რა გაუკეთა თაუნსენდმა სოლდადოს გატანილი გოლის შემდეგ

9 აგვისტოს “ტოტენჰემსა” და “შალკეს” შორის გამართულ შეხვედრაში (2:1) თაუნსენდმა სოლდადოს გოლის გატანა ასე მიულოცა.

კრისტიან ერიქსენი შესანიშნავი საჯარიმო “სელტიკის” კარში

2 აგვისტოს “ტოტენჰემსა” და “სელტიკს” შორის გამართულ მატჩში (6:1), კრისტიან ერიქსენმა მეტოქეს ულამაზესი გოლი გაუტანა.

“ტოტენჰემმა” ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების წევრი შეიძინა

ინგლისის ახალგაზრდული გუნდის მცველმა ერიკ დაიერმა “ტოტენჰემ ჰოთსპურში” სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ჩრდილოლონდონურ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტიც გააფორმა.

20 წლის ფეხბურთელი მანამდე ლისაბონის “სპორტუნგის” ღირსებას იცავდა.

ოფიციალური მხარე ტრანსფერის დეტალებს არ ახმაურებს, თუმცა ბრიტანული პრესის ინფორმაციით, პორტუგალიურმა კლუბმა დაიერის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო მიიღო.

 

დაიერი ტოტენჰემში ითამაშებს

“ტოტენჰემმა” ლისაბონის “სპორტინგთან” ერიკ დაიერის ტრანსფერზე მოილაპარაკა. ლონდონელები ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშეში 5 მილიონ ევროს გადაიხდიან. მოსალოდნელია, რომ მხარეები ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებენ.

დაიერი, რომელიც ახლა 20 წლისაა, ინგლისში დაიბადა, თუმცა 10 წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად პორტუგალიაში გადავიდა.

გასულ სეზონში ახალგაზრდა ინგლისელმა “სპორტინგის” შემადგენლობაში 16 მატჩი ჩაატარა.

„ტოტენჰემმა“ „სუონსის“ ორი მოთამაშე დაიმატა

„ტოტენჰემ ჰოთსპურმა“ „სუონსი სიტის“ ერთბაშად ორი ფეხბურთელი დაიმატა: მეკარე მიშელ ვორმი და მცველი ბენ დევისი.

დევისმა „დეზებთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ვორმა კი ხელი ოთხწლიან ხელშეკრულებას მოაწერა.

დევისი „სუონსის“ აღზრდილი გახლავთ, ვორმი კი აღნიშნულ კლუბში 2011 წლიდან გამოდიოდა. უელსელმა მცველმა „გედების“ რიგებში 91 მატჩი ჩაატარა, ჰოლანდიელმა კი — 97.

 

ტოტენჰემი და სოსიედადი გრიზმანზე ვერ თანხმდებიან

“რეალ სოსიედადის” ხელმძღვანელობას ანტუან გრიზმანის “ტოტენჰემში” გაშვება არ სურს. ინგლისური კლუბი ფრანგ შემტევში 19 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა ესპანურ მხარეს მეტი მიღება სურს.

ბრიტანული პრესის ცნობით “სოსიედადის” ხელმძღვანელები 31,5 მილიონ ევროს ითხოვდნენ. 23 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს “მონაკო” და “ჩელსიც” იჩენდნენ.

გასულ სეზონში გრიზმანმა პრიმერას 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 16 გოლით გამოიჩინა.

„ტოტენჰემს“ ეტო’ო სჭირდება

გავრცელებული ინორმაციით, კამერუნელი თავდამსხმელი სამუელ ეტო’ო, რომელსაც „ჩელსისთან“ კონტრაქტი ამოეწურა, შესაძლოა, კიდევ ერთ ლონდონურ კლუბშ აღმოჩნდეს.

მოთამაშის შეძნის სურვილი „ტოტენჰემ ჰოთსპურსის“ ხელმძღვანელობას აქვს, რომელიც სამუელს ემანუელ ადებაიორის შესაძლო შემცვლელა ხედავს, რადგან გამორიცხული არ არის, ამ უკანასკვნელმა მიმდინარე ზაფხულს სხვა კლუბის მაისური მოირგოს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე კამერუნელის შეძნა ასევე თურქულ „გალათასათაისა“ და იტალიის „რომას“ სურდათ.

ინგლისის ჩემპიონატის განვლილი სეზონის გათამაშებაში „ლურჯთა“ მაისურით ეტო’ომ 21 მატჩი ჩაატარა. ფორვარდის აქტივში ამ შეხვედრებში ცხრა გოლია.

„ტოტენჰემი“ 2017 წელს ახალ სტადიონზე ითამაშებს

მას შემდეგ, რას „ტოტენჰემმა“ ოლიმპიური სტადიონის იჯარა ვერ მოახერხა, კლუბმა საკუთარ პროექტზე მუშაობა დაიწყო. გუშინ „სპურსმა“ ლონდონის თვითმმართველობისგან ახალი სტადიონის აშენების ნებართვა მიიღო, რომელიც „უაით ჰართ ლეინის“ ახლოს იქნება განლაგებული.

ლონდონელთა ახალი არენა 56 ათას გულშემატკივარს დაიტევს. საფეხბურთო კლუბი მიწის სამ გეკტარს მიიღებს.

Spurs

იან ვერტონგენმა ბურთი “არსენალის” გულშემატკივარს გაარტყა

მსოფლიოს ჩემპიონატზე ბელგიისა და კორეის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ბელგიელმა იან ვერტონგენმა, რომელიც “ტოტენჰემის” ღირსებას იცავს, კარის მიმართულებით არაზუსტად დაარტყა.

“რეალი” “ტოტენჰემს” 20 მილიონს გადაუხდის

24 მაისს, პორტუგალიაში ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ორი მადრიდული კლუბი – “რეალი” და “ატლეტიკო” დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო დამატებით ტაიმებში “სამეფო კლუბის” ფეხბურთელები უკეთ გამოიყურებოდნენ და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, როდესაც “ტოტენჰემი” და “რეალი” ერთმანეთთან მოდრიჩისა და ბეილის ტრანსფერის შესახებ შეთანხმებას აღწევდნენ, კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი, რომლის მიხედვითაც მადრიდელებს ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში ლონდონელებისთვის 20 მილიონი ფუნტი უნდა გადაეხადათ (მოდრიჩი – 5, ბეილი-15).

კრისტიან ერიქსენი “ნაიკის” ახალ რეკლამაში

ცნობილმა სპორტულმა ბრენდმა “ნაიკმა” ახალი ბუცის რეკლამა გადაიღო, რომელშიც მონაწილეობა “ტოტენჰემის” დანიელმა ფეხბურთელმა, კრისტიან ერიქსენმა მიიღო.