საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

საქართველოს  ნაკრები ოფიციალური მატჩებისთვის 25 ფეხბურთელით ემზადება. ეროვნულ გუნდს ამერიკის შეერთებულ  შტატების საფეხბურთო ლიგაში მოთამაშე ვაკო ყაზაიშვილი უკვე შეუერთდა. ფეხბურთელი დღევანდელ სავარჯიშო პროცესში სრული დატვირთვით  ჩაერთო.

ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. ნიკა კაჭარავა ვირუსის გამო, უახლოეს ორ ოფიციალურ შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ,რომ ირლანდიასთან სამატჩო განაცხადში ჯაბა კანკავა დისკვალიფიკაციის გამო არ იქნება.

საქართველოს ნაკრები მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს 1 სექტემბერს დინამო არენაზე ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ნუკრი რევიშვილი (დინამო თბ);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი);

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი).

ზიდანი: “ბეილი ჯერ კიდევ კიდევ ევრ ვარჯიშობს ჩვენთან ერთად”

გარეთ ბეილმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნება მოახეხრა, თუმცა რადენიმე მატჩის წინ ისევ დისკომფორტი შეექმნა. ამჯერად გარეთი ვერ ახერხებს სრული დატვირთვით ვარჯიშს. შესაბამისად, 14 მაისს ლა ლიგის 37-ე ტურში, “სევილიას” წინააღდეგ მისი თამაში გამორიცხულია.

უელსელის შესახებ ზინედინ ზიდანმა ისაუბრა.

“გარეთს ყოველდღე ვაკვირდებით. ის დარბაზში დიდ დროს ატარებს, ვარჯიშობს, შრომობს და ცდილობს, დაზიანება მალე აღმოფხვრას. მიუხედავად მუდმივი გარჯისა, ის მაინც არაა ჩვენთან, მინდორზე.”

“ამ ყველაფერს დრო სჭირდება. არ ვიცი, როდის დაგვიბრუნდება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი. თუმცა, ვიმედოვნებ, ეს მალე მოხდება,” – განაცხადა “ზიზუმ”.

პიკე, დიდი ალბათობით, “ლას პალმასთან” არ იქნება

სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება კატალონიის “ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის.

როგორც იცით, ხერარდ პიკეს ტრავმა აქვს და, მოსალოდნელი იყო, რომ მას მხოლოდ ამ კვირის პირველი ორი დღე არ უნდა ევარჯიშა. თუმცა, უკვე შაბათია და ესპანელი მცველი არცერთ ვარჯიშზე არ გარჯილა. წინ კი “ლა ლიგის” ერთ-ერთი გადამწყვეტი თამაშია. ისიც უნდა ითქვას, რომ ლუის ენრიკემ “ბარსელონა ბ”-დან მარლონ სანტოსს უხმო.

37-ე ტურის ამ მატჩი “ლას პალმასსა” და “ბარსას” შორის კვირას გაიმართება.

ჰუმელსი “რეალთან” გამოირიცხა

12 აპრილს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრაში მიუნხენის “ბაიერნი” მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება. როგორც ირკვევა აღნიშნულ მატჩში გერმანელთა ერთ-ერთი ლიდერი, მატს ჰუმელსი ვერ მიიღებს მონაწილეობას.

კარლო ანჩელოტიმ ბუნდესლიგის ბოლო დაპირისპირებაში (დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ) ჰუმელსი ბოლო ათი წუთი ათამაშა. უკანახაზელი დღეს ვარჯიშზეც იყო. სწორედ იქ მიიღო ტრავმა.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მატსს კოჭი აქვს დაზიანებული და ის მინიმუმ “რეალთან” პირველ მატჩში ვერ ითამაშებს.

სამაგიეროდ, დაბრუნდა თომას მიულერი, რომელმაც დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა. ეჭვქვეშაა მანუელ ნოეირს თამაში, რომელიც განცალკევებით ირჯება და ცდილობს გამოჯანმრთელებას.

კრიშტიანუ რონალდუ “ნაპოლისთან” შეხვედრისთვის სრული დატვირთვით ჯერ ვერ ვარჯიშობს

მადრიდის “რეალი”, “ოსასუნას” დამარცხების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათს გასამართი მატჩისთვის (ნეაპოლის “ნაპოლის” წინააღმდეგ) სამზადისს შეუდგა.

