პრემიერლიგის დიდების დარბაზში ჯერარდი და ბექჰემი შეიყვანეს

ინგლისის პრემიერლიგის დიდების დარბაზში “ლივერპულის” ყოფილი შუახაზელი სტივენ ჯერარდი და “მანჩესტერ იუნაიტედის” ექსნახევარმცველი დევიდ ბექჰემი შეიყვანეს.

ჯერარდი მერსისაიდული გუნდის ღირსებას 1998-დან 2015 წლამდე იცავდა. მან ამ პერიოდის განმავლობაში პრემიერლიგაში 504 შეხვედრა ჩაატარა, 120 გოლი გაიტანა და 92 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ის ექვსჯერ დაასახელეს თვის საუკეთესო მოთამაშედ.

ბექჰემი “მანჩესტერ იუნაიტედში” 1994-დან 2003 წლამდე გამოდიოდა, რა პერიოდის განმავლობაშიც ინგლისის ჩემპიონატში 265 მატჩი გამართა, 62 ბურთი გაიტანა და 80 საგოლე პასი ჩაიწერა. მან “წითელ ეშმაკებთან” ერთად პრემიერლიგა ექვსჯერ მოიგო. ბექჰემი ერთხელ არის დასახელებული თვის მოთამაშედ.

პრემიერლიგის დიდების დარბაზი წელს დაფუძნდა და მასში მოხვედრის პატივი 2021 წელს რვა ფეხბურთელს ხვდა წილად:  ტიერი ანრიალან შირერიერიკ კანტონაროი კინი, დენის ბერგკამპი, ფრენკ ლამპარდი, სტივენ ჯერარდი, დევიდ ბექჰემი.

ჯერარდი: “ტორესმა გული მატკინა”

“ლივერპულის” ყოფილმა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა, რომელიც დღესდღეობით გლაზგოს “რეინჯერსს” წვრთნის, ის დრო გაიხსენა, როდესაც მერსისაიდულ გუნდში ფერნანდო ტორესთან ერთად თამაშობდა.

“ტორესთან ერთად საკმარისად დიდხანს არ მითამაშია, რადგან ის “ჩელსიში” გადავიდა და გული მატკინა. ლუის სუარესი ნამდვილი ცხოველი იყო, მაგრამ მე ჩემი კარიერის საუკეთესო წლები სწორედ ტორესთან ერთად გავატარე.

მაშინ ბევრს ვშრომობდით, რათა კონკურენტებთან ჩამორჩენა შეგვემცირებინა და ბრძოლაში ვყოფილიყავით. ვგრძნობდით, რომ პროგრესი გვქონდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში დიდი ფეხბურთელი წაგვართვეს. ამ დანაკლისის ამოსავსებად დიდი დრო იყო საჭირო.

ტორესთან ერთად თამაშის პერიოდში ბევრი გოლი გამქონდა, კარიერის პიკზე ვიდექი, თავს საოცრად ვგრძნობდი. მესმის, რომ ყველას განსხვავებული სიტუაცია აქვს. ადამიანებს თავიანთი ოცნებები და სურვილები აქვთ, გუნდში ყველა ადგილობრივი ვერ იქნება და ყველას ასე ვერ ეყვარება კლუბი. მე ეს მესმის და მათ არჩევანს პატივს ვცემ, მაგრამ თანაგუნდელის წასვლა მაინც გულდასაწყვეტია”, – ციტირებს ჯერარდის სიტყვებს Liverpool Echo.

შეგახსენებთ, რომ ტორესი და ჯერარდი “ენფილდზე” თანაგუნდელები 2007-დან 2011 წლამდე იყვნენ.

სტივენ ჯერარდი ლივერპულში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

მერსესაიდული “ლივერპულის” ლეგენდა, სტივენ ჯერარდი, “წითლებსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართულ მატჩამდე (3-0) მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და ლივერპულელი ფანების ქმედება დაგმო.

