დელე ალიმ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

ლონდონის “ტოტენჰემისა” და ინგლისის საფეხბურთო ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, დელ ალიმ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა.

“ტონი კროოსი “რეალსა” და გერმანიის ნაკრებში ნამდვილად გამორჩეულია. თუ ის ფორმაშია, მასთან ახლოს მისვლასაც ვერავინ შეძლებს.

რა თქმა უნდა, თამაშისას შენს ქმედებებს უფრო მეტ ყურადღებას უნდა აქცევდე, მაგრამ ძალიან გამაღიზიანებელია, თუ როგორ შეუძლია ბურთი აგართვას მარტივი პრესინგის ხარჯზე.

მისი თამაშის ყურება ერთი დიდი სიამოვნებაა,” – აცხადებს ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელი.

კროოსი: “ზიდანმა ყველაფერი შეცვალა”

მადრიდის “რეალის” გერმანელმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა “ბლანკოსში” ზინედინ ზიდანის მუშაობა შეაფასა.

“როდესაც ის კლუბში მოვიდა, დაახლოებით 15 თვის წინ, რთულ სიტუაციაში ვიყავით, მაგრამ მან ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალა. ზიდანმა მოახერხა და პოზიტიური გარემო შექმნა. ჩვენ სულ სხვა, განსხავებულ გზას დავადექით.

მასთან მუშაობა ძალიან მიყვარს, კარგი ურთიერთობა გვაქვს. ფეხბურთთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა და ყველაფერთან ერთად, ის თავს მნიშვნელოვნად მაგრძნობინებს, რაც მაბედნიერებს.

მისი მოსვლის შემდეგ, გუნდი გაცილებით უფრო კარგად ათამაშდა და ჩემპიონთა ლიგაც მოვიგეთ. მიმდინარე სეზონში, ჩვენი მიზანი იგივეა, ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას,” – აცხადებს გერმანელი ფეხბურთელი.

“იუვეს” “რეალის” ვარსკვლავი მოუნდა

Gazzetta dello Sport-იტყობინება, რომ ტურინის “იუვენტუსი” ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას მადრიდის “რეალის” ფეხბურთელით, ტონი კროოსით აპირებს.

მოგეხსენებათ, “ბებერმა ქალბტონმა” გასულ ზაფხულს პოლ პოგბა გაუშვა და ეს დანაკლისი სათანადოდ ვერ შეავსო. ცოტა ხნის წინ იწერებოდა, რომ იტალიელები მადრიდული გრანდიდან ხამეს როდირგესის შეძენას აპირებდნენ, თუმცა ახლა კოლუმბიელს “ჩელსის” უფრო უკავშრებენ.

ყველა გარემოებიდან გამომდინარე, “იუვენტუსი” უფრო მეტად ტონი კროოსზეა გადართული და მასში სარფიან თანხას – 60 მილიონ ევროს ჩამოდის. ვრცელდება ხმები, რომ ტურინული კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე მიმართა ფლორენტინო პერესს გერმანელის თაობაზე.

აქვე გეტყვით, რომ ტონის გარდა, “ბებერი ქალბატონი” ნახევარდაცვის გასაძლიერებლად ივან რაკიტიჩისა და მარკო ვერატის კანდიდატურას განიხილავს.

ზიდანი: “კროოსს უბრალოდ არ უნდა, რომ დაისვენოს”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ტონი კროოსის შრომისმოყვარეობა შეაქო და აღნიშნა, რომ ბოლო მატჩში (“ლეონესა” 1-7 “რეალი”) მისი მოედანზე ყოფნა სწორედ გერმანელის სურვილიდან გამომდინარეობდა.

“იძულებული ვიყავი კროოსი შემადგენლობაში შემეყვანა, რადგანაც რამდენიმე ფეხბურთელი ისედაც გვაკლდა მოედნის იმ მონაკვეთში.

ჩვენი გეგმა კი მის დასვენებას გულისხმობდა, მაგრამ მას ბოლომდე უნდოდა თამაში. ვთხოვე დაესვენა, მაგრამ მითხრა კარგად ვარო და თამაში გაეგრძელა. მისთვის ეს ჩვეულებრივი თამაში იყო.” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ კროოსმა ახალი სეზონის 13 მატჩში მოირგო “რეალის” მაისური. მადრიდელთა რიგებს გერმანელი ნახევარმცველი მხოლოდ უეფას სუპერ თასის მატჩში დააკლდა.

კროოსი “მანჩესტერში” გადასვლაზე: “არაფერს არ გამოვრიცხავ”

ტონი კროოსმა უარყო ჭორები მისი “ბაიერნში” დაბრუნების შესახებ, თუმცა გერმანელმა ფეხბურთელმა “რეალის” დატოვებისა და “მანჩესტერ სიტიში” გადასვლის შესაძლებლობა არ გამორიცხა.