საგულისხმოა, რომ ზიდანის განკარგულებაში დღეს არ იმყოფებოდა გუნდის ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ. პრიმერა დივიზიონის გასულ მატჩში მან მარჯვენა ფეხზე დაზიანება მიიღო. როგორც გაირკვა, ეს მიკროტრავმა არც ისე სახუმაროა. აქედან გამომდინარე, თავის დაზღვევის მიზნით, რონალდუმ, თანამემამულე ფაბიო კოენტრაოსთან ერთად, სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშა.

როგორც ირკვევა, შესაძლოა, კრიშტიანუმ ხვალაც იმავე რეჟიმში ივარჯიშოს. თუმცა, ეს სულაც არ გამორიცხავს მის “ნაპოლისთან” თამაშსს. ყველაფერს ოთხშაბათს აეხდება ფარდა.

აქვე გეტყვით, რომ პორტუგალიელმა მიმდინარე სეზონში “რეალის” მასიურით 26 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა. თუმცა, მან ჩემპიონთა ლიგაზე, მხოლოდ და მხოლოდ, ორჯერ გამოიჩინა თავი. იგი გასულ სეზონში 16 გატანილი გოლით (12 შეხვედრაში) ტურნირის ბომბარდირი გახდა.

დანილოს ტრავმა არ აქვს და “ნაპოლისთან” ითამაშებს

11 თებერვალს პამპლონაში “ოსასუნამ” მადრიდის  “რეალს” უმასპინძლა. “ლა ლიგა სანტანდერის” 22-ე ტურში “ბლანკოსმა” მეტოქე ანგარიშით, 3-1 დაამარცხა და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

დედაქალაქელებისთვის ცუდი ფაქტი 57-ე წუთზე მოხდა.

მარჯვენა მცველი, დანილო დავიდ გარსიასთან ორთაბრძოლაში დაშავდა. ამ უკანასკნელმა ბრაზილიელს კოჭში გაშლილი ფეხი ჩაარტყა. დანილო უხერხულად დაეცა გაზონზე და მარცხენა მუხლი დაიზიანა.

 

25 წლის სპორტსმენი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას გამოკვლევა ჩაუტარდა და დადგინდა, რომ საშიში არაფერია. ეს მიკროტრავმა იყო. უკვე 100 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში (ნეაპოლის “ნაპოლის” წინააღმდეგ) ითამაშებს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მისი კონკურენტი, დანიელ კარვახალი უკვე სრულ მზადყოფნაშია. დიდი ალბათობით, სწორედ ესპანელი დაიწყებს სასტარტო შემადგენლობაში თამაშს.

“მანჩესტერ სიტი”: კომპანი სრული დატვირთვით ვარჯიშობს

სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება “მანჩესტერ სიტის” ფანებისთვის. გუნდის კაპიტანმა, ვინსენტ კომპანიმ, ტრავმის შემდეგ, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით პირველად ივარჯიშა.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელმა ცენტრალურმა მცველმა გასული წლის ნოემბერში, “კრისტალ პალასთან” შეხვედრაში მიიღო ტრავმა. ერთ-ერთ მომენტში კომპანი კლაუდიო ბრავოს შეეჯახა და მუხლის მყესი დაიზიანა.

31 წლის მცველი ნოემბრის შემდეგ პირველად გამოჩნდა მოედანზე. უცნობია, რომელი იქნება 2017 წლის სადებიუტო შეხვედრა ბელგიელისთვის.

აქვე გეტყვით, რომ, კომპანისთან ერთად, ლაზარეთიდან დაბრუნდნენ ლეროი სანე და ფერნანდო.

 

სერხიო რამოსი 2017 წლის პირველ ორ შეხვედრას გამოტოვებს

2016 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მადრიდის “რეალი” და “კაშიმა ანთლერსი” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მატჩში “ბლანკოსის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა მარჯვენა ფეხის ერთ-ერთ კუნთზე ტრავმა მიიღო.