“ამის გაკეთების არანაირი საჭიროება არ არსებობდა. მსგავსი ქმედებები ჩვენს გუნდზე უარყოფითად მოქმედებს და მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. ჩვენს კლუბს ნამდვილად არ უნდა, რომ მსგავს ინციდენტებთან ჰქონდეს კავშირი.

გვინდა, რომ “ენფილდზე” ყოველთვის თბილი ატმოსფერო სუფევდეს და მეტოქეების მიმართ სტუმართმოყვარეობა გამოვიჩინოთ. დღეს კონკრეტულმა პიროვნებებმა დაწესებულ ზღვარს გადააბიჯეს და რეაგირებაც შესაბამისი იქნება,” – ვკითხულობთ ჯერარდის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებში.

ფირმინომ ჩემპიონთა ლიგაზე ჯერარდის რეკორდი გაიმეორა

მერსესაიდის “ლივერპულმა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში “პორტუს” განადგურება შეძლო (0:5). ამ მატჩში ერთ-ერთი გოლი რობერტო ფირმინომ გაიტანა, რომელიც მისთვის გამორჩეული აღმოჩნდა.

ამ გოლის წყალობით, 26 წლის ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში “ლივერპულის” მაისურით გატანილი გოლების რაოდენობით სტივენ ჯერარდს გაუთანაბრდა – ფირმინოს ანგარიშზე 2017/18 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში გატანილი 7 გოლია.

ჯერარდი კოუტინიოზე: “ეს ბავშვი ყოველთვის ოცნებობდა “ბარსელონაში” თამაშზე”

მერსესაიდის “ლივერპულის” ლეგენდამ, სტივენ ჯერარდმა ფილიპე კოუტინიოს მდგომარეობაზე გააკეთა კომენტარი, რომელიც ძალიან ახლოსაა “ბარსელონაში” გადასვლასთან, სადაც მას ნეიმარის პოტენციურ შემცვლელად მოისაზრებენ.

“ეს ბავშვი სამხრეთ ამერიკიდან მოდის და ყოველთვის ოცნებობდა “ბარსელონაში” თამაშზე, ახლა კი პანიკაშია, ფიქრობს, რომ ახლა თუ არ წავა, ვეღარასდროს შეძლებს ამას.

ფილიპეს მიმართ ყოველთვის სიმპათიებით ვიყავი განწყობილი. მე მას ვიცნობ, ცუდი ადამიანი ნამდვილად არ არის. ვიცი, რომ არ უნდა კონფლიქტის დაწყების მიზეზი გახდეს. მაგრამ, ფაქტია, რომ მას კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, “ლივერპულს” კი კოუტინიოსთვის ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული.

მილანის “ინტერში” ყოფნისას კოუტინიოს ძალიან უჭირდა, “ლივერპულმა” კი შანსი მისცა, მისგან ფეხბურთელი გამოძერწა. მინიმუმი, რისი გაკეთებაც მას შეუძლია, კლუბისთვის ერთი წლის მიცემაა,” – აცხადებს ჯერარდი.

რა დაარქვა სტივენ ჯერარდმა თავის ახლადშეძენილ ვაჟს?

“ლივერპულის” ლეგენდამ, სტივენ ჯერარდმა თავის ახლადშეძენილ ვაჟს ლიო დაარქვა. ლიო ჯორჯ ჯერარდი 29 აპრილს დაიბადა.

როგორც იცით, ჯერარდს უკვე ჰყავს სამი ქალიშვილი: ლილი-ელა, ლექსი და ლურდესი.

აღსანიშნავია, რომ ჯერარდსა და მის მეუღლეს, ალექსს ძალიან უყვარს ასო “ლ”. სწორედ ამიტომაც იწყება მისი სამი ქალიშვილისა და ვაჟის სახელები ლ-დან.

უცხოურ პრესაში ირწმუნებიან, რომ სახელი ლიო კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ლეგენდის, ლეო მესის სახელიდან მომდინარეობს და სტივი ჯი-ს იმედი აქვს, რომ მისი ვაჟიც ასეთივე დიდებული ფეხბურთელი გამოვა.

