ტურინულ დერბიში “ტორინომ” ბოლო 20 წლის მანძილზე პირველად იმარჯვა (ვიდეო)

იტალიის ჩემპიონატის 32-ე ტურში ტურინული დერბი შედგა — “ტორინომ” “იუვენტუსი” მიიღო და მრისხანე მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ტურინულ დერბიში “ტორინომ” პირველად იმარჯვა.

35-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით ანგარიში ანდრეა პირლომ გახნა, თუმცა შესვენებამდე მატეო დარმიანიმ გაათანაბრა, ხოლო 57-ე წუთზე ფაბიო კვალიარელამ გამარჯვების გოლი გაიტანა

“იუვენტუსი” 73 ქულით სატურნირო ცხრილში ლიდერობას განაგრძობს. “ტორინოს” 47 ქულით მერვე პოზიცია უკავია.

იტალიის სერია A
32-ე ტური
“ტორინო” — “იუვენტუსი” 2:1 (1:1)

გოლები: დარმიანი 45′, კვალიარელა 57′ — პირლო 35′
გაფრთხილებები: გაცი 59′, მორეტი 70′, ვივესი 88′ — ბონუჩი 77′.

 

“რეალს” “ტორინოს” მცველი სჭირდება

მატეო დარმიანი შეიძლება ესპანურ საფეხბურთო გიგანტში აღმოჩნდეს.

25 წლის იტალიელი მცველი “ტორინოში” ბრწყინვალე სეზონს ატარებს, რაც ევროპა ლიგაზეც კარგად ჩანს. ორი გოლი და სამი საგოლე გადაცემა, რვა მატჩში.

SportMediaset-ის ცნობით, იტალიელმა უკანახაზელმა “რეალის” ყურადღება მიიპყრო. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენს.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ მატეოთი “იუვენტუსი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ჩელსი” და “პსჟ” ინტერესდებოდნენ.

ბენიტესი: “მსაჯების შეცდომებზე საუბრით დავიღალე”

იტალიური “ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა “ტორინოსთან” გამართული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ის მსაჯებზე საუბრით დაიღალა.

შეგახსენებთ, რომ 2 მარტს იტალიის ჩემპიონატში, “ტორინომ” “ნაპოლი” საკუთარ მოედანზე მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში ნეაპოლელები პენალტს ითხოვდნენ, მათ ეგონათ, რომ ემილიანო მორეტის ბურთი ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირა.

“არ მინდა, ამ მომენტზე ვისაუბრო, რადგან ეს ჩემი საქმე არ არის. თუმცა, ყველამ დაინახა, რაც მოხდა. მსაჯების შეცდომებზე საუბრით უკვე დავიღალე. ვფიქრობ, მსაჯის ერთ გადაწყვეტილებას შეუძლია მოვლენები სხვაგვარად წარმართოს”, – უთხრა ბენიტესმა Sky Sport Italia-ს.

ნოჩერინო: „ტორინოს“ მწვრთნელი დებილივით მექცეოდა“

„პარმას“ ახალწვეულმა ანტონიო ნოჩერინომ „ტორინოდან“ წასვლის მთავარ მიზეზზე ისაუბრა. მისი თქმით, ტურინული კლუბის მთავარი მწვრთნელი ჯამპიერო ვენტურა მას არ აფასებდა.

„ტორინოს“ ბოლო ექვსი თვისთვის მადლობას ვუხდი, ჩემი უკმაყოფილება მხოლოდ მთავარ მწვრთნელთანაა დაკავშირებული. ვენტურა როგორც იდიოტს მექცეოდა. მე საფეხბურთო განათლება მივიღე, რომელსაც პატივი უნდა სცენ. ვენტურამ ბევრი ბინძური რამ მთხრა, თითქოს, 15 წლის ბიჭი ვიყო. პროფესიონალურ ფეხბურთში ოთხასზე მეტ მატჩი ჩავატარე და ასეთი დამოკიდებულება მაღიზიანებდა.

„პარმაში“ თავის გამოჩენა და იტალიის ნაკრებში დაბრუნება მსურს. ბევრი ამბობდა, რომ „მილანში“ მხოლოდ იბრაჰიმოვიჩს წყალობით ვიტანდი, თუმცა, ჩემი აზრით, კარგი ფეხბურთის ჩვენება მე თვითნაც შემიძლია“, – განაცხადა ნოჩერინომ.

შეგახსენებებთ, რომ ნახევარმცველის კონტრაქტი ამჟამად „მილანს“ ეკუთვნის და „პარმაში“ იგი ასევე იჯარით ითამაშებს.

ტორინო ლუკას ლიმას შეიძენს

“სანტოსის” ნახევარმცველი ლუკას ლიმა უახლოეს მომავალში, შესაძლოა, “ტორინოს” ფეხბურთელი გახდეს.

24 წლის ფეხბურთელი “სანტოსში” შემქნილი ვითარებით უკმაყოფილოა. მოთამაშეს სამი თვეა ხელფასი არ აუღია. ლიმას აგენტმა კი ამასობაში კლუბის ხელმძღვანელობას “ტორინოს” ინტერესის შესახებ შეატყობინა.

