“ლივერპულის” კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა შაბათს მერსისაიდული გუნდის ფორმით “ენფილდზე” უკანასკნელი მატჩი ჩაატარა და ფანებს დაემშვიდობა. ინგლისელმა ფეხბურთელმა ქომაგებს ავტოგრაფიც დაუტოვა, თუმცა მომავალი კლუბის მაისურზე ხელის მოწერა არ ისურვა.
“სანამ აქ ვარ, “ლოს ანჯელეს გალაქსიში” არ გადავსულვარ”, – უთხრა ჯერარდმა ფანს, რომელმაც ამერიკული კლუბის მაისურზე ავტოგრაფის დატოვება სთხოვა.
ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურში “ლივერპულის” კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა “ენფილდზე” მერსისაიდული გუნდის ფორმით უკანასკნელი მატჩი ჩაატარა.
ინგლისელი ფეხბურთელი ფანებს შეხვედრის შემდეგ ამ სიტყვებით დაემშვიდობა:
“უცნაური გრძნობა დამეუფლა. ამ მომენტის ძალიან მეშინოდა, აქაურობა ძალიან მომენატრება. სრულად დაცლილი ვარ, რადგან თქვენ წინაშე ვეღარ ვითამაშებ.
“ლივერპულში” ჩემი პირველი თამაში ოცნების ახდენა იყო, დანარჩენი ყველაფერი კი ამის დამატება.
კლუბი საიმედო ხელშია. ჩვენ შესანიშნავი მფლობელები და არაჩვეულებრივი მწვრთნელი გვყავს. გუნდს დიდი პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში გუნდს ახალწვეულებიც შეუერთდებიან. კლუბს წარმატებებს ვუსურვებ.
მადლობას ვუხდი ყველა თანამშრომელს, რომლებთან ერთადაც აქ 17 წლის განმავლობაში ვმუშაობდი. “ლივერპულის” ყოფილ მოთამაშეებსაც ვგულისხმობ.
ყველაზე დიდ მადლობას კი ფანებს ვუხდი. მსოფლიოს ბევრ სტადიონზე მითამაშია, თუმცა თქვენ საუკეთესონი ხართ”.
შეგახსენებთ, რომ სტივენ ჯერარდი მომდევნო სეზონიდან “ლოს ანჯელეს გალაქსიში” ითამაშებს.
დღეს “ლივერპულის” კაპიტანი სტივენ ჯერარდი მერსისაიდული გუნდის ფორმით “ენფილდზე” უკანასკნელ მატჩს ჩაატარებს. მისი გუნდი ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურში “კრისტალ პალასს” მასპინძლობს.
კომპანია “ადიდასმა” ჯერარდს ამ მატჩისთვის სპეციალური ბუცები დაუმზადა.
მარჯვენა ბუცის შიგა ნაწილში გაკეთებულია წარწერა: “შენ მიდიხარ ლეგენდად და დაბრუნდები გმირად. ქალაქი ლივერპული მუდამ შენ გვერდითაა. შენ არასოდეს იქნები მარტო”.
თავად ჯერარდმა სოციალურ ქსელში დაწერა: “დღეს ამ ბუცებს ჩავიცვამ. ამ დღეს არასდროს დავივიწყებ. ვიცი, რომ არასოდეს ვიქნები მარტო”.
მატჩი “ლივერპულსა” და “კრისტალ პალასს” შორის დღეს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.
“დეილი ექსპრესის” ცნობით, მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ შესაძლოა, კარიერა ტურინის “იუვენტუსში” გააგრძელოს.
წყაროს თანახმად, 33 წლის ბასკი ფეხბურთელი ტურინში შეიძლება იმ შემთხვევაში გადავიდეს, თუ ანდრეა პირლო “ბებერ სინიორას” დატოვებს. როგორც მოგეხსენებათ, იტალიელი ფეხბურთელით რამდენიმე ინგლისური გუნდია დაინტერესებული. კერძოდ, საუბარია პირლოს მიმართ “ლივერპულისა” და ლონდონის “ჩელსის” ინტერესზე.
“მეტრო” წერს, რომ მერსისაიდული გუნდის მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი პირლოს უკვე მოელაპარაკა და მას საკმაოდ სარფიანი წინადადებაც შესთავაზა. “წითლები” იტალიელ ნახევარმცველს სტივენ ჯერარდის შემცვლელად მოიაზრებენ. ეს უკანასკნელი მომავალი სეზონიდან “ლოს ანჯელეს გალაქსიში” ითამაშებს.
