ჩემპიონთა ლიგის III დღე: FANEBI.COM-ის მომხმარებელთა პროგნოზი

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის მესამე დღის მატჩები გაიმართება. Fanebi.com-ის მომხმარებლებმა თავიანთი ვარაუდი გამოთქვეს, თუ რა შედეგით დასრულდება დღევანდელი დღის რვა მატჩი. პროცენტულად გთავაზობთ, თუ როგორ გადანაწილდა ხმები.

“ბარსელონა” (93 %) ფრე (7 %) ლევერკუზენი (0 %)
“ბატე” (0 %) ფრე (0 %) “რომა” (100 %)
“ბაიერნი” (100 %) ფრე (0 %) “დინამო ზაგრები” (0 %)
“არსენალი” (97 %) ფრე (3 %) “ოლიმპიაკოსი” (0 %)
“მაკაბი” (0 %) ფრე (19 %) “დინამო კიევი” (81 %)
“პორტუ” (16 %) ფრე (24 %) “ჩელსი” (60 %)
“ლიონი” (35 %) ფრე (13 %) “ვალენსია” (52 %)
“ზენიტი” (91 %) ფრე (6 %) “გენტი” (3 %)

 

პირველად ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში — პირველ ტურში 3 ინგლისური კლუბი დამარცხდა

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ზაგრების “დინამომ” შინ ლონდონის “არსენალი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ამრიგად, პირველად ტურნირის არსებობის ისტორიაში სამმა ინგლისურმა კლუბმა პირველ ტურში მარცხი იწვნია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “მანჩესტერ სიტი” შინ ტურინის “იუვენტუსთან” 1:2 დამარცხდა, ხოლო “მანჩესტერ იუნაიტედმა” გასვლაზე “პსვ ეინდჰოვენთან” წააგო 1:2.

ერთადერთი ინგლისური კლუბი, რომელმაც პირველი ტურის მატჩის გამარჯვებით დასრულება შეძლო, ლონდონის “ჩელსი” გახლავთ, რომელმაც “სტემფორდ ბრიჯზე” თელ ავივის “მაკაბი” ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

 

ჩემპიონთა ლიგის II დღე: მიმოხილვა (ვიდეო)

დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეორე დღის მატჩები. გთავაზობთ გამართული შეხვედრების ვიდეომიმოხილვებს.

“ლევერკუზენი” — ბატე 4:1 (E ჯგუფი)
გოლები: მეჰმედი 4′, ჩალჰანოღლუ 47′, 76′ (პენ), ჩიჩარიტო 59′ — მილუნოვიჩი 13′.

“რომა” — “ბარსელონა” 1:1 (E ჯგუფი)
გოლები: ფლორენცი 31′ — სუარესი 21′.

“დინამო ზაგრები” — “არსენალი” 2:1 (F ჯგუფი)
გოლები: პივარიჩი 24′, ფერნანდესი 58′ — უოლკოტი 79′.
გაძევება: ჟირუ 40′ (“არსენალი”).

“ოლიმპიაკოსი” — “ბაიერნი” 0:3 (F ჯგუფი)
გოლები: მიულერი 52′ 90+1′ (პენ), გიოტცე 89′.

“დინამო კიევი” — “პორტუ” 2:2 (G ჯგუფი)
გოლები: გუსევი 20′, ბუიალსკი 89′ — აბუბაქარი 23′, 81′.

“ჩელსი” — “მაკაბი” 4:0 (G ჯგუფი)
გოლები: ვილიანი 15′, ოსკარი 45+4′ (პენ), დიეგო კოსტა 58′, ფაბრეგასი 78′.

“ვალენსია” — “ზენიტი” 2:3 (H ჯგუფი)
გოლები: ჟოაუ კანსელუ 55′, ანდრე გომეში 73′ — ჰალკი 9′, 45′, ვიტსელი 76′.

“გენტი” — “ლიონი” 1:1 (H ჯგუფი)
გოლები: მილიჩიევიჩი 68′ — ჟალე 58′.
გაძევება: დეიაგერე 41′ (“გენტი”), ფოკეტი 88′ (“გენტი”).