ბრაზილიის ჩემპიონატის 35 შეხვედრაში ლუკას ლიმამ სამი გოლის გატანა შეძლო.

 

ანდრეა პირლომ “ტორინოს” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

30 ნოემბერს, “იუვენტუსსა” და “ტორინოს” შორის გამართულ მატჩში (2:1), ანდრეა პირლომ 93-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.


“ტორინოს” ფეხბურთელმა “იუვენტუსს” წლის საუკეთესო გოლი გაუტანა? (ვიდეო)

30 ნოემბერს, იტალიის ჩემპიონატში, “იუვენტუსსა” და “ტორინოს” შორის გამართულ მატჩში (2:1), ბრუნო პერესმა მეტოქის კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა.



ადემ ლიალიჩის მშვენიერი გოლი “ტორინოს” კარში (ვიდეო)

9 ნოემბერს, იტალიის ჩემპიონატში, “რომასა” და “ტორინოს” შორის გამართულ მატჩში (3:0), ადემ ლიალიჩმა მეტოქეს ლამაზი გოლი გაუტანა.

გაბრიელ ბატისტუტა: ”იმედი მაქვს ტოტი 40 წლამდე ითამაშებს”

არგენტინის ნაკრებისა და ყოფილმა თავდამსხმელმა, გაბრიელ ბატისტუტამ, იმედი გამოთქვა რომ ”რომას” ლეგენდარული თავდამსხმელი, ფრანჩესკო ტოტი, უახლოეს მომავალში კარიერას არ დაასრულებს. იგი, რამდენიმე დღის წინ ფლონეციაში დაბრუნდა და დღეს, ”ტორინო” – ”ფიორენტინას”(1-1) შეხვედრასაც დაესწრო და თამაშზე თავისი მოსაზრებაც გამოთქვა.

”ფლორენციაში დაბრუნებით მოხარული ვარ, ეს ადგილი ყოველთვის ჩემს სახლად მიმაჩნდა და მუდამ ასე იქნება. ვფიქრობ, ”ფიორენტინა” ამ თამაშში ფრეზე უკეთეს შედეგს იმსახურებდა, მაგრამ სეზონი ახალი დაწყებულია და გუნდი ოპტიმალურ ფორმაში ჯერ არ შესულა.”

”იმედი მაქვს, რომ ტოტი 40 წლამდე ითამაშებს. ნებისმიერი ქვეყნის ჩემპიონატში ინატრონ ტოტის მსგავსი ფეხბურთელი, ის ლეგენდაა!” – განაცხადა ბატისტუტამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტოტის 38 წელი შეუსრულდა.

გასტონ სილვა ტორინოში გადავიდა

ურუგვაელი ცენტრალური მცველი გასტონ სილვა, რომელიც “დეფენსორ სპორტინგის” ღირსებას იცავდა “ტორინოში” გადავიდა. ფეხბურთელმა იტალიურ კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

სილვა ურუგვაის ახალგაზრდული ნაკრების წამყვანი მოთამაშეა. ეროვნულ გუნდში 20 წლის მცველს ჯერ არ უთამაშია.

კვალიარელა „ტორინოში“ გადავიდა

„ტორინომ“ დორტმუნდის „ბორუსიაში“ გადასული ჩირო იმობილეს შემცვლელი იპოვა.

ტურინელთა ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ კლუბმა ფაბიო კვალიარელა გადმოიბირა, მის სანაცვლოდ კი, სამი მილიონი ევრო გადაიხადა. იტალიის ნაკრების ექს-თავდამხმელმა „ხარებან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ „ტორინოში“ ფაბიოს დებიუტი ჯერ კიდევ 15 წლის წინ შედგა. ჯამში „ტორინოს“ მაისურით მან სხვადასხვა სეზონში 43 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ცხრა გოლი გაიტანა.

იმობილე დორტმუნდის „ბორუსიაში“ გადავიდა

„ტორინოს“ თავდამსხმელი ჩირო იმობილე, როგორც მოსალოდნელი იყო, დორტმუნდის „ბორუსიაში“ გადაბარგდა.

დღეს იტალიელი ფეხბურთელი დორტმუნდს ეწვია და გერმანულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

იმობილე „ბორუსიაში“ 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელიც მანამდე რობერტ ლევანდოვსკის ემოსა. როგორც მოგეხსენებათ, პოლონელი ფორვარდი მიუნხენის „ბაიერნში“ გადადის.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანულმა კლუბმა 24 წლის იტალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 19,5 მილიონი ევრო გაიღო.

„მოხარული ვარ, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდა. მოუთმებლად ველი სადებიუტო მატჩს“, – აღნიშნა იტალიელმა თავდამსხმელმა.

იტალიის სერია A-ს აწ უკვე დასრულებულ გათამაშებაში ჩირო იმობილემ 33 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით ის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ბექა დოგრაშვილი