“ლივერპულის” კაპიტან სტივენ ჯერარდისთვის ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურში “კრისტალ პალასის” წინააღმდეგ გასამართი მატჩი მერსისაიდული გუნდის რიგებში უკანასკნელი საშინაო შეხვედრა იქნება. ამასთან დაკავშირებით 34 წლის ინგლისელ ნახევარმცველს პრესკონფერენციაზე მისივე სათამაშო ფორმის ტორტი აჩუქეს.
შეგახსენებთ, რომ სტივენ ჯერარდი მომდევნო სეზონიდან “ლოს ანჯელეს გალაქსის” ღირსებას დაიცავს.
ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურში ლონდონის “ჩელსისა” და “ლივერპულს” შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
“წითლების” მხრიდან გოლი სტივენ ჯერარდმა გაიტანა, რომელიც 79-ე წუთზე შეცვალეს. ის მოედნიდან ლონდონური გუნდის ქომაგებმა აპლოდისმენტით გააცილეს, ტაშს უკრავდა “პენსიონერთა” თავკაცი ჟოზე მოურინიოც. მატჩის შემდეგ მერსისაიდული გუნდის კაპიტანმა განაცხადა, რომ პორტუგალიელ სპეციალისტს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად თვლის.
“ჩელსის” ფანებმა ორიოდე წამით პატივი მცეს, თუმცა მთელი მატჩის განმავლობაში მიწასთან მასწორებდნენ. “ლივერპულის” ფანების ოვაცია უფრო გამიხარდა, ისინი პირველი დღიდან მხარს მიჭერენ. ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს.
ჟოზე მოურინიოს დიდ პატივს ვცემ და მას მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად ვთვლი. “ლივერპულის” დიდი ქომაგი რომ არ ვიყო, მის გუნდში გადავიდოდი. სამჯერ ჰქონდა ამის შესაძლებლობა. მოურინიოს გუნდში გადასვლაზე არაერთხელ მიფიქრია, თუმცა მან კარგად იცის, რომ ამას ვერ გავაკეთებდი. მე მიყვარს “ლივერპული” და არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, როდესაც შენი ხალხისთვის იგებ”, – ჯერარდის კომენტარი BBC-მ გამოაქვეყნა.
“ლივერპულის” კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა ინგლისის პრემიერლიგაში მე-500 მატჩი ჩაატარა. 30-ე ტურში “ვესტ ბრომვიჩ ალბიონის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრა ინგლისელი ნახევარმცველისთვის სწორედ მე-500 გახლდათ.
ჯერარდი მე-12 ფეხბურთელია, რომელმაც ამას მიაღწია. 500 და მეტი მატჩი ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებული აქვთ რაიან გიგზს, ფრენკ ლამპარდს, დევიდ ჯონსს, გარეტ ბერის, გარი სპიდს, ემილ ჰესკის, ჯეიმი კარაგერს, მარკ შვარცერს, ფილ ნევილს, სოლ კემპბელსა და რიო ფერდინანდს.
შეგახსენებთ, რომ სტივენ ჯერარდისთვის მიმდინარე სეზონი ბოლოა “ლივერპულის” შემადგენლობაში. 34 წლის ფეხბურთელი კარიერას “ლოს ანჯელეს გალაქსიში” გააგრძელებს.
მიმდინარე სეზონში ჯერარდმა ყველა ტურნირზე ერთად 36 მატჩი ჩაატარა, ათი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ბევრი ფეხბურთს ლეგენდის კარიერაში რამდენიმე უსიამოვნო ეპიზოდის პოვნა შეიძლება. ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე სტივენ ჯერარდია, რომელმაც უპატიებელი შეცდომა გასულ კვირას „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩშიც დაუშვა. გავიხსენოთ სტივი ჯის კარიერის კიდევ რამდენიმე შეცდომა.
