ტიბო კურტუამ “პარი სენ-ჟერმენს” შესანიშნავი პენალტი გაუტანა (ვიდეო)

26 ივლისს, ჩემპიონთა თასზე ერთმანეთს “პარი სენ-ჟერმენი” და “ჩელსი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, საქმე კი პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც დარტყმები უკეთესად ლონდონელებმა შეასრულეს.

პენალტების სერიაში, გამარჯვების მომტანი დარტყმა “ჩელსის” მეკარემ, ტიბო კურტუამ შეასრულა.

კურტუა: „ჩეხთან არ შემადაროთ“

„ჩელსის“ მეკარემ ტიბო კურტუამ პეტერ ჩეხთან შედარების შესახებ ისაუბრა.

„პეტერი „ჩელსის“ ლეგენდაა და გულშემატკივრები მას მხარს ყოველთვის უჭერდნენ.

გუნდისთვის, ვცდილობ, ყოველთვის მაქსიმუმი გავაკეთო. გასული სეზონი წარმატებული გამოდგა – ჩვენ ლიგის თასი მოვიგეთ და ჩემპიონებიც გავხდით. იმედია, ტიტულების შენარჩუნებასა და მეტი ტურნირის გგოებას შევძებთ.

„ჩელსის“ წარმატებაში ჩეხის წვლილი ძალიან დიდია. იმედია, მეც თასების ამ რაოდენობას მოვიგებ.

ახალი ერა დადგა. არ მსურს, რომ ჩეხთან შემადარონ. მე სხვა მეკარე ვარ და ჩემი გზით მივდივარ“, – განაცხადა ბელგიელმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ჩეხი „არსენალში“ გადავიდა.

“ჩელსი” 100 მილიონს ითხოვს, “რეალი” შოკირებულია

“თეთრები” ახალი მეკარის ძიებაში არიან.

მადრიდის “რეალის” და “მანჩესტერის” წარმომადგენლებს შორის საკმაოდ რთული საუბარი მიდის. ვან გაალი დე ხეას ცოცხალი თავით არ თმობს. ამიტომ, ესპანური გრანდი ალტერნატიული ვარიანტის შესრულებას შეუდგა.

ფლორენტინო პერესმა მიმართა ლონდონის “ჩელსის” ტიბო კურტუას ტრანსფერის თაობაზე და “არისტოკრატებმა” ბელგიელი 100 მილიონად შეაფასეს.

“სამეფო გუნდი” ამ თანხაზე “დაიშოკა”. თუ ვერცერთი მეკარის ტრნასფერი გაჩარხეს, გუნდის კარს მომავალ სეზონშიც იკერ კასილიასი დაიცავს.

კურტუა: “ჩეხი სათადარიგოთა სკამზე არ უნდა იჯდეს”

“ჩელსის” მეკარემ ტიბო კურტუამ თანაგუნდელ პეტრ ჩეხის შესახებ ისაუბრა.

“პეტრთან ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ. ასეთი მაღალი დონის მეკარესთან ერთ გუნდში თამაში რთულია. მეორე მხრივ, ეს მოდუნების საშუალებას არ გაძლევს.

ჩეხი წასვლას თუ გადაწყვეტს ეს მისი გადაწყვეტილება იქნება. სამწუხაროა, რომ ასეთ ნიჭიერს მოთამაშეს სათადარიგოთა სკამზე უწევს ჯდომა.

როდესაც ჩეხის თამაშს ვუყურებ, მიხარია, რომ ამ სეზონში ასეთ შედეგს მივაღწიე” – განაცხადა ტიბომ.

სესკ ფაბრეგასი ტიბო კურტუას წინააღმდეგ (ვიდეო)

18 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ვესტ ბრომვიჩსა” და “ჩელსის” შორის გამართული მატჩის დაწყების წინ კამერებმა სახალისო მომენტი დააფიქსირეს.

კურტუა: “ტიტულების მოსაგებად საიმედო დაცვაა საჭირო”

“ჩელსის” მეკარემ, ტიბო კურტუამ პრემიერ ლიგის მოგებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

გასულ კვირას, რამდენიმე ტურით ადრე, ლონდონურმა გუნდმა ინგლისის ჩემპიონობა ოფიციალურად გაინაღდა.