ჯერარდი “ლივერპულის” 18-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდება

მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სტივენ ჯერარდმა “წითლების” ახალგაზრდული გუნდი უნდა გაწვრთნას.

როგორც ცნობილი ხდება, სტივენ ჯერარდი, რომელსაც “ლივერპულის” მაისურით 710 მატჩი აქვს ჩატარებული, თავდაპირველად “ლივერპულის” 18-წლამდელთა გუნდს ჩაიბარებს.

“მართალია, კლუბს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მომავალი სეზონიდან ის ახალგაზრდულ გუნდს გაწვრთნის,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

სტივენ ჯერარდი “ლივერპულის” მაისურით კიდევ ერთხელ ითამაშებს

ინგლისური “ლივერპული” საკმაოდ საინტერესო და სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, “სკაუზერებს” კვლავ მიეცემათ სტივი ჯის თამაშისთვის თვალყურის დევნების შანსი.

როგორც ცნობილი ხდება, “წითლების” ლეგენდა მოედანს 2017 წლის 25 მარტს დაუბრუნდება, როდესაც “ლივერპულისა” და მადრიდის “რეალის” ლეგენდების მონაწილეობით გასამართი საქველმოქმედო მატჩი აიღებს სტარტს.

“ლივერპულის” მე-8 ნომერთან ერთად, ამ მატჩში კლუბის ისეთ ვარსკვლავებსაც ვიხილავთ, როგორებიც არიან: იან რაში, გარი მაკკალისტერი, ლუის გარსია, აგერი, ჯეიმი კარაგერი და სხვანი.

“მოუთმენლად ველი ამ საქველმოქმედო მატჩს. “ენფილდს” ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება გამოყოფილი ჩემს გულში. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ დიდებულ სტადიონზე თამაშის შანსი კიდევ ერთხელ მომეცა,” – აცხადებს ინგლისელი.

ჯერარდი “ლივერპულში” დაბრუნდა

მოხდა ის, რასაც “ლივერპულის” ფანები ასე ელოდნენ – სტივენ ჯერარდი “ლივერპულს” დაუბრუნდა. როგორც ცნობილი ხდება, ის დროებით აკადემიაში იმუშავებს.

ბრიტანული პრესის ცნობით, მერსესაიდელთა ლეგენდას გუნდში საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი დაეკისრება, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელთა პროფესიულ წინსვლაზე ზრუნვას გულისხმობს. სტივი ჯი მუშაობას თებერვლიდან იწყებს.

“თითქოს, წრეებზე დავდივარ. დავუბრუნდი ადგილს, სადაც ყველაფერი ნულიდან დავიწყე. ეს გადაწყვეტილება ბევრი ფიქრის შედეგად მივიღე – მინდა მაქსიმუმი გავაკეთო “ლივერპულისთვის”.

ეს ჩემთვის მშვენიერი შესაძლებლობაა, საკუთარი თავი ახალი კუთხით წარმოვაჩინო და როგორც მწვრთნელი, განვვითარდე.” – განაცხადა მან.

მილანური “ინტერი” სტივენ ჯერარდს დაუკავშირდა

The Independent-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანური “ინტერის” ხელმძღვანელები სტივენ ჯერარდის დაყოლიებას ცდილობენ საფეხბურთო კარიერის იტალიაში გაგრძელბის თობაზე.

როგორც იცით, ამერიკული MLS-ის ერთ-ერთ წამყვან გუნდში, “ლოს ანჯელეს გალაქსიში” გატარებული ერთი წლის შემდეგ, “ლივერპულის” ლეგენდა კვლავ დაბრუნდა სატრანსფერო ბაზარზე, თანაც თავისუფალი აგენტის სტატუსით.

