ჩემპიონთა ლიგაზე იგორ აკინფეევის წარუმატებელი სერია შეწყდა

მოსკოვის “ცსკა”-ს რუსმა მეკარემ, იგორ აკინფეევმა ბოლო ათწლეულის მანძილზე პირველად შეძლო ჩემპიონთა ლიგაზე (ჯგუფურ ეტაპსა და პლეი-ოფში) კარის მშრალად შენახვა. აკინფეევის კარის აღება “ბენფიკამ” ვერ შეძლო, ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში – 2:0.

ბოლოს აკინფეევმა ჩემპიონთა ლიგაზე კარის მშრალად შენახვა 2006 წლის პირველ ნოემბერს მოახერხა, როდესაც მისი გუნდი “არსენალს” ხვდებოდა. მას შემდეგ აკინფეევი გოლს ზედიზედ 43 მატჩში უშვებდა.

გეტყვით იმასაც, რომ ოთხშაბათს გამართულ მატჩში აკინფეევს დიდი გარჯა არ დასჭირვებია, თუ არ ჩავთვლის ალმეიდას აქტიურობას.ასე რომ, აკინფეევის ღამის კოშმარი უკვე დასრულებულია.

რაც შეეხება უშუალოდ რუსულ კლუბს, ჯგუფური ეტაპის ხუთი ტურის შემდეგ, მოსკოველები 9 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფებიან და ბოლო ტურში “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდებიან.

ნავალოვსკის “სკა” ისევ დამარცხდა

დღეს სანაკრებო პაუზის შემდეგ რუსეთის პრემიერ ლიგა განახლდა. მეჩვიდმეტე ტურის პირველ შეხვედრაში “ხაბაროვსკმა” “ცსკას” უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:4 დამარცხდა.

მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი გიორგი ნავალოვსკი, რომელმაც სრული შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ გუნდს წარმატებაში ვერ დაეხმარა. თავდაპირველად მატჩში “სკა” დაწინაურდა, მე-5 წუთზე თავი დედეჩკომ გამოიჩინა, თუმცა მათი სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა და 7 წუთში ძაგოევმა ანგარიში გაათანაბრა. უხვ გოლიანი გამოდგა მატჩის მეორე ნახევარი. 74-ე წუთზე ვერნბლუმმა მოსკოველები წინ გაიყვანა, მაგრამ ამჯერად უკვე “ხაბაროვსკმა” შეძლო წონასწორობის მალე აღდგენა (81′), თუმცა ზუსტად ორ წუში ვერნბლუნმმა დუბლი გაიფორმა, ხოლო 93-ე წუთზე ვიტინიომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ მარცხის შემდეგ ნავალოვსკის “სკა” 12 ქულით ბოლო ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას ისინი “ლოკომოტივთან” გამართავენ.

მოურინიო: “ლუკაკუ ხელშეუხებელია”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში “მანჩესტერ იუნაიტედი” ლისაბონის “ბენფიკას” მიიღებს.

მატჩის წინ “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ჟურნალისტებს ესაუბრა. პორტუგალიელმა რომელუ ლუკაკუს როლზე გაამახვილა ყურადღება.

“რომელუ ჩემს გუნდში ხელშეუხებელია. იგი კრიტიკას არ იმსახურებს. მას აქვს როგორც ჩემი, ასევე გულშემატკივართა მხრიდან მხარდაჭერა. ის საოცრად კარგად თამაშობს. ფანები თავიანთი ნებისმიერი დამოკიდებულების გამოხატვაში თავიუფალნი არიან. თუმცა, ჩემი მოვალეობა მოთამაშეთა დაცვაა და ლუკაკუ ხელშეუხებელი უნდა იყოს. ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია.”

“ჩემპიონთა ლიგაზე “ცსკ”-სთან და “ბაზელთან” გამარჯვება მარიტივი იყო, თუმცა “ბენფიკასთან” რთული მატჩი გამოდგა. “ბენფიკა” სხვებზე უკეთესი გუნდია. ახლა სხვა შეხვედრაზე არ ვფიქრობთ. მხოლოდ მომავალ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი. “ჩელსი”? ამაზე შემდეგ დავიწყებთ ფიქრს, რაც “ბენფიკასთან” თამაშს ჩავატარებთ,” – აცხადებს პორტუგალიელი.

ნავალოვსკის მარცხი “ცსკა”-სთან

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მატჩები იმართება

ერთ-ერთ შეხვედრაში მოსკოვის “ცსკა” ხაბაროვსკის “სკა”-ს შეხვდა. ამ უკანასკენლში ქართველი მარცხენა მცველი, გიორგი ნავალოვსკი თამაშობს. იგი სულ ახლახანს გადავიდა პრემიერ ლიგის გუნდში. გიორგიმ მატჩი ძირითადიდან დაიწყო და იგი შეუცვლელად ჩაატარა.

რაც შეეხება უშუალოდ დაპირისპირებას, მასში ანგარიში მე-4 წუთზე გოლოვინმა გახსნა და “ცსკა” დააწინაურა. 37-ეზე კი ნათჩომ პენალტი გაიტანა.