35 მატჩის შემდეგ, “არისტოკრატთა” გაშვებული გოლების გრაფაში მხოლოდ 27 ეწერა. მოურინიომ ამის გამო დაცვა შეაქო.

“ვფიქრობ, რომ სეზონის დასაწყისში დაცვა არეული იყო. ადვილად გვეპარებოდა კონტრ-შეტევები და ამის გამო, ხშირად ვისჯებოდით. სამი თვის განმავლობაში ბევრი გოლი გვქონდა გაშვებული,”-განაცხადა კურტუამ Sky Sports-თან ინტერვიუში.

“იმისთვის, რომ ტიტულები მოიგო, საჭიროა საიმედო დაცვა გყავდეს. სამწვრთნელო შტაბი ამ მხრივ საუკეთესო იყო, მათ ისე მოახერხეს გუნდის გადაწყობა, რომ დაცვის ხაზი გაუვალი კედელივით იდგა”.

ტიბო კურტუას კურიოზული შეცდომა, რის გამოც “ჩელსის” კარში გოლი გავიდა (ვიდეო)

22 მარტს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ჰალ სიტიმ” საკუთარ მოედანზე ლონდონის “ჩელსი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

მატჩის 28-ე წუთზე, “ჩელსის” მეკარემ, ტიბო კურტუამ შეცდომა დაუშვა, რითაც აბელ ერნანდესმა ისარგებლა და მეტოქის კარი დალაშქრა.

ივანოვიჩი: “კურტუას თამაშით აღფრთოვანებული ვარ”

“ჩელსის” მარჯვენა მცველმა, ბრანისლავ ივანოვიჩმა “პსჟ”-სთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურმა მატჩებმა გუშინ აიღო სტარტი, სადაც ჟოზე მოურინიოს გუნდი “პსჟ”-ს დაუზავდა, ანგარიშით 1-1. სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი სწორედ სერბმა უკანახაზელმა გაიტანა.

“ვფიქრობ, დადებითი შედეგი დავაფიქსირეთ. “ჩელსის” დაცვას რთული მატჩის ჩატარება მოუწია, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო შემტევებთან მოუხდათ შერკინება”.

“მოხარული ვარ, რადგან კურტუამ კარგი მატჩი ჩაატარა. მან რამდენიმე გენიალური ნახტომით გუნდი უიმედო სიტუაციაშიც კი გოლის გაშვებისგან გადაარჩინა. ჩეხი თუ კურტუა? – კარში საკუთარ საქმეს ორივე ფანტასტიკურად ასრულებს”.

“ყოველ სიტუაციაში გუნდი გაუმჯობესებას ცდილობს. ამჟამად ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე წინსვლაა,”-დაასრულა ბრანისლავ ივანოვიჩმა.

“რეალმა” მიზანში კურტუა ამოიღო

“სამეფო გუნდი” კვლავ აქტიურად აგრძელებს მუშაობას, მეკარის პრობლემის მოგვარებაზე.

“რეალში” იკერ კასილასის მომავალი კვლავ გაურკვეველია. პრესას ლეგენდარულ მეკარეზე ახალი სალაპარაკო მიეცა. ესპანელმა მადრიდულ დერბიში მიუტევებელი შეცდომა დაუშვა.

თავდაპირველად, იკერის შემცვლელად დავიდ დე ხეას მიიჩნევდნენ, რომელსაც “მანჩესტერ იუნაიტედთან” ხელშეკრულების ვადა 18 თვეში გასდის.

Daily Star-ის ცნობით, მადრიდელთა ახალი სამიზნე 22 წლის ბელგიელი, ტიბო კურტუა გახდა, რომელმაც იჯარის წესით საკმაოდ დიდი ხანი გაატარა მადრიდის “ატლეტიკოში”. იგი მხოლოდ ზაფხულში დაბრუნდა ლონდონში და პიტერ ჩეხი სათადარიგოთა სკამზე გადასვა.

“ბლანკოსი” ეშმაკურ ხერხსაც მიმართავს. ესპანელებმა იციან, რომ ჟოზე მოურინიოს რაფაელ ვარანის წაყვანა სურს, ხოლო არაა გამორიცხული, ფრანგი სწორედ ტიბოს ტრანსფერში გამოიყენონ.

