ანრიმ “ბარსას” დამარცხების ერთადერთ გზაზე ისაუბრა

როგორც იცით, ხვალ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის ეგიდით ლონდონში გაიმართება მატჩი, სადაც ადგილობრივი “არსენალი” კატალონიურ “ბარსელონას” მიიღებს.

აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი ტიერი ანრიმ გააკეთა, რომელიც ორივე გუნდ ძალიან კარგად იცნობს: “არსენალი” უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ მათი ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ 30% იქნება.

მთელმა გუნდმა უნდა დაიცვას თავი, ფლანგელებმა საკუთარ ნახევარზე უფრო მეტი დრო უნდა გაატარონ ვიდრე მეტოქისაზე. ბურთს თამამად უნდა მოეპყრან.

ასეთ გუნდთან თამაშის შანსი ყოველთვის არ გეძლევა, ასე რომ მომზადებული უნდა იყო. “არსენალს” მოუწევს დროებით დაივიწყოს საკუთარი შემტევი თამაში და კონტრ-იერიშებზე გადაერთოს.

მათ უნდა აიძულონ “ბარსელონელები”, რომ ბურთის მოსაპოვებლად ბევრი ირბინონ. საკუთარ ნახევარზე თარეშის საშუალება არ უნდა მისცენ, ასეთ შემთხვევაში თავის დაცვა შეუძლებელი გახდება.”

“მონაკოს” ფეხბურთელმა ტიერი ანრის რეკორდი დაამხო (ვიდეო)

“მონაკოს” თავდამსხმელმა კილიან მბაპემ “ტრუასთან” გამართულ შეხვედრაში ტიერი ანრის რეკორდი დაამხო და ის კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც გოლის გატანა მოახერხა.

აქამდე, რეკორდი ანრის ეკუთვნოდა, რომელმაც “მონაკოს” მაისურით გოლი 17 წლის ასაკში გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მბაპეც 17 წლისაა, თუმცა ის გოლის გატანის მომენტში ანრიზე რამდენიმე თვით პატარა იყო.

კობიმ და ანრიმ მაისურები გაცვალეს (ფოტო)

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ შემტევმა უკანახაზელმა კობი ბრიანატმა თავისი მაისური საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებისა და ლონდონის „არსენალის“ ლეგენდის ტიერი ანრის „ბარსელონას“ მაისურზე გაცვალა.

აღნიშნული სურათი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური „ტვიტერის“ გევრდზე განთავსდა.

Kobe and Henry

ტიერი ანრი: „ვფიქრობ, პრემიერლიგას „ლესტერი“ მოიგებს“

„არსენალის“ ლეგენდამ ტიერი ანრიმ პრემიერლიგის საჩემპიონო რბოლაზე ისაუბრა.

„თუ ვიტყოდი, რომ „ჩელსის“ და „მანჩესტერ სიტის“ ამ სეზონში პრობლემები ექნებათ, იფიქრებდით, რომ „არსენალი“ ამ სეზონს ადვილად გაუმკლავდებოდა, თუმცა ეს ასე არ არის. გუნდის ხასიათში ეჭვი მეპარება“, – ციტირებს ფრანგს „Independent“-ი.

„ჩელსისთან“ შეხვედრაში „არსენალმა“ ვერ გაიტანა. ასეთ მატჩებში გუნდი, ვალდებულია, მოიგოს.

პირადად მე, ამ მომენტისთვის მომავალ ჩემპიონად „ლესტერს“ ვთვლი. მათ დაამტკიცეს, რომ არამხოლოდ გამარჯვება, არამედ ზეწოლასთან გამკლავება შეუძლიათ“, – თვლის ანრი.

ამჟამად „ლესტერი“ ცხრილს 53 ქულით ლიდერობს, მეორე და მესამე ადგილზე მყოფ „ტოტენჰემსა“ და „არსენალს“ 48-48 ქულა აქვთ.

