შვეიცარიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლიხტშტაინერი დღეს მესაათედ მუშაობს

შვეიცარიის ეროვნული ნაკრების ექსკაპიტანი, რომის “ლაციოს”, ტურინის “იუვენტუსისა” და ლონდონის “არსენალის” ყოფილი მცველი შტეფან ლიხტშტაინერი დღესდღეობით ციურიხში მესაათედ მუშაობს. შვეიცარიელმა ფეხბურთელმა კარიერა გასული წლის ზაფხულში დაასრულა, რის შემდეგაც ახალ პროფესიას დაეუფლა და დღეს საათის ხელოსნად მუშაობს.

“ძალიან მსიამოვნებს ეს საქმიანობა. ზოგადად, ყოველთვის მიყვარდა საათები. მოთამაშის კარიერა დავასრულე და ახლა მინდა, რომ ამ სამყაროში ჩავეფლო. მაინტერსებს, როგორ მუშაობს საათი, როგორ უნდა დაშალო და ააწყო ის. ვიმედოვნებ, დიდ ცოდნას შევიძენ. შვეიცარიაში ამ მხრივ საკმაოდ მაღალი დონეა.

დაცვაში თამაში ხელოვნებაა, ისევე როგორც საათები. რიგითი გულშემატკივარი მოედანზე მიმდინარე ტაქტიკურ ნიუანსებში ვერ ერკვევა. ხშირად დიდი ეფექტის მოსახდენად საკმარისია მხოლოდ ერთი ბერკეტის მოქცევა. ეს ფეხბურთსაც ეხება და საათებსაც.

ფეხბურთს ცოტა ჩამოვშორდი, მაგრამ ძირითადი ჩემპიონატების მატჩებს ტელევიზიის მეშვეობით ვადევნებ თვალყურს. ახლა სხვა დეტალებსაც ვაქცევ ყურადღებას. ისეთ ნიუანსებს ვიჭერ, რომლებზეც მწვრთნელები ამახვილებენ ყურადღებას”, – აღნიშნა ლიხტშტაინერმა 20 Minuten-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

შტეფან ლიხტშტაინერმა შვეიცარიის ნაკრებში 108 მატჩი ჩაატარა. ის სანაკრებო დონეზე ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით მესამე შვეიცარიელი ფეხბურთელია.

შვეიცარია – პოლონეთი — ვინ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი?

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში პოლონეთის ნაკრებმა შვეიცარია (1:1) პენალტების სერიაში დაამარცხა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად შვეიცარიელთა ლიდერი ჯერდან შაქირი დასახელდა, რომელმაც ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა.

შვეიცარია — ინგლისი 0:2

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ინგლისის ნაკრებმა წარმატებით დაიწყო. “სამმა ლომმა” ბაზელში შვეიცარიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

შვეიცარია — ინგლისი 0:2 (0:0)

გოლები: უელბეკი: 58′, 90+4′.

ჰონდურასი — შვეიცარია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჰონდურასისა და შვეიცარიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ევროპელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად შვეიცარიელთა ნახევარმცველი შერდან შაქირი დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა.

მიუნხენის „ბაიერნში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მოედანზე 87 წუთი დაჰყო, გააკეთა 49 გადაცემა და კარში დაარტყა 7-ჯერ.

 

შვეიცარია — საფრანგეთი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე შვეიცარიისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა დიდიე დეშამის გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:2 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ფრანგთა თავდამსხმელი კარიმ ბენზემა დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელს 32-ე წუთზე თერთმეტმერიანის გატანის შესაძლებლობა მიეცა, თუმცა მისი დარტყმული შვეიცარიელთა კიპერმა დიეგო ბენალიომ მოიგერია. სათქმელია ისიც, რომ ბენზემამ მეორე ბურთი მაინც შეაგდო, თუმცა მატჩის მთავარმა არბიტრმა ბიორნ კეიპერსმა ზუსტად იმ დროს დაასრულა შეხვედრა და გოლი არ ჩათვალა.

ბენზემამ მატჩი სრულად ჩაამთავრა, გააკეთა 26 გადაცემა და კარში 8-ჯერ დაარტყა. ფრანგ თავდამსხმელს ტურნირზე უკვე 3 გოლი აქვს გატანილი.

 

ჰიტცფელდი: „მუნდიალზე ვიღაცებს პრაქტიკულად ამაზონის ჯუნგლებში მოუწევთ თამაში“

შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოტმარ ჰიტცფელდი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის რამდენიმე მატჩი მანაუსში გაიმართება, რომელიც ტურნირის მასპინძელი სხვა ქალაქებისგან მოშორებით მდებარეობს. გერმანელი სპეციალისტის აზრით, ეს გუნდებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. შვეიცარიის ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს, რომელშიც ჰონდურასის წინააღმდეგ ითამაშებს, სწორედ მანაუსში გამართავს.

„ბრაზილია ძალიან დიდი ქვეყანაა და იმისთვის, რომ სხვა ქალაქიდან მანაუსში მოხვდე, ზოგჯერ ხუთი საათია საჭირო. ეს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. ვიღაცებს პრაქტიკულად ამაზონის ჯუნგლების გულში მოუწევთ თამაში“, – განაცხადა ჰიტცფელდმა SWR1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მანაუსში შედგება ტურნირის ოთხი მატჩი:

ინგლისი—იტალია (15 ივნისი);
კამერუნი—ხორვატია (18 ივნისი);
აშშ-პორტუგალია (22 ივნისი);
ჰონდურასი—შვეიცარია (26 ივნისი).

2014 წლის მუნდიალის სრული კალენდარი

ბექა დოგრაშვილი

ლიხშტაინერმა ტრავმა მიიღო

უახლოეს მატჩებში შვეიცარიის ნაკრებს მისი ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ვერ დაეხმარება.
Football Italia-ს ცნობით, შტეფან ლიხშტაინერს კუნთების პრობლემები აქვს, რომელთა გამოც იგი ალბანეთთან და სლოვენიასთან ჩასატარებელ თამაშებს გამოტოვებს.
„იუვენტუსის“ ფეხბურთელის ტრავმის სიმძიმის თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ლიხშტაინერი ტურინში გაფრინდა, სადაც სამედინო შემოწმებას გაივლის და მკურნალობას დაიწყებს. წინასწარი ვარაუდით, 29 წლის მოთამაშე თამაშს მალე დაუბრუნდება.
ალექსანდრე მატევოსოვი