უკრაინულ სპორტულ ინტერნეტ-ჟურნალთან iSport.ua-სთან მიცემულ ინტერვიუში უკრაინის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდ ვოლკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში ჩასატარებელი 2015 წლის ევრობასკეტის ფორმატი შეცვლილი არ იქნება.
”ევრობასკეტი უკრაინაში ჩვეული ფორმატით შედგება. შესაძლო ცვლილებები, რომლებზეც ხშირად არის საუბარი, დიდი ალბათობით, 2017 წელს განხორციელდება. შემდეგი ევროპის ჩემპიონატისთვის რეგლამენტი უკვე შედგენილია და იგი არ შეიცვლება. ამ ტურნირის ჩატარება ჩვეულ ფორმატში გვსურს. სჯობს, გუნდების რაოდენობა სხვა დროს შეცვალონ”, – განაცხადა ვოლკოვმა.
შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ, ბერძნულმა eurohoops.net-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2015 წლის ევროპის საკალთბურთო ჩემპიონატის ფორმატი შეცვლილი იქნება და გუნდები ჯგუფური ეტაპის შემდეგ პლეი-ოფს 1/8 ფინალიდან დაიწყენ, ხოლო მეორე ეტაპი გაუქმდება.
ალექსანდრე მატევოსოვი