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის გახსნითი ვიდეო

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების გათამაშების ფინალური ტურნირის დაწყებამდე ზუსტად 56 დღე დარჩა. ჯგუფური ეტაპი 15 სექტემბერს დაიწყება. საქართველოს ტელევიზიებს შორის უეფასთან ახალი, სამწლიანი კონტრაქტი მხოლოდ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააფორმა. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ აღნიშნული მაუწყებლის სატელევიზიო არხების მეშვეობით ექნება გულშემატკივარს ტურნირის მატჩების ხილვის საშუალება.

აქვე გთავაზობთ ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების სეზონის მატჩების გახსნით ვიდეოს.

გამოკითხვა: რომელი გუნდი მოიგებს ჩემპიონთა ლიგის თასს?

დღეს ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე ევროპული საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალური მატჩი შედგება. ტურინის “იუვენტუსი” “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის თასის მოგებაში შეეცილება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას ჯიუნეთ ჩაქირის ხელმძღვანელობით თურქ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. ამ მატჩით დასრულდება ევროპული საკლუბო სეზონი.

აღნიშნულ შეხვედრაში გამარჯვებული გუნდი აგვისტოში თბილისში ჩამოვა და ევროპის ლიგის მომგებ “სევილიასთან” უეფას სუპერთასისთვის იბრძოლებს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩამდე გთავაზობთ გამოკითხვას — რომელი გუნდი მოიგებს თასს?

დელ ბოსკემ ჩემპიონთა ლიგის სასურველი ფინალი დაასახელა

ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვისენტე დელ ბოსკეს უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის „რეალისა“ და კატალონიის „ბარსელონას“ ნახვა სურს.

„ესპანური ფინალის ხილვა მსურს. ბოლო წლებში „რეალი“ და „ბარსელონა“ ესპანეთს ევროპაში კარგად წარმოადგენენ. ასეთი ფინალი ჩვენს ფეხბურთს ძალიან სჭირდება“, – განაცხადა „ფურია როხას“ დამრიგებელმა.

1/4 ფინალური მატჩების წილისყრა შედგა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩების კენჭისყრა, სადაც გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

“პსჟ”-“ბარსელონა”

“ატლეტიკო”-“რეალი”

“პორტო”-“ბაიერნი”

“იუვენტუსი”-“მონაკო”

გუნდოგანი: “მეოთხედფინალში გასვლას არ ვიმსახურებდით”

“დორტმუნდის” ნახევარმცველმა, ილკაი გუნდოგანმა ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსთან” ორმატჩიანი დაპირისპირების შემდეგ(2:1; 0:3), გერმანული გუნდი ევროპულ ტურნირს უშანსოდ გამოემშვიდობა.

“მეორე მატჩმა აჩვენა, რომ ჩვენ მეოთხედფინალში გასვლას არ ვიმსახურებდით. ტურინში კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ სასურველი შედეგი ვერ დავაფიქსირეთ,”-განაცხადა გუნდოგანმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში.

“ჩვენ დაცვის ხაზის გამყარებას ვცდილობდით, მაგრამ ტევესი-მორატას დუეტმა გუნდი ძალიან დააზარალა. ისინი კონტრ-შეტევებზე ძალიან სახიფათოები იყვნენ”.

კომპანი: “სიტის ამბიცია – მიაღწიოს ბარსელონას და ბაიერნის დონეს”

“მანჩესტერ სიტის” მცველი, ვენსან კომპანი მისი გუნდის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნას გამოეხმაურა.

“ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ “ბარსელონასთან” და “ბაიერნთან” გუნდის დონე დაბალია. ამ ეტაპზე ჩვენი ამბიცია მათი სიძლიერის დონეზე მიღწევაა”.

“ეს მოითხოვს ბევრ სამუშაოს და საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. რა თქმა უნდა, ერთ კონკრეტულ თამაშში მათი დამარცხება შეგვიძლია, მაგრამ ეს მომავალში რეგულარულად უნდა ხდებოდეს,”-განაცხადა მოქალაქეთა უკანახაზელმა.

