რონალდო: “ნეიმარი მსოფლიოში საუკეთესო იქნება და “რეალს” სწორედ მისი მსგავსი მოთამაშე სჭირდება”

მადრიდის “რეალის” ლეგენდამ, რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმამ თანამემამულეზე, ნეიმარზე ისაუბრა.

“ნეიმარი სუპერმოთამაშეა. ალბათ, ის რამდენიმე წელში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იქნება. ჩემი აზრით, “რეალს” სწორედ საუკეთესოები სჭირდება. მე მილანის “ინტერში” ვთამაშობდი და არ ვგეგმავდი, მომავალი ხუთი წელი სადმე წავსულიყავი. თუმცა, საბოლოოდ, გამოჩნდა მადრიდის “რეალი”. მათი შემოთავაზება, რა თქმა უნდა, დამაფიქრებელი იყო, რადგან  იქ თამაში ყველას სურს.”

“ნეიმარზე “ბლანკოსის” წარმომადგენლებისგან არაფერი გამიგია. მათ ის უნდა იფიქრონ და გააკეთონ, რაც სჭირდებათ. წელს კი, ესპანურ გრანდს რთული პერიოდი უდგას. მათ უნდა მოინდომონ და სეზონი წარმატებით დაასრულონ. ჩემპიონთა ლიგაზე კარგად გამოდიან და ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ტურნირი. ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება,” – ამბობს რონალდო.

ოფიციალურად: ევგენი ბოხაშვილი ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელია

უკრაინაში დაბადებულ-გაზრდილი ქართველი ევგენი ბოხაშვილი ამპლუით ფორვარდია. 25 წლის ფეხბურთელი ქუთაისის “ტორპედოში” სინჯებზე იმყოფებოდა და ამხანაგურ შეხვედრებში ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ბოხაშვილი კლუბში დარჩა და “ტორპედოსთან” 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მოთამაშეს, რომელიც “დნიპროს” აღზრდილია, კარიერის დიდი ნაწილი უკრაინაში აქვს გატარებული. “დნიპ­როს” გარ­და, მას სხვა­დას­ხ­ვა დროს “კრივ­ბა­სის”, “კარ­პა­ტის”, “ვო­ლი­ნის, “ნაფ­ტო­ვი­კი­სა” და “რუ­ხის” ღირ­სე­ბაც და­­უ­ცავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალწვეული უკრაინის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო.

17 წლამდე ლიგის ბომბარდირი კარიერას თბილისის “ლოკომოტივში” გააგრძელებს

თბილისის ლოკომოტივისა და საფეხბურთო კლუბ ზესტაფონს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 17 წლის ფორვარდი, შოთა შეყილაძე კარიერას ჩვენს კლუბში გააგრძელებს. საქართველოს 19 წლამდე ნაკრების წევრსა და ლოკომოტივს შორის 3 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

შეყილაძე საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის აღზრდილია. 2017 წელს, მან საქართველოს 17 წლამდე ლიგაში 44 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

გასულ სეზონში, ზესტაფონმა, 17 წლამდე ლიგის გათამაშება მეორე ადგილზე დაასრულა.

უკვე რამდენიმე დღეა, შოთა ლოკომოტივში ვარჯიშობს. მან მონაწილეობა, 1 თებერვალს, შევარდენი 1906-ის წინააღმდეგ, ამხანაგურ მატჩშიც მიიღო.

იოზილმა შესაძლოა, “არსენალთან” კონტრაქტი გაახანგძლივოს

ალექსის სანჩესმა ლონდონის “არსენალი” დატოვა, თუმცა, როგორც ჩანს, ამას არ აპირებს გუნდს მეორე ლიდერი, მესუთ იოზილი. როგორც გერმანული  და ინგლისური პრესა წერს, გამთამაშებელი კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

ახალი ხელშეკრულება იოზილს “მეთოფეებთან” 2021 წლის ზაფხულამდე დააკავშირებს. მისი ანაზღაურება კი წელიწადში 18 მილიონი ევრო იქნება. სწორედ ასეთ, საერთო იფნორმაციას იუწყება გერმანული გამოცემა, Bild-იც.

გეტყვით, რომ მესუთი 2013 წლის ზაფხულში გადავიდა მადრიდის “რეალიდან” ლონდონის “არსენალში” და მას შემდეგ შემადგენლობის შეუცვლელი წევრია.

სანდრო რამირესი “სევილიაში” ითამაშებს

მერსესაიდის “ევერტონის” თავდამსხმელი, სანდრო რამირესი ანდალუსიის “სევილიაში” ითამაშებს. ამის შესახებ ესპანური პრესა იუწყება. ტრანსფერი დღეს გაოფიციალურდება.