გაძევება 1999 წლის მერსესაიდულ დერბიში
ჯერარდი მერსესაიდული დერბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირია, თუმცა როდესაც „ევერტონთან“ შეხვედრების ისტორიას იხსენებენ, ახალგაზრდა სტივი ჯის, ერთი არც თუ ისე სასიამოვნო მომენტი ახსენდებათ. 1999 წლის სექტემბერში დერბი „ლივეპრულის“ მინიმალური სხვაობით მარცხვით დასრულდა, მისი ერთ-ერთი ანტიგმირი სწორედ სტივენ ჯერარდი იყო, რომელმაც ერთადერთი გოლის ავტორის კევინ კემპბელის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია. აღნიშნული მომენტი შეხვედრის მხოლოდ 90-ე წუთზე მოხდა, თუმცა ეს ჯერარდს ვერაფრით გაამართლებს…
ავტოგოლი 2005 წლის ლიგის თასის ფინალში
მას შემდეგ, რაც იონ-არნე რიისემ „ჩელსისთან“ ფინალური მატჩის პირველ წუთზე გოლი გაიტანა, „წითლები“ მოედანზე დომინირებდნენ. თუ 79-ე წუთზე მომხდარ ეპიზოდს არ ჩავთვლით, შესაძლოა, შეხვედრა ლოგიკურად დასრულებულიყო: პაულუ ფერეირამ ბურთი „ლივერპულის“ საჯარიმოში ჩააწოდა, რასაც ჯერარდი გამოეხმაურა და ავტოგოლიც გაიტანა… დამატებით დროში კი მოურინიოს გუნდმა ანგარიშით 3:2 გაიმარჯვა…
ტიერი ანრის მიმართულებით გაკეთებული პასი
მერსესაიდული კლუბის კაპიტნის მადლიერი კიდევ ერთი ლონდონური კლუბის – „არსენალის“ ლეგენდა ტიერი ანრიც უნდა იყოს. 2006 წლის მარტში ჯერარდის არაზუსტ პასს მისი გოლი მოჰყვა, რომლის დახმარებითაც „მეთოფეებმა“ 3 ქულის მოპოვება იზეიმეს.
ტიერი ანრის მიმართულებით გაკეთებული კიდევ ერთი პასი
ორი წლით ადრე ჯერარდმა ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ტიერი მსგავსი გადაცემით მოამარაგა, რის შემდეგაც მეკარე დევიდ ჯეიმსმა ფრანგი თავის საჯარიმოში წააქცია, მსაჯმა კი პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიან ნიშნულთან ზინედინ ზიდანი მივიდა, რომელსაც გოლის გატანა არ გაუჭირდა. ეს ჯგუფური ეტაპის მატჩი იყო, თუმცა, მარცხის მიხუდავად, „ლომები“ 1/4 ფინალში მაინც გავიდნენ.
გადაცემა დიდიე დროგბას
„განუმეორებელი პასების“ გაკეთების უნარი ჯერარდმა რამდენიმე წელიწადშიც გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ სტივი კვლავ „ჩელსისთან“ თამაშში „გამოირჩა“, როდესაც 2010 წელს ყველაფერი გააკეთა, რათა კოტ-დივუარელს „ენფილდზე“ ანგარიში გაეხსნა. ის შეხვედრა „ლურჯების“ გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.
წაქცევა და დემბას ბას გოლი
ზოგადად, „ჩელსისთან“ შეხვედრებში, როგორც ხედავთ, ჯერარდს ყველაზე მეტი შეცდომა აქვს დაშვებული. თუ 2010 წელს „ლივერპულს“ დიდი სატურნირო მიზნები ვერ ექნებოდა, შარშან ყველაფერი პირიქით იყო – მერსესაიდელებს სტივენის კარიერაში პირველ პრემიერლიგამდე სულ ცოტა დააკლდათ. ყველაფერი, შესაძლოა, მათ სასარგებლოდ დასრულებულიყო, რომ არა ჯერარდის მორიგი შეცდომა… ბურთის მიღებისას ის წაიქცა, რის შემდეგაც დემბა ბას სწრაფ კონტრშეტევას მინოლესთან პირისპირ გასვლა მოჰყვა – 0:1…
40 წამში მიღებული წითელი ბარათი
წინა კვირის ბოლოს მომხდარის გახსენება აუცილებელი არ არის. ალბათ, ასე სტივმა იმიტომ ითამაშა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ბოლო შეხვედრაში თავის გამოჩენა ზედმეტად სურდა, საბოლოოდ კი, ყველაფერი პირიქით მოხდა. ალბათ, მსგავსი მიზეზის მიუხედავად, ის თავს უფრო მშვიდად ვერ იგრძნობს, რადგან მსგავსი შეცდობა, როგორც აღვნიშნეთ, სტივმა სარშანაც დაუშვა.
თუმცა, როგორც თასზე, ასევე ჩემპიონატში, ყველაფრის გამოსწორების დრო ჯერ კიდევ არის. ამ ტურნირებზე წარმატების მიღწევის შემთხვევაში, ჯერარდს, შესაძლოა, ცოტა „გულზეც მოეშვას“. ბოლოს და ბოლოს, უშეცდომო საფეხბურთო ლეგენდა მხოლოდ კომპიუტერულ თამაშებში არსებობს. რეალურ ცხოვრებაში კი სასიკვდილო შეცდომა დიდ ადამიანებსაც ექნებათ დაშვებული…
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის ბოლოს “ლივერპულის” კაპიტანი სტივენ ჯერარდი კლუბს დატოვებს და ამერიკულ “ლოს ანჯელეს გალაქსიში” გადაბარგდება. 34 წლის ინგლისელი ნახევარმცველის მერსისაიდული კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით “ლივერპული” 29 მარტს საქველმოქმედო მატჩს ჩაატარებს.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ მერსისაიდული გუნდის ყოფილი ფეხხბურთელები, მათ შორის მადრიდის “ატლეტიკოს” ამჟამინდელი თავდამსხმელი ფერნანდო ტორესიც, რომელმაც აღნიშნული მატჩის შესახებ ისაუბრა.