“ყველა ინგლისური გუნდი გავარდა? ასეც ხდება ხოლმე. იქნებ, მომავალ წელს ოთხივე ნახევარფინალში ვიხილოთ. პრემიერ ლიგა ძალიან რთული ჩემპიონატია. მოდით, ეს ჩავარდნილი წელი უიღბლობას მივაწეროთ”.

შმიდტი: “პენალტების სერიაში კონცენტრაცია და თავშეკავებულობა გვაკლდა”

“ბაიერ ლევერკუზენის” მთავარმა მწვრთნელმა, როჯერ შმიდტმა ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

გერმანული გუნდი ევროტურნირს პენალტების სერიაში(3:2) გამოეთიშა.

“ვულოცავ ატლეტიკოს მორიგ ეტაპზე გასვლას. მოცემულ მატჩში ისინი უფრო ძლიერები აღმოჩნდნენ. გაშვებული გოლის შემდეგ, “ბაიერიც” ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. ჩვენ გვყავს ახალგაზრდა, პერსპექტიული გუნდი, რომელსაც გამოცდილება აკლია. ძნელია ისეთ სტადიონზე გამარჯვება, როგორიც “ვისენტე კალდერონია”. პენალტების სერიაში კონცენტრაცია და თავშეკავებულობა გვაკლდა”.

“ვფიქრობ, რომ “ატლეტიკოს” საკუთარი სათამაშო სტილი აქვს, ეს ყველასგან განსხვავდება. ამან კი მათ ბოლო წლებში საოცარი წარმატება მოუტანა. ესპანური გუნდის ფეხბურთელებს ბრწყინვალე ფსიქოლოგია აქვთ. ხშირად, ისინი ძალიან მაღალ დონეზე იყვნენ თავშეკავებულნი”.

“დიდ იმედგაცრუებას ვგრძნობთ, რადგან ამ ტურნირს გამოვეთიშეთ. ახლა ჩემი ფეხბურთელები მთლიანად ბუნდესლიგაზე გადაერთვებიან და ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება იქნება,”-განაცხადა შმიდტმა.

პელეგრინი: “მნიშვნელოვანია იმის დამტკიცება, რომ “მან.სიტი” ერთ-ერთი საუკეთესოა”

მანუელ პელეგრინი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური განმეორებითი მატჩისთვის ემზადება.

პირველი მატჩი, რომელიც ინგლისში გაიმართა, სტუმრებმა 1:2 მოიგეს, ხოლო “ეტიჰადის” ბინადრები კატალონიაში რთული მისიის შესასრულებლად ჩადიან.

“ჩვენ უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც ინგლისში მეორე ტაიმი. პირველ ნახევარში “ბარსელონა” აკონტროლებდა თამაშს, მაგრამ ბევრი მომენტი გვქონდა. უნდა ვითამაშოთ სრული ძალებით და მჯერა, რომ “მანჩესტერ სიტის” მომდევნო ეტაპზე გასვლა შეუძლია”.

“მნიშვენლოვანია, ბურთი ვაკონტროლოთ. “ბარსელონამ” ინგლისში სწორედ ამ ფაქტორის გამო დაგვამარცხა. “ბლაუგრანას” დამარცხებით უნდა დავამტკიცოთ, რომ “მან.სიტი” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია”.

“ჩვენ გვხვდება ძალიან ძლიერი მეტოქე, მაგრამ ფეხბურთის ფენომენი სწორედ ისაა, რომ მოედანზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. კარგი თამაშით ნებისმიერი ბარიერის გადალახვაა შესაძლებელი,”-განაცხადა პელეგრინიმ.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის VII დღე: FANEBI.COM-ის მომხმარებელთა პროგნოზი

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების გათამაშების მერვედფინალური ეტაპის მორიგი სათამაშო დღეა. Fanebi.com-ის მომხმარებლებმა თავიანთი ვარაუდი გამოთქვეს, თუ რა შედეგით დასრულდება დღევანდელი დღის ორი მატჩი. პროცენტულად გთავაზობთ, თუ როგორ გადანაწილდა ხმები.

“ატლეტიკო” (95 %) ფრე (3 %) “ლევერკუზენი” (2 %)
“მონაკო” (10 %) ფრე (9 %) “არსენალი” (81 %)