22 წლის თავდამსხმელი სეზონის ბოლომდე, არენდის წესით იასპარეზებს ესპანურ კლუბში. სევილიელებმა ამისთვის ინგლისელებს 9.5 მილიონი ევრო გადაუხადეს. რამირესი გასულ სეზონში “მალაგაში” წარმატებული ასპარეზობის შემდეგ გადავიდა “ევერტონში”, სადაც, მხოლოდ და მხოლოდ, თხუთმეტი შეხვედრა ჩაატარა. არც ისე წარმატებული ნახევარი სეზონის შემდეგ, სანდრომ სამშობლოს მიაშურა.

იმასაც გეტყვით, რომ “სევილიასთვის” რამირესი მეოთხე შენაძენია. ანდალუსიელებმა აქამდე გილერმე არანა, როკე მესა და მიგელ ლაიუნი იყიდეს.

ოთო კობახიძე კარიერას “ლოკომოტივში” გააგრძელებს

ოთო კობახიძე კარიერას თბილისის ლოკომოტივში გააგრძელებს. 21 წლის თავდამსხმელი ლოკომოტივში 2019 წლის ბოლომდე ითამაშებს.

კობახიძე უკანასკნელად, შევარდენი 1906-ის წვერი იყო. მანამდე, ორი სეზონი ბოლნისის სიონში გაატარა. ოთომ, ეროვნულ ლიგაში, ბოლნისური კლუბის მაისური 33-ჯერ მოირგო და 7 გოლი გაიტანა.

მან უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და გუნდთან ერთად, საგურამოს ბაზაზე ემზადება.

Fcloco.Ge

თბილისის “ლოკომოტივმა” თემურ შონია დაიმატა

თბილისის ლოკომოტივმა ბათუმის დინამოს კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი – თემურ შონია დაიმატა . 27 წლის ნახევარმცველსა და კლუბს შორის, 2 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

აჭარულ კლუბში, შონია 2014 წლიდან თამაშობდა, მანამდე კი 2009 წლიდან, 5 წლის მანძილზე ცხინვალის ფეხბურთელი იყო. ბათუმის დინამოსა და ცხინვალის მაისურით, მან ეროვნულ ლიგაში 203 მატჩი ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა. ერთი სეზონი, შონიამ ცხინვალთან ერთად, ეროვნულ ლიგა 2-ში გაატარა, სადაც 29 მატჩში, 6 გოლის გატანა შეძლო.

2017 წელს, შონია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს. მან მონაწილეობა ორ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში მიიღო. ჯერ უზბეკეთის, შემდეგ კი იორდანიის ნაკრებების წინააღმდეგ. უზბეკეთთან გამართულ მატჩში (2:2), ერთი გოლი სწორედ შონიამ გაიტანა.

Eliga.Ge

ოფიციალურად: თორნიკე გორგიაშვილი თბილისის “საბურთალოს” ფეხბურთელია

29 წლის თორნიკე გორგიაშვილმა, რომელიც ბოლოს საჩხერის “ჩიხურას” შემადგენლობაში ასპარეზობდა, დედაქალაქურ “საბურთალოსთან” 2 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ და ახალწვეულმა, კონტრაქტს დღეს მოაწერეს ხელი.

გორგიაშვილი 2009-2010 წლების სეზონიდან 2013-2014 წლებში “ზესტაფონში” ირჯებოდა, სადაც 2-ჯერ ქვეყნის ჩემპიონი, ერთხელაც სუპერთასის გამარჯვებული გახდა. 2013-14 წლების სეზონზე კი უკვე “დინამოს” შემადგენლობაში მოახერხა ჩემპიონობა და თასის მოპოვება. ამის შემდეგ კი “სამტრედიაში”, “ცხინვალსა” და “ჩიხურაში” თამაშობდა.

წლევანდელ ეროვნულ ლიგაში გორგიაშვილმა 29 მატჩი ჩაატარა და 3-ჯერ აიღო მეტოქის კარი.

ბაქარ ქარდავამ თბილისის “დინამოსთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

ბაქარ ქარდავამ თბილისის “დინამოსთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ დედაქალაქელთა ოფიციალური გვერდი იტყობინება.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, 23 წლის ნახევარმცევლი “დინამოში” 2020 წლამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ქარდავა “დინამოში” “ცხინვალიდან” გადავიდა და მალევე გახდა გუნდის მნიშვნელოვანი მოთამაშე. მან სეზონში ეროვნული ლიგის 32 შეხვედრაც ჩაატარა. მანამდე, იგი “გაგრასა” და “სასკოში” თამაშობდა.