რუნიმ პრემიერლიგის უნიკალური რეკორდი დაამყარა

როგორც მოგახსენეთ, ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ენფილდზე“ „ლივერპული“ დაამარცხა.

ერთადერთი გოლი შეხვედრის 78-ე წუთზე უეინ რუნიმ გაიტანა, რომელიც მისთვის პრემიერლიგაში, მანჩესტერელთა მაისურით, 176-ე გამოდგა. აქედან გამომდიანრე, 30 წლის ფორვარდმა „არსენალის“ ლეგენდარულ თავდამსხმელ ტიერი ანრის გაუსწრო, რომელსაც „მეთოფეთა“ შემადგენლობაში ინგლისის პირველობაში 175 გოლი ჰქონდა გატანილი. შესაბამისად, ერთი კლუბის მაისურით პრემიერლიგაში გატანილი გოლების ამ რაოდენობით ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა ახალი რეკორდი დაამყარა.

მერსესაიდელთა კარში გოლი რუნისთის ბოლო ოთხ მატჩში მეხუთე გამოდგა.

სათქმელია ისიც, რომ რუნისთვის2005 წლის შემდეგ „ენფილდზე“ ეს პირველი გოლია. მანჩესტერელთა ღირსებას უეინი 2004 წლიდან იცავს.

რუნიმ პრემიერლიგაში ტიერი ანრის რეკორდი გაიმეორა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა უეინ რუნიმ კიდევ ერთ მნიშვნელოვან რეკორდს მიაღწია.

„ნიუკასლთან“ ფრედ 3:3 დასრულებულ შეხვედრაში მან დუბლი შეასრულა. შედეგად, ინგლისის პრემეირლიგაში ერთი კლუბის მაისურით გატანილი გოლების რაოდენობით რუნი „არსენალის“ ექს-ფორვარდს ტიერი ანრის გაუთანაბრდა. ახლა ორივეს აქტივში 175 გოლია.

შეგახსენებთ, რომ აქამდე რუნი პრემიერლიგის ყველა დროის მეორე ბომბარდირი გახდა.

ანრიმ “ოქროს ბურთის” მთავარი ფავორიტი დაასახელა

Sky Sports-ის ექსპერტმა ტიერი ანრიმ “ოქროს ბურთის” მთავარი ფავორიტი დაასახელა.

“ნამდვილი სიგიჟე იქნება, თუ “ოქროს ბურთს” ლიონელ მესი არ მოიგებს. ჩემთვის ისიც გაუგებარია, თუ რატომ ვერ მოხვდა სამეულში ლუის სუარესი”, – ციტირებს ანრის სიტყვებს Barcastuff-ი.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთისთვის” ლეო მესი, ნეიმარი და კრიშტიანუ რონალდუ იბრძვიან. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია დღეს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

ანრი: „მოურინიო „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ კარგი ვარიანტია“

„არსენალის“ ექს-თავდამსხმელის ტიერი ანრის აზრით, „მანჩესტერ იუნაიტედს“ „ჩელსის“ ყოფილი თავკაცი ჟოზე მოურინიო მოუხდებოდა.

„ჩელსიში“ პირველი მოსვლისას მოურინიო შეტევაში ფლანგებზე დაფითა და რობენით, წინ კი გუდიონსენთან და დროგბასთან ერთად კარგად თამაშობდა. მაშინ გუნდი ბევრს იტანდა და კარგ კონტრშეტევებს იწყებდა. ესპანეთში „რეალთან“ ერთად მოურინიომ ჩემპიონატი მოიგო და გვარდიოლას „ბარსელონაზე“ მეტი გოლი გაიტანა. ამიტომ, ვფიქრობ, „მანჩესტერ იუანტედისთვის“ ეს კარგი არჩევანი იქნებოდა“, – განაცხადა ანრიმ.

იბრაჰიმოვიჩი ჩემპიონთა ლიგაზე მატჩების რაოდენობით ტიერი ანრის გაუთანაბრდა

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელისთვის ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვის მადრიდის „რეალთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩი 113-ე გამოდგა.

