ჩატარებული შეხვედრა, ჯანლუიჯი ბუფონისთვის საიუბილეო გამოდგა. ეს იყო მისი მე-500 მატჩი სერია-A-ში. ტურინელებმა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს, იუბილარს კი გოლი არ გაუშვია – 0-2. შედეგიანი დარტყმებით თავი ტევესმა და ლიორენტემ გამოიჩინეს.
4. “ტოტენჰემის” კრახი “ეტიჰადზე”
“სიტიმ” კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საშინაო არენაზე სულ სხვა გუნდია. ამჯერად “ეტიჰადზე” ქალაქელების მსხვერპლი “ტოტენჰემი” გახდა”. შეხვედრა მანჩესტერელების გამარჯვებით, 6:0 დასრულდა. დუბლი გაიფორმეს ნავასმა და აგუერომ, ასევე თავი ალვარო ნეგრედომ გამოიჩინა. ხოლო ერთი შედეგიანი დარტყმა ლონდონელების ანგარიშზეა. ავტოგოლი სანდრომ შეასრულა.
5. ჭორები მესის ირგვლივ
Punto Pelota-ს ჟურნალისტ, ფრანსუა გალიარდოს თქმით, ლიონელ მესი სეზონის ბოლოს “ბარსელონას” რიგებს დატოვებს.
“მესის მიაჩნია, რომ მას ურალატეს. მას უკვე აქვს ზეპირი შეთანხმება ერთ-ერთ კლუბთან და თებერვალში აქტიური მოლაპარაკებაც დაიწყება. სექტემბრის ბოლოს, ფეხბურთელმა თავის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გამართეს “ბარსელონას” მმართველებთან, სადაც ხელფასის გაზრდასაც დაპირდნენ. მაგრამ, ერთ თვეში მას დაურეკეს, და შეატყობინეს რომ შეთანხმება ვეღარ შესრულდება” – აცხადებს გალიარდო.
სტარიჯი: “ჩელსიში” შანსს არ მაძლევდნენ”
“ლივერპულის” 24 წლის თავდამსხმელი, დანიელ სტარიჯი აცხადებს, რომ მას “ჩელსიში” ყოფნის პერიოდში, თავის გამოჩენის შანსი არ ეძლეოდა.
“როდესაც “ბოლტონში” გამანათხოვრეს, ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ვთამაშობდი და ჩემი შესაძლებლობები კარგად გამოვავლინე. “ჩელსიში” თავის გამოჩენის საშუალება არ მეძლეოდა, რაც საწყენია. ბევრს ვშრომობ და ვფიქრობ, “ლივერპულში” ცუდად ნამდვილად არ ვასპარეზობ. აქ თავს მშენივრად ვგრძნობ”, – ამბობს სტარიჯი.