 

შირერი: “კეინს “რეალსა” და “ბარსელონაში” წარმატებულად თამაში შეუძლია”

პრემიერ ლიგისა და “ნიუკასლ იუნაიტედის” საუკეთესო ბომბარდირმა, ალან შირერმა 2017 წლის გოლეადორზე, ჰარი კეინზე ისაუბრა.

“მან წელს იმაზე მეტი გაიტანა, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუმ ან ლიონელ მესიმ. კეინმა ამით ძალიან დიდ რამეს მიაღწია. წლების მანძილზე სხვადასხვა ფეხბურთელი ცდილობდა, “რეალისა” და “ბარსელონას” ვარსკვლავებისთვის ეჯობნა. ჰარიმ ეს წელს მოახერხა.”

“მერწმუნეთ, მას იმავეს გაკეთება ნახსენებ ესპანურ გარნდებშიც შეუძლია. თუმცა, “ტოტენჰემი” ასე მარტივად კეინს არ შეელევა. ის მათი წამყვანი მოთამაშეა. რა თქმა უნდა, “სპურსებს” არ სურთ, მთავარი ვარსკვლავის გარეშე გადავიდნენ ახალ სტადიონზე. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ “ტოტენჰემმა” ბოლო წლებში ტიტული ვერ მოიგო. თუ ასე გაგრძელდება, საშუალოდ, მომავალი ორი სეზონის მანძილზე, კეინს სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს,” – ცხადებს შირერი.

ოფიციალურად: მიუნხენის “ბაიერნმა” ვაგნერი გიაფორმა

მიუნხენის “ბაიერნმა” ზანსჰაიმის “ჰოფენჰაიმიდან” სანდრო ვაგნერი გაიფრომა. ამის შესახებ ბავარიელთა ოფიციალური გვერდი იტყობინება. 30 წლის თავდამსხმელმა ორ-ნახევარ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. შესაბამისად, ის კლუბს იანვარში შეუერთდება და 2020 წლის ივნისამდე დარჩება. ტრანსფერის ღირებულება 13 მილიონი ევროა.

გეტყვით, რომ სანდრო ვაგნერი “რეკორდმაისტერის” აღზრდილია. მისი დებიუტი მთავარ გუნდში 2007 წლის 11 აგვისტოს ბუნდესლიგის მატჩში, როსტოკის “ჰანსას” წინააღმდეგ შედგა, სადაც ბავარიელებმა ანგარიშით, 3:0 იმარჯვეს.  ამის შემდეგ ვაგნერს გამოვლილი აქვს ისეთი გერმანული კლუბები, როგორებიცაა: დიუსბურგის “მსვ”, ბრემენის “ვერდერი 2”, ბრემენის “ვერდერი”, ბერლინის “ჰერტა”, “დარმშტადტ 98” და, როგორც უკვე ვთქვით, ზანსჰაიმის “ჰოფენჰაიმი”.

“სანდრო ვაგნერის სახით, ჩვენ კიდევ ერთი გერმანელი დავიმატეთ. გვჯერა, რომ ის დააკმაყოფილებს გუნდის სათამაშო დონეს. მას ამის კლასი და გამოცდილება გააჩნია,” – აცხადებს გუნდის სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩი.

რამოსი: “ნეიმარისთვის “რეალის” კარი ღიაა”

მადრიდის “რეალის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა “პსჟ”-ს შემტევი, ნეიმარი აქო და განაცხადა, რომ ბრაზილიელისთვის “ბლანკოსის” კარი ყოველთვის ღიაა.

“სასიამოვნოა, როცა საუკეთესო ფესბურთელები გყავს გუნდში. ნეიმარი სწორედ ასეთ მოთამაშეებს მიეკუთვნება. ალბათ, უფრო ადვილი იყო ნეიმარისთვის, რომ “პსჟ”-ში წასულიყო, ვიდრე პირდაპირ “რეალში” გადმოსულიყო. ეს მისი პერსონალური გადაწყვეტილება იყო. ვერ იტყვი, რა მოხდება მომავალში, ჩვენ ხომ ფეხბურთის ნაწილნი ვართ.”

“ამჟამად, ნეიმართან კარგი ურთიერთობა მაქვს. მინდა მას საჯაროდ ვუთხრა, რომ “რეალის” კარი მისთვის ღიაა,” – აცხადებს მადრიდელთა კაპიტანი.