ამ მაჩვენებლით შვედეთის ნაკრების ფორვარდი ლეგენდარულ ტიერი ანრის გაუთანაბრა. ამიერიდან ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით იბრა ფრანგთან მეათე ადგილს იყოფს.

ცნობისთვის, ამჟამად რეკორდული ამჩვენებელი იკერ კასილაისს ეკუთვნის, რომლის ანაგრიშზე ჩემპიონთა ლიგის 153 მატჩია.

ანრი: “ჩელსის” ფეხბურთელებმა მოურინიოსადმი ნდობა დაკარგეს”

ლონდონის “არსენალის” ყოფილი თავდამსხმელი და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტი ტიერი ანრი თვლის, რომ “ჩელსის” ფეხბურთელებმა კლუბის მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს მიმართ ნდობა დაკარგეს და ეს გუნდის შედეგებზეც უარყოფითად აისახება.

“ვხედავ, რომ გუნდი მოურინიოს აღარ ენდობა. ნემანია მატიჩმა ბოლო მატჩი არასტაბილურად ჩაატარა. ფეხბურთელები განზე არიან. ედენ აზარს ეტყობა, რომ ასეთ სტილში თამაში არ სურს. მოურინიომ უნდა აღიაროს, რომ მისი მანერა ფეხბურთელებს არ მოსწონთ. ძალიან ბევრს მოითხოვენ აზარისგან. იგი ჯერ დაცვაში უნდა დაეხმაროს გუნდს, შემდეგ კი სწრაფად უნდა გადავიდეს კონტრშეტევაზე.

მოურინიო წარმატებული მწვრთნელი იყო, ბევრი ტიტული მოიგო, მაგრამ როდესაც ჩემპიონი ხდები, მომდევნო სეზონში უფრო მეტი უნდა გააკეთო. ფეხბურთელების სხეულის ენით ვხვდები, რომ მათ უკვე მობეზრდათ ამ სამწვრთნელო შტაბთან მუშაობა, თუმცა გუნდთან იმდენად დაახლოებული არ ვარ, რომ შიგნიდან ვიცოდე, რა ხდება სინამდვილეში”, – ციტირებს ანრის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

 

ანრი: „გვარდიოლა მალე ინგლისის პრემიერლიგაში გადავა“

„არსენალისა“ და „ბარსელონას“ ექს-ფეხბურთელს ტიერი ანრის ეჭვი არ ეპარება, რომ უახლოეს მომავალში „ბაიერნის“ მთავარი მვწრთნელი ხოსეპ გვარდიოლა სამუშაოდ ინგლისის პრემიერლიგაში გადავა.

„გვარდიოლა ამბიციური მწვრთნელია და მას, ალბათ, წარმატების მიღწევა ყველა შესაძლო ტოპლიგაში სურს. ვიცი, რომ მან ინგლისური ჩინებულად იცის. ვფიქრობ, მალე პეპს პრემიერლიგაში ვიხილავთ“, – განაცხადა ანრიმ.

ცნობისთვის, ბოლო დროს გვარდიოლას „მანჩესტერ სიტის“ უკავშირებენ.

ანრი: „არსენალმა“ პრემიერლიგა მიმდინარე სეზონში აუცილებლად უნდა მოიგოს“

„მანჩესტერ იუანიტედთან“ ანგარიშით 3:0 მოგებული მატჩის შემდეგ „არსენალის“ ექს-ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ აღნიშნა, რომ მიმდინარე სეზონში „მეთოფეებს“ პრემიერლიგის მოგებულის ძალიან კარგი შანსი აქვთ.

„ვფიქრობ, მიმდინარე სეზონში „არსენალმა“ ჩემპიონატი უნდა მოიგოს. მათ ეს აუცილებლად უნდა გამოუვიდეთ. არ ვიცი, გუნდს ამის უკეთესი შანსი ექნება თუ არა“, – აღნიშნავს ფრანგი.