გერმანულ ტაბლოიდთან, Bild-თან საუბრისას კროოსმა განაცხადა: “საკმაოდ დიდი ხნის წინ ვთქვი უარი გერმანულ კლუბში კარიერის გაგრძელებაზე და აზრი არც ახლა შემიცვლია.

ჩვენ ამჟამად საფრანგეთში ვიმყოფებით. მთლიანად ამ ტურნირზე ვართ კონცენტრირებული.” – განაცხადა მან, როდესაც “მანჩესტერ სიტის” ინტერესის შესახებ კითხეს.

“ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, არაფერი არ უნდა გამორიცხო. მაგრამ, ამ დროისთვის “რეალში” დიდებულად ვარ, მათგან პატივისცემას ვგრძნობ.”

Daily Mirror: პეპის “სიტი” ტონი კროოსსა და ლუის სუარესზე ნადირობს

Daily Mirror-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, პეპ გვარდიოლა მადრიდის “რეალისა” და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველის, ტონი კროოსის გადაბირებას აპირებს. ამასთანავე, “მანჩესტერ სიტის” ახალი თავკაცი არ აპირებს თავი დაანებოს ოცნებას, ლუის სუარესის უკან, პრემიერ ლიგაში დაბრუნების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა სპეციალისტმა მანჩესტერში მოსვლის შემდეგ უკვე განახორციელა ორი დიდი ტრანსფერი – მან 13.5 მილიონ ფუნტად შეისყიდა ნოლიტო და “დორტმუნდიდან” გადაიბირა ილკაი გიუნდოგანი.

თუმცა, “სიტის” ჯერ არ განუხორციელებია ისეთი ტრანსფერი, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედში” ზლატანის გადასვლის საპასუხო იქნება. სუარესის, ან კროოსის გადაბირება ამ მდგომარეობას თავისუფლად შეცვლის.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ტონი კროოსმა უკვე ითამაშა ერთი სეზონი პეპის მეთვალყურეობის ქვეშ – როცა ის “ბაიერნში” იყო. თუმცა, შემდეგ გერმანელმა ფეხბურთელმა მადრიდის “რეალში” გადაწყვიტა გადასვლა (21.5 მილიონ ფუნტად).

41

მართალია, რომ მისი ამჟამინდელი კონტრაქტის ამოწურვამდე 4 წელია დარჩენილი, თუმცა 63 მილიონ ფუნტს ამ ხარვეზის გამოსწორებაც შეუძლია.

რაც შეეხება ლუის სუარესის ვარიანტს – გვარდიოლა კარგა ხანია, რაც ურუგვაელი ფეხბურთელის დარწმუნებას ცდილობს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლუის სუარესის წარმომადგენელი, პერე პეპ გვარდიოლას ძმა არის. ურუგვაელის გადაბირება ინგლისელებს 85 მილიონ ფუნტად შეეძლებათ. ეს 20 მილიონი ფუნტით მეტია იმ თანხაზე, რაც ბარსელონელებმა თავის დროზე “ლივერპულს” გადაუხადეს.

წყაროს ცნობით, სუარესის ოჯახს ესპანეთის დატოვების და ინგლისში დაბრუნების შესაძლებლობა საკმაოდ კარგ ვარიანტად მიაჩნიათ.

გვარდიოლას კიდევ 6 ფეხბურთელის გადაბირება სურს

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა დორტმუნდის “ბორუსიადან” ილკაი გიუნდოგანის შეძენის შემდეგ გაჩერებას არ აპირებს და კიდევ 6 ფეხბურთელის გადაბირებას ეცდება.

ესპანელი სპეციალისტი მანჩესტერულ კლუბში კიდევ ერთი ნახევარმცველის, ერთი ცენტრალური მცველის, ფრთებზე მოთამაშე ორი მცველისა და ერთი თავდამსხმელის გადაბირებას აპირებს.

“ქალაქელთა” სიაში მოხვდნენ ჯონ სტოუნზი (“ევერტონი”), ემერიკ ლაპორტე (“ატლეტიკი”), “რეალის” ნახევარმცველი, ტონი კროოსი და “შალკეს” ვინგერი ლეროი სანე.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პეპის სიაში ვერ მოხვდა “იუვეს” ლიდერი, პოლ პოგბა, რომელთანაც ინგლისური კლუბი კარგა ხნის მანძილზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

კროოსი: „უდიდესმა კლუბმა უდიდესი ტურნირი უნდა მოიგოს“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ტონი კროოსმა „ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის ხვალინდელი ფინალური მატჩთან დაკავშრებთ მცირე კომენტარი გააკეთა.