საბოლოოდ, “ცსკა”-მ ანგარიშით, 2-0 მოიგო. ამ მარცხის შემდეგ ნავალოვსკის გუნდი ნული ქულით ბოლო ადგილზეა.

ჟარდიმი: “მონაკო” ყველაფერს გააკეთებს აგრესიული “ცსკა”-ს დასამარცხებლად”

ფრანგული “მონაკოს” თავკაცმა, ლეონარდო ჟარდიმმა მოსკოვის “ცსკა”-ს წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ რუს მეტოქეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფრანგულ მხარეს ამ მატჩში გამარჯვება აუცილებლად ესაჭიროებათ.

“რთულ მატჩს ველით. სავარაუდოდ, “ცსკა” აგრესიულ ფეხბურთს დაგვიპირისპირებს, თანად მაღალ ტემპსაც შემოგვავაზებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ გამარჯვების მოსაპოვებლად, რათა რუსეთში გამგზავრების წინ კარგი განწყობა შევიქმნათ.

მოსამზადებლად მხოლოდ 2 დღე გვქონდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გამოგვივა.

რომან ერემენკოსა და ალან ძაგოევის არყოფნა “ცსკა”-სთვის დიდი დარტყმაა, თუმცა რამდენადაც ვიცი, მათ კარგი გუნდი ჰყავთ და მწვრთნელსაც არ გაუჭირდება ალტერნატიული ვარიანტის არჩევა.

“ცსკა” რუსეთის ჩემპიონია, სადაც ბევრი რუსი ფეხბურთელი თამაშობს. ამ გუნდმა სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” აჯობა, რომელიც როგორც ვიცით, ძალიან კარგი გუნდია.

ასე რომ, ძალიან აგრესიულ და საინტერესო მატჩს ველით.”

“ტოტენჰემი” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია”

ლონდონური “ტოტენჰემი” ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია მსოფლიოში, თუ რა თქმა უნდა მოსკოვის “ცსკა-ს” მთავარ მწვრთნელს, ლეონიდ სლუცკის დავუჯერებთ.

“ტოტენჰემი” ინგლისის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, რაც მათ ავტომატურად მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად ხდის.” – განაცხადა ლეონიდმა “მამლებთან” გასამართი მატჩის წინ.

მან დაამატა: ” შეგვიძლია ვისაუბროთ სონზე, ვინსენ იანსენზე, კრისტიან ერიქსენზე, ერიკ ლამელაზე – თითოეული მათგანი ძალიან საშიშია ჩვენი გუნდისათვის.

გასულ სეზონში “ტოტენჰემს” დიდებული გუნდი ჰყავდა. მართალია, წელს ისინი სხვანაირად თამაშობენ, მაგრამ ისინი მაინც ძალიან სახიფათონი არიან.”

ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩებს კონტეს “ჩელსი”?

ანტონიოს კონტე პრე-სეზონის მაქსიმალურად გამოყენებას აპირებს. ლონდონური “ჩელსი” 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს 5 განსხვავებულ სასაათო სარტყელში. ექვსიდან 5 მატჩი ავსტრიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა ჩატარდეს, ერთი – რუსეთში.

ანტონიო კონტეს გუნდი იქნება პირველი სტუმარი “ალიანს სტადიონზე”, რომელიც “რაპიდის” საშინაო სტადიონი გახლავთ და “ცსკას” ახალ “მოსკოვის სტადიონზე”.

რაც შეეხება “მილანსა” და ლონდონელებს შორის გასამართ მატჩს, რომელიც საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ეგიდით ტარდება, ეს იქნება პირველი დიდი ღონისძიება U.S. Bank Stadium-ზე, სადაც 73,000 მაყურებელი ეტევა.


“რაპიდ ვენა” – “ჩელსი” – შაბათი, 16 ივლისი – Allianz Stadion – 20:00

“ვოლფსბერგერი” – “ჩელსი” – ოთხშაბათი, 20 ივლისი – Worthersee Stadion – 22:00

“ჩელსი” – “ლივერპული” – ოთხშაბათი, 28 ივლისი – Rose Bowl – 07:00

“ჩელსი” – “რეალ მადრიდი” – შაბათი, 30 ივლისი – Michigan Stadium – 23:00

“ჩელსი” – “მილანი” – ოთხშაბათი, 4 აგვისტო – U.S. Bank Stadium – 05:00

“ცსკა” – “ჩელსი” – კვირა, 7 აგვისტო – Moscow Stadium – დრო უცნობია


კონტეს პირველი სერიოზული გამოცდა “ლივერპულთან” მატჩში ელის. აღნიშნული შეხვედრა “როუზ ბოულის სტადიონზე” გაიმართება. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ სტადიონმა უმასპინძლა 1994 წლის მუნდიალის ფინალს.

ჯონ ტერი, დიეგო კოშტა და ვილიანი თავიდანვე გუნდთან ერთად იქნება. განსხვავებით იმ ფეხბურთელთაგან, რომლებმაც ევრო 2016-ზე ითამაშეს – ისინი 1 კვირით დაისვენებენ. 1-კვირიანი შვებულებით სარგებლობს ხუან კვადრადოც, რომელმაც კოპა ამერიკაზე კოლუმბიის ნაკრებში ითამაშა.