როგორც მოსალოდნელი იყო, ინგლისის ნაკრების ყოფილ კაპიტანს არაერთმა კლუბმა შეთავაზა სამწვრთნელო თუ საფეხბურთო თანამდებობა, თუმცა 36 წლის სტივი ჯი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

“ნერაძური” კი მისთვის მოკლევადიანი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობს, რომლის თანახმადაც, ის “სან სიროზე” სეზონის ბოლომდე უნდა დარჩეს. არაა გამორიცხული, რომ შემდეგში ჯერარდი მილანელთა სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობაშიც ვიხილოთ.

ჯერარდი მომავალზე საუბრისას: “ბევრი ვარიანტი მაქვს”

“ლოს ანჯელეს გალაქსიდან” წამოსულმა სტივენ ჯერარდზე მომავალზე საუბრისას აღნიშნა, რომ მას რამდენიმე საინტერესო ვარიანტი აქვს, რომელთა შორისაც არჩევანი უახლოეს მომავალში უნდა გააკეთოს.

“თითქმის გადაწყვეტილია, რომ საცხოვრებლად ინგლისში გადავალ. რა თქმა უნდა, ამით ჩემი საფეხბურთო კარიერა არ დასრულდება. მომავალ კვირებში ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მომიწევს.

კარიერის გაგრძელებს ვარიანტები მაქვს როგორც მოედნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

ასე რომ, საფიქრალი ბევრი მაქვს. ამ დროისთვის, რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება არ შემიძლია. მოსაფიქრებლად ორი ან სამი კვირა დამჭირდება.” – განაცხადა სტივი ჯიმ.

ჯერარდი: „მიუხედავად იმისა, რომ პრემიერლიგა ვერ მოვიგე, ვიცი, ორივე გუნდი რასაც გრძნობს“

„ლივერპულის“ ყოფილი ფეხბურთელი სტივენ ჯერარდი თვლის, რომ „სუონსისთან“ ხვალინდელი მატჩი „ლესტერისთვის“ პრემიერლიგის პირველი ადგილისთვის გადამწყვეტი იქნება. ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე კლაუდიო რანიერის გუნდი მეტოქეს 5 ქულით უსწრებს, თუმცა ხვალ თამაში ჯეიმი ვარდის გარეშე მოუწევს, რომელმაც „ვესტ ჰემთან“ წინა ტურში წითელი ბარათი მიიღო.

„ხვალ „ლესტერს“ კლუბის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ელის. „სუონსისთან“ შეხვედრა აჩვენებს, აქვს თუ არა კლუბს გასაძლებად საკმარისი რესურსი. მიმდინარე სეზონის ორი მესამედის განმავლობაში რანიერის გუნდი თამაშისგან სიამოვნებას იღებდა, მაგრამ ახლა მიზნისთვის ბრძოლის დროა. ნებისმიერი შეცდომა, შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს.

ხვალინდელი შეხვედრა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი „ვესტ ჰემთან“ დაკარგული ქულების გამოა, რადგან ეს განგაშის ზარი იყო. ეს ისაა, რასაც „ტოტენჰემი“ დიდი ხანი ელოდა. „მელიებს“ ჯეიმი ვარდის გარეშე თამაში მოუწევთ. სამი ქულის მოპოვების შემთხვევაში, „სპურსი“ მიხვდება, რომ მეტოქეს უკვე ვერაფერი შეაჩერებს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში „ლესტერს“ ერთი მოგებაც ეყოფა. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერლიგის მოგება ვერ მოვახერხე, ჩინებულად ვიცი, ორივე გუნდის ფეხბურთელები ახლა რას გრძნობენ. „ლივერპულთან“ ერთად ორი წლის წინ სულ ცოტა დაგვაკლდა.

„ლესტერის“ ფეხბურთელებმა იციან, რომ თუ წელს ჩემპიონები ვერ გახდებიან, ამ შემადგენლობით მიზანს ვერასდროს ვეღარ მიაღწევენ. გუნდის საუკეთესო შემსრულებლები ზაფხულში წავლენ, ამიტომ რანიერიმ ახლა უნდა მოიგოს“, – ციტირებს ჯერარდს ბრიტანული „ტელეგრაფი“.