როგორც ირკვევა, ესპანელ მცველს ისევ აქვს მცირე ტკივილი დაზიანებულ ფეხზე. ზიდანის, რამოსისა და ექიმების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სერხიო 2017 წლის პირველ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამ მატჩში, რომელიც 5 იანვარს, 00:15 საათზე გაიმართება, “თეთრები” სამეფო თასზე “სევილიას” დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება წლის მეორე შეხვედრას (7 იანვარს) იგი პრიმერა დივიზიონის ეგიდით გაიმართება. “რეალი” აქ “გრანადას” დაუპირისპირდება. რამოსი ამ თამაშს 5 ყვითელი ბარათის ქონის გამო გამოტოვებს.

შესაბამისად, მადრიდელთა კაპიტანი გუნდს 13 იანვარს “კოპა დელ რეის” განმეორებით შეხვედრაში დაუბრუნდება.

“ბარსელონა”: გაირკვა, რამდენ ხანს იუქმებს იასპერ სილესენი

კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალური გვერდი განცხადებას ავრცელებს.

“ბლაგურნას” საიტი იტყობინება, რომ იასპერ სილესენმა ექმიებთან შემოწმება გაიარა. ჰოლანდიელ მეკარეს მარცხენა წვივის კუნთის დაზიანება აქვს და იგი, დაახლოებით, 2 კვირას იუქმებს.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის სპორტსმენი 2016 წლის ზაფხულს მოვიდა გუნდში. მან აქამდე “ბარსელონას” მაისურით ყველა ტურნირზე მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა.

გიორგი ჭანტურია 6 თვე იუქმებს

გასულ უქმეებზე რუსეთის პრემიერ ლიგის მე-15 ტურში მოსკოვის “ლოკომოტივი” “ურალს” დაუპირისპირდა და მასთან ქულები გაიყო.

სტუმართა რიგებში ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი ჭანტურიამ ძირითადიდან დაიწყო შეხვედრა. თუმცა, მან მეორე ტაიმში, ერთ-ერთ ორთაბრძოლაში ტრავმა მიიღო და 58-ე წუთზე სერჩენკოვმა შეცვალა.

“ურალის” ოფიციალური გვერდის ცნობით, გიორგიმ მუხლის მყესები დაიზიანა, რის გამოც იგი დაახლოებით 6 თვის მანძილზე ვეღარ შეძლებს საყვარელი საქმის კეთებას.

აქედან გამომდინარე, ჭანტურია 24 მარტს საქართველოს ნაკრებს სერბეთის წინააღმდეგ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

რომელი ფეხბურთელები გამოტოვებენ “ელ კლასიკოს”?

3 დეკემბერს, თბილისის დროით 19:15 საათზე ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-14 ტურში კატალონიის “ბარსელონა” მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს.

საგულისხმოა, რომ “ელ კლასიკოში” ორივე გუნდს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება.

“ბარსელონას” დანაკლისი: ანდრეს ინიესტა (დიდი ალბათობით), სამუელ უმტიტი (დიდი ალბათობით), ხორდი ალბა (დიდი ალბათობით), ჟერემი მატიე (დიდი ალბათობით).

“რეალის” დანაკლისი: გარეტ ბეილი, ტონი კროოსი, ალვარო მორატა, რაფაელ ვარანი (დიდი ალბათობით).

ცნობილია, რამდენ ხანს იუქმებს კიელინი

15 ოქრომბერს, სერია ა-ს მე-8 ტურში ტურინის “იუვენტუსი” საკუთარ მოედანზე “უდინეზეს” დაუხვდა და მეტოქეს, ანგარიშით, 2-1 სძლია.

შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ტურინელთა დაცვის ბურჯს, ჯორჯო კიელინის, რომელმაც თამაშის დღეს, დილის ვარჯიშზე ბარძაყის ტრავმა მიიღო.

“იუვენტუსის” ოფიციალური გვერდი წერს, რომ ჯორჯოს დაიზიანება სახიფათო არაა. მან, შესაძლოა, სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე საფრანგეთში “ლიონთან” გასამართი შეხვერდა გამოტოვოს. ხოლო, სერია ა-ს მეცხრე ტურის მატჩისთვის ( “მილანის” წინააღმდეგ, 22 ოქტომბერს) 32 წლის მცველი სრულ მზადყოფნაში იქნება.