გასულ სეზონში ჟოზემ აღიარა, რომ 3-მატჩიანმა პრე-სეზონმა მის გუნდზე უარყოფითი გავლენა იქონია, რამეთუ გუნდმა შემდეგში მოუმზადებელის შთაბეჭდილება დატოვა. როგორც ჩანს, კონტე მსგავსი შეცდომის დაშვებას არ აპირებს.

სლუცკი:”ლესტერი” ყველაფერს გააკეთებს მუსას გადასაბირებლად”

როგორც იცით, ჯერ კიდევ იანვარში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ინგლისის ჩემპიონები აჰმედ მუსას გადაბირებით იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა მაშინ “მელიებს” არაფერი გამოუვიდათ.

“ბრიტანული კლუბი მის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროზე ცოტა ნაკლებს იხდის.” – განუცხადა “ცსკა-ს” ბოსმა, სლუცკიმ Sky Sports-ს.

“რამოდენიმე დღის წინ ის ჩემთან მოვიდა და მკითხა, თუ როდის ბრუნდებოდა ის (რანიერი) შვებულებიდან, თუმცა მე ვერაფერი ვუთხარი, რადგან ამის შესახებ არაფერი ვიცოდი.

ზუსტად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ამის ალბათობა დიდია. “ლესტერი” ყველაფერს გააკეთებს მუსას გადასაბირებლად.” – დაამატა მან.”

აკინფეევმა გოლი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 37-ე მატჩში გაუშვა

„პსვ ეინდჰოვენთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში მოსკოვის ცსკა გასვლაზე ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

აქედან გამომდინარე, „არმიელთა“ მეკარემ იგორ აკინფეევმა გოლი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 37-ე მატჩში გაუშვა.

ბოლოს აკინფეევმა მშრალად კარი „არსენალთან“ 2006 წლის პირველ ნოემბერს გამართულ მატჩში შეინახა. ჯამში რუსეთის ნაკრების მეკარის ანგარიშზე ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 5 მატჩია.

ამ მხვრივ, ტურნირის ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი სერია აკინფეევის შემდეგ პსვ-ს მეკარეს რონალდ ვატეროისს ეკუთვნის, რომელმაც კარი მშრალად ზედიზედ 16 თამაშში ვერ შეინახა.

გიორგი ლორიას ბრწყინვალე სეივები მოსკოვის ცსკა-სთან მატჩში (ვიდეო)

21 ნოემბერს, რუსეთის პრემიერ ლიგაში, მოსკოვის ცსკა-მ საკუთარ მოედნაზე “კრილია სოვეტოვი” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი მეკარე გიორგი ლორია, რომელმაც საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისაგან არაერთხელ გადაარჩინა.

შვაინშტაიგერმა რუნი შეაქო

„მანჩესტერ იუანიტედის“ ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა ცსკა-სთან მოგებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ჩბენთვის ეს განსაკუთრებული მომენტია, რადგან გოლი ზედიზედ რამდენიმე მატჩში არ გაგვიტანია. უეინის გოლი მნიშვნელოვანი მას შემდეგ გახდა, რაც ცსკა-ს მეორე ტაიმში ანგარიშის გახსნა შეეძლო.

ვფიქრობ, მოგება დავიმსახურეთ, რამეთუ ბოლომდე დავიხარჯეთ, ვცდილობდით მომენტები შეგვექმნა. ცალკე პირველ ტაიმში მარკოს როხოს თამაშის აღნიშვნა შეიძლება. ჩვენთვის საკუთარ მოედანზე მოგებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ახლა პირველ ადგილზე ვართ და პსვ-სთან შემდეგი თამაში მოსაგები გვაქვს. სიტუაცია შედარებით გამოსწორდა.

მიხარია, რომ სწორედ რუნიმ გაიტანა. ჩემი აზრით, ეს გოლი მას ხასიათს გამოუსწორებს. იმედია, უეინს ეს „ვესტ ბრომვიჩთან“ შემდეგ შეხვედრაშიც დაეხმარება“, – განუცხადა გერმანელმა „იუნაიტედის“ საკლუბო არხს.

ვან გაალი: „ცსკა-ს პენალტი ვაჩუქეთ“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთვაარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა ცსკა-სთან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩი შეაფასა, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა.

„თავიდანვე ვიცოდი, რომ რთული მატჩი გვექნებოდა. ცსკა ჩნებულად ორგანიზაბული გუნდია, რომელსაც გამორჩეული ფლანგის მცველები ჰყავს. მეტოქემ მომენტი სწორად გამოიყენა, მათ პენალტი ვაჩუქეთ, როდესაც მარტიალმა ხელით ითამაშა. შემდეგ ცსკა კომპაქტურად მოქმედებდა და დაცვაში უშეცდომო იყო. მეორე ტაიმი, პირველთან შედარებით, უკეთესი გამოგვივია. შესვენების წინ სისწრაფე გვაკლდა. ბოლოს მოგება შეგვეძლო, რაც ვერ გამოგვივიდ“, – განაცხადა ფეხბურთის ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.