კურტუა: “ნოიერი დრიბლინგებით უფრო იქცევს ყურადღებას”

ლონდონის “ჩელსის” კიპერმა ტიბო კურტუამ საფეხბურთო საზოგადოებას მიანიშნა, რომ ინდივიდუალურ ჯილდოებზე არ ფიქრობს და არც “ოქროს ბურთის” დასაკუთრება განუზრახავს მიზნად. გარდა ამისა, ბელგიელმა მეკარემ მანუელ ნოიერზეც ჩამოაგდო სიტყვა.

“ინდივიდუალური ჯილდოებისთვის არ ვცხოვრობ. “ოქროს ბურთის” მოგება, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა, თუმცა ჩემთვის გუნდური ტიტულები უფრო მნიშვნელოვანია. თასების მოგების შემთხვევაში, ინდივიდუალური ჯილდოების დასაკუთრების შანსიც მომეცემა.

ნოიერი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა? მე მგონია, რომ ის დრიბლინგებით უფრო დიდ ყურადღებას იქცევს”, – ციტირებს კურტუას სიტყვებს “მირორი”.

 

როგორ დაკარგა “ბარსელონამ” კურტუას და ვარანის დამატების შანსი

“ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელის, ბოიან კრკიჩის მამამ, რომელიც 2011 წლამდე კატალონიური გუნდის სკაუტად მუშაობდა, განაცხადა, რომ “ბლაუგრანას” თავის დროზე ტიბო კურტუასა და რაფაელ ვარანის დამატება შეეძლო. იმ პერიოდში ბელგიელი მეკარე “გენკში” თამაშობდა, ფრანგი მცველი კი “ლანსის” ღირსებას იცავდა. საბოლოო ჯამში, ისე მოხდა, რომ კურტუა “ჩელსიში” გადავიდა, ვარანმა კი მადრიდის “რეალს” მიაშურა.

“როდესაც კურტუა ბელგიაში თამაშობდა, ჩვენ მისი დამატების შანსი გვქონდა. ეს “ბარსაში” ჩემი მუშაობის უკანასკნელი წელი იყო. 19 წლის ტიბო “გენკის” ძირითადი მეკარე გახდა. ჩვენი ერთ-ერთი აგენტი მასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. მისი თამაშის ამსახველი ბევრი ვიდეო ვნახეთ და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც შეგვექმნა, თუმცა “ბარსელონამ” აღნიშნულ ტრანსფერში 3 მილიონი ევრო არ გაიღო. ერთი თვის შემდეგ კურტუა “ჩელსიმ” გაიფორმა.

Raphael Varane

ვარანმა ჩვენი ინტერესი მაშინ მიიქცია, როდესაც ის საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. მაშინ ვთქვი, რომ ამ ფეხბურთელისთვის ყურადღება უნდა მიგვექცია. ერთ-ერთი აგენტი “ლანსსა” და “მონაკოს” შორის გამართულ მატჩს დაესწრო, თუმცა იქიდან დაბრუნებულმა განაცხადა, რომ ვარანმა მასზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ასე დასრულდა ეს ისტორია”, – ციტირებს კრკიჩის მამის სიტყვებს Cadena SER-ი.

 

ტიბო კურტუა ჰოსპიტალიზირებულია

ლონდონის “ჩელსის” მეკარე ტიბო კურტუა ჰოსპიტალიზირებულია.

ინგლისის პრემიერლიგის VII ტურში “ჩელსისა” და ლონდონის “არსენალს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას ბელგიელ კიპერს “მეთოფეთა” თავდამსხმელი ალექსის სანჩესი შეეჯახა. კურტუამ წამიერად გონება დაკარგა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო, შემდეგ კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ბელგიელი მეკარის ნაცვლად მოედანზე პეტრ ჩეხი გამოვიდა, რომელიც ანალოგიური შეჯახების გამო უკვე დიდი ხანია, სპეციალურ თავსაბურავს ატარებს.

“ჩელსიმ” ედენ აზარისა (პენალტი) და დიეგო კოსტას გოლების წყალობით “არსენალი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.