„ეს ის არის, რასაც მადრიდის „რეალი“ ელის. უდიდესმაე კლუბმა უდიდესი ტურნირი უნდა მოიგოს“, – გერმანულ „Süddeutsche Zeitung“-ზე დაყრდნობით ფეხბურთელს ესპანური AS ციტირებს.

მილანის სტადიონ „სან-სიროზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალი, შაბათს, თბილისის დროთ, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

კროოსი: “რონალდუს გარეშე თამაში ყოველთვის რთულია”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა აღნიშნა, რომ მადრიდული გრანდის ფეხბურთელებს რონალდუს გარეშე თამაში გაუჭირდათ. შეგახსენებთ, რომ საუბარი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩს ეხება, სადაც “ბლანკოსი” “მანჩესტერ სიტის” დაუპირირისპირდა (0-0).

“არ მიყვარს იმ ფეხბურთელებზე საუბარი, რომლებსაც არ უთამაშიათ, მირჩევნია იმათზე ვისაუბრო, რომლებმაც ითამაშეს. რონალდუ ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მას მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. რა თქმა უნდა, მის გარეშე თამაში ჩვენთვის ყოველთვის რთულია.

რაც შეეხება მეორე მატჩს, ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, როგორც “ვოლფსბურგთან” გავაკეთეთ. ვფიქრობ, რომ ასეთი თამაშით ფინალის საგზურს მოვიპოვებთ.” – განაცხადა გერმანელმა ფეხბურთელმა.

კროოსის ძმა:” მას ზიდანთან არანაირი პრობლემა არ აქვს”

ტონი კროოსის ძმა, ფელიქსი უარყოფს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მადრიდის “რეალის” გერმანელ ნახევარმცველს ზინედინ ზიდანთან არასახარბიელო ურთიერთობა აქვს.

“კროოსი ყველა მწვრთნელს კარგად ეწყობა, არა მხოლოდ მადრიდში. როგორც მან მითხრა, მას ზიდანთან კარგი ურთიერთობა აქვს.

ასე რომ, მწვრთნელის ცვლილება არ არის მიზეზი, რის გამოც “რეალის” დატოვება უნდა. თუ კლუბს დატოვებს, ეს მწვრთნელის გამო არ მოხდება. ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იქნება. თუმცა არამგონაი ის რამეს გეგმავდეს.

თუ კარგად თამაში შეგიძლია, მაშინ ნებისმიერ კლუბს მოერგები. ინგლისში გადასვლის ერთადერთი პრობლემა იქნება ის, რომ ტონი ჩვენთან ერთად ვერ შესძლებს შობის აღნიშვნას.” – განაცხადა ფელიქსმა.

გვარდიოლა “რეალის” ნახევარმცველის გადაბირებით არის დაინტერესებული

Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტიში” მადრიდელთა გერმანელი ნახევარმცველის, ტონი კროოსის მიყვანა სურს.

პეპმა, რომელიც მანჩესტერულ გრანდს ზაფხულშივე ჩაიბარებს, ტონი კროოსი “ქალაქელთა” პრიორიტეტულ სამიზნედ აქცია, მიუხედავად იმისა, რომ მისი მადრიდულ კლუბთან დამშვიდობება არც ისე ადვილი იქნება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ კროოსმა გვარდიოლას ხელმძღვანელობით ერთი სეზონის მანძილზე იმუშავა, თუმცა პეპმა მას კლუბი დაატოვებინა, რის მიზეზადაც ‘ჰარმონიის ნაკლებობა’ დაასახელა.

იმ შემთხვევაში, თუ ინგლისური გრანდი კროოსს ვერ გადაიბირებს, პეპი დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველზე, ილკაი გიუნდოგანზე გადაერთვება.

“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა კროოსის სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტი გადაიხადოს

Daily Star-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობისთვის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მთავარი სამიზნე ტონი კროოსი იქნება, რომელიც ამჟამად მადრიდის “რეალის” ღირსებას იცავს.

წყაროს ცნობით, მადრიდული გრანდი მზადაა გაყიდოს გერმანელი ფეხბურთელი, რომელმაც წლევანდელი სეზონი ფაქტიურად ჩააგდო.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ კროოსი მის “მანჩესტერელ” მეგობარს, ბასტიან შვაინშტაიგერსაც ესაუბრა მისი პოტენციური ტრანსფერის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ “წითელი ეშმაკები” კროოსის შეძენა 2014-შიც ცდილობდნენ, როცა ის “ბაიერნის” ღირსებას იცავდა. ახლა კი ინგლისელები მზად არიან გერმანელის სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტიც გაიღონ.