“ბედნიერი ვარ, რომ “ენფილდზე” დავბრუნდები, სადაც ძალიან კარგი დრო და ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გავატარე. იქ დაბრუნება ჩემთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მოვლენა იქნება.
მეამაყება, რომ ჯერარდმა ამ საქველმოქმედო შეხვედრაში მიმიწვია. ძალზედ ემოციური დღე იქნება, ჩემს ძველ მეგობრებს შევხვდები: სტივის, რომელიც საუკეთესო ფეხბურთელია, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია, პეპე რეინას, ჩაბი ალონსოს.
გარდა ამისა, მოუთმენლად ველოდები თავდასხმის ხაზში ლუის სუარესთან ერთად
თამაშს”, – ტორესის სიტყვები “მუნდო დეპორტივომ” გამოაქვეყნა.
როგორც მოგეხსენებათ, ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურში “ლივერპულსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართულ მატჩში (1:2) მერსისაიდული გუნდის ნახევარმცველი სტივენ ჯერარდი მოედანზე გამოსვლიდან 40 წუთში ანდერ ერერას წინააღმდეგ განზრახ უხეში თამაშისთვის გააძევეს. 34 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.
“მსაჯი სწორად მოიქცა, მე გუნდი, მწვრთნელი, ქომაგები დავაღალატე. დიდი ხანია ფეხბურთს ვთამაშობ და უნდა მესმოდეს, რომ ასეთი საქციელი დასჯადია. პასუხისმგებლობას სრულად ვიღებ საკუთარ თავზე. არა მგონია, კიდევ რაიმეს თქმა იყოს საჭირო ამის შესახებ. ბოდიში მოვიხადე და მარცხისთვის პასუხისმგებლობაც ავიღე”, – ჯერარდის სიტყვები “სქაი სპორტსმა” გამოაქვეყნა.
“ლივერპულის” კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა ჩემპიონტა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის “ჩელსისა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართულ მატჩში (2:2) ზლატან იბრაჰიმოვიჩის გაძევებისას მასპინძელთა რეაქციაზე კომენტარი გააკეთა.
“როდესაც ასეთ დონეზე თამაშობ, ეს ნორმალური საქციელია. ფეხბურთელებს ძალიან უნდათ მოგება. მწვრთნელებსაც ძალიან უნდათ გამარჯვება.
ფეხბურთელები მოსაგებად ყველანაირ ხერხს მიმართავენ და ზოგჯერ დასაშვებ ზღვარსაც აჭარბებენ.
ხანდახან ეს ყველაფერი ლამაზი საყურებელი არ არის, თუმცა კარიერის განმავლობაში ჩვენ ყველანი რაღაცას წესს ვარღვევთ”, – ჯერარდის კომენტარი BBC-მ გამოაქვეყნა.
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის ბოლოს “ლივერპულის” კაპიტანი სტივენ ჯერარდი კლუბს დატოვებს და ამერიკულ “ლოს ანჯელეს გალაქსიში” გადაბარგდება. 34 წლის ინგლისელი ნახევარმცველის მერსისაიდული კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით “ლივერპული” საქველმოქმედო მატჩის ჩატარებას აპირებს.
შეხვედრა 29 მარტს, “ენფილდ როუდზე” ჩატარდება და მონაწილეობას ის ფეხბურთელები მიიღებენ, რომლებსაც ჯერარდი და ჯეიმი კარაგერი შეარჩევენ. სწორედ ჯერარდი და კარაგერი უკაპიტნებენ მოედანზე გამოსულ გუნდებს.
ჯერარდმა უკვე დაასახელა საკუთარი გუნდი, რომელიც ასე გამოიყურება:
ბრედ ჯონსი (“ლივერპული”), იონ არნე რიისე (აპოელი, კვიპროსი), ჯონ ტერი (“ჩელსი”), სტივენ უორნოკი (“დერბი ქაუნთი”), რაიან ბაბელი (“ქასიმფაშა”, თურქეში), სტივენ ჯერარდი (“ლივერპული”), ჩაბი ალონსო (“ბაიერნი”, გერმანია), კევინ ნოლანი (“ვესტ ჰემი”), ლუის სუარესი (“ბარსელონა”, ესპანეთი), ფერნანდო ტორესი (“ატლეტიკო”, ესპანეთი